მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » ერთაად გავხაალისდეთ *****
7:59 PM
ერთაად გავხაალისდეთ *****
–არ არსებობს.კვლავ გამიჩნდა იმედი–გახარებულმა მითხრა და გადამეხვია.
–ტეი,ნოა და ჩარლი რამდენი ხანია არ მინახაავს.
–ჰოოო,ნოას რეპეტიციების გამო,ჩარლი კიდე თავის მშობლიურ ქვეყანაშია
–მართლა?ამერიკელი არაა?
–არაა,დედაც და მამაც ინგლისელი ყავს,და ახლა იქ არის 3 დღეა.მგონი ხვალ ჩამოდის
–აჰა ძალიან კარგი.შევიკრიბოთ 4ვე
–შევიკრიბოთ კი,მანამდე კი ჩემს ოთახში წამოდი და დაძინებამდე ყველაფერი დეტალებში მომიყევი....

კვირა დილაც დადგა.12 საათი იქნებოდა,აპიადის ზარმა გამაღვიძა.სკაიპი ჩართული იყო და ჩემი გოგოები მირეკავდნენ საქართველოდან.
–გავგიჟდით და გავაფრინეთ–ავიღე თუ არა,თვალი ჩაირთო და ნუკი ამ სიტყვებით გამოჩნდა
–სიცილი დავიწყე–რამ გადაგრია და გაგაგიჟა ჩემო სიცოცხლე?
საწოლისაკენ გავიქეცი და დაჯდომის ნაცვლად,ზედ დავხტი.ტეის ჯერ კიდევ ეძინა
–ჩვენ მანდ სასწავლებლად გაგიშვით თუ საგულაოდ?–განაგრძო ნუკიმ
–საგულაოდ კი არა ჩვენი გულების გასახეთქად–თვალში ანი გამოჩნდა
–სხვათაშორის შენიი და ჯასტინის პაპარაცული ფოტოები ვნახეთ,ბოლოს რომ ვილაპარაკეთ ჯერ წესიერად არ იცნობდი,ასე მალე დაახლოვდით?
–ვააააი,რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი–კარგად მოვკალათდი და გუშინდელის მოყოლა დავიწყე.2 საათი მაინც ვისაუბრეთ,ტეიმაც გაიღვიძა და ოთხივე ერთად ვიყავით.
მომნატრებია საქართველო.ახლა სიამოვნებით ამოვყოფდი იქ თავს რამოდენიმე საათით,მერე კი კვლავ ამერიკაში დავბრუნდებოდი :დ "თავისუფლების ქვეყანაში"–როგორც მე და ჩემმა დამ შევარქვით...
დამთავრებული არ გვქონდა გოგონებთან საუბარი,რომ ახლა დეივიდმა დაგვირეკა.
მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ,მოვახერხეთ ადგომა და მოწესრიგება.
–მე დამირეკეს,უნდა წავიდე.ზედმეტად დაუნიშნავთ საღამოს რეპეტიცია–სამზარეულოში ტეი შემოვიდა,როცა მე ჯერ კიდევ ვსაუზმობდი
–აუუუ,რაა?კვირასაც არ ივენეებ?
–იმ კვირას უკვე შოუა.ვინ დამასვენებს–გაიცინა და ლოყაზე მაკოცა
–ჭკვიანად.შეიძლება ჩარლი მოვიდეს და მიიღე
–მე მეგონა სახლში არ უნდა შემომეშვა–გავუღიმე და ჩაი მოვსვი
–როგორ ხუმრობ ხოლმე–გაიცინა და სამზარეულოს კარი მიიხურა.

მთელი დღე უსაქმურად ვიყავი.ცოტა ხანი ლეტპოპში რაღაცებს ვათვალიერებდი,შემდეგ ფილმს ვუყურე და დრო მაინც ნელა გავიდა.ჯერ მხოლოდ შუადღის 4 საათი იყო,მე კი რა მეკეთებინა არ ვიცოდი.
ჯასტნინს არც გავხსენებივარ.
ჩარლიც არ მოვიდა.ერთი სიტყვით ეს დღე ძალიან უინტერესოდ დასრულდა..

