მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 9 » FB
10:32 AM
FB


Facebook-ში ექნება ახალი ფუნქცია , რომელიც სიახლეებს თქვენს კედელზე პერსონალურ გაზეთს დაამსგავსებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერესების სფეროს შედგენა, სადაც ჩაამატებენ საჯარო გვერდებსა და ცნობილი ადამიანების პროფილებს.

ახალი ფუნქციის მთავარი მახასიათებელი ის იქნება, რომ შესაძლებელი გახდება სიახლეების დახარისხება რუბრიკების მიხედვით, როგორც გაზეთში. მაგალითად, მომხმარებლებს შეეძლებათ ერთად მოუყარონ თავი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ და ადვილად შეეძლებათ ყველა მათი სიახლის გაგება მარტივად, რადგან  რუბრიკაში მხოლოდ იმ სახის მასალები მოხვდება, რაც მომხმარებელს აინტერესებს.

ახალი მენიუ უკვე განთავსებულია ინგლისურენოვანი მომხმარებლების ნაწილის მთავარ გვერდზე, მარცხენა მხარეს. ინტერესთა სფეროს კონფიდენციალობა მართვადია: შეგიძლიათ თქვენი ინტერესების სფერო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოთ, შეგიძლიათ პირიქით – დაფაროთ გარეშე თვალისგან.

ეს ფუნქცია Facebook-ში რამდენიმე კვირაში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და მისი გამოყენება ყველას შეეძლება.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 600 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-05-09 Spam
NiiNiii ♥ BieeBeeR♥, timelainma ar gaamartla biggrin piriqiitt <3
esecccc kai iqneba <3