მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » გამოიცანით
1:07 PM
გამოიცანით

ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა. იმპერატორმა ელჩი ღირსეულად მიიღო და სადილად მიიწვია, საქმეზე შემდეგ მოვილაპარაკოთო.
სადილზე თევზი მიართვეს. თურმე სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდათ:ვინც სუფრაზე მოტანილ სანოვაგეს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, თუ არა და სიკვდილით დაისჯებოდა.
ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას თევზის გადაღება უნდოდა, ერთს ხელი შეახო, მაგრამ ედიდა, ხელი გაუშვა და უფრო მომცრო გადაიღო. ეს შენიშნა მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულმა, გვერდში მჯდომთ თვალით ანიშნა სტუმრის საქციელი, დიდებულები ერთბაშად წამოიშალნენ და ყვირილი მორთეს:
- სიკვდილი უზრდელს, სიკვდილიო!
ამ გარემოებამ იმპერატორი ძლიერ შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა და ამას კი ომი მოჰყვებოდა, თუ არ მოკლავდა, ჩვეულებას დააარღვევდა და დიდებულნი განუდგებოდნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ იმპერატორმა ელჩს უთხრა:
- ვწუხვარ, ბატონო უცხოელო, მაგრამ, ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არა მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთო, მაგრამ ვფიცავ სიკვდილის წინ სიცოცხლის გარდა რაც გინდა მთხოვე შეგისრულებო.
ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამე სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადაურჩა.

გამოიცანით, რა უნდა ეთხოვა ელჩს იმპერატორისთვის, სიცოცხლის შენარჩუნების გარდა, ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩენოდა?
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 624 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-12 Spam
biggrin Ar momklao? tu eg tradicia daargvieo?