მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » Hair
2:53 PM
Hair
ჩემი აზრით ქალის ყველაზე ლამაზი სამკაული სწორედ თმაა, განსაკუთრებით კარგად მოვლილი და ჯანსაღი თმა...
ამ სიახლეში კი მოგცემთ რჩევებს თუ როგორ გავიჯანსაღოთ თმა სახლის პირობებში ))



▶ თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი.

▶ თმის დაბანისას თავის კანის ენერგიულად დაზელა არ ღირს, რადგან ეს ისევე, როგორც ცხელი წყალი არის სტიმული ქონიანი ჯირკვლების მუშაობისა.

▶ თმის ხშირი ბანვა არაა საზიანო. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თმა უნდა დაიბანოთ მხოლოდ დაბინძურების შემთხვევაში შამპუნით, რომელიც თქვენს თმას შეესადაგება.



▶ დაბანის შემდეგ თავზე პირსახოცი დიდ ხანს არ გაიჩეროთ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას, რომელიც სითბოს მოითხოვს.

▶ არ უგულებელყოფოთ თმის ბალზამი. ეს არი ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თმის ზრუნვაზე.

▶ თმა გაიშრეთ ბუნებრივად. თუ იყენებთ ფენს არ დაგავიწყდეთ თერმული დამცავი აპარატურა.



▶ კვირაში ერთხელ გაიკეთეთ თავის მასაჟი. ის გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დადებით შედეგებს გიჩვენებთ.

▶ ჩვენი დედები და ბებიები იმისათვის, რომ თმისათვის მიენიჭებინათ ბზინვარება იყენებდნენ მარტივად გასაკეთებელ საშუალებას: 1 ლიტრ თბილ წყალში აზავებდნენ ერთი სუფრის კოვზ ლიმონის წვენს ან ძმარს, რომელსაც ივლებდნენ თმაზე შამპუნის შემდეგ.

▶ არ შეგიძლიათ, რომ იყიდოთ ძვირფასი შამპუნი? ეს არ არის პრობლემა. აფთიაქში იყიდეთ კოსმეტიკური ზეთი. მაგალითად ვარდი, ჟასმინი... და მისი 3-4 წვეთი გააზავეთ თქვენს შამპუნში. ეს თქვენს თმას შემატებს ბზინვარებასა და არომატულ სურნელს.



> ნიღბები თმისათვის

1. თაფლიანი წყალი არის მშვენიერი საშუალება თმის ბოლოების გასამაგრებლად. თბილი წყლით სავსე ჭიქაში, უმჯობესია ადუღებულში, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი თაფლი. თმა ჩაიწანით და გაშვებული ბოლოები ჩადეთ თაფლიან წყალში 10 წუთის მანძილზე. შემდეგ გაიშალეთ თმა და დაივარცხნეთ.

2. ბანანის ნიღაბი: 2 მზიფე ბანანი აზილეთ, ისე რომ მიიღოთ პიურის მსგავსი ნივთიერება და აურიეთ ერთ კვერცხის გულში. წაისვით ნოტიო თმაზე და დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოივლეთ თბილი წყალი. ეს თქვენს თმას მიანიჭებს ბზინვარებას.



3. მაიონეზის ნიღაბი: დაახლოებით 100 გ. მაიონეზს დავამატოთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი ან არაყი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. ნარევი დაიტანეთ ნოტიო თმაზე. შემდეგ მოიხვიეთ პოლინთელინი, ხოლო მის ზემოდან პირსახოცი. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი აუმჯობესებს სტრუქტურასა და თმის ზრდას.

4. ბაბუაწვერას ნიღაბი: ბაბუაწვერის, პიტნის და ცირცელის ახალი ფოთლები ყურადღებით დანაყეთ. მიღებული ნივთიერება თავზე დაიდეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 40-45 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი არა მხოლოდ აძლიერებს თმას, იგი ეწინააღმდეგება ქერტლს.

5. ნიღაბი არყისაგან: 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაყი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი წაისვით თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 40-50წთ რის შემდეგაც თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იგი ეწინააღმდეგება ქერტლს, თმის ცვენასა და მტვრევადობას.



გავაძლიეროთ თმა სახლის პირობებში:

1. თმა შეგიძლიათ გახადოთ უფრო ძლიერი თუ გამოიყენებთ კერატინს. იგი შეიცავ კალციუმს, რაც თმისათვის ძალიან კარგია. გახსენით იგი თბილ მინერალურ წყალში და გაიჩერეთ თმაზე არც ისე დიდხანს.



2. შავი პური აზილეთ მინერალურ წყალში, რის შემდეგაც თმაზე შეიძილეთ და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდგომ ჩამოიბანეთ და გაიჩრეთ თავი.



3. საღარავი შვრია ათქვიფეთ ყვავის საფქვავში. შეურიეთ წყალი და აურიეთ. წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 20 წუთი.




მოკლე აღწერა გაალამაზა და შეასწორა Katie


კატეგორია: ♥ Fashion - გაკვეთილები | ნანახია: 1284 | დაამატა: -CyrusGirl❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-02-26 Spam
dzalian momewona yvela rchevas gavitvaliswineb :)))