მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » ძაღლები
7:20 PM
ძაღლები
სანამ ძაღლს შეიძენთ, პირველ რიგში, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: ნამდვილად გსურთ ძაღლი? გაქვთ კი დრო მისთვის? მოიპოვება თქვენს ოჯახში მისთვის ადგილი? გეყოფათ ნერვები მის სწორად გასაზრდელად? თუ ძაღლი არ გიყვარს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხარ. მაგრამ ძაღლი შეიძინო, გაზარდო, რამოდენიმე წელი იყოლიო და შემდგომ ის უცხო ადამიანის ხელში გაასხვისო, ან უარეს შემთხვევაში ქუჩაში დატოვო (რომ არაფერი ვთქვათ მის დაძინებაზე), ეს საშინელებაა. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ძაღლის ყოლის სურვილის გარდა, საამისოდ ყველა პირობას აკმაყოფილებთ, მაშინ თქვენი არჩევანი ერთ რომელიმე კონკრეტულ ჯიშზე უნდა შეაჩეროთ. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ მის გაბარიტებს, ბეწვის ტიპს, ჯიშისთვის დამახასიათებელ დანიშნულებას და ხასიათს. დიდი შეცდომაა, როდესაც ძაღლს მხოლოდ და მხოლოდ მისი ვიზუალური მხარის გამო ირჩევენ. ამ შეცდომამ შეიძლება შემდგომში დიდი პრობლემები შეგიქმნათ მაგალითად, სპორტული ცხოვრების მიმდევარ ადამიანს ვერასდროს გაუწევს კომპანიანობას ტლანქი, ნახევრადფლეგმატური მასტინო, მასტიფი, ალაბაი, ინგლისური ბულდოგი და სხვა. ამ ჯიშის ძაღლები მშვიდი ცხოვრების სტილს ირჩევენ და ეს უკვე შეუსაბამობაა! მთავარია, თქვენი მოთხოვნები და ძაღლის შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვეოდეს, ამ შემთხვევაში თქვენ ძაღლისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ.
  
  
  
 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 715 | დაამატა: nino305277 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-10 Spam
kargi siaxle iyo..momewonaa...me iorkshiri mindaa...ai chemi ocnebaa....:**