მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » Everything About Illuminati
11:15 PM
Everything About Illuminati
 
ილუმინატი, ანუ ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ილუმინატი არის მსოფლიოში უდიდესი საიდუმლო დაჯგუფება, სადაც გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან დემონების,
ეშმაკების მიერ და მიჰყვებიან სატანას და ასრულებენ მის დავალებებს. ილუმინატის
თითოეული წევრი, მანამ სანამ ჯგუფის წევრი გახდება, დებს ფიცს და გადის სპეციალურ
რიტუალს. რიტუალი შემდეგია: პიროვნება წვება კუბოში, ხოლო შემდეგ იქიდან ამოდის, რაც ნიშნავს ხელმეორედ დაბადებას–მან თავისი პერსონა მოკლა და სული ეშმაკს გადააბარა; ის ახლა სხვა ადამიანია (ადამიანი?).

ილუმინატი აკონტროლებს ჰოლივუდს, სიმღერის ინდუსტრიას და აქვს პირდაპირი კავშირები სხვადასხვა სპორტსმენებთან. ილუმინატის წევრები სპორტსმენებს პირდებიან წარმატებას, პოპულარულობას და რაც მთავარია ფულს, მხოლოდ იმაში, რომ მათ დადონ ფიცი და შუა თამაშებისას სპეციალური სატანისტური სიმბოლოებით „მოხიბლოს"
საზოგადოება. გამოდის, რომ ისინი სულს ეშმაკს აბარებენ, ხოლო სანაცვლოდ განკითხვის დღემდე(!) განცხრომაში ცხოვრობენ.

ილუმინატის კისერზეა ბევრი ცნობილი ადამიანის მკვლელობა, რომლებიც ცდილობდნენ ხალხამდე სიმართლე მიეტანათ. თუფაქ შაკური, ყველა დროის საუკეთესო რეპერი, თავის დროზე ამ დაჯგუფების წევრი იყო, მან სული ეშმაკს მიჰყიდა, თუმცა
როცა დაინახა, თუ რა ხდებოდა და რეებს აკეთებინებდნენ სატანისტები მას, გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო, ცხოვრება თავისუფლებისა და იესო ქრისტეს მიმდევრობისა. თუფაქი ცდილობდა საკუთარ ლირიკაში გამოეყენებინა მინიშნებები, რათა მის მსმენელს სიმართლე გაეგო. იგი ცდილობდა გაყიდული სულის დაბრუნებას. მან იწამა ღმერთი.

ყველაზე დიდი ნაბიჯი უდიდესი რეპერის მხრიდან იყო ალბომის გამოშვება, სახელად „დონ ქილუმინატი" („ქილ ილუმინატი"–მოკალი ილუმინატი), რაც პირდაპირ მიანიშნებდა საიდუმლო დაჯგუფების არსებობაზე და ხალხს ფეხზე ადგომისაკენ და მისი განადგურებისაკენ მოუწოდებდა. ამის საპასუხოდ, ილუმინატი მედიის საშუალებით
თუფაქზე ყოველთვის ცუდს ლაპარაკობდა და მხოლოდ მის ე.წ. განგსტერულ მხარეს აჩვენებდა, რათა საზოგადოების თვალში ის დაემცირებინა. როდესაც შედეგი ამან არ გამოიღო, სატანისტებს არაფერი დარჩენოდათ გარდა მისი მოკვლისა. შაკურმა დატოვა
წუთისოფელი, როგორც მებრძოლმა, ტანჯულმა ადამიანმა. მისი სიკვდილი კვლავ ე.წ. განსგტერულ ცხოვრებას დაბრალდა და ისევ და ისევ მედიის დახმარებით ილუმინატიმ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.

