მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 8 » Fashion Lifee = )))
4:34 PM
Fashion Lifee = )))
ი  ა თანამედროვე მსოფლიოში
FashioLifee = )))
  

გოთიკა, ემო და სკინჰედი - ეს ყველაზე გავრცელებული სამი სუბ კულტურაა თანამედროვე მსოფლიოში. 
მათი არეალი საქართველოშიც შემოდის, და ბევრ თინეიჯერზე დადებით თუ უარყოფითგავლენას ახდენს. 
მიუხედავად მათ წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტისა, ისინი წლების განმავლობაში პოპულარობას არ კარგავენ 
და კვლავაც განაგრძობენ თინეიჯერების ცდუნებას და ამა თუ იმ კულტურის რიგებში გგაწევრიანებას. 
ასე რომ დღეს, ამ სამი სუბ კულტურის გავლენაზე ვისაუბრებთ ქართველი თინეიჯერების ცხოვრებაში. 
შეიძლება ითქვას, რომ ამერიკასა და ევროპაში გავრცლებული 60იანი წლების სუბ კულტურები, საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იკიდებს ფეხს. თუმცაღა არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ დროისთვის, ანუ დაახლოებით 90იან წლებში, საქართველოში გამოჩდნენ ჰიპები და პანკები. თუმცაღა, გამომდინარე ქართველი ხალხის მენტალიტეტიდან ეს ორი უკანასკნელი არც თუ ისე გავრცელებული მიმდინარეობა გახლდათ. მათ გავრცელებას ასევე ხელი შეუშალა იმ დროისთვის არსებულომა სიტუაციამ - ქვეყნის ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა. ასევე იმ ფაქტმა, რომ ამ მიმდინარეობებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. 
შეიძლება ითქვას რომ იმ პერიოდში ამ ორ მიმდინარეობას ქართველ თინეიჯერებზე სულაც არ ჰქონია ცუდი გავლენა. 
მითუმეტეს, რომ მაშინ პოპულარული "კაი ბიჭების" ბანდაში ყოფნა იყო. ამ ყოველივედან გამომდინარე, თამამნად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველი ჰიპები და პანკები საქართველოში ძალიან იზღუდებოდნენ და ვიწროვდებოდნენ. 
21ე საუკუნიდან კი, საქართველოში ნორჩმა სუბ კულტურებმა აიდგეს ფეხი. ეს იყო მცირე მიმდინარეობები რომლებიც, ასევე ბანდების სახით ყალიბდებოდა და გარკვეული მახასიათებლებით შემოიფარგლეობდა: ისევე როგორც ტანისამოსის სტილი, ცხოვრებისეული ყოველდღიურობა ამ მიმდინარეობებსაც გასაზღვრული და გარკვეულ ზომებზე შემოფარგლული ჰქონდათ. ეს მიმდდინარეობები კი გოთიკა, ემო და სკინჰედი გახლდათ. ამ სამეულიდან ყველაზე გავრცელებული დღეს დღეობით ემოა. თუმცა გოთიკა ყველაზე ღირსეულია, სკინჰედი კი ყველაზე მარტივი. თითეოეულმა მათგანმა ბევრი თინეიჯერის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია, და მათ ცხოვრებაში დადებითი ან უარყოფითი მუხტი შეიტანა. 
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ თინეიჯერებში მათ გავრცელებაზე, უდიდესი ზეგვალენა იქონია რამდნიმე წლის წინ არსებულმა გადაცემამ "ჩვენი ექსპრესი", და ჟურნალმა "ოსკარი". ორივე მათგანი აცნობდა ქართველ თინეიჯრებს, ამ კულტურების ისტორიას. კულტურის უკეთ გასაცნობად კი, თავად ქართველი წარმომადგენლები ჰყავდათ მაგალითად წარდგენილი. ეს იმაზე მიუთითებს რომ სუბ კულტრების ზენიტური ხანა დაახლოებით 5 წლის წინათ დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუმცაღა როგორც თანამდროვე თბილისის ქუჩები და გავრცელებული ინფორმაციები თუ ჭორები იუწყებიან ეს ეპოქა მალევე დასრულდება. 
არ უნდა გამოგვრჩეს ის ფქატი რომ ახალი ტენდენციიის ბევრი მიმდევარი, რეალურად ამ ტენდენციას მხოლოდ იმიჯის გამო მისდევდა, და მისი შინაარსი სულკაც არ გაეგებოდა. მითუმეტეს, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა და უმრავლესობას ეს სწორისგან ვერ გაერჩია. ეს კიდევ ერთი ფაქტორია ქართველ თინეიჯერებზე სუბ კულტურების უარყოფითი გავლენის სასარგებლოდ. თუმცა მოდით ყველა მათგანი სათითაოდ განვიხილოთ: 
EM
