მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 9 » EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT
8:25 PM
EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT
ახალი მოთხრობა არ იქნება მთლიანად გამოგონილი მისი დაახლოებით 50% მართლაც რომ სინამდვილეა და ნამდვილ ფაქტებზეა დაფუძნებული,იმედია მოგეწონებათ მწერალის ისტორია რომელიც წიგნის გამოსაცემად ამერიკაშ მიემგზავრება.

Everything’s gonna be alright

Chapter 1

გზა დიდებისკენ : აღწერა

ძალიან ბევრჯერ მინატრია რომ ჩემს თავს რაღაც დაუჯერებელი,ამაღელვებელი გადამხდენოდა,არასოდეს მინდოდა ჩვეულებრივად მეცხოვრა,ერთი დიდი ოცნება მქონია და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი როცა გამოვფხიზლი,წყლის ტლანქ ზედაპირზე ამოვყვინთე და ღრმად ამოვისუნთქე.თითქოს მაშინ სამყარო გადავიყავდა ოღონდ თავ უკუღმა კი არა,წაღმა,ყველაფერი დალაგდა,მე ფეხებით ცაში კი არ ვეკიდე არამედ მიწაზე დავდიოდი და ერთიანად ამაღლებული გრძნობით ვიყავი სავსე მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა  ყოველთვის მესმოდა შემდეგი სიტყვები,რომ უნდა დანებდე,ცხოვრებას შეეგუო ისეთს როგორიც არის,არ უნდა მოითხოვო მეტი და არ იბრძოლო და მეც ვიზრდებოდი ამ ცნებებით,თითქოს შავ-თეთრ ფერებში იმის მიუხედავად რომ ბედნიერი ვიყავი მაინც მბორკავდა რაღაც,შიგნიდან და ყველანაირ სიხარულს აქარწყლებდა ჩემში,არასოდეს მიგრძვნია რომ მე ვცოცხლობ სანამ...

სანამ არ გავიგე რომ დარჩი ძლიერი,არასოდეს თქვა არასოდეს იყო ის რაც მე მაშნ მჭირდებოდა...თითქოს მათ მაგიურად იმოქმედეს ჩემზე და მაიძულეს გადავრჩენილიყავი.ამ სიტყვების ავტორები ჩემი შთაგონების მთავარი წყაროები გახდნენ,მათ მაგალითებზე მეც დავიწყე ბრძოლა,გამიჩნდა მიზანი და რაც მთავარია მომინდა მებრძოლა ამ მიზნისთვის.მიზანი მკაფიო და სწორი იყო მაგრამ მისკენ მიმავალი გზა საკმაოდ დახვეული.

არასოდეს დამავიწყდება,ზუსტად ცამეტი წლის ვიყავი საწერ კალამი პირველად რომ ავიღე ხელში და წერა დავიწყე,არაფერი განსაკუთრებული მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ მივმხვდარიყავი თუ რას ნიშნავდა ეს საქმიანობა ჩემთვის,მასში მე საკუთარი თავი ვიპოვე.

ვწერდი დიდი სიამოვნებით,რაღაც მოთხორბის წერაც კი დავიწყე,უფრო წიგნის,გამოვიგონე პერსონაჟები,დავარქვი სახელები,შევქმენი ჯადოსნური ქვეყანა და მათი არაამქვეყნიური მცხოვრებები,ჰარიატები და ა.შ

ძალიან მსიამოვნებდა მაგრამ შემდეგ როცა ნაწერებს გადავავლებდი ხოლმე თვალს რაღაც მშრალი მეჩვენებოდა და ზედმეტად ბანალური,თან იმ დროისთვის მე სულ სხვა რაღაცის წერა მინდოდა მაგრამ მეშინოდა ვინმეს მიბაძვაში არ ჩაეთვალა.

კარგა ხანი ვორჭოფობდი მაგრამ ბოლოს მაინც სურვილმა მძლია და ახალი წიგნის წერა დავიწყე,პერსონაჟების სახელები უკვე ვიცოდი,მათ ისტორიებიც მაგრამ ორი წელი დამჭირდა მხოლოდ პირველი წიგნის დასამთავრებლად,არც მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა მაგრამ პარალელურად სკოლაში დავდიოდი და ამანაც შემიშალა ხელი,მოკლედ წიგნი ვამპირებზე იყო,ძალიან მეშინოდა ვინმეს twilight-ისთვის არ მიემსგავსებინა მაგრამ ვისაც კი წავაკითხე,მეგობრებს,ნაცნობებს ყველა მეუბნებოდა რომ განსხვავებული იყო,სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ამბიციებიც იმის თაობაზე რაც ახლა ვარ და საბოლოოდ გადავწყვიტე მებრძოლა იმისთვის რაც მინდოდა და დავრჩენილიყავი ძლიერი.

ეს არის ჩემი ისტორია და ჩემი გზა                                                   

Never give up.


