მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » ერთხელ ბათუმში
3:40 PM
ერთხელ ბათუმში
 
-ჩქარა, გვაგვიანდებაა!-გამწარებული ყვიროდა სალი.
-ხო ახლაავე-გავძახე ჩემს ბიძაშვილს.
ხუთ წუთში ყველას ბარგი მანქანასთან იყო. ჩავსხედით და დავადექით ბათუმისკენ მიმავალ გზას. საჭესთან სანდრო იჯდა, ჩემი ნათლიის შვილი.
-ვა, ელო როგორ მოხდა 20 წუთით მაინც,რომ არ დაიგვიანე?-გამომაჯავრა მარიმ, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა.
-აზრზე არ ვარ- დავეჭყანე მე.
დრო საშინლად გაიწელა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ნერვები გაწყვეტაზე მქონდა. ბოლოს წამოვიყვირე:
-როდის მივალთ?

- ჯერ სადა ხარ, სულ ორი საათია, რაც მოვდივართ- გამოეხმაურა ჩემ ყვირილს სანდრო.
როგორმე უნდა გავიყვანო დრო-გავიფიქრე ჩემთვის. აიპოდი ჩავრთე, ნაუშნიკები გავირჭე და ბიონსეს ლავ ონ ტოპ გავუშვი. ცოტახანი ამით გავიყვანე დრო, ბოლოს ესეც მომბეზრდა. ახლა სალისთან გავაბი საუბარი.
-ეს აღარ გაჩერდება- უკმაყოფილოდ თქვა მარიმ. მარი მძინარა იყო, მალევე იძინებდა ხოლმე, მაგრამ უბრალო გაფაჩუნებაზეც ეღვიძებოდა. ახლაც მალევე ჩაეძინა.
-მოვედით-ბოლო ხმაზე იყვირა სანდრომ.
-იეს-ავყევი მეც, მაგრამ უცებ სახე შემეცვალა-მარის ისევ ძინავს
-ხხოდა გააღვიძე!-ბრძანების კილოთი მითხრა სანდრომ, თან ეცინებოდა.
-ხო, კაიი- უცებ გამოვცოცხლდი.
წყლიანი ბოთლი ავიღე და მარის გადავასხი. მარიმ იყვირა, მე აღარ დამიცდია ვიცოდი რაც მომელოდა და მანქანიდან ჩემი ჩანთიანად გადმოვხტი. პირდაპირ მიწაზე მოვადინე ზღართანი.

-ეი, კარგად ხარ?- მომესმა უცნობი ბიჭის ხმა.
-არამიშავს- მივაძახე მე, არც კი შემიხედავს ვინ იყო ისე გავექანე სახლისაკენ.
სახლი სანაპიროსთან გვქონდა ნაქირავები. ორსართულიანი იყო კომფორტულად მოწყობილი. სახლის კართან ვიყავი, როცა თვალები ამიცრემლიანდა.
-ოღონდ ეს არა- ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-რა მოხდა?- შეშინებულები გამოცვივდნენ სანდრო და სალი.
-ჩემი სკეიტი დამრჩა -ეს ვთქვი და ტირილი დავიწყე.
-რა არის, ბებია-ბაბუის( ისინი სამიწლის წინ გარდაიცვალნენ) დაკრძალვაზე არც კი გიტირია და სკეიტზე ტირი.-მითხრა უკნიდან ჩამჟირებული ხმით მარიმ.
-ახლა მივხვდი, როგორ მოხდა, რომ 20 წუთით ადრე ჩამოვიდა მანქანასთან-სიცილში აყვა სანდრო.
-ვერ მივხვდი- ვთქვი გულუბრტყვილოდ.
-დაგავიწყდა, შენ ხომ ყოველთვის 20 წუთით იგვიანებ ხოლმე-სიცილს ვერ იკავებდა სალი.
-რაა?!-მე ისევ ჩემი სკეიტი მიტრიალბდა თავში.
-რა, რა?-ჩამეკითხა სანდრო.
-არც არაფერი-უცებ თავში გენიალურმა აზრმა გამიელმა(ეს ჩემი აზრით).
-სადაა ჩემი ოთახი?-ვიკითხე უცებ.
-შენი არა ჩვენი-სიცილს ვერ იკავებდნენ გოგოები. ბოლოს, როგორც იქნა მიმასწავლეს.
-დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი(მე)
წინადადება დავასრულე თუ არა უკნიდან უკვე ნაცნობი ხმა მომესმა.

-და მარცხენა ფეხით გადმოხტი მანქანიდან(ის)
ალბათ ყველანი მიხვდით ვინც იყო. პირველად ავხედე მას, ასე, რომ ვთქვათ მესიმპატიურა. თაფლისფერი თვალებით, ქერა თმით და უზომოდ დაკუნთული სხეულით.
-მაგას არ დავკვირვებულვარ-ვუპასუხე დაბნეულმა.
-ელო ეს ნიკაა ჩემი მეგობარი, ნიკა ეს მამაჩემის ნათლულია ელო.(სანდრო)
-სასიამოვვნოა-თქვა ნიკამ და ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც- ვუპასუხე და ხელი სწრაფად ჩამოვართვი. ბარგი ოთახში დავაგდე და სანდროს ბარგს დავუწყე ძებნა. ბოლოსდაბოლოს ვიპოვე, გადავატრიალე. უკვე იმედი გადამეწურა მისი საფულის პოვნის, რომ ხელში ორი ასლარიანი შემრჩა. სანდრო და გოგოები ისე იყვნენ გართული ნიკასთან საუბარში,რ ომ ვერც კი შემამჩნიეს.
სახლში სკეიტთან ერთად ვბრუნდებოდი უკვე ეზოში ვიყავი, როდესაც ნიკამ სანდროს გადასჩურჩულა-სკეიტის გიჟი მოვიდაო.
არც გამკვირვებია სახლში ვაპირებდი უკვე შესვლას, რომ სანდრო გადამიდგა.
-სკეიტის ფული საიდან?-მკითხა მკაცრი ტონით.
-არაფრის-ვუპასუხე სხაპა-სხუპით.
 სანდრო უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. 
-შენ გაგიტკბა მგონი ჩემი ჯიბით ცხოვრება, როდის მოასწარი ჩემი ბარგის გადატრიალება-მითხრა ჩაბჟირებულმა.
-როცა საუბრობდით- ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა.
-სამაგიეროს მიიღებ- უცებ სანდრომ ღიტინი დამიწყო. ლამის სიცილისგან მოვკვდი. ბოლოს, როგორც იქნა გამიშვა. ყველა იცინოდა. მე ხომ საერთოდ.
გოგრა იდეებისგან გადამეწვება-გავიფიქრე უცებ ჩემი შურისძიების გეგმით კმაყოფილმა.
-ყურადღება, ყურადრება!-გამოვაცხადე მე-არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ დღეს მიჩიგანში ტალახის ფესტივალია.
ყველა გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდნეენ რას ვაპირებდი.
-და მას არც მეტი და არც ნაკლები არც სანდრო ცერცვაძე, მარი გაბრიჩიძე და სალი რაზმაძეც არ გამოაკლდებიან. მითუმეტეს ნაწვიმარზე საკმაოდ ბევრი და ნოყიერი ტალახია!(მე)
დავასრულო. თუ არა წინადადება ტალახს დავწვდი...

 

გავაგრძელოო??...

დაამოწმა და გაალამაზა:-NiniKunna
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 913 | დაამატა: -ninora- | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-08-27 Spam
gaagrdzeleee