მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20 » Flex Programming
3:49 PM
Flex Programming

Flex - როგორც წინა წლებში, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას წელსაც ჰყავს გამარჯვებული ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში - Future Leaders’ Exchange Program. წელს ჩვენი სკოლის XI კლასელი - გივი მახარაძე გახდა გამარჯვებული და ის ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ამერიკაში, უმაღლეს სკოლაში და იცხოვრებს ამერიკულ ოჯახში.
სკოლა ულოცავს გივის ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო და ჩვენი სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფლექსი/Flex

►რა არის ფლექსი? "ფლექსი" არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ 
შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გაცვლითი 
პროგრამა, რომელში გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის 
სხვადასხვა შტატში, სწავლობენ ინგლისურენოვან კოლეჯში და ცხოვრობენ 
მასპინძელ ოჯახებში. მათ ყოფა-ცხოვრებას სრულად აფინანსებს აშშს მთავრობა.

► ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეს. (არ დაიშვებიან XII კლასის მოსწავლეები). "ფლექსში" მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება ყოველი წლის შემოდგომაზე.


►რამდენი ადამიანი იმარჯვებს? 1-ელ ტურში მონაწილე ბავშვების რაოდენობა განუსაზღვრელია.
მე-2 ტურში გადამსვლელი ბავშებისაგან მე-3 ტურში გადადის მხოლოდ 100 ადამიანი. ამერიკაში
კი 100-დან 45 მიემგზავრება.


►რას გვაძლევს "ფლექსი"? ფლექსი არაჩვეულებრივი საშუალებაა შეეჩვიოთ დამოუკიდებლობას,უცხო გარემოში ადაპტაციას და რა თქმა უნდა მიიღოთ განათლება.უცხო გარემოში ადაპტაციას და რა თქმა უნდა მიიღოთ განათლება. ეს სრულიად უფასო პროგრამაადა ბევრ ბავშვს ეხმარება თავისი ოცნების ასრულებაში: წავიდნენ და ისწავლონ ამერიკაში.


"ფლექსი" თქვენი შანსია წახვიდეთ ამერიკაში, მიიღოთ განათლება და გახდეთ მეტად
დამოუკიდებელი. აქ გამარჯვება მარტივი ნუ გეგონებათ, რადგან ათასობით ბავშვს
სწორედ გამარჯვების სურვილი ამოძრავებს. ამის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია!

 

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 783 | დაამატა: მეი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-11-20 Spam
chemi 2 mezobeli iyo wasuli flexis programit ;d kiarada 3 ;ddddd mec minda mara sadaa :D:D