მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 10 » Hannah Montana Forever♥
8:47 PM
Hannah Montana Forever♥

ერთ დროს ჩემი უსაყვარლესი სერიალი 
|მიმოხილვა|ისტორია|ქასთი|ფოტოები|ანიმაციები|
გთხოვთ ნახეთ. იმედია მოგეწონებათ

 
 

ჟანრი: ახალგაზრდული კომედია, საოჯახო 
შემქმნელები: მაიკლ პორისი, რიჩ კორელი, ბარი ო'ბრაინი
მთავარ როლებში: მაილი საირუსი, ემილი ოსმენტი, მიშელ მუსო, მოიზეს არიასი, ბილი რეი საირუსი
თემის სიმღერა: ,,Best Of Both Worlds''
ქვეყანა: აშშ
არხი: Disney Channel/ABC
  
მიმოხილვა: სერიალის მთავარი გმირია გოგონა რომელიც „ორმაგი ცხოვრებით" ცხოვრობს: მისი ნამდვილი სახელია მაილი სტიუარტი, რომელიც ტიპიური ამერიკელი გოგონაა. ხოლო როდესაც იგი პარიკს იხურავს უკვე ნამდვილი ვარსკვლავია, და მას ჰანა მონტანა ჰქვია. მაილის საიდუმლო არავინ იცის გარდა ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისა.


ისტორია: სერიალის პრემიერა ამერიკულ დისნეი ჩანელზე 2006 წლის 24 მარტს შედგა. იმავე წლის სექტემბერში კი დაიწყეს მისი გაშვება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიისა და სკანდინავიის არხებზე. სერიალმა ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. იგი უკვე ნახა 164 მილიონზე მეტმა ადამიანმა! 
 
 
 
მთავარ როლს მაილი საირუსი ასრულებდა. მან თავისი გმირის თითქმის ყველა სიმღერა მან თვითონ დაწერა. სტიუარტის მამას_რობის ცნობილი ქანთრის მომღერალი_ბილი რეი საირუსი, მაილის ნამდვილი მამა თამაშობდა. 

2006 და 2007 წლებში სერიალი გახდა ყველაზე პოპულარული 6-14 წლის ასაკის მაყურებლებს შორის საკაბელო ტელეარხებზე შტატებში, გერმანიაში, იტალიაში, არგენტინაში, მექსიკასა და ბრაზილიაში. ასეთი წარმატების შემდეგ საირუსმა ჩაატარა ტურნე ამერიკაში, რომელიც გადაიღეს და 2008 წლის თებერვალში გამოვიდა ევროპის კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი: ,,Hannah Montana & Miley Cyrus: Best Of Both World Concert''. პირველ კვირას ფილმმა 31 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
 

2007 წელს ევროპაში გამოვიდა პირველი ალბომი: ,,Hannah Montana''. სექტემბერში დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთსა და იტალიაში გამოვიდა მეორე ალბომი: ,,Hannah Montana 2: Meet Miley Cyrus''. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 8 მილიონი CD!


მსოფლიოში იქმნება 40-ზე მეტი დასახელების ბეჭდური პროდუქცია(ჟურნალები, წიგნები და ა.შ.) სერიალის ბრენდით, რომელიც იყიდება 12 ქვეყანაში, მათ შორის შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაშიც კი. და რაღა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში დისნეის მაღაზიებში იყიდება ყველანაირი სუვენირები(პასტები, ბლოკნოტები, რვეულები, ჩანთები და ა.შ.) მთავარი გმირების გამოსახულებით. უკვე გაიყიდა წიგნის 3, 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი(საქართველოშიც შეგიძლიათ შეიძინოთ ,,ბიბლუსის'' მაღაზიაში''.).

2008 წლის დასაწყისში ქვეყნის ყველაზე დიდ სათამაშოების მაღაზიაში (American International Toy Fair, ნიუ-ორკში) დიდ ყურადღებას იპყრობდა ჰანას თოჯინა. ყველა გოგონა ოცნებობს მოხვდეს ისეთ ზღაპარში, როგორშიც მაილი საირუსი მოხვდა. სწორედ ასეთი ბავშვებისთვის შექმნა ქანთრი მუსიკის ვარსკვლავის ქალიშვილმა ეს მინი-მანეკენი. 

ეპიზოდების სია

სეზონიეპიზოდების რაოდენობასეზონის დასაწყისისეზონის დასასრულიშენიშვნა 
1262006 წლის 24 მარტი2007 წლის 30 მარტი
2292007 წლის 23 აპრილი2008 წლის 12 ოქტომბერი30-ე ეპიზოდი,,No sugar,sugar'' არ გაუშვეს ეთერში
3302008 წლის 2 ნოემბერი2010 წლის 14 მარტი
4122010 წლის 11 ივლისი2011 წლის გაზაფხულიფინალის სეზონი ერთსაათიანი იყო









































=იმედია დააკომენტარებთ. თითოეული სიტყვა ჩემი თარგმნილია და დიდი დრო მოვანდომე მართლა=




კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 765 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-08-11 Spam
Magari siaxleaaa <3 Rogor miyvars es serialiiii