ილუმინატის კიდევ ერთი მსხვერპლი მაიკლ ჯექსონია. მისი ნიჭის
აღმოჩენისთანავე, სატანისტები მიხვდნენ, რომ მას დიდი კარიერა ელოდა და დროულად გააყიდინეს სული. ისინი პოპის ვარსკვლავს ბევრ ფულს და ნომერ პირველობას დაპირდნენ. ჯექსონი ნამდვილად გახდა პირველი და მთელი მსოფლიო აღიარებდა მის დიადობას. ილუმინატი ამას თავისთვის ბრწყინვალედ იყენებდა და მის კლიპებში სხვადასხვა ეშმაკისეულ სიმბოლოებს აჩვენებდა ისე, რომ მაყურებელი ვერაფერს ხვდებოდა. მაიკლმა გადაწყვიტა გაყიდული სულის დაბრუნება და ქრისტიანულ გზაზე დადგომა. როდესაც სატანისტები მიხვდნენ, რომ იგი ნელ–ნელა ტოვებდა დაჯგუფებას და
იწყებდა სიმართლის ქადაგებას, მას ნაირ–ნაირი ჭორები მოუგონეს და ბრალდებები წაუყენეს სწორედ იგივე გზით, როგორც თუფაქს; მიზანიც ერთი იყო–ხალხის თვალში დამცირება და მასზე წარმოდგენის შეცვლა. ჯექსონმა ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა: „მათ
ჩემი ცხოვრება შეცვალეს. მე მსოფლიოში პირველი ვიყავი და ყველა მიცნობდა. არ მინდა ბევრის თქმა...არ მინდა ბევრის თქმა...ამით უამრავ სიცოცხლეს ვაგდებ საფრთხეში."

უიტნი ჰიუსტონი–ილუმინატის უახლესი მსხვერპლი. მოკლედ გეტყვით, სიკვდილის წინა დღეს უიტნი ბრენდი ნორვუდის და კიდევ ორი ცნობილი პირის პრესკონფერენციაზე შეიჭრა. ჰიუსტონი სულ სველი იყო და ბრენდიმ როდესაც შეეკითხა რა გჭირსო, მან მიუგო: „რამის კიდევ დავიხრჩე." მან ნორვუდს პატარა ფურცელიც გადასცა, ძალიან თბილად აკოცა და გამოემშვიდობა. მეორე დღეს უიტნი ვანაში დამხრჩვალი იპოვეს, ხოლო ბრენდიმ არ ისურვა იმ წერილის ხალხისთვის გაზიარება, რაც მას შავკანიანმა მომღერალმა დაუტოვა.

ილუმინატის ათობით სიმბოლო არსებობს, რომლებსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ, მაგრამ სიმართლეს და ამ სიმბოლოების მნიშვნელობას ვერ ვხვდებით. რამოდენიმე მათგანი, რომელსაც კალათბურთში იყენებენ არის სამი ექვსიანი. ცერა თითი და საჩვენებელი თითი რგოლს, ანუ ექვსიანის მუცელს აჩვენებს, ხოლო შუა თითი, არათითი და ნეკა თითი ექვსიანების თავებს. ასევე კიდევ ერთი ნიშანი არის პირამიდა თავზე თვალით, ე.წ. All seing eye (ყველაფრის დამნახავი თვალი). საოცარია, რომ ეს პირამიდა თვალით არის დახატული ამერიკულ ერთ დოლარიანზე. ეს ფაქტი ნამდვილად შემზარავია, გასაოცარია და კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ ხალხს მაინც არ სურს ილუმინატის არსებობის აღნიშვნა ამის შემდეგაც კი. არსებობს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო, რომელსაც სპორტმენები ხშირად გვაჩვენებენ. ეს არის პირამიდის გამოსახვა ხელებით, როდესაც ცერა თითები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება.

ილუმინატის წევრია ბევრი კალათბურთელი და ამას ბევრი ფაქტიც
ადასტურებს. მაგალითისათვის ლებრონ ჯეიმსი მოვიყვანოთ, რომელიც დღეისათვის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა და დიდ ფულსაც შოულობს. პირველ რიგში დავიწყოთ „მაიამი ჰიტის" ვარკსვლავის სიახლოვით რეპერ ჯეი–ზისთან, რომელიც
ილუმინატის ერთ–ერთი მთავარი მასონია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ როდესაც ჯეი–ზის ერთ–ერთი სიმღერის მისამღერი უკუღმა გაუშვეს, გამოვიდა შემდეგი: „ექვსი, ექვსი, ექვსი, მკვლელი, მკვლელი იესო!". ლებრონი მის კონცერტზე ხშირად გამოსულა და
მასთან ერთად უჩვენებია ხალხისთვის სხვადასხვა მასონური სიმბოლოები. მეორე ფაქტი არის ის, რომ ჯეიმსმა ნომერი შეიცვალა. მის მაისურზე ადრე 23 ეწერა, ხოლო ახლა უკვე 6 აწერია. როდესაც „კლივლენდ კავალიერსის" მაშინდელ მწვრთნელს მაიკ ბრაუნს
ჰკითხეს თუ რატომ შეიცვალა გუნდის ლიდერმა ნომერი, მან მიუგო: „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ნომრით ითამაშებს იგი. მან გვთხოვა, რომ ეს მისი რწმენებისთვის და შეხედულებებისთვის არის საჭირო."

