მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » ერთხელ ბათუმში >3<
3:18 PM
ერთხელ ბათუმში >3<
ძალიან ღრმად რომ შევედით ზღვაში მკითხა: 
-ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?
თავიდან ვერ მივხვდი რატომ მკითხა და უცებ ვუპასუხე:
-არა.
უცებ ჩაფიქრდა. ვხვდებოდი რისი თქმაც უნდოდა. მაგრამ რომც ეთქვა მეც იგივეს ვერ ვეტყოდი. უხეხრული სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს მე დავარღვიე:
-რამის თქვა გინდოდა?
ნიკა მიხვდა, როომ აზრი აღარ ქონდა და არაფერი აღარ უთქვამს.
-არც, არაფერი-მიპასუხა სხარტად, ნაღვლიანი თვალებით და ნაპირისკენ გაცურა, მეც მივყევი. ცურვა კარგად იცოდა, არც მე ვცურავდი ცუდათ. 8 წლიდან ცურვაზე დავდიოდი.
ნიკა ნაღვლიანი იყო.
სანდრო მივიდა და კითხა.
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი- ოსტატურად მოიშორა სახიდან ნაღველი და ძალაუნებურად სიცილი
ატეხა.
-კაი, "ბრატ"-უთხრა სანდრომ და წყალში შეცურა.
მე გამოვედი თუ არა ისევ გასარუჯად დავწექი, გვერდით მარი მომიწვა.
-რა მოხდა?
-არაფერი-გავუღიმე მე.
-რაღაც არა მგონია-უკმაყოფილოდ გააქნია თავი მარიმ- სახლში ყველაფერს მომიყვები.
-როგორც გინდა, მაგრამ აქედან სკეიტის შეჯიბრებაზე უნდა გამომყვე.(მე)
-ოკ(მარი)
ვცდილობდი არავის არ შეემჩნია ხასიათზე, რომ არ ვიყავი. არც კი ვიცოდი ამის მიზეზი. იქნებ ნიკა - გავიფიქრე გუნებაში. ალბათ-წარმოვთქვი და ჩავიცინე.
თურმე სალიმაც გაიგო.
-რა?-მკითხა შორიახოს მყოფმა სალიმ.
-არა, არაფერი(მე)
-რა ალბათ?-ჩამეკითხა ის.
-არც, არაფერი.
-სახლში გავარკვევთ, ხომ იცი მაინც გავიგებ-თქვა და წავიდა.
ნუთუ ნიკა შემიყვარდა? არა გამორიცხულია. მე ხომ ქაჯი ვიყავი. უსკეიტოდ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნოდა და აი ახლაც შეჯიბრზე უნდა წავსულიყავი.
მე არასდროს არ მჯეროდა ერთი ნახვის სიყვარულის, მაგრამ ახლა მემგონი მალე დაბიჯერებდი. სკეიტს ხელი მოვკიდე და მარისთან ერთად შეჯიბრზე წავედი.
იქ ჩემი მოსისხლე მტერიც იყო, მაკაკა. ასე ვეძახდი. სინამდვილეში მაკა ერქვა. საზიზღარი ვინმე იყო. კარგად მახსოვს 1 წლის წინ საუკეთესო მეგობარი როგორ
ამაცალა. ჭირივით მეზიზღებოდა. შემდეგ კიდე ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა და გადააგდო. ლამაზი გოგო იყო, მაგრამ ბოღმა ყველას შურდა, არ არსებობდა დღე, რომ ვინმე არ გაემწარებინა. თბილიშში ხშირად ვეჯიბრებოდით ხოლმე, ყოველთვის ვუგებდი სკეიტზე კატაობისას.

