მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » Exclusive
8:17 PM
Exclusive
SOPA — ანუ Stop Online Piracy Act ახალი კანონია, რომელსაც აშშ-ში აპირებენ მიღებას. ეს კანონი საშუალებას მისცემს საავტორო უფლებების მქონე პირებს უჩივლონ ყველა იმ საიტს, რომელიც შემთხვევით ან გამიზნულად გაავრცელებს თუნდაც ბმულს ან რაიმე სახით მოემსახურება მეკობრულ ნაწარმს (ე.წ. ვარეზს). 
ამ კანონის გამო საფრთხის ქვეშ დგება ყველა დიდი საიტი, რადგან შეუძლებელია ფიზიკურად გაკონტროლება, ვინ რა ბმულს ან სურათს, თუ სხვა მასალას აქვეყნებს. მათ შორისაა Google, Amazon, Facebook, Twitter და სხვები. თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აშშ-ში, საავტორო უფლების მფლობელს საშუალება მიეცემა უჩივლოს ამ კომპანიებს, დაბლოკოს ისინი და მოთხოვოს ინტერნეტ პროვაიდერებს — გამოთიშონ ისინი.
საფრთხე ემუქრება თავისუფალ სიტყვას, საიტებს რომელიც რაიმე სახით მომხმარებელს სთავაზობენ მასალის განთავსებას, ასევე ზოგადად ვებ-ბიზნესს, ღია კოდის პროგრამებს და სხვ. თუმცა კანონი თუ მიიღეს, მარტო აშშ-ს შეეხება, მაგრამ სწორედ აშშ-შია მსოფლიო გიგანტი ვებ-ორგანიზაციების უმეტესობა. ასევე დიდი შანსია რომ მსგავს პრაქტიკას სხვა ქვეყნებმაც მიმართონ.
სკანდალი გამოიწვია იმ ცნობამაც, რომ ცნობილი დომეინების რეგისტრატორი GoDaddy მხარს უჭერს ამ კანონს. ამის შემდეგ მას ინტერნეტ-მომხმარებლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და თავისი დომეინები სხვაგან გადაიტანეს. შედეგად 38 000 ცალი დომეინი დაკარგა GoDaddy_იმ, ამის გამო მან ოფიციალურად განაცხადა რომ წყვეტს SOPA — ს მხარდაჭერას თუმცა რეალურად რა ხდება უცნობია.
კანონის მიღების საწინააღგმდეგოდ, Google, Amazon, Facebook, Twitter, eBay, Yahoo, Wikipedia და სხვები, ერთ დღეს, ერთიანად გახდებიან შავი ფერის, ან სულაც გაითიშებიან და გამოაქვეყნებენ ბმულებს ამ კანონზე სადაც საუბარი იქნება მის უარყოფით მხარეებზე.
ჯერ-ჯერობით ეს გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თუ შეთანხმება მოხდება, ეს სერვისები ნებაყოფლობით იქნება პარალიზებული 23 იანვარს. რადგან სენატი 24 იანვარს გეგმავს ამ კანონის მოსმენას.
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 571 | დაამატა: Mariam♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
2012-01-13 Spam
Auf