მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 10 » Dreams Come True...☮
11:42 AM
Dreams Come True...☮
My Dream Is...
✘ არ ვიცი რატომ მაგრამ მთელი გულით მომინდა რომ ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა
✘ თუ გაინტერესებთ ჩემი ოცნებები )) შედით სრულში და შემიფასეთ ისინი

ოცნება - ჩემთვის ეს არის სამყარო, რომელშიც თავს ვგრძნობ უბედნიერესად. ამ სამყაროში მე ვრჩები მე და არ მიწევს ვიღაც სხვად გადაქცევა. ამ სამყაროში არ არსებობს ტყუილი, შური, ბოროტება. ის მხოლოდ სიკეთით, სიყვარულითა და ბედნიერებით არის სავსე

საერთოდ ვთვლი, რომ მეოცნებე ვარ, მაგრამ არ მიჭირს ერთმანეთისაგან აუხდენელი ოცნების, მიზნისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა. გეტყვით, რომ ჩემი ოცნებები იყობა ორ "ჯგუფად": აუხდენელი და ასახდენი ანუ მიზანი. 

მოდით პირველად გეტყვით იმ ოცნებებს რის ახდენასას ვაპირებ :)) ანუ რომელიც უკვე ცხოვრების მიზნად მაქვს ქცეული

1. სკოლას, რომ დავამთავრებ წავიდე გერმანიაში და იქ გავაგრძელო სწავლა
ყველას გვისვამენ კითხვას თუ ვინ გვინდა გამოვიდეთ მომავალში. პატარა, რომ ვიყავი ძალიან მინდოდა პრინცესა ვყოფილიყავი. შემდეგ ცოტა რომ გავიზარდე უკვე მომღერლობა მომინა )). ახლა კი, როცა მეკითხებიან თუ რა იქნება ჩემი პროფესია უკვე ვპასუხობ ექიმს. ბებია ექიმი იყო და ამიტომ პატარაობიდანვე ასე ვთქვათ სამედიცინო სამყაროში ვიყავი ჩაფლული )). ახლა კი უკვე მეც გადავწყვიტე, რომ გავხდე ექიმი... მედიცინის სტუდენტთათვის კი ნამდვილი სამოთხეა გერმანია. გერმანული ასე თუ ისე ვიცი და ამიტომ შანსი მაქვს, რომ წავიდე(ახლაც და სტუდენტობის პერიდშიც) და ამიტომ უკვე მიზნად გადამექცა იქ წასვლა და სწავლა.

2. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ანუ World Tour
ვთვლი, რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველა ადამიანმა უნდა იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო. პირადად მე ძალიან მინდა ვნახო ლონდონი, ჩინეთი, ეგვიპტე, აშშ(კერძოდ ნიუ-იორკი )) და ა.შ. ალბათ, ნებისმიერ თქვენგანსაც გექნებათ ეს სურვილი. მე დიდი ხანი ამას როგორც ოცნება ისე ვუყურებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს უკვე მიზნად გადავიქციე...


ახლა კი უფრალო ჩემი ოცნებები ))

1. მქონდეს დროის მანქანა
ეს არის ჩემი უმთავრესი ოცნება. ძალიან მინდა მქონდეს დროის მანქანა. ოღონდ არა იმიტომ რომ ვნახო მომავალი, არამედ - წარსულისათვის. მინდა ვნახო V-VI საუკინის ბრიტანეთი. გავიგო მართლა არსებობდა თუ არა მეფე არტური. ვნახო როგორ შენდებოდა პირამიდები და ჩინეთის დიდი კედელი. ვანხო თუ როგორ აღმოაჩინეს ამერიკა. ვნახო ბერლინის კედლის დანგრევა და კიდევ უამრავი რაღაც... 

2. მინდა ვუყურო ფავორიტ ფილმს ისევ პირველად, რადგან კვლავ განვიცადო ის შეგრძნება, რომელიც მისი პირველად ყურებისას დამეუფლა
ყველა თქვენგანს გაქვთ საყვარელი ფილმი, და ყველას გახსოვთ ის გრძნობა, რომელიც მისი პირველად ყურებისას დაგეუფლად. ეს გრძნობა არ გამეორდება, რაც არ უნდა ხელახლა უყუროთ ამ ფილმს. ის მხოლოდ პირველად ყურებისას გეუფლებად. ნუთუ არ გინდათ კიდევ მისი განცდა?

3. ერთი დღე ვიყო სუპერ გმირი
მგონი ყველას გაქვთ ნაყურები ფილმები: რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა, თორი, ბეტმენი და ა.შ. ესენი ჩემი უსაყვარლესი ფილმებია)) მათი ყურების შემდეგ კი გამიჩნდა სურვილი ერთი დღით მაინც მეც გავმხდარიყავი სუპერ გმირი. 

4. მინდა მოვხვდე "ჰარი პოტერისა" და "მერლინის" სამყაროში
დიახ, მინდა მოვხდებ იმ სამყაროში სადაც მეფობს მაგია. ის სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე სასწაულები ხდება. "ჰარი პოტერის" სამყაროში მინდა ვნახო ჰოგვარდსი, ვოლდემორი და კიდევ უამრავი რაღაც. "მერლინის" სამყაროში კი კამელოტი, მეფე არტური, გვენი, მგვრალი მაგიდის რაინდები, ექსკალიბური, მორგანა, მორდრიდი, კამლანის ბრძოლა და კიდე კიდევ ძალიან ძალიან ბევრი რამ...

5. ასევე მინდა მოხვედრა "ავატარისა" და "ნარუტოს" სამყაროში 
ძალიან მინდა ერთი დღე მაინც მეც შემეძლოს სტიქიების მართვა, როგორც ავატარის გმირებს. ან მეც ვიყო ნინძა )), როგორც ნარუტოს გმირები. და მეც გადამრდეს ისეთი საინტერესო ისტორიები, როგორიც მათ ))

6. მინდა ვიყო FBI-ის აგენტი
ვის არ უნდა იყოს აგენტი? ასრულებდეს საიდუმლო მისიებს, ცოტა შპიონობდეს )) და ა.შ.

7. მინდა შევხვდე ჩემს საყვარელ გმირებს სერიალებიდან
ვის არ უნდა ნახოს ძმები სალვატორები, ძმები ვინჩესტერები, ტაილერ ლოკვუდი, ჯერემი გილბერტი, ოვივერ ქვინი(Arrow-ს მთავარი გმირია), ნილ კეფრი... აი, მთელი სულით და გულით მინდა მათი ნახვა)) და ა.შ...


მოკლედ მე მეტს აღარ გავაგრძელებ თორემ უკვე ალბათ თქვენც მოგბეზრდათ კითხვა )) 
იმედია საკონკურსო თემა მოგეწონათ.. <3
ვიცი ცოტა წავიფანტაზიორე, მაგრამ რა ვქნა ესენია ჩემი ოცნებები )) 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 901 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-01-10 Spam
-Marriieee ♥ kakabadze, mecc <3 chemi erti-erti favoriti seriaa biggrin