მივუახლოვდით იმ ადგილს სადაც შეჯიბრი იმართებოდა. მაკა ცხვირწინ ამეტუზა.
-მიიღე გუშინდელი მოწვევა, უკვე იმედი აღარ მქონდა, რომ მოხვიდოდი-მითხრა მან დაცინვით.
-ძალიან შეცდი-ვთქვი და ფეხი სკეიტზე შევდგი.
-არაუშავს-გააგრძელა მან.
-შეწყვიტე, უკვე ამოხვედი, შევეჟიბროთ და წავალ-ვუთხარი აგდებულად.
-კარგი-გაინავარდა ერთხელაც.
უცებ იქ ნიკას მოვკარი თვალი მაკას თვალი როგორ ჩაუკრა. გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ყოველთვის შემეძლო დამეფარა ჩემი გრძნობები, მაშინაც კი როდესაც ამას არვინ არ მოელოდა. მაკამ ეტყობა კარგად დამზვერა. სანდროც მოვიდა მაე, სალიც მას მოყვა. ყველას აინტერესებდა ჩვენი შეჯიბრი. უნდა მოვიგო- გავიფიქრე უცებ- ან როდის არ მომიგია- უცებ გამეღიმა. უნდა მომეგო მითუმეტეს ნიკაც აქ იყო. შეიძება მიყვარს, არა მომწონს- ისევ წავედი ფიქრებში. პატარაობიდან მიჩვეული ვიყავი პირველობას, სწავლაშიც კი. საბალეტო სტუდიაშიც დავდიოდი. იქ ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ვიყავი. მაკა ჩემთან ერთად დადიოდა ტენისის კორტებზე. ცდილობდა დავემარცხებინე, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი რაშიც შეეძლო წინააღმდეგობის გაწვა სკეიტი იყო. მე კი სკეიტი ყველას და ყველაფერს მირჩევნოდა.
-შეჯიბრი იწყება-გამოაცხადა ბოხმა ხმამ.
უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან და დავბრუნდი რეალობაში.
მაკა უკვე სტარტზე იყო, მეც გვერდით დავუდექი და სკეიტი "შევათამაშე".

-1- ორივენი ადგილზე ვიყავით.

-2- კვლავ იგივე ხმა გაისმა.
-და 3- ორივენი გიჟებივით მოვწყდით ადგილს.
პირველ გადასახტომს წარმატებით გადავახტი, მეორესაც...
მაკა არც უკან რჩებოდა და არც წინ მიდიოდა. როგორ ვერ ვიტან-ვთქვი გულში.
აი გამოჩნდა მესამე გადასახტომიც. მაკამ 2 მეტრით გამისწრო, წამში წამოვეწიე. ცოტაც და გავუსრე. აი ახლა მესამე გადასახტომთან სულ 1 მეტრი მაშორებდა, რომ ამ დროს...
ამ დროს მაკა სკეიტიდან გადმოვარდა, თავი რაღაცას დაარტყა და უგონოდ დაეცა ძირს.
უცებ გადმოვხტი სკეიტიდან, ისეთი სიჩქარით მივდიოდი, რომ ვეღარ შევაჩერე. დრო არ ითმენდა. სკეიტი რაღაცას შეეჯახა და დაიმტვრა ნაწილებად.
ისეთი განერვიულებული ვიყავი, სულ გადამავიწყდა. მეგონა სკეიტის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, მაგრამ ასე არ ყოფილა.
უგონოდ მყოფ მაკას მივვარდი. თავიდან სისხლი სდიოდა.
პულსი გავუსინჯე.
-სწრაფად, სასწრაფოში დარეკეთ- ვიყვირე ყველას გასაგონად.
ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა. მაკა საავადმყოფოში გააქანეს. ჩვენც მივყევით, მართლია ერთმანეთი გვძულდა და სულ ერთნანეთის გამწარებაში ვიყავით, მაგრამ სასიკვდილოდ ერთმანეთს ვერ გავიმეტებდით. ის ცემი კონკურენტი იყო და არა მართლა მოსისხლე მტერი, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობდით ერთმანეთზე. მაკაკა ყოველი შემთხვევისტვის ჩემ ისტორიის მასწავლებელზე მეტად მაინც არ მძულდა. ისტორიის მასწავლებელი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ვიტყოდი "კიბოს ბოლო სტადიამდე მძულსო". არც მას გავიმეტებდი სასიკვდილოდ მგრამ მაინც.
სასწრაფოში მივედით. მალე მაკა გონს მოვიდა, თავი შეუხვიეს. სკეიტიდან სწორედ გადმოსახტომზე გადახტომისას ჩამოვარდა. ფეხი ჰქონდა ნაღრძობი.
საავადმყოფოში კიდევ ერთი საათი დავრჩით, თანხები დავფარეთ და მთელი "სასტავი" წამოვედით.
-მადლობა- მადლიერი თვალები მომანათა მაკამ.
-რისთვის?-გავუღიმე მე.
-დახმარებისთვის(მაკა)


