მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » Facts about "our FAMILY"
8:40 PM
Facts about "our FAMILY"

ზაფხული-ღამეები უძილო,სამოსი მინიმალური,პულსი აჩქარებული,მოლოდინი საოცარი, მოთმინება განულებული, განწყობა ? განწყობა აქედან მთვარემდე და უკან, სიგიჟეა აფხულ...♥!
1)როგორია თქვენი ზაფხული და არის თუ არა ის გასანკუთრებული წელიწადის დრო ♥
ზაფხული, ამ სიტყვის გაგონებისთანავე ყველას თვალწინ წარმოუდგება მხიარული სამი თვე, გართობა, დალევა, სკოლისგან დასვენება...დამ დამ, ჩემთვისაც ამ ყვეფართან ასოცირდება ზაფხული, წელიწადის დრო როცა არ ვფიქრობ დილით ადრე ადგომაზე და სწავლაზე...თუმცა სიმართლე გითხრათ ზაფხული არ არის ჩემი საყვარელი სეზონი, მე მაინც შემოდგომის მოყვარული ვარ ♥ როგორია ჩემი ზაფხული ? ამ ძალიან მხიარული და საინტერესო, ყოველი დღე ერთმანეთისგან განხსვავებული და ეს ჩემი გიჟი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) მეგობრების დამსახურებაა.

2)ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხული
ყველაზე დასამახსოვრებელი ? ამ ყოველი ზაფხული თავისებურად განსაკუთრებულია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევ, სამი წლის წინ როცა ზღვაზე ვისვენებდი, ეს ზაფხული და ეს მოგონებები ღრმად არის აღბეჭდილი ჩემს გონებასში, ზოგადად ის წელი და ის ზაფხულიც რაღაც განსაკუთრებული და ტკივილიანი იყო..ნუ მოკლედ ბათუმში დედას ახლო მეგობარი ცხოვრობს და იქ ცასვლისას ყოველთვის ჩვენთან ერთად ატარებს დროს...ჩვეულებრივ , როგორც ყოველთვის სადგურზე დაგხვდა, მაგრამ ამჯერად მარტო არ იყო, ვიღაც 18 წლის ბიჭთან ერთად დაგხვდა და მერე ნაქირავებ ბინაში მიგვიყვანა...იმ ბიჭს თომა ერქვა, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო, მაშინვე დავმეგობრდით, იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ და-ძმასავით ვიყავით...ყველაფერს მიყვებოდა თავისი წარსულის შესახებ და მომავლის გეგმებს მაცნობდა...იმ პერიოდში თომას შეყვარებული ყავდა ანა, ისიც ძალიან თბილი და საყვარელი გოგოა, იმ პერიოდში ანას ოჯახს უჭირდა და ანა ბულვარში ერთ-ერთ ჯიხურში მუშაობდა, თომა კიდევ ყოველ ღამე ბულვარში იყო და ანას ელოდებოდა, ნუ რათქმაუნდა მეც...როგორ მახსოვს ერთ საღამოს ანას ბებია იყო მოსული და თომას ვერ იტანდა ეს ქალი (იცოდა რომ ანა და თომა დაშორდნენ) ამიტომ ზუსტად 16 ჯერ დავარტყით ბულვარს მე და თომამ კრუგი სანამ ის წავიდა :D დრო გაგვყავდა. ერთხელ კიდევ მახსოვს ბულვარში სანდალი გამიფუჭდა და თომამ ხელში აყვანილი მიმიყვანა სახლამდე, მეორე დღეს კი ძალიან გავაბრაზე და ღამის 2 საათზე ზღვაში გადამისროლა...