ორშაბათი დილა გთენდა.
ამ დღეს განსაკუთებით ხმაურიანი იყო ჩვენი ქუჩა.
დილით მანქანების ხმამ გამაღვიძა.წამოვდექი და პირდაპირ პირველ სართულზე ჩავედი,წყლის დასალევად..
–შენ უკვე მზად ხარ?–ტეი საუზმობდა
მე მხოლოდ ტრუსი და მოკლე მაისური მეცვა.საოცარ ფორმაში ვიყავი
ჩემს დანახვაზე ტეის გაეცინა
–კი,და 10 წუთში მივდივარ
–აა კაი–ზერელედ ვუპასუხე და მაცივრის კარები ზანტად გამოვაღე
–სხვათაშორის მარტო არ ვარ!
ამ სიტყვების მერე თითქოს რაღაც ჩამარტყეს თავში,ისეთი სახით შევბრუნდი უკან.კედელთან ჩარლი იდგა,რომელიც შემოსვლისას არც შემინიშნავს.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ან რა უნდა გამეკეთებინა
უხერხულად მივხურე მაცივრის კარები და უაზროდ სიცილი დავიწყე
–რა უხერხულია!–თქვა ტეიმ
–გამაფრთხილებელი ნიშანი არ გივარგა საყვარელო–ვუთხარი ტეის და ჩარლისაკენ წავედი
–დაგვირბუნდი?
–დაგიბრუნდით,დაგიბრუნდით–გაიცინა და მომეხვია.
 დაძაბულობა იმისა,რომ ასეთ ფორმაში ვიყავი ორ წუთში მომეხსნა.
ჩარლი მიყვებოდა ლონდონზე,თან მათი წასვლის დროც მოვიდა..

–და აი ისევ მარტო ვარ–ვთქვი საწყლად და ჩემს ოთახში ავედი
–ღმერთო ჩემო–შევიყვირე როცა სარკეში ჩემს თავს შევხედე.
–ალბათ ჩარლის გული გაუსკდებოდა ასეთს რომ შემხედავდა
სარკეს მივუახლოვდი.ახლა უკვე ჩემ თავთან საუბარი დავიწყე,რაც ძალიან კარგად გამომდიოდა :დ
ტეის არ ყოფნით დრო ვიხელთე.მისი გარდერობის ოთახში შევედი,და რაც მომწონა 5–6 წყვილი ფეხსაცმელი,რამოდენიმე მაისური და შორტი შემს კარადაში გადავიტანე :დ
იქ იმდენი იყო,რაოდენობის ცვლილებას ვერ მიხვდებოდა.
კარადიდან თეთრი მაისური და ჯინსის შორტი გადმოვიღე.
–ესს სულ ამობრუნებული როგორ არი–გავიფიქრე და შორტი ამოვატრიალე,რომ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოვარდა.
–ჯონათანის სავიზიტო ბარათი,სტუდია,ორშაბათი დილა–ყველაფერმა ერთად გაიელვა თავში.
–ღიირს წასვლა?–ვფიქრობდი და ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა.
–მე მაინც ვცდი.მგონი უნდა ვცადო–ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია,რომ ამ საქმეზე სერიოზულად ვფიქრობდი,უბრალოდ იმიტომ რომ ქუჩაში გამევლო და რაღაც გასართობი მომენახა.

ტაქსიტს მისამართი ვანახე და მანაც ძალიან დიდ შენობასთან მიმიყვანა.
შესვლისას ჩემი ყურადღება შუაში მგდომმა შადრევანმა მიიქცია.
შენობაში შადრევანი,ძალიან ალოგიკური ხომ არაა?–გავიფიქრე და ცივად ავუარე გვერდი.ისე ძალიან ლამაზი კი იყო ;დ
–უკაცრავად სად მიბრძანდებით?–მომესმა გვერდით დახლიდან ხმა.მე თავი დავადე და ისე წავედი,რომ ეს ქალი არც შემინიშნავს
–მე ჯონათანს ვეძებ
–პროდიუსერს ჰო?
–დიახ–გავუღიმე და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხ
–მე7 სართული,71–ე ოთახი
–დიდი მადლობა–გავუღიმე და ლიფტში შევედი
ეს რა დაწესებულება იყო ჯერ ვერ მივხვდი,მაგრამ აქაურობა მართლა მომწონდა.
ფრთხილად დავაკაკუნე და რამოდენიმე წამში კარები შევაღე.
იქ ვიღაც გოგონა მობილურით საუბარში იყო გართული,ძალიან არ მინდოდა მაგრამ ცოტა ხნით საუბარს უნდა მომეწყვიტა.
–უკაცრავად ჯონათანი აქ არის?
–დიახ წინა ოთახში,მაგრამ ნახევარი საათი არ ეცლება–ისეთი სახით გამომხედა,მიმახვედრა რომ მისთვის საუბარში ხელი არ უნდა შემეშალა
–კარგი გმადლობთ–გავუღიმე და ოთახის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.

–თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ აქ თქვენ დამხვდებოდით–ისევ ისეთი მხიარული ჩანდა ჯონათანი.თან 10 წუთიც არ მომიწია ლოდინი.
–მე ჯერ კიდევ არ ვიცი,აქ რას ვაკეთებ
–სამაგიეროდ მე ვიცი.შემომყევი–ხელით მანიშნა მან.ამაყად გავიარე მისაღები ოთახი და ახლა მის კაბინეტში შევადგი ფეხი.
ძალიან დიდი ფართი იყო,კომფორტულად მოწყობილი.როგორც მან მითხრა მეორე კარი თავის ჩამწერ სტუდიაში გადიოდა.
–როგორც იცი არა მხოლოდ მე,არამედ ზოგადად ყველა მუსიკალურ პროდიუსერს ევალება აკონტროლოს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები,მისი ჟღერადობა.მე ჩემს ასისტენტებთან,მემომნტაჟეებთან და ხმის რეჟისორებთან ერთად ვაკეთებ ამას.ვარჩევ შესაბამის რეპერტუარს.ხშირ შემთხვევაში ვარკსვლავები მე მმომართავენ,მაგრამ შენმა ხმის ტემბრმა წარსულში დამაბრუნა.ჩემი ძველი საქმისაკენ მიმაბრუნა.ანუ მე ახლა ვარკსვლავს კი არა,არამედ ჩვეულებრივ თინეიჯერ გოგონას დავეხმარები რომ გახდეს ვარსკვლავი
–რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ
–ნუ მიცდია მაინც!–გაიღიმა და გამომხედა
–თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ მე არ ვარ მზად!
–მაშინ აქ არ მოხვიდოდი–გაიღიმა და სკამი დაატრიალა
–ჩვენ შეგვიძლიათ ჩავწეროთ რამოდენიმე სიმღერა.მიგგზავნი ერთ მუსიკოსთან,რომელიც უფრო დაამუშავებს შენ ხმას.რამოდენიმე კონკურსსში მიგაღებინებ მონაწილეობას,სადაც კიდევ უფრო დაიხვეწები და გამოცდილებას მიიღებ.მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ შენ უარი უნდა თქვა შენს პროფესიაზე,ანუ მსახიობობაზე.რეჟისორებისთვის უფრო მომგებიანი იქნება,როცა შენივე ფილმის საუნდტრეკს შენ შეასრულებ.ან თუნდაც მიუზიკლში შენ იმღერებ და სხვის ხმას არ დადებენ შენს ნამღერს.იშვიათობა იქნები ;დ ისეთივე დონის მომღერალი,როგორიც მსახიობი.
–როგორც ჩანს შაბათ–კვირა ტყუილად არ დაგიიკარავთ–გამეცინა,როცა მისმა წინადადებამ საოცრად მომხიბლა და დამაფიქრა
–მართალია.სულ შენზე ვფიქრობდი.შენი ტემბრი დასაკარგი არაა ჩემო კარგო
–რაღა მეთქმის.თქვენი არგუმენტების წინაშე უსუსური ვარ,აბა რომელი სიმღერა ჩავწეროთ პირველი?–გახარებული წამოვდექი
–ასეც ვიცოდი–ნასიამოვნები სახით წამოდგა
–წამოდი მაილი,რამოდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეული მაქ.
სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.დაუჯერებელი რამ ხდებოდა ჩემს თავს.
სიმღერა ყოველთვის მცხენოდა,არადა ძალიან მიყვარდა.
მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქით შემობრუნდა.
ჯონათანმა ჩემი თავის რწმენა მაწავლა,რომელიც ძალიან მაკლდა...

