მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » Emma Watson ♥
6:36 PM
Emma Watson ♥
Emma Watson

♥ ყველაფერი ემა უოტსონის შესახებ ♥

|ბიოგრაფია| ფაქტები | ფოტოები & ანიმაციები |

 
 

სრული სახელი: ემა შარლოტ დუერ უოტსონი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
დაბადების თარიღი: პარიზი, საფრანგეთი
ზოდიაქო: ვერძი
განათლება: Brown University

http://24.media.tumblr.com/tumblr_m087xhWxlP1qdm4v9o3_250.gif http://25.media.tumblr.com/tumblr_m087xhWxlP1qdm4v9o4_250.gif

ბიოგრაფია


ემა უოტსონი(Emma Charlotte Duerre Watson) 1990 წლის 15 აპრილს დაიბადა პარიზში. მისი ბრიტანული წარმომავლობის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ მაშინ, როცა მომავალი მსახიობი ხუთი წლის იყო და ის დედასთან და ძმასთან ერთად ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად.

მსახიობური ნიჭი პირველად გამოამჟღავნა მაშინ, როცა შვიდი წლის ასაკში პოეზიის კონკურსზე წაიკითხა ჯეიმს რივის ,,The Sea’’ და გამარჯვებული გახდა.
ოქსფორდში უოტსონი დადიოდა ხელოვნების სკოლა ‘Stagecoach Theatre’-ში, სადაც ეუფლებოდა სიმღერას, ცეკვას და მსახიობობას და მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში. სწორედ აქ შესთავაზეს მიეღო მონაწილეობა ქასთინგი ფილმისთვის, რომელმაც მთელი მისი მომავალი განსაზღვრა.
image
ცხრა წლის ემამ რვაჯერ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში ჰერმიონ გრეინჯერის როლის მისაღებად და გაიმარჯვა კიდეც. წიგნების ავტორ, ჯ.კ. როულინგს, რომელიც ქასთინგს თვალს ადევნებდა, გოგონა თავიდანვე მოეწონა.


ჰერმიონ გრეინჯერის როლში

ფილმში უოტსონი მონაწილეობდა დენიელ რედკლიფთან და რუპერტ გრინტთან ერთად. ეს ‘’ოქროს ტრიოდ’’ წოდებული გუნდი სუპერპოპულარული გახდა, როცა 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა ‘პოტერიანას’ პირველი წიგნის_,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის’’ ეკრანიზაცია.

თერთმეტი წლის ემას კინოდებიუტი უზარმაზარი წარმატება იყო. პირველივე დღეს ფილმმა ყველა რეკორდი დაამსხვრია და შტატებში 33.3მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში მისი შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 974 მილიონი იყო. ნომინირებული იყო სამ ოსკარზე და BAFTA Awards-ზე. უოტსონის შესრულებამ კრიტიკოსების შექება დაიმსახურა.

შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსახიობი ‘ჰარი პოტერის’ დანარჩენი ნაწილების გადაღებით იყო დაკავებული, რომელთაგან ბოლო_’Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2’ 2011 წელს გამოვიდა და გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად.
ემა უოტსონი



‘ჰარი პოტერის’ ჩარჩოებს გარეთ

იმის მიუხედავად, რომ უოტსონი ‘ჰარი პოტერით’ ძალიან იყო დაკავებული, იგი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ჰერმიონის როლით და ამის პარალელურად სხვა პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი სატელევიზიო ფილმში ‘’ბალეტის ფეხსაცმელები’’; 2008-ში გაახმოვანა პრინცესა რეა ანიმაციურ ფილმში The Tale of Despereaux; 2011 წელს ითამაშა ფილმში ,,ერთი კვირა მერლინ მონროსთან ერთად’’; ხოლო 2012-ში The Perks of Being a Wallflower-ში შეასრულა მთავ
არი როლი(პრემიერა ჯერ არ ყოფილა).