ნუ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ ზაფხულმა ძმაკაცი და ძმა შემძინა, თუმცა მალევე უკან წამართვა :( ამ ამბის გახსენება არც ისე ადვილია ჩემთვის...:( ჩემს დაბადებისდღეს ისედაც ვერ ვიტანდი ამ ამბის მერე უფრო ვერ ვიტან, ნუ მოკლედ 6 ნოემბერი იყო, როგორც ყოველთვის დედას სამსახურშI ვიყავი და ინგლისური მიტარდებოდა, დედა მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, უცებ ტელეფონმა დარეკა, რათქმაუნდა მხიარულად აიღო ამიკო (დედას მეგობარი ბათუმიდან) რეკავდა, თუმცა მხიარული ხმა მაშინვე შეეცვალა, თვალები აუცრემლიანდა და შეშინებულმა გამომხედა, მაშინვე მივხვდი რომ თომას რაღავ მოუვიდა, გაკვეთილს ვყვებოდი და სიტყვები ყელში გამეჩხირა, თომა ავარიაში მოყვა და დაიღუპა :( ზუსტად 9 ნოემბერს ჩემს დაბადებისდღეზე კი ის დაკრძალეს... ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს ზაფხული იყო დასამახსოვრებელი, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო მან მე საუკეთესო მეგობარი შემძინა...:))))
3)ყველაზე მოსაწყენი ზაფხული
ჩემი "ზაფხულების" ისტორია ასეთი ზაფხული არ ახსოვს და იმედი მაქვს არც ემახსოვრება...!!!

4)საუკეთესო ადგილი,სადაც ზაფხული გაატარეთ და ძალიან კარგი მოგოგნებები გაქვთ
დამ დამ, საუკეთესო ადგილი სადაც ზაფხული გავატარე რათქმაუნდა ახალციხეა, დაქალი მყავს იქიდან და უკვე 2 წელია იქ ვისნებთ...პირველი და მეორე წელიც საოცრად კარგი იყო, უამრავი მოგონება და ისტორია მახსენდება :D ნუ პირველი რათქმაუნდა ის რომ ექსკურსიაზე წაგვიყვანა გიომ (დაქალის ძმა) ვარძიაში და მე ნიჭირი დავიკარგე ერთ-ერთ გამოქვაბულში, რათქმაუნდა არც მიფიქრია რომ ვინემსთან დამერეკა და დახმარება მეთხოვა, დავადე თავი და გავყევი გვირაბს :D გვირაბის ბოლოს იყო გარეთ გასასვლელი კიბეები, რომელიც სულ დაბლა მანქანების გაჩერებასთან ჩადიოდა, მეც ამ კიბეებს გავყევი და დაბლა დავიწყე ლოდინი, ნუ მე დღე მაწიეს :D თურმე ყველა მე მეძებდა :D...ამ კიდევ არ დამავიწყდება მეორე წელს რომ ვიყავით, სულ მარტოები წავედით და ჯერ მთაში ვიყავით (იქ მცხოვრებლებს მთაშიც აქვთ სახლი და იქ ადიან ხოლმე, ისე ცივა ისე ცივა იქ რომ მე პირადად ორი საბანი მაფარია ხოლმე) იქ ბებო იყო და ჩვენ გამოგვიშვა, თვითონ იქ დარჩა, თან დაგვიბარა ბიჭები არ აიყვანოთ მეზობლების სალაპარაკო არ გამხადოთო, ჩვენ კიდე პირიქით გამოგვივიდა , ყოველდღე დაქალის ბიძაშვილი და მისი ძმაკაცები ამოდიოდნენ :D ნუ დავუბრუნდები მთავარს :D ე.ი მთიდან ერთი კვირის ჩამოსულები ვართ და უკვე საკმაოდ გვიანია, მოვწესრიგდით, საღამურები ჩავიცვით, კარები გადავრაზეთ (ვისთანაც ვიყავით, ის ძალიან მშიშარაა, აბსოლიტურად ყველაფრის ეშინია) და მოვკალათდით ფილმის საყურებლად, საშინელებათა ჟანრი უნდა გვენახა და თუ არ ვცდები ასტრალი ერქვა :D ნუ მოკლედ უკვე გამზადებულები ვართ და უცებ ენი (დაქალი) იძახის
-ეე, ვინ ააანთო აივანზე შუქი, მე ჩავაქვრეო
-კაი ენკი ალბათ დaგრჩა და არ გახსოვსთქო (მე)
-არა, არა ზუსტად მახსოვს ჩავაქრე (ენი)
-ოოო, არ ჩააქრობდი და წადი ახლა ჩააქრე (თავში წამოარტყა ანამ)
ენიც წაბობღდა, გადარაზული კარები გააღო თავი გაყო, შუქი ჩააქრო, ისევ გადარაზა კარები და მობობღდა უკან, 5წამი არაა გასული შუქი ისევ აინთო და ისმის კაფელის ხმა, ვიღაც დადის აივანზე..ოპააა :D ამ დროს რეკავს ლიკას (მასპინძელი) ტელეფონი და არის თოკე (ლიკას ბიძაშვილი) ხოდა ჩვენც ვიფიქრეთ რო თოკეა და უნდა რო შეგვაშინოს
-აუ თოკე იცოდე შენ თუ ხარ გარეთ დაგახრჩობ (ლიკა)
-გოგო რა მოწიე ? რა მინდა მანდ სახლში ვარ (თოკე)
-აბა ლილი (თოკეს დედა) დამალაპარაკე
-გარეთ ვარ ის კიდე სახლშია
ეს თქვა და გათიშა, ნუ ლიკა უკვე აკანკალდა და ისტერიკებშია, როგორც გითხარით ყველაფრის ეშინია , ახლა რეკავს ლილისთან
-ბიცო თოკე სახლშია ?
-არა ლიკუნა რა იყო ?
ნუ ლიკამ ყველაფერი მოუყვა, ამ დროს ენიმ აიღო ცოცხი და გაყო თავი გარეთ, თან ბოლო ხმაზე ყვირის
-კოკე (მოფერებით ეძახიან) ვიცით რომ შენ ხარ გამოდი ცოცხი მიჭირავს
ნუ თოკე არ ჩანდა არსად ენიმ ისევ გადარაზა კარები და შემოვიდა
-ჩემ მაგივრადაც ჩაარტყით მაგას ცოცხი (ლილიმ თქვა და გათიშა)
ნუ ჩვენ ისევ გვესმის ფილაქნების ხმა, ავდექი, ჩავიცვი და კარებისკენ წავედი, ანა და ენი გამომეკიდნენ უკან
-სად მიდიხარ ?
-გავალ და ვნახავ ვინააა რაა (მე)
-სად გახვალ დაეტიე აქ (ანა)
-აჰა ცოცხი წაიღე (ენი)
-ნინი არ გახვიდე თორე ხმას არ გაგცემ (ოთახიდან გამომძახა ლიკამ)
ამ დროს რეკავს ტელე და ისევ თოკეა, თურმე მართლა სახლში ყოფილა და ლილი დაგვალაპარაკა, ლილიმ კიდე მეზობელს გადაურეკა გადახედე გოგოებს ვიღაც შეიპარა სახლშიო, ნუ ლიკამ რო გაიგო თორნიკე არ იყო, აუვარდა ტირილი და უარესი კანკალი, ნუ ლიკას დაწყნარება ცალკე ისტორიაა კიდე :D მოკლედ ბევრი რომ აღარ გავaგრძელო ის ჩვენი "ბუა" აღმოჩნდა ბებო, რომელიც ღამით ჩამოვიდა მთიდან და ჩუმად დაგვადგა თავზე :D