კიდევ უამრავი ფაქტის და დამადასტურებელი საბუთის მოყვანა შეიძლება, რომ ილუმინატი ნამდვილად არსებობს. ეს სტატია ამისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი. ამიტომ ვგონებ ეს მოცემული მასალაც გაგახელინებთ თვალებს და დაგანახებთ სიმართლეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჯეიმსის მაგალითად მოყვანა რაიმე პირადულ სიძულვილს არ წარმოადგენს და როგორც ზევით აღვნიშნე კიდევ უამრავი მოთამაშეა სატანისტური დაჯგუფების წევრი, მათ შორის კობი ბრაიანტიც! თითოეულ მათგანს შეუძლია
სანამ დრო აქვს შეცდომები გამოასწოროს, დაიბრუნოს სული და იწამოს უფალი.

ილუმინატი აკონტროლებს ყველაფერს დღევანდელ მსოფლიოში. სწორედ ილუმინატი მართავს მრავალი ქვეყნის მთავრობას და პრეზიდენტები უბრალო მარიონეტები არიან იმ სატანისტებისა, რომლებიც ზიან და სიამოვნებას იღებენ ქრისტიანობის განადგურებით, სატანის დიდებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით. ქვემოთ გთავაზობთ ეშმაკისეულ სიმბოლოებს და უბრალოდ უყურეთ თქვენი დღევანდელობის საყვარელი მომღერლების კლიპებს და ნახავთ თუ არ აღმოაჩენთ ამ ნიშნებს. გაახილეთ თვალი, არ
შეშინდეთ და არ დაუმონდეთ მასონებს. მთავარია ღმერთის გწამდეთ და მიჰყვეთ მის გზას, გზას რომელიც სამოთხისაკენ მიდის.

ლებრონ ჯეიმსის შოკისმომგვრელი სატანისტური რიტუალები მატჩების წინ. მან ამ რიტუალების გაკეთება 4–5 წლის წინ დაიწყო–სწორედ მაშინ როდესაც ჯეი–ზის დაუახლოვდა. იგი სატანას ევედრება, რათა წარმატებას მიაღწევინოს. ასევე კარგად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ კამერები ლებრონის გადაღებას სწორედ მაშინ
იწყებენ, როდესაც ჰიმნი დასასრულს უახლოვდება–ანუ ოპერატორებმა უკვე იციან თუ რა უნდა ქნას მან და სპეციალურად გვაჩვენებენ ამას ტელეეკრანებზე.

