მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » Facts about ,,Our Family"
1:09 PM
Facts about ,,Our Family"


Yeah,Hot,HotSummer 

 

ჩემი თემა მარიამოს კონკურსისთვის ♥
იმედია მოგეწონებათ ჩემი გიჟურად გატარებული
 ყველაზე ცხელი სეზონის, ცხელ-ცხელი ამბები ♥
  Im waiting.... Influence

i'm a dreamer

1) როგორია თქვენი ზაფხული და არის თუ არა ის განსაკუთრებული წელიწადის დრო?
მმ ზაფხული? რათქმაუნდა! ის განსაკუთრებულია ჩემთვის რადგან ძალიან მიყვარს სითბო, თუნდაც სიცხე. როცა სიცხე შეგაწუხებს, სანაპიროზე რომ გახვალ ცივ წყალში შეხვალ და ტანში ჟრუანტელი რომ გივლის ^^ ყველა თუ არა ადამიანების დაახლოებით 80% მაინც ელოდება იმ ყველაზე გიჟური სეზონის ზაფხულის დადგომას. როგორია ჩემი ზაფხული? ალბათ სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია გიჟური (ამოვიჩემე ეს სიტყვა :დ). იცით კიდევ რა მიყვარს ზაფხულში? აი სანაპიროს რომ მიუახლოვდები და წყლის სუნს რომ იგრძნობ, აი ეგ მიყვარს ^^ მოკლედ გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ როგორი იყო ჩემი ზაფხული სხვადასხვა წლებში.. ბოლოს შეიძლება სევდა მოგგვაროთ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება! )) Yeah, Summer is Perfect! ♥

Summer

2) ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხული.
ეს სამი თვე, რომელიც ძალიან მიყვარს მისი ყოველი წამი ჩემთვის დასამახსოვრებელია. შეიძლება ითქვას, რომ წელიწადის ეს დრო ჩემთვის არის ე.წ ,,ფლირტების სეზონი" :დ მაგრამ ამჯერად გიამბობთ 2010 წლის ამბავს, რომელიც 17 აგვისტოს მოხდა. 17 აგვისტოს არის ჩემი დაქალის სალის დაბადების დღე, ამ დროს ყველანი ჩამოვდივართ დასვენებული და აუცილებლად ყველა მეგობარი ვიკრიბებით სალისთან, ოღონდ მხოლოდ გოგოები. მოკლედ დადგა 17 აგვისტოც ყველანი წავედით სალისთან, აი რასაც ქვია ძალიან მაგრად გავერთეთ და როცა ყველანი დაღლილები ვეყარეთ დივანზე, სადღაც 10 საათი იქნებოდა კარზე ზარის ხმა მოგვესმა, კარი სალიმ გააღო და კართან სანდრო იდგა. სანდრო არის ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონდა მანამ სანამ სალის დაბადების დღეზე მოვიდოდა, თან მე არ ვიცნობდი და გამიკვირდა ამას აქ რა უნდათქო. სალის საჩუქრით დაადგა დაბადების დღეზე და სუფრასაც მიუჯდა. იმ წამსვე გავიყვანე სალი სამზარეულოში და ნახეთ ჩვენი დიალოგი:
- ვაიმე მოგკლავ! გოგო რა უნდა ამას აქ? იცნობ და მე არ გამაცანი?
- აუ ელენე, შენ რო სოფელში იყავი მაშინ გამაცნო გუგამ (ჩვენი მეგობარი), 2 კვირაც არ იქნება რაც ვიცნობ, მაგარი ბავშვი ყოფილა, შენ რო ამბობდი თავში აქ ავარდნილიო სულაც არა.. დაგირეკავდი და გეტყოდი, მარა როდის გაქ შენ ტელეფონი ჩართული? 
- აუუ.. ხოო კაიი.. მაშინ ახლა მაინც გამაცანი..
- კაი ახლა გაგაცნობ.
მე და სალი ჰოლში გავედით და მან სანდრო გამაცნო. სანდრომ როგორც კი მითხრა სასიამოვნოა შენი გაცნობაო, იმის შემდეგ აღარც შემოუხედავს ჩემზე და არც კონტაქტი გვქონია. აი რასაც ქვია მაგრად გავბრაზდი და მივხვდი რო უნდა დამევიწყებინა. თითქმის გადამავიწყდა და აი ზუსტად მაგ დროს დამამატა ფეისბუქზე, მეც თანხმობა მივეცი და იმ წამსვე მომწერა. როგორ ხარო და რა არი ახალიო.. ამის მერე ყოველ დღე ვწერდით ერთმანეთს, როცა გუგასთან ერთად ვიყავი ვნახულობდით ხოლმე ერთმანეთს. მერე ერთ დღესაც მითხრა რო მომწონხარო, შოკი მქონდა კაი ხანს :დ მერე მე როგორც სხვების თქმით სწერვა გოგომ თავის დაფასება დავიწყე, დიდხანს ვაწვალე და სადღაც 3 კვირაში მეც მომწონხართქო ვუთხარი. მერე ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა, სადღაც 2 თვე ერთად ვიყავით და ერთ დღესაც დავშორდით. ,,HeartBreak"-ს ვერ დავარქმევ ამას რადგან მე ვაწყენინე, ვუთხარი რო აღარ მიყვარხართქო, იმიტო რო მართლა აღარ მიყვარდა, რო დავშორდით მეგონა რო მძიმე ტვირთი მომეხსნა. უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, რო ეს ადამიანი მეტყოდა მიყვარხარო. მარა ცხოვრებაში ხო ყველაფერი ხდება?! )