5)ადგილი,სადაც სიამოვნებით გაატარებდით ზაფხულს
საქართველოდან დიდი სიამოვნებით წავიდოდი კარვით რამოდენიმე დღით რაჭაში, წელს არ გამოგვდის მე და ჩემს დაქალებს აბიტურიენტობის გამო, აი მომვალ წელს კია უცილებლად ვაპირებთ წასვლას და წავალთ კიდე
უცხოეთიდან რათქმაუნდა ლონდონი და შეიძლება აგვისტოში წავიდე კიდეც, ბიძაშვილი დამპირდა თუ კარგი ქულებით ჩააბარებ ორი კვირით გაგიშვებო და ვნახოთ ვნახოთ

6)ზაფხული,ცნობილია "HearBreaker"-ი სეზონითაც
გულგატეხილი ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, ნუ ამ შემთხევაში შემიძლია ერთი ზაფხული გავიხსენო, თუ სწორად მახსოვს 10 კლასის ზაფხული, როცა გავიცანი ერთი ბიჭი ნოდო, ზუსტად ერთი კვირა ვიყავით შეყვარებულები და მე დავშორდი :D ნერვებს მიშლიდი და ასე გადავწყვიტე :D
7) წიგნები,ფილმები,სიმღერებია , მოჩებული ფრაზები,შერქმეული სახელები  და სურათები.
წიგნი - ანა კარენინა, დიდოსტატის მარჯვენა და ჯაყოს ხიზნები
(ოხ ეს აბიტურიენტობა)
მუსიკა:
1.Shaggy-In The Summer Time
2.Shakira-waka, waka
3.Alexandra Stan - Mr Saxobeat 
4.Oceana - Endless Summer
5. Selna Gomez- Love you like a love song
ფილმები- Just Go With It 
(მილიონჯერ ვახვევდით საყვარელ მომენტებზე)
ამოჩებული ფრაზები: 
1. აბა რა აბა რა
2. რა ჯანდაბა გინდა
3. მოვეწყვე , მოვეწყვე გპი-ში მოვეწყვე
4. ეეეე დევოჩკი
5. კარგია კიკეთი
6. პადიომ
7. მაგარი აურააა
8. ნუ ერთობიიით