დღევანდელი საუბრის თემაა ცნობილი ამერიკელი მომღერლის კეშას კლიპი სახელწოდებით "Die Young".კლიპის გამოსვლისთანავე მსოფლიო შოკში ჩავარდა მათ შორის მეც.არადა კესა მიყვარდა როგორც მომღერალი,მაგრამ რათ გინდა.მეც მსოფლიოსდამაგვარად პირღია ვუყურებდი კლიპს.კლიპი მოცულია სამკუთხედებით და დატვირთულია მასონური სიმბოლოებით.ნახეთ კლიპი~http://bit.ly/RYZ4VW.მოდით განვიხილოთ ის:
1.პირველ ფოტოზე თქვენ ხედავთ ამ სიმღერის ოფიციალურ პოსტერს,რომელზედაც აღბეჭდილია კადრი კლიპიდან.ადამიანებს უჭირავთ კეშა,და ჰაერში ისვრიან.ეს ალბათ ერთგვარი მასონური ქმედება,რადგან ეს კეშას კარდა გამოიყენა ლედი გაგამ,კლიპ "ალეხანდრო"-ში.რომელსაც ცვენ მომავალში აუცილებლად განვიხილავთ.ასევე პოსტერზე მოცემულია ორი ამოტრიალებული ჯვარი რომელიც არის სატანებისა და ათეისტების ნიშანი.მათ შორის კი სამკუხედია რომლის განხილვაც მგონი აღარ ღირს.
2.კლიპის დასაწყისში თქვენ ხედავთ როგორ შემოდის ე.წ "კუბოს" მანქანა.რომელიცასევე დატვირთულია მასონური სიმბოლოებით.თუ შევხედავთ "კაპოტს",დავინახავთ რომ ზედ არის რქები.თქვენ კი იცით რომ რქები თხისაა,რომლებიც სატანისტებს სწამთ.(სურ.5).მეორე ფოტოზე ხედავთ საბარგულს,რომელზეც დაუმალავად წერია "Evil" (ქართ.ბოროტი).
3.მესამე ფოტოზე ხედავთ კეშას ბეჭედს რომელსაც აქვს თვალის ფორმა და შიგნით ამოჭრილი თვალის კაკალი.ხოლო მეექვსე ფოტო ამოღებულია "Behind the scenes"-დან,ანუ კადრს მიღმა ვიდეოდან,სადაც კეშა მიგვიძღვება გადასაღები მოედნისაკენ და თან გვეუბნება რომ ვნახოთ მისი ტრაკი.მის უკა ნალზე კიდია სამკუთხედი რომელშიც ჩახატულია თვალი,მგონი ამაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები.ამიტომაც აღარ ღირს ახსნა.
4.როგორც უკვე გითხარით ვიდეო გადათვირთულია ამოტრიალებული ჯვრებითა და სამკუთხედებით.მგონი გასაგებია რას ნიშნავს ეს სიმბოლოები.ბოლო ფოტოში თქვენ ხედავთ კეშას რომელიც ზის სამკუთხედში,ორი თითით აკეთებს სამკუთხედს თვალთან.მგონი ყველაფერი გასაგებია.

არამარტო ეს,კლიპში ასევე ანათებს მასონური ვარსკვლავი რომლის წინაც კეშა და მისი კოლექტივი უდარდელად ცეკვავენ,
ამ ყველაფრის შემდეგ, Ke$ha Georgia.-ს ადმინი მეუბნება რომ კეშა არ არის ილუმინატი და ის ამ ორგანიზაციის სასტიკი წინააღმდეგია.



მშვენიერი ბავშვობა გვქონდა,დისნეი უამრავი მულტფილმითა თუ ფილმით გვანებივრებდა.ალბათ ჩემსავით თქვენც არ გიყვარდათ ქართული უხარისხო მულტფილმები.მაგრამ ახლა მივხვდი რომ ჯობდა ქართულისათვის მეყურებინა.
დისნეი ჩვენთან ერთად 1923 წლის 14 ოქტომბრიდანაა.მისი შემქმნელები იყვნენ ამერიკელი ძმები,ვოლტ და როი დისნეი(რათქმაუნდა მასონები).რომლებიც ძალიან ჩუმად და დაუნახავად აქსოვდნენ მულტფილმებსა,სერიალებსა თუ ფილმებში ისეთ "მასონურ" ნიშნებსა და წარწერებს რომლის აღქმა და დანახვა ჩვენ არ შეგვეძლო რადგან საათების განმავლობასი ვტკბებოდით მათი მულტფილმებით.ახლა კი მინდა განახოთ ამ ყველაფრის ახსნა:
პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ თვით დისნეის ამ განთქმულ ლოგოშის კი ჩაქსოვილი "666",სურათზე კარგადაა ეს აღბეჭდილი.
სურატის პირველ ფოტოს შეხედეთ.გახსოვთ ცნობილი სერიალი "The Suite Life of Zack & Cody".ეს სერიალი პირველად დისნეის ეთერში გავიდა და ხალხს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.ასევე ამ სერიალმა აიღო ბევრი ნომინაცია და მოიგო კიდეც.ფოტოზე ჩანს რომ დაფაზე წერია "The Illuminati".დავიჯერო თქვენ ამის დანახვას შეძლებდით იმ დროს როცა ამ სერიალს უყურებდით?ეჭვი მეპარება.
მეორე ფოტოზე ყველასთვის ნაცნობი დონალდ დაკი,მგონი ყველას გვიყვარდა.თუმცა ამ მულტ-სერიალშიც იყო "ჩაკვეხებული" ეს ილუმინატური ნიშნები თუ წარწერები,და სრულიად შეუმჩნევლად უკან წერია "Ask about illuminati".
და ბოლოს ასევე ჩვენთვის სასაცილო და საყვარელი გუფი,მგონი ამ ფოტოს ახსნა არ ჭირდება.თქვენთვითონაც მიხვდებით რა ხდება.