Tumblr

4) საუკეთესო ადგილი, სადაც ზაფხული გაატარეთ და ძალიან კარგი მოგონებები გაქვთ.
საუკეთესო ადგილი სადაც ზაფხული გავატარე იყო ქობულეთში. ეს მოხდა შარშან, როცა ჩვენ და ჩვენი ოჯახის მეგობარმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ზაფხული გაგვეტარებინა ზღვაზე. მოკლედ ავიბარგეთ და წავედით, ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდით და მეორე დღეს იმავე სასტუმროში, გვერდით ოთახში ჩამოვიდნენ სამტრედიელები, მოგეხსენებათ მეც სამტრედიელი ვარ :დ ერთი ბიჭი იყო იმ ოთახში რომელიც აი ძაან მომეწონა. ვახსენე კიდეც ფლირტების სეზონია ჩემთვის ზაფხული :დ მე და ჩემმა მეგობარმა ანიმ გავიცანით გუგა, ლამაზთვალება ბიჭი იყო:დ ანა მასზე უფროსი იყო და რათქმაუნდა მას არ მოეწონებოდა.. დავახლოვდით სულ ერთად დავდიოდით სანაპიროზე, გამიკვირდა მაგრამ დედაჩემი მიშვებდა მასთან ერთად :დ ახლა ძაან მაკონტროლებს, ზოგიერთმა იცის აქ ეგ ამბები. აი მაგრად ვერთობოდით, გასაბერ ლეიბზე ვჯდებოდი ხოლმე და გადამატრიალებდა ხოლმე, ერთხელ ძლივს ავცდი ქვას :დ მოკლედ ეს ადამიანი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ როგორც მეგობარი. გადამიარა მოწონებამ :დ აი რასაც ქვია მაგრად გავერთე იმ ზაფხულს, უბრალოდ ვერ ავღწერ, თან ძალიან კარგი მეგობარი შემძინა ამ ზაფხულმა გუგას სახით, ჩვენ ახლაც კარგი მეგობრები ვართ. )

summer tan | Tumblr

5) ადგილი სადაც სიამოვნებით გაატარებდით ზაფხულს.
მმ მარტივი კითხვაა რომელზეც ასევე მარტივად ვუპასუხებ. რათქმაუნდა ეს არის რიო. )

Somebody In The Crowd

6) ზაფხული ცნობილია ,,Heartbreaker"-ი სეზონითაც
გულგატეხილი ვარ აი ამ ზაფხულს :დ იმიტომ რომ ახლახანს დავშორდი ერთ ადამიანს რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მან სხვა არჩია ჩემს თავს და ნეტა იცოდეთ რა ლანძღვაშია მთელი დღე :დ ირინკამ და სოფიმ იციან ამის შესახებ :დ მაგრამ თუ აღარ ვუყვარვარ კარგად ბრძანდებოდეს.. მარა ისე მენატრება ხოლმე :(

Tumblr

7) წიგნები რომელთა წაკითხვასაც ვაპირებ ამ ზაფხულს, ნუ ზოგადად 50 წიგნით ვსარგებლობ და მაქედან მინდა წავიკითხო:
1) წითელი და შავი
2) ტრიუმფალური თაღი
3) 99 ფრანკი
4) მარტოობის ასი წელიწადი (ახლა ვკითხულობ)

Nature Romance

8) მუსიკა:
1. Alexandra stan - Mr Saxobeat
2. Selena Gomez - Love You Like a Love Song
3. Justin Bieber - Next 2 You
4. Flo Rida - Whistle
5. Nu'est - Action
მახსოვს სულ ეს სიმღერები მქონდა ამოჩემებული :დ

Summer Party - summer days <3 | via Tumblr

ამოჩემებული ფრაზები/სიტყვები:
1. აუუ
2. შენ შოკში ხო არ ხარ?
3. კი ვოქრო :დ
4. მერრეე?
5. აბა ჰეე დევერეკეთ :დ
6. ააპწკვენი სახე
7. ამას სახე ხურდაში მისცეს?
8. იმენა
9. ბოზეეშ :დ
10. გააშ, რა ხალხია ტოო :დ