სამოდელო კარიერა


,,მიყვარს მოდა. ის მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს თავს ამით აჩვენებ.’’_თქვა უოტსონმა, რომელმაც 2009წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ მუშაობსს People Tree-სთან ერთად. იგი ასევე არჩეული იქნა ‘ბარბერის’ 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის და 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახედ.

ემა უოტსონი


2011 წლის უოტსონმა გამოაცხადა, რომ ‘პოტერიანას’ ბოლო ნაწილებზე მუშაობის გამო სწავლა დროებით უნდა მიეტოვებინა, იმავე წლის ივლისში კი გადაწყვიტა ბრაუნს დაბრუნებოდა, რათა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაწყებული სწავლა იქ დაესრულებინა.



ფილმოგრაფია
The Bling Ring (2012) (filming), as Nicki
Perks of Being a Wallflower (2012) (post production), as Sam
My Week With Marilyn (2011), as Lucy
Harry Potter and the Deathly Hallows: Part II (2011), as Hermione Granger
Harry Potter and the Deathly Hallows: Part I (2010), as Hermione Granger
Harry Potter and the Half-Blood Prince (2009), as Hermione Granger
The Tale of Despereaux (2008) (voice), as Princess Pea
Ballet Shoes (2007) (TV), as Pauline Fossil
Harry Potter and the Order of the Phoenix (2007), as Hermione Granger
Harry Potter and the Goblet of Fire (2005), as Hermione Granger
Harry Potter and the Prisoner of Azkaban (2004), as Hermione Granger
Harry Potter and the Chamber of Secrets (2002), as Hermione Granger
Harry Potter and the Sorcerer's Stone (2001), as Hermione Granger



Facts About Her:

მისი საყვარელი წიგნი ‘ჰარი პოტერიდან’ არის ‘ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე’
ის არის ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, ვინც მოხვედრილა Teen Vogue-ს გარეკანზე(15 წლის ასაკში)

   
მე-15 ადგილზე გავიდა ფორბსის მიერ შედგენილ ‘ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდების’ სიაში(2007)
26-ე ადგილზე გავიდა Empire Magazine-ის მიერ შედგენილ ყველაზე სექსუალურ ფილმის ვარსკლავთა ასეულში(2007)
მე-3 ადგილზე მოხვდა იაჰუს ‘2007 წლის 10 ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს’ შორის


მისი საყვარელი ფილმია ‘’Notting Hils’’(1999), საყვარელი შოუ_’’Friends’’. საყვარელი მსახიობები_ჯონი დეპი და ჯულია რობერტსი
მე-3 ადგილზე გავიდა Movifone-ს 25 ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავს შორის 25 წლამდე


მე-3 ადგილზე გავიდა Teen Vogue-ს ‘’საუკეთესოდ ჩაცმულ სელებრითებს’’ შორის(2009)
12 წლის ასაკში შეყვარებული იყო ტომ ფელტონზე, რომელიც ‘ჰარი პოტერში’ დრაკო მალფოის როლს ასრულებდა
დენიელ რედკლიფს და რუპერტ გრინტს თავის ძმებს უწოდებს
2012 წელს მე-17 ადგილზე მოხვდა მამაკაცების ‘ყველაზე სასურველ’ 99 ქალს შორის


გამონათქვამები:

,,რაც უფრო ნაკლებს გამოაჩენ, მით მეტ ადამიანს დააინტერესებ’’
,,მე მჯერა, რომ მშვენიერება შიგინდან გამოდის. მარტო მაშინ გამოიყურები ლამაზად, როცა შინაგანად თავს ლამაზად გრძნობ’’
,,გოგონებს ეუბნებიან, რომ ისინი ნაზი პრინცესები უნდა იყვნენ. ჰერმიონმა კი მათ ასწავლათ, შეუძლიათ იყონ მებრძოლები.’’
,,რა არის წარმატება, როცა საყვარელი ადამიანი არ გყავს?’’



 
 
 













 
 
   
   
    
     
   
კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 769 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-11-19 Spam
Megi Gode, Aa Ar Vicodii Bodishii ..