-მე არაფერი გამმიკეთებია-ჩემს პოზიციას არ ვთმობდი.
-ჯიუტი ხარ -მითხრა ნიკამ და მაკა ხელში აიყვან(ფეხი ქონდა ნაღრძობი).
-რაც გინდა იფიქრე-მივახალე მე და სალისთან წავედი.
-რა იყო ეჭვიანობ?-მითხრა მისვლისთანავე სალიმ.
-შეიძლება-გავუღიმე მე.
-სულ ტყუილად-გამიცინა მარიმ.
-რატომ?
-მაკა და ნიკა დეიდაშვილები არიან(სალი).
-ააა-გავწელე მრავალაზროვნად.-არსად არ თქვათ რაც ვილაპარაკეთ.
-ეჭვი ნუ გაქვს-შემომცინე რივემ.
-მადლობა -გავუღიმე და ოთახში ავედი.
დაფიქრდი დღევანდელ დღეზე, რა უაზროდ ვიეწვიანე ნიკაზე ან ვინ ვიყავი მისი, რომ მეეჭვიანა. მაკაზე, რომელთანაც უკვე შერიგებული ვიყავი. დამთავრდა ჩვენი კონკურენტობა. დავფიქრდი ვინ უნდა მეშოვა ისეთი ღირსეული კონკურენტი,როგორიც მაკა იყო. გამახსენდა ჩემი დამტვრეული სკეიტი და უნებურად ცრემლები გადმომცვივდა. უცებ გონებაში ჩამეცინა, "ისევ მომიწევს სანდროს ბარგის გადატრიალება"-გამეცინა. ფიქრებისგან თავი ამტკივდა. გამოვიცვალე, მწვანე მაისური და მოტკეცილი ჯინსის შარვალი ჩავიცვი,ფეხზე ვანსები და დაბლა ჩავედი, სადაც ბავშვები მელოდებოდნენ, ნიკა და მაკაც იქ იყვნენ. ეტყობოდა რარაც ითამაშეს უჩემოდ. კმაყოფილი სახეები ქონდათ.


-გამარჯობა-მივესალმე მეორედ.
-სად იყავი, გეძებდით. -მომახალა სანდრომ.
-ოთახში-ვუპასუხე მე.
-ახლაც იქ წამოვა- თქვეს სალიმ და მარიმ, ხელი მომკიდეს და ოთახისკენ წამათრიეს.
-დღეს რა მოხდა?(მარი)
-მემგონი რაღაც მოსაყოლი გაქვს(სალი)
მეც დავჯექი და მოვუყევი ყველაფერი დეტალებში. ემოციებს არ მალავდნენ. არ ეგონათ თუ მათი ეჭვები გამართლდებოდ
ა.
დავასრულე თუ არა მოყოლა მათ გაკვირვებულ სახეებს შევხედე, პირი ქონდათ დაბჩენილი, ისღა მრჩებოდა დავლოდებოდი როდის დახურავდნენ პირს.
-გიყვარს-მკითხა სალიმ.
-არა, უბრალოდ მომწონს.
-არა მგონია-უკმაყოფილოდ გააქნია თავი სალიმ.
-ანუუ..მარიმ დაიწყო, თავისი გაუთავებელი ლექციები, როცა მორჩა დაბლა ჩავედით.
მე მალევე ამოვედი მაღლა. ყულაბაში ცოტა ფული მქონდა, ავიღე და შეჯიბრის ადგილისაკენ გავემართე...
Daamowma:PrettyGirl-ma<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 714 | დაამატა: -ninora- | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-09-01 Spam
magariaa