მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 10 » Greetings From The Past [Part 4]
0:35 AM
Greetings From The Past [Part 4]
Greetings From The Past [Part 4]
ჟანრი-ფანტასტიკა, დრამა, რომანტიკა
21-ე საუკუნის სასწავლებელი არაერთი მოსწავლის საიდუმლო და ბნელით მოცულ წარსულს მალავს. მათ გარეგნულად უშფოთველ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს სრულიად უბრალო მოგზაურობა, რომელიც მათი დროში მოგზაურობის საყრდენად იქცევა.. რთულია ფეხი აუწყო მეცხრამეტე საუკუნეს, ბევრისთვის მიუღებელი დოგმატების ეპოქას, თუმცა უცნაური ბედისწერა მეგობრებისა თუ უსიამოვნო  თანაკურსელთა ცხოვრებას შემთხვევითობას არ ანებებს და არანაკლებ იდუმალ "სიურპრიზებს" უწყობს...
 


-არა, მე გთხოვ ნინა, რაც ამ კუნძულზე აღმოვჩნდით აღარავის იკარებ და..ღმერთო ჩემო რა ხდება?-ორივემ მზერა ტყისაკენ მიაპყრო, უცნაურ ხმაურს მალე სილუეტების, შემდეგ კი გამოკვეთილი ფიგურების გამოჩენა მოჰყვა, კუნძულზე მყოფთა შორის აურზაურმა იფეთქა.
მოზარდები პანიკამ შეიპყრო, მათ თვალწინ წარმოუდგენელი, არარეალური სცენა გადაშლილიყო: ყავისფერ და თეთრ სამოსში გამოწყობილი, თავით ფეხებამდე იარაღასხმული ადამიანები უცნობ ენაზე ერთიდაიმავე ფრაზებს გაჰყვიროდნენ, თუმცა ენის ცოდნა არც იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ დანარჩენებს მორჩილებისკენ მოუწოდებდნენ. ექსკურსანტებიც მუხლებზე დაემხნენ და თავზე ორივე ხელი შემოიწყვეს, ბევრი ტიროდა, ზოგიერთნი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, თუმცა ძნელი გასარჩევი იყო რას ამბობდნენ, სიმშვიდის შენარჩუნება სულ უფრო ძნელდებოდა, მითუმეტეს, რომ ვერ გაერკვიათ რა ხდებოდა მათ ირგვლივ.
ქეროლაინი სრულ ეიფორიაში იყო, თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, ხსნას ელოდა, ისევე, როგორც დანარჩენები, თუმცა ხსნა არსაიდან ჩანდა.
იანი და ნინა შედარებით მხნედ გამოიყურებოდნენ. ძლიერი და უშიშარი ბუდენბროკისაგან მსგავსი მედგრობა და შეუვალობა არც იყო გასაკვირი, მაგრამ ერთი შეხედვით სუსტი და დაუცველი დიბუა ყველა დანარჩენი გოგონასაგან ხასიათის სიმტკიცითა და საჭირო დროს სიმხნევის შენარჩუნებით გამოირჩეოდა. ეს ორი, როგორც კუნძულზე მყოფთა შორის ყველაზე ინფორმირებულები თვალებით ერთმანეთს ეძებდნენ, თითქოს ხსნა მათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნაში, გამოლაპარაკებაში ყოფილიყო, თუმცა ვერც ერთმა მოახერხა მეორისათვის მოეკრა თვალი.
პილოტი კარგა ხანს არ გამოსულა თვითმფრინავიდან, უეცარი თავდასხმის შემდეგ განხორციელებულ მოვლენებს სწორედ თვითმფრინავის ფანჯრიდან ადევნება თვალს, თუმცა როდესაც თავდამსხმელებმა მოზარდები ორ მასწავლებელთან ერთად ტყისკენ გაუყენეს გზას, მათთვის მეტად უცნაურ საგანსაც გაფართოებული თვალებით დაუწყეს ჯერ შორიდან ცქერა, ხოლო შემდეგ კი ახლოსაც მივიდნენ და დეტალური დათვალიერება დაუწყეს, რა დროსაც პილოტს გადააწყდნენ და ძალისძალად წაასხეს დანარჩენებთან ერთად.