პირველი საცდელი ვერსია იყო..ჯონათანისებური Whitney-ს სიმღერა იყო :დ ძალიან მომწონდა და სიამოვნებით ვმღეროდი.ერთი სიტყვით 3 საათი ძალიან შეუმჩნევლად გავიდა.
ოთახში მისი დამხმარე რომ არ შემოსულიყო ალბათ კიდევ გავაგრძელებდით.
–მაპატიე მაილი..2 საათზე ჩაწერილები იყვნენ
–არაუშავს რას ამბობ.
–კიდევ როდის მოხვალ?–ორივე წამოვდექით
–როცა დამიბარებთ SiR-გავიცინე
–კარგი ორი წუთით გრაფიკს გადავხედავ.
–მააა,ფული უნდა მომცე.საფულე სახლში დამრჩა–კარი,ჩემი ასაკის გოგონამ შემოაღო და პირდაპირ ჯონათანისაკენ წავიდა
–ახლავე შვილო.მანამდე გაიცანი,ეს მაილია
–მაილი,ეს ჩემი პირველი შვილი,კლარისაა
–სასიამოვნოა–ნაზად გავუღიმე და მას დავაკვირდი.
ძალიან ლამაზი გოგონა იყო,საშუალო სიმაღლის,ლამაზი ნაკვთებით.ჩემი ყურადღება შემოსვლისთანავე მიიბყრო
–შენ ის მაილი ხარ?–გაეცინა მოულოდნელად
–კი ისაა–არ დააცადა ჯონათანმა
–რაც შენზე მამა გვიყვებოდა.ეჭვი მაქვს საოცარი ხმა უნდა გქონდეს
–გამეცინა–არც ეგრეა საქმე,მაგრამ მიხარია რომ ჯონათანს შევხვდი–ჯერ მას,შემდეგ კი ჯონს გავხედე,რომელიც ნასიამოვნები იყურებოდა ჩემი ნათქვამით.
შემოსასვლელ ოთახში რაღაც ხმაური იყო
–როგორც ჩანს მოვიდნენ–თქვა ჯონათანმა–ერთი იტყვით ნომერი დამიტოვე და ამ დღეებში დაგიკავშირდები
–კარგი–ვუთხარი რა სასწრაფოდ დავუწერე ნომერი.
–აჰა აიღე–ფული მიცა კლარისას–სად მიდიხარ?
–რას მეკითხები.კლუბში
–როგორც ყოველთვის–უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა ჯონათანმა.და ახლა მის ადგილას,მზრუნველი,საყვარელი მამა დავინახე.
მე და კლარისა ერთად გავდით.ლიფტი ასე ადვილი გამოსაჭერი არ იყო,ცოტა ხანი ცდა მოგვიხდა.
–დაგეგმილი გაქვს რამე?–შემეკითხა მოულოდნელად
–არაა–სახლში წავალ ალბათ
–წამოდი ჩემთან ერთად.უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს
–ჰოო?კარგი აზრია
–თან ამ დროს კლუბი ყველაზე კარგი ადგილია–ლიფტი გაიღო–ზედმეი ხმაური არაა,სიმღერები დაბალ ხმაზე,შენ შენთვის ზიხარ მეგობრებთან ერთად,ერთი სიტყვით დღის საათებში კლუბი ყველაზე მაგარი საჭორაო ადგილია
მის ნათქვამზ გამეცინა და ჩემი დაქალები გამახსენდა,პირველ რიგში ანი და ნუკი.ჩვენც ჰო გვქონდა ასეთი შეკრების საათები.
–სწავლობ?
–კი კოლეჯში პირველი წელია.მომავალი ჟურნალისტი
–კარგი პროფესიაა
–კი მეც მიყვარს–გამიღიმა
–ანუ წამოხვალ ჰო?
–კი–სიამოვნებით დავთანხმდი–თუ რომელიმე კონრეტულ ადგილას არ გაქვთ დაგეგმილი წასვლა,ჩემს საყვარელ კლუბში წავიდეთ
–კი მითხარი რომელია და უპრობლემოდ
ის რომ ჩემი არჩევანით წამეყვანა,ვითომდა ჩემს საყვარელ კლუბში მომენტარულად გამიჩნდა.სინამდვილეში ეს ის კლუბი იყო,სადაც გუშინ ვიყაავით და იმ იმედით მივდიოდი რომ შეიძლებოდა ნიკი კვლავ მენახა.თუნდაც ამ დროს.