დღეს ჩვეულებრივ უხასიათოდ არ გამიღვიძია,პირიქით ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,15 ივნისი იყო,ბოლო დღე სკოლის და პირველი დღე დამოუკიდებელი ცხოვრების,საბედნიეროდ დღეს სკოლას ვამთავრებდი,საერთოდ კარგა ხანია ამ დღეს დიდი გულ-მოდგინებით ველოდებოდი.

საწოლიდან მარდად წამოვხტი,თხლად ჩავიცვი,ამ დროს თბილისში საშინელი სიცხეები იცოდა,პირველ სარეთულზე ჩავედი,დედა სამსახურში იყო,მამაც ასევე,რა უნდა მექნა? საუზმე გავიკეთე,შემდეგ კბილები გამოვიხეხე და სკოლისკენ გავემართე.

მეგობრების სიმცირით არასოდეს გამოვირჩეოდი,ამ მხრივ მიმართლებდა,ზოგი უნივერსიტეტში სწავლობდა ზოგიც კი ჩემი კლასელი იყო,ეზოში შევედი და დაბვშვების ჯგროსთან მივედი,სულ ჩემი კლასელები იყვნენ


-გამარჯობა ბავშვებო-ყველას მივესალმე და მათთან ახლოს ჩამოვჯექი

ლაპარაკი გაჩაღდა,უმეტესად სენტიმენტალურ თემებზე,იმის მიუხედავად რომ თორმეტი წელი მათთან ერთად ვსწავლობდი და მრავალი ჩხუბიც გვინახავს მაინც მიჭირდა მათთან განშორება,ყველა დავპირდით ერთმანეთს რომ ხშირად შევიკრიბებოდით,არ დაგვავიწყდებოდა ერთად გატარებული ლამაზი დღეები და კარგ მეგობრებად დავრჩებოდით,თან წინ ბოლო ზარი და ბანკეტი გვქონდა ამიტომაც დაშრებაზე ლაპარაკი ნაადრევი იყო,ეს ზაფხული ერთად ვიქნებოდით მაგრამ შემდეგ როცა ახალი წელი დაიწყებოდა და ყველა თავის გზაზე წავიდოდა მერე? ამაზე სამწუხაროდ პასუხი არ მქონდა.

ძალიან გვიან დავიშალეთ,მე და ჩემი მეგობარი ქრისტინე სახლში ერთად წავედით

-ანა-უცებ დაიწყო-ამერიკაში როდის მიდიხარ?

-ბანკეტის მერე-ვუპასუხე


-რა კარგია რომ შენ გაიმარჯვე იმ გაცვლით პროგრამაში-ჩაიღიღინა-მაგრამ ორი წელი სწრაფად გაივლის და შენც ჩამოხვალ

-არა-თავი გავიქნიე-მე დაბრუნებას არ ვაპირებ,ხომ იცი ჩემი გეგმები

-კი ვიცი მაგრამ რომ არ გამოგიცენ წიგნი?მერე რას შვები?

-გამომიცემენ,ამაში დარწმუნებული ვარ,შენ წარმოიდგინე მთელი მომავალი დაგეგმილი მაქვს უკვე და ისიც ვიცი რომ ჩემს წიგნზე კინოსაც გადაიღებენ-სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე

-და მერე ერთ პატარა როლს მეც ხომ მომცემ?-გადაიხარხარა

-კი,ცივ სისხლიანი ვამპირის როლს რომელსაც რობერტი კლავს-სიცილით მივუგე მეც,რობერტი ჩემი წიგნის მთავარი პერსონაჟი იყო

-ლალი იქეთ არის?-ისევ მკითხა ქრისტინემ

-ჰო,მასთან ვიცხოვრებ-თავი დავუქნიე

ლალი ჩემი სკოლელი იყო,გასულ წელს დაამთავრა სკოლა და ახლა ისიც ამერიკაში სწავლობდა საბუღალტრო საქმეებს,მაგრამ მე მისგან განსხვავებულ პროფესიას დავებუფლებოდი,ინგლისურს,კარგად ვიცოდი მაგრამ ყველაზე ხელ საყრელი პირობები გაცვლით პროგრამაში აქ იყო და მეც ეს ავირჩიე.

ქრისტინემ ზევით აუხვია მე კი სახლში შევედი,ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ მშობლებს გამოვემშვიდობე თუ  არა დავწექი.

სხვალიდან თავისუფალი ვიყავი,რა უცნაური გრძნობაა არა?თავისუფალი,თითქოს ადრე ვიყავი დაჭერილი მაგრამ არა,ეს სულ სხვაა,დამოუკიდებელი ვარ და დროა დავამტკიცო რაც შემიძლია.

ორი კვირა გაწამაწიაში ვიყავი,ბოლო ზარიც ბანკეტიც,კაბის არჩევაც,საშინელება გადავიტანე საერთოდ ვრე ვიცლიდი წერისთვის და ეს მრთგუნავდა მაგრამ ბოლოს და ბოლო ამისთვის უამრავი დრო მექნებოდა,ეს დღეები კი აღარ დაბრუნდებოდნენ,ღმერთის წყალობით ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა,ბავშვებს გამოვემშვიდობე და ამერიკაში გასამგზავრებლად მოვემზადე.