უკვე ბნელდებოდა, ხმაური კი სულ უფრო ახლოს ისმოდა. მალე აგიზგიზებულ კოცონს მიუახლოვდნენ, რომელსაც მოუწესრიგებელი, უმეტესად წვერებაშლილი, უცნაურად გამხიარულებული მოვახშმეები შემოსხდომოდნენ, რომლებიც აღნაგობითა და ჩაცმულობით დანარჩენების იდენტურნი იყვნენ.
ნინამ მათ საუბარს ყური უგდო და მისდა გასაოცრად ფრანგულს მიამსგავსა, თუმცა ეს არ იყო თანამედროვე ფრანგული, თითქოს ბევრ სიტყვას მნიშვნელობაც კი ეცვალა, დიდხანს იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეს ენა ძველი ფრანგული გახლდათ, რომელიც მხოლოდ ლექსიკონებსღა თუ შემორჩა, მაგრამ ვერაფრით გასცა პასუხი ვინ, სად და რატომ უნდა საუბრობდეს ძველ ფრანგულ ენაზე: „ნუთუ ისინი საფრანგეთში არიან, ფრანგების გარემოცვაში.. თუმცა შეუძლებელია თვითმფრინავი კურსს ასეთ მანძილზე აცდენოდეს, მითუმეტეს, რომ ბოლო მოვლენები სულ რამდენიმე წუთში განვითარდა, ფრენისთვის კი საათ ნახევარზე მეტი არ მოუნდომებიათ, ეს დრო კი საფრანგეთამდე მისაღწევად სრულებით არ კმარა..და ეს უცნაურად ჩაცმული თავდამსხმელები ვინღა არიან? 21-ე საუკუნის ფრანგებს ნამდვილად არ ჰგვანან, იქნებ მეკობრეები არიან, ალბათ ამიტომაც გვიყურებენ ისეთი თვალებით, თითქოს ეს-ეს არის ხელთ უნიკალური ნადავლი იგდეს, მაგრამ რატომ? რისთვის?.."-ამ და სხვა არაერთ, ერთმანეთზე უფრო მძიმე და თითქოს დაუშვებელ ფიქრებს ჩაენთქა ნინას გონება.

იარაღისვე მუქარით თავდამსხმელებმა ხის წვრილი მორებისაგან გაკეთებულ ქოხისმაგვარ ნაგებობაში უკლებლივ 28-ვე ექსკურსანტი შეყარეს და კარები თოკით რამდენიმეჯერ განასკვეს, მორები ერთმანეთისაგან რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე იყო დაცილებული, ამიტომაც თავისუფლად შეიძლებოდა როგორც გარედან შიგნით, ასევე შიგნიდან გარეთ მიმდინარე მოვლენების დანახვა.
-აბა მის ყოვლისმცოდნევ, რას ფიქრობ მომხდარზე?-ქოხმახში აღმოჩენისთანავე გოგო-ბიჭები მასწავლებლებთან ერთად ერთ კუთხეში მიიყუჟნენ, მცირე ხნის ცრემლების ღვრის, წუწუნის, რის შედეგადაც უცხო ენაზე მოსაუბრე თავდამსხმელთა ერთი-ორი მუქარისა და იარაღისათვის ხელის გავლების, შემდეგ კი უცნობი გუშაგებისა და ექსკურსანტთა ჩაძინების შემდეგ იანი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ნინასთან საუბარს ელოდა,  განმარტოებით, დანარჩენების ადგილსამყოფელის მოპირდაპირე მხარეს, შიშველ მიწაზე ჩაკუზულ, მუხლებზე ხელებშემოწყობილ, დაღლილ, თუმცა ჯერაც ღვიძილის მდგომარეობაში მყოფ დიბუას მიუახლოვდა, იქვე მის გვერდით მოკალათდა და არაფრისმთქმელი ღიმილით დაელოდა მისგან პასუხს
-მისტერ მოყურადევ, იქნებ თავად მითხრათ ახალს რას მოჰკარით ყური?-თმებში ხელი შეიცურა და იანს თვალებში ჩააცქერდა
-ინიციატორი თუ არა მე, შენ არასოდეს იქნები, თუმცა ამის განხილვის დრო ნამდვილად არ არის..-უფრო ახლოს მიჩოჩდა და გადაუჩურჩულა-თავიდანვე მეუცნაურა, რომ ჯერ ჩვენ, შემდეგ კი თვითმფრინავს ასე უცნაურად დაუწყეს თვალიერება, მათი ჩაცმულობა საზიზღარი, მოუწესრიგებელი, ენით აუწერლად საშინელია, თითქოს მაწანწალებს ჰგვანან და არც არიან მაწანწალები, ვიფიქრე მეკობრეები იქნებიანთქო, მაგრამ მათსავით ფრთხილები არ არიან, ყოველშემთხვევაში ასეთები არ ჩანან