წლების წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემო კულტურის მიმდევრები მუდამ ტირილში უნდა ყოფილიყვნენ. რეალურიად კი, ეს კულტურა ემოციურობას, გამძაფრებულ განცდებს და ყვეაფრის აღამტებით დონეში აღქმას გულისხმობს. თუ სხვა ქვეყნებში ეს კულტურა გულჩათხრობილ ადამიანებს მათნაირების პოვნასა და მეგობრების შეძენაში დაეხმარა, საქართველოში რატომმღაც თინეიჯერებზე უარყოფითად იმოქმედა და მათ უფრო რთული ხასიათი შესძინა. საქმე იმაშია, რომ ბევრმა მათგანმა თავი ბუნების შეცდომად შერაცხა, და ირგვლივ მყოფთა მიმართ უმიზეზოდ გახდა აგრსეიული, მაშინ როცა ეს იმის დანახვაში უნდა დახმარებოდა, რომ მისნაირი კიდევ ბევრია და ჩვეულებრივი თინეიჯერული პრობლემები, სხვა არაფერია თუ არა მისი ფანტაზიის შელამაზებული ყოველდღიურობა. 
თუმცა უსამართლობა იქნება, თუ ემოების იმ ნაწილს არ მოვიხსენიებთ, რომელსაც ეს მიმდევრობა მისნაირი ადამიანების პოვნაში დაეხმარა. 
GOTHIC
გოთიკა სუბ კულტურებში ერთ-ერთ ყველაზე საპატიოდ და დამაფიქრებლად შეიძლება ჩაითვალოს. არაერთი რეჟისორის შთაგონება ყოფილა გოთური ცხოვრება და არაერთი სიმღერა დაწერილა მათ ინდივიდუალურობაზე. თუმცა საქართველოში არც მას შემოუღწევია რეალური სახით და არცაა გასაკვირი, რომ თანამედროვე საქართველოში ნამდვილი გოთები იშვიათია. თუმცაღა, შეიძლება ითქვას, რომ მის გავრცელებას მხოლოდ რელიგიის მხრივ ჰქონდა უარყოფითი გავლენა. ნამდვილი გოთური კულტურა ათეისტურია, ეს კი თავისთავად ქრისტიანობას უარყოფს, ქრისტიანობა კი საქართველოში პირველი სარწმუნოებაა. ამ მხრივ ქართველებში ათეიზმი ცოტა უცხო ხილია და ეს თავისთავად უარყოფით ფიქრებს იწვევს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, როცა გოთიკით გატაცებული თინეიჯერისთვის რაღაც სატანისტურ სექტაში გაერთიანება დაუბრალებიათ. ეს კი მისი გავრცელების დიდ მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ. 
SKINHEAD
მიუხედავად იმისა რომ სკინჰედს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მისი გავრცელების არეალი ამერიკის ისევე როგორც ევროოპის მასშტაბით საკმაოდ სუსტი იყო. (მან ბრიტანეთის გარეუბნებში აიდგა ფეხი) ამიტომაც, საქართველოში ისიც გვიანდელ პერიოდში შემოვიდა და არც ისე დიდი წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი. სკინჰედის მიმდევრები თავდაპირველად კარგად მოვლილი მაღალი კლასის ბიჭები იყვნენ, შემდეგ კი, თითქოსდა მოსწყინდათ ასეთი მოვლილი სიარული და პანკის გამარტივებული სტილი აითვისეს. ამის შემდეგ, სადად მაგრამ ამავდროულად მაინც გემოვნებიანად დაიწყეს სიარული. სკინჰედის მიმდევრებს ბრიტანეთში საკუთარი როკ ენ როლის მსგავსი მუსიკალური მიმდინარეობა ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რითაც ძალიან ამაყობდნენ. სამწუხაროდ, 70იან 80იან წლებში გავრცელებული არასწორი ინფორმაციებიდან გამომდინარე სკინჰედის მიმდევრები ნაცისტებად მიიჩნიეს, თუმცაღა ეს მცდარი ინფრომაცია გახლდათ. ქართველ თინეიჯერებზე გავლენას რაც შშეეხება, თამამად შეგვიძLია ვთქვათ რომ გავლენა მხოლოდ მათმა იმიჯმა იყონია, "გამარტივებული პანკ სტილი" გემოვნებიანი დეტალებით ბევრისთვისმისაღები გახლდათ. 
საბოლოო ჯამში, თითოეული მათგანის გავრცელებამ საკუთარი კვალი დატოვა ქართველ თინეიჯერებზე, და სამივე მათგანს აქვს აყვავებისა და დაცემის ხანა. თუმცაღა, მათი მიმდინარეობის ელემენტები, შორეულ მომავალშიც კარგად შემოინახება და მოდური ახალგაზრდების გარდერობში ძველი სუბ კულტურების დამახასიათებელი სამოსი თუ აქსესუარი საპატიო ადგილს დაიკავებს. ეს რათქმაუნდა ახლაც ჩანს. გლამურული როკ სტილი - ამის გარეშე ხომ, მაღალი მოდის სამყარო წარმოუდგენელია. გლამურული როკი კი - უძველესი მიმდინარეობებიდან და კულტურებიდან არის წარმოქმნილი და სწორედ ამ საუცხოო დეტალების ხელოვნების დონემდე აყვანილ შერწყმას წარმოადგენს. 

MaRiKo1
კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 798 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-11-08 Spam
3. Tày Sama   ( Tày[??????]

sainteresoa smile kargi siaxlea