One Love

9) ყველაზე მოსაწყენი ზაფხული.
ამ პერიოდზე არ შემიძლია ემოციების გარეშე ვისაუბრო.. როცა ამ ამბავს ვიხსენებ თვალზე ყოველთვის ცრემლი მადგება და ახლაც ასე მოხდება (( ეს იყო ჩემთვის პირველი ტრამვა, რომელიც მისი წასვლის შემდეგ მივიღე. ( ახლობელი ადამიანი აქამდე არ დამიკარგავს ეს პირველი იყო. ის ცუდად იყო, ექიმებმა ოპერაცია დანიშნეს და გაუკეთეს კიდეც. გვეგონა კარგად იქნებოდა, მაგრამ ოპერაცია რაღაც არასწორად შესრულდა და....... ერთ დილასაც როცა ტკბილად მეძინა, დედამ შემაღვიძა და მითხრა:
- ბაბუ გარდაიცვალა.
იმავე წამს თვალზე ცრემლი მომადგა, ზემოთ წამოვვარდი, დედა და მამიდა უკვე წასულები დამხვდნენ მეორე სახლში, სადაც ბაბუ გარდაიცვალა. მეც მალევე ჩავიცვი ჩემი და შევაღვიძე და ერთად წავედით.. ჰოლში შევედი და დავინახე ის რაღაც შავი მაცივარი.. ვერ წარმომედგინა, რომ ბაბუ თავის ულამაზეს, ცისფერ თვალებს აღარ გაახელდა და აღარ ჩამიკრავდა ხოლმე გულში.. ჰმმ ) მახსოვს როცა მივიდოდი მასთან, კიბესთან დამხვდებოდა და გულში ჩამიკრავდა. ვიცი ბაბუ, ვიცი რომ გიყვარდი, მეც მიყვარდი და მიყვარხარ, უფრო სწორად ახლა შენი მონატრება მიყვარს. ბებო მარტო არაა, მასთან ჩვენ ვართ. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ შენ აღარ დაჯდები შენს საყვარელ სავარძელში და აღარ მეტყვი:
- ,, ნუ იტენი მაგხელა ლუკმებს, გოგო ხარო")
ჰმმ, ამაზე ახლა სიამოვნებით ვფიქრობ, მეღიმება ხოლმე, მაგრამ მაშინ როცა ამას მეუბნებოდი ვბრაზდებოდი და შენს ნათქვამს ყურს არ ვუგდებდი.. ახლა რა უნდა ვქნა, როცა მოვალ სახლში ბებოსთან და შენ აღარ დამხვდები კიბესთან, რა უნდა ვქნა? იციი? მე სითბო დამაკლდა, თითქოს რაღაც ნაწილი აღარ მაქვს ისე ვგრძნობ თავს.. ახლა რაღა ვქნა, რას ვუსმინო თუ არა შენი და ბებოს კინკლაობას, რომელიც ჩახუტებით მთავრდებოდა და ღამით ტკბილი ძილის სურვებით. შენ არავინ და არაფერი გავიწყდებოდა, ყველაზე ტკბილ ადამიანს ბოლოს ბოლო მოგეღო, დასუსტდი. იცი როგორ მინდოდა ცოტა მაინც გეჭამა, წამომდგარიყავი და გაგევლო, მაგრამ ვერ შეძელი.. 2011 წლის ზაფხული, ეს იყო ყველაზე საშინელი დრო ჩემს ცხოვრებაში.. ახლა როცა შენს საფლავზე მოვდივარ და შენზე ვფიქრობ, მახსენდება როგორ მხიარულად ვატარებდით დროს..  მაგრამ ახლა? ახლა რაღა უნდა ვქნა? შენს თავს ხომ ვერავინ დამიბრუნებს? მაგრამ არაუშავს ოდესმე ხომ შევხვდებით იმ ცხოვრებაში. ) შენ მუდამ ჩემი მფარველი ანგელოზი იქნები ♥

Mălina Theodora Buga

და ბოლოს ფოტოები, რომლებიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით ♥
Luxury, Wealth, Glamour... | via Tumblr

summer

Ad Astra Per Espera. | via Tumblr

summertime | Tumblr

I wanna be drunk when i wake up | huhbleah93 on Xanga

summer | Tumblr

I want Summer soooooo bad!!

The Gif, Forever Young

summer | Tumblr

Ad Astra Per Espera. | via Tumblr

Resultados de la Búsqueda de imágenes de Google de http://i36.photobucket.com/albums/e46/myspace-fusion/graphics/photography/summer-paradise-photo.gif

- Hey, Summer!!
- What?
- I Love You ^^

By: elle♥(M)
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 797 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-06-29 Spam
vaa f(x)? kaia :)) momewonaa :)))