-ენა გეცნობათ?-ნინამ იანს თანმიმდევრული მსჯელობა შეაწყვეტინა, რადგან ამაზე უკვე დიდი ხანია ფოქრობდა და მათ ნააზრევს შორის დამთხვევა კიდევ უფრო ზრდიდა იმის შანსს, რომ ეს ყოველივე რეალობასთან ახლოს იყო, რაც ბუნებრივია ბევრად უფრო სახიფათოს ხდიდა მათ მდგომარეობას
-ამ თემაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვი, მაგრამ როგორც ჩანს შენ უნდა გქონდეს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, არა?
-ჯობს არაფერი ვთქვა, მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებული იმაში, რასაც ვფიქრობ
-დამიჯერე იმაზე უარესს ვერაფერს მეტყვი, რამაც უკვე თავში გამიელვა
-ვიცი სიგიჟეა, მაგრამ ეს ხალხი თითქოს სულაც არ ჰგავს 21-ე საუკუნის მცხოვრებს, ენას რაც შეეხება ძალიან ჰგავს ფრანგულს, უფრო სწორედ ძველფრანგულს, რომლის ნასახიც ოცდამეერთხე საუკუნის ფრანგულ პროვინციებშიც კი არ გვხვდება
-იმედია მართლა ცდები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა კარგს არაფერს გვიქადის
-ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ამ მომენტისათვის ვფიქრობ
-ბოლომდე მაინც არ მენდობი არა?
-მე არავის ვენდობი, საკუთარ თავსაც კი
-როგორც ჩანს ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა გამოიარე
-ამაზე სალაპარაკოდ არც დროა და არც ადგილი! ღამემშვიდობისა-ნინა "კედელს" მიეყრდნო და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-ძილი ნებისა!-ამოოხვრით უპასუხა იანმა და სეიჯის გვერდით თავის ადგილს დაუბრუნდა 
თავდამსხმელებმა დატყვევებულები სისხამ დილით წამოაყენეს ფეხზე და ისე რომ საუზმობის ნებაც კი არ დაურთავთ და ყველაზე მცირე, წყალიც კი არ მიუციათ დასალევად თოკებით  გაკოჭეს და უცნობი მიმართულებით გაუყენეს გზას..


ეს თავი თავდაპირველად დაგეგმილისაგან ოდნავ განსხვავებული გამომივიდა, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როცა პმ-ში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლის კომპლიმენტი დამხვდა, იმედია ამ თავის შემდეგაც იგივეს ფიქრობს და იმედები ჯერ არ გამიცრუებია.
რაც მთავარია.. შეიძლება ეს ბოლო თავია, რომელსაც ვდებ, რადგან უკვე იწყება "ის" კონკურსი. რაც არ უნდა მოხდეს მინდა იცოდეთ, რომ ყველაზე მაგარი მკითხველები ხართ და ძალიან მსიამოვნებს თქვენი თითოეული კომენტარის დანახვა <3
ps. ბოდიში, რომ ვერ ვაფორმებ, ღამის პირველი შესრულდება მალე და დროა თავი ვიცნო და დავიძინო :დ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1013 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-06-14 Spam
ici am motxrobas ro vkitxulob iseti shegrdzneba makvs rom romelime saintereso wigns vkitxulob da tan didi siamovnebit!dzaan nichieri xar da male dade:**