ალბათ ყველამ იცით რომ ამერიკულ ერთდოლარიანზე ილუმინატის მთავარი ნიშანი თვალი პირამიდაშია გამოსახული,ახლა კი ამ სამკუთხედს (პირამიდის კონტურს) დავამატოთ იგივე პირამიდის ამოტრიალებული კონტური. გამოგვივა მოცემული ნახაზი,ახლა კი დააკვირდით წვეროებს და ნახეთ რა ასოები ემთხვევა მათ,ეს ასოებია: A,S,N,O,M ახლა კი დავალაგოთ ისინი,რა გამოგვივიდა? რათქმაუნდა,MASON.ეს ყველაფერი ახლახანს აღმოვაჩინე.ჩემი აზრით სისულელეა ამას დამთხვევა ვუწოდოთ.

ჩემს მეგობარს არ ვუჯერებდი,როდესაც მეუბნებოდა რომ ელიზაბეტ II ილუმინატი იყო.სისულელედ მიმაჩნდა.
შემდეგ ვნახე რამდენიმე სტატია,და ცოტათი ჩემს ფიქრებში ეჭვი შემეპარა.ახლა უკვე ამ ფოტოთიც დავრწმუნდი ამაში.
ხედავთ როგორ გამოდის რომელირაც შენობიდან ელიზაბეტი,თან მოჰყვება მისი მოსამსახურე,რომელსაც უკეთია მასონების ერთ-ერთი ნიშნიანი ქამარი.


ქეინი უესთი,ჯეი ზი და რიანა აკეთებენ ილუმინატურ სიმბოლოს.


ფოტოები სადაც ბიონსე აკეთებს "ილუმინატების" N1 ნიშანს.ფანებო ტყუილად ნუ გაამართლებთ იმით რომ ეს ჯეიზის ხმის ჩამწერი სტუდიის ლოგოა.


იმის თქმა დამავიწყდა რომ სამკუთხედი არის ილუმინატების N1 ნიშანი,მოკლედ ამას შემდეგ ნიუსში კარგად გაგაცნობთ.
ბიონსესთან დაკავშირებით ის უნდა მეთქვა რომ ხელებით სამკუთხედების გამოსახვის მეტს არაფერს აკეთებს.ნუ ჰაა ეს ფანებიც ამართლებენ რო ჯეიზის ხმის ჩამწერი სტუდიის ნიშანიაო მარა ამისი ვინმეს ჯერა?ან საერთოდ რატოა სამკუთხდედი ხმის ჩამწერი სტუდიის ნიშანი?რატომ წერენ მუსიკებს ყველაზე ცნობილი მომღერლები ამ სტუდიაში.?
ყველამ კარგად ვიცით რომ ბიონსე - ილუმინატების დედოფალია,ხოლო მისი მეუღლე მეფე.


რიანა ადასტურებს იმ ფაქტს რომ ის არის ილუმინატების პრინცესა,ამას ჩვენ პირნათლად ვხედავთ მის კლიპ "S&M".რომლის ყურებაც არ შეუძლია 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.


როგორც იცით მაილი დიდი ხანია ილუმინატების მიერ არის გაკონტროლებული,ახლახანს კი ილუმინატების ოფიციალურმა ექაუნთმა რომლიც თვითებს მაილი ძალიან ხშირად არეთვითებს დაწერა ასეთი რამ "@MileyCyrus We're Watching You. ▲"


თუ ნიუსს 5-ზე მეტი კომენტარი მოჰყვება დავდებ ერთერთი ცნობილი მასონის წერილს რომელიც სიკვდილის წინ დაწერა, და ასევე განახებთ ამა-თუ იმ ვიდეოკლიპების განხილვას. არის თუ არა, თითოეული მათგანი ილუმინატი?!

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
 
შეგისწორა და დაამოწმა: Katie♥
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 929 | დაამატა: Lara♡Croft | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-05-13 Spam
5. Sali --   ( sal922[??????]

ssaiinteresoooA..dadde ))