ჩემოდანი კარგა ხნის ჩალაგებული მქონდა,ახლა იმას ვფიქრობდი რამე არ დამრჩენოდა,გუშნ ლალაის ველაპარაკე და აეროპორტში დამხვდებოდა,ეს საქმე მოგვარებული იყო.

-დამირეკე ხოლმე სკაიპით,ტელეფონით,მომწერე არ დამივიწყო თორემ იცოდე მოგკლავ-უკვე აეროპორტში მემეშვიდობებოდი ქრისტინე

-კარგი რა,ეგრე მიცნობ?ხომ იცი რომ სულ ჩემი საუკეთესო ხარ-გავუღიმე და მაგრად ჩავეხუტე

დედას და მამას გამოვემშვიდობე

-ფრთხილად იყავი,როგორც კი ჩახვალ დაგვირეკე-გამაფრთხილა დედაჩემმა და ტრაპზე ამაცილა.

ესეც ასე ჩასხდომა დამთავრდა,რაც მთავარია ჩემი ლეპტოპი ჩემთან იყო,არაფერი მიჭირდა,რამდენიმე წუთში უკვე ჰაერში ავიჭერით.

ჯერ თურქეთში ჩავფრინდი,იქედან კი პირდაპირი რეისი იყო ანკარა-ლოს-ანჯელესი. წარმოიდგინეთ თოთხმეტი საათი უნდა მეფრინა,ალბათ მთლად მივეწეპებოდი სკამზე.

ლეპტოპი ამოვიღე და წერა დავიწყე,რაღაცეებს გადავავლე თვალი,პირველი წიგნი უკვე დამთავრებული მქონდა და ახლა მეორეზე ვმუშაობდი,თუმცა თავში საინტერესო აზრი არ მომდიოდა,ერთი ვიცოდი,ამ ნაწილში როჯერი ვამპირად უნდა გადამექცია მაგრამ როგორ,სად,ან ვის უნდა გაეკეთებინა ეს აზრზე არ ვიყავი,ან მაგის მერე რა მომეფიქრებინა არც ეგ ვიცოდი.მოკლედ ფილარმონიის წინ მდგარმა მუზამ მიმატოვა.(ჰაჰა)

რა უცნაურია,როცა აქედან გავფრინდი დილა იყო,ახლა საქართველოში შუაღამის ორი საათი იქნებოდა,ამერიკაში კი შუადღის პირველი საათი იყო,უცნაური იყო სასაათო სარტყლებში ფრენა,ღამე არცერთხელ არ მინახავს ამ ხნის განმავლობაში.

L.A.X-ის ლეგენდარულ აეროპორტში დავეშვით,ხუთ წუთში კი უკვე ტრაპზე ჩამოვდიოდი,გაფაციცებით დავუწყე ძებნა ლა-ს (ლალი) და ბოლოს ვიპოვე უზარმაზარი ქართული წარწერით

ანა,აქეთ

სწრაფად გავემართე მისკენ და მოვეხვიე


-როგორ იმგზავრე?

-კარგად,უბრალოდ ცოტა დუნდულები მტკივა-ფეხებზე დავისვი ხელი

-არაუშავს,წამო წავიდეთ-ხელი ჩამჭიდა და აეროპორტის გასასვლელისკენ დავიძარით მაგრამ არ გაგვიშვეს,გზა იყო გადაკეტილი,ვიღაც ცნობილი ადამიანი ჩამოდიოდა და პაპარაცების ჯგრო შეკრებილიყო,წამით თვალები გამინათდა,ზუსტად ამაზე ვოცნებობდი,შეიძლება ძალიან ამბიციურად ჟღერს მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა ცნობილი ხარ.

ერთი საათი ასე გვაყურყუტეს,როგორც იქნა გაიარეს მაგრამ ვერ დავინახე ვინეები იყვნენ,თუმცა ისეთი დაღლილი ვიყავი არც მაინტერესებდა,ასეთი შემთხვევები ლოს-ანჯელესში ძალიან ხშირი იყო.

გარეთ გავედით და ლალიმ ტაქსი გააჩერა რომელმაც სახლში მიგვიყვანა,საკმაოდ ნორმალური სახლი იყო,მშვიდი,მყუდრო და რაც მთავარია განცალკევებით იდგა,ანუ ხმაური არ შემახუწებდა.

ბარგი ამოვალაგე,ჩემს ოთახს შევეგუე,მშობლებს ველაპარაკე და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადე,ხვალიდან ყველა სტამბას ჩამოვივლიდი რომ ჩემი წიგნი გამოეცათ.

იმედია ბედი გამიღიმებდა.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 804 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-10-19 Spam
kargiiiaaaa gaaagggrddzellee male