რაც აქ ვარ,მანქანით ან ტაქსით ვმგზავრობდი.ახლა კი კლარისას ვთხოვე ავტობუსით გვემგზავრა..:დ არ ვიცი რა იყო ამაში განსაკუთრებული,მაგრამ ქალაქი უკეთ დავათვალიერე.კლარისას იმდენად გაერთო მობილურში საუბრით,გაჩერებას ავცდით :დ და სანამ კლუბამდე მივიდოდით,ნახევარი ლოსანჯელესის შემოვლა მოგვიხდა.

იქვე შევიცანი ქუჩა,სადაც გუშინ ვიყავით.კლუბსაც მიდაქეით.გუშინდელისგან გასხვვაებით,რადგან დღე იყო იმდენი რაოდენობის მანქანა არ ეყენა და კარებთანაც მხოლოდ ერთი დაცვა იდგა.
კარები შევაღე და იქაურობას თვალი მოვავლე.ძალიან ცოტა ხალხი იყო,ალაგ–ალაგ ისხდნენ და სვამდნენ.ჩვენც შუა მაგიიდას მივუსხედდით.მისი მეგობრები კიდევ არ იყვნენ მოსულები.
ცივი და ალკოჰოლური სასმელი შევუკვეთეთ.
საუბარში ძალიან გავერთეთ.


1.-ძცირფასო ყავა გინდა?
-კი
-მაშინ შენთვისაც წამოიღე

2.ძვირფასო,ყავა საწოლში გინდა?
- არა იყოს.ჭიქაში მირჩევნია

3.-რაავახარ ჭიჭიკია?
-რავიცი .კკი ვარ ლომივით
- კაი ახა,ნუ დამიკარგავ ლომებზე წარმოდგენას

4.ექსკურსია მძღოლი ტურისტებს:
თუ ჩვენი პატივცემული ქალბატონები გაჩერდებიან,ნიაგარის ჩანჩქერის ხმასაც გავიგებთ.....

5.სვანებს როიალი დაუგორდებათ და ეერთი იძახის ,'ჩქარა პედალს დააჭირე ფეხი,პედალსო '

6.სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად .

7.ტიტანიკში ვის როლს ითამაშებდი?
სვანი:აისბერგის.

8.სვანი ზღვაში ბადეს ისვრის და ააცილებს.

9..მიხო გადის დილით აივანზე:
ოოხ,რა კარგი ამინდია,რა მუშაობის ხასიათზე ვაარ...წავალ წამოვწვები იქნებ გადამიაროს .

10.მთვრალი ქვაფენილზე წამოწვა:მოვა პოლიციელი:
_მოქალაქე ადექით !
-სად ვარ?
-ზოოპარკის ჭიშკართან.
-აუ დახურე რა მიბერავს

10.-არ გრცხვენია ქუჩაში რომ ზიხარ და მათხოვრობ
-რავა სახლში დამპატიჟე და არ წამოვედი???

11. მიცვალებულს ქუთაისში ისერი ძვირფასი თაიგული მიართვეს ,რომ მიცვალებული თავად შეეგება...

12.გაამარჯობა ჭიჭიკია.რაფეხართ ოჯახში?
-შენ რო გაგიხარდება ისე!
-რავა ამოწყდით თუ?

13.მიყვარს ვილვეტის შარვალი.-ამბობს ოსი...ყველა ტილს თავისი ტრასა აქვს.

14.ოსი ზის და ტელევიზზორს უყურებს..
-იფ ,იფ ,ლა ცხოვლება მევიდა... ტელევიზოლს ვუკულებ.ახლა დენიც ლომ მევიდეს მთლად ავსენდებით...

15.ბავშვი მამას: მა , დედა ვაწამოთ?
-რრასამბობ შვილო,ნახევარი ბებო მაცივარში გვიფუჩდება....

იმედია ერთზე მაინც გაგეცინათ...
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 800 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-09 Spam
auu biggrin