9.აბა ვისმარტავეთ :D
(დიდი სუპერმარკეტი რომ არის Smart, იქ რომ მივდიოდით სულ ამ წინადადებას ვიძახდით)
10.ეგა ხარ
შერქმეული სახელები
მე- ნინუჩა
ანო-ანააანოოო
ენი-ენკიბენკი
ლიკა-ლიკჩო
მარიამი-მარო

(ეს სახელები ლიკას ძმამ და ძმაკაცებმა შეგვარქვეს)
(ახლა კი გთავაზობთ მხიარული ზაფხულის სურათებს ვთვლი რომ ასე უკეთესია და ვარჩიე ჩვენი სურათების დადება, ვიდრე რომელიმე ვარსკვლავის ან უბრალოდ ლამაზი სურათის)
1.აქ ჩაგვეკეტა ბიჭების ოთახის კარი და ვცდილობთ გავაღოთ სანამ მოვლენ :D მიზეზი: რაღაცის გაჩალიჩებას ვაპირებდით და ანომ ისე გამოიჯახუნა კარი , რომ ჩაიკეტა

2.აქ დოღონას (ლიკას ძმის ძმაკაცი) სათუთად და ნაზად ეძინა, ჩვენ საზიძღრებმა, რათქმაუნდა ამიტ ვისარგებლეთ და წითელი მანიკური წავისვით ფეხის თითებზე, აცეტონი დავმალეთ და ორი დღე წითელი მანიკუღით დადიოდა :D

3.აქ ენიმ ლიკას დედის საქორწილო კაბა ჩაიცვა და მოჩვენებასავით დადიოდა, მე და ანო აბაზანიდან ამოვდიოდით და კარებში გამოგვიხტა :D

4.ამ სურათის გადაღების იდეა დაებადა ანოს :D ყველაზე სასაცილო მომენტი კი მაშინ იყო ლიკას ტელეფონმა რო დარეკა და ჩვენ გედების ტბის ილეთით მოგვიწია მეორე ოთახში გასვლა, ცეკვის დროს მე ფეხი გამეკვლანჩხა და წავიქეცი, რათქმაუნდა ესენიც და მეორე დრეს დალურჯებულები დავდიოდით

5.ეს ჩვენი წარწერებია სკამზე, აქ მოხსენიებული ნაწერები ანუ ფრაზები და შერქმეული სახელები ზემოთ უკვე შემოგთავაზეთ


6.ხომ იცით ნათქვამია შრომამ შექმნა ადამიანი :D

7.მე და თეკლა (ბიძაშვილი) გავაგიჟეთ პარკში მყოფი საზოგადოება :D

8.ანო და თეკლა, ამ დროს ვიღაც მოხუცმა ქალმა ჩაიარა, მოგვაწყევლა და მიაყოლა, ერთი ის დედა დამანახა თქვენ რო ბავშვი განდოთო :D

9.ჩემთან სახლში, უკომენტაროდ :D

10.ახალციხისკენ მიმავლები ♥


ძალიან ძალიან ბევრი შემილია ჩემი ზაფხულის კურიოზებზე და თავგადასავლებზე, მაგრამ ამისთვის ერთი სიახლე ნამდვილად არ მეყოფა, იმედი მაქვს მოგეწონათ თემა, ველოდები კომენტარებს ♥
ყოვეთვის და სამუდამოდ თქვენი ნუჩიტო ♥
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 916 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-06-28 Spam
Dzzaann Dzzaaaann magaariii Temmaa :*:* Yoochhaag da warmatebbeebii :*:*