მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 4 » Dream City - Los-angeles
4:40 PM
Dream City - Los-angeles

ლოს-ანჯელესი თუ ანგელოზების ქალაქი – "მუდმივი დღესასწაულების ქალაქი”. არაჩვეულებრივი კლიმატი, მზიანი ამინდები მთელი წლის მანძილზე და ოკეანე – ეს ყველაფერი მილიონობით დამსვენებელს იზიდავს ქალაქში…

Los Angeles Cityscape Pictures, California

მოგზაურობის დროს , თუ კი ამერიკაში ხართ და რა თქმა უნდა რომელიმე ახლო ქალაქიდან მსუბუქი ავტომობილით ან თუნდაც კერძო ვერტმფრენით გადაადგილდებით ლოს–ანჯელესისკენ , მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ რუკა ! 


ქალაქი ლოს ანჯელესი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კალიფორნიაში (ოქროს შტატში) იგი დაარსდა 1781 წელს, ქალაქის სტატუსი კი 1850 წლის 4 აპრილს მიენიჭა, მას ასევე ეძახიან ხოლმე L.A.-ს.

ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ავანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების ცოცხალი რიტმი, უდიდესი ენერგია, წყნარ ოკეანეზე მთავარი გასასვლელის სტატუსი და ”ამერიკული ოცნების” განხორციელების შესაძლებლობანი.

ლოს-ანჯელესი / Los Angeles

ქალაქში პირველ რიგში აუცილებლად შეხვდებით , უზარმაზარ შენობას აბრით "Staples Center" – ეს არის ცნობილი სპორტ კომპლექსი. სადაც დღეს–დღეობით მრავალი სპორტული და გასართობი შეჯიბრებები იმართება . სწორედ ამ ცენტრში იმართება კალათბურთის დაუვიწყარი მატჩები , რომლებსაც ჩვენი საყვარელი სელებრითები ესწრებიან.

Staples Center Photo

ფეხით მოსიარულეებს არ გამოგეპარებათ "Nokia Center" – ეს არის 7100 კაციანი დარბაზი . სადაც ხშირად იმართება კონცერტები და არაერთი ცნობილი ჰიტი გაჟღერებულა იქ . 

Nokia Center Photo

ულამაზესი "Skyscarpers" –იგივე ცათამბჯენები , რომლებიც ათასობით შეგხვდებათ ამ ქალაქში. 

Los Angeles Skyscraper Photos


გამორიცხულია , მათ ვისაც ეს ქალაქი ძალიან უყვარს , არ ეოცნებოთ რომე ერთხელ მაინც დაედგათ ფეხი "Walt Disney Concert Hall"–ში . –ეს ნამდვილად სხვა სამყაროა მუსიკისთვის. შეიძლება მას ლოს–ანჯელესის ფილარმონიის  საკონცერტო დარბაზიც კი ვუწოდოთ ! ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ! ეს არის ზღაპრული ადგილი სადაც შეიძლება ცოცხალი და ჯანსაღი მუსიკა მოისმინოთ ! 

Walt Disney Concert Hall Photos, Los Angeles, California

სად ნახავთ ამდენ ულამაზეს და ცოცხალ პალმას, თუ არა ლოს–ანჯელესში. ეს ქალაქი ნამდვილად პალმების სამშობლოა.

Palm Tree Photos



თუ დაიღალეთ და ცოტაოდენი დასვენება გადაწყვიტეთ , თანაც მოგშივდათ .ადგილობრივები გვირჩევენ რომ სავახშმოდ Pantry Cafe–ში დავსხდეთ. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე განთქმული კაფე მთლს კალიფორნიაში . ერთდროულად გვთავაზობენ ყავის შესანიშნავ ბარს და რესტორანს ! 

Pantry Cafe Photos

ალბათ ყველას უოცნებია ერთხელ მაინც გაესეირნა, Rodeo Drive–ზე Beverly Hills–ში . დანაღცენი თქვენ თვითონ იხილეთ

Rodeo Drive Photos, Beverly Hills, California

ნუ გეშინიათ, არც გაგიჟდით და არც ზღაპარში ხართ . ეს ყველაფერი Rodeo Drive–ზე შეგიძლიათ იხილოთ , მოდისა და სიმდიდრის ქუჩაზე . 

ულამაზესი Venice Beach:

Venice Beach Photos, California

110 & 105 Interchange

Freeway Photos, California


METRO RAIL los-angeles

Metro Rail Photos, Los Angeles, California

Beverly Hills

Beverly Hills Sign Photos, California

Kodak Theatre

Kodak Theatre Photos, Hollywood, California

Griffith Observatory –მდებარეობს ლოს–ანჯელესში, კერძოდ მისი მთების სამხრეთით. წარმოიდგინეთ , მთის მწვერვალზე , ამ გასაოცარი შენობიდან აკვირდებით ლოს–ანჯელესის ხედებს ! ეს გამაოგნებელია ! 

Griffith Observatory Photos

HOLLYWOOD - ოცნებების ახდენის ქალაქი

ნებისმიერმა ადამიანმა იცის, სად არის ჰოლივუდი - კინოინდუსტრიის ეს უზარმაზარი ფაბრიკა. იცის, რომ მის ქუჩებში შეიძლება შემთხვევით გადააწყდეს კევინ კოსტნერს, ანჯელინა ჯოლის და უამრავ სხვა ვარსკვლავს.


Photos of Hollywood, California
Hollywood Sign Photos

ნელ-ნელა ჰოლივუდი მსოფლიო კინემატოგრაფიის დედაქალაქად იქცა, მისი ქუჩები კი კინოსტუდიებითა და პავილიონებით გაივსო. ამიტომ მსახიობები იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებლად ბევერლი-ჰილსზე გადასულიყვნენ, რის შედეგადაც ეს ადგილი ვარსკვლავთა ერთ დიდ ქუჩად იქცა. 

როგორც თავად ჰოლივუდელები ამბობენ, იმისათვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდე, სულაც არ არის აუცილებელი ბრედ პიტივით ლამაზი იყო. მთავარია სითამამე, ნიჭი და ცოტა იღბალი. მაგალითად, ისეთი, როგორიც დენი დე ვიტოს აქვს. ჰოლივუდში ისეთი ვარსკვლავებიც კაშკაშებენ, რომლებმაც დღესაც კი ნორმალურად არ იციან ინგლისური ენა. ესეთია ჟერარ დეპარდიე. სილვესტერ სტალონეს კი საერთოდ დიქციისა და მიმიკის დაჭერის პრობლემა აქვს. 

                      ჰოლივუდის ისტორია გრძელდება და ახლა აქცენტი ფანტასტიკურ ჟანრსა და სპეცეფექტებით გაჯერებულ ფილმებზე კეთდება. 

Hollywood Walk of Fame Photos, Hollywood, California

 Los Angeles Airport -LAX Airport


დროებით ! მომდევნო  ქალაქში შევხვდებით ერთმანეთს ! 

                                                                                     daamowma:anukam<3

ნანახია: 894 | დაამატა: Nukito | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-07-04 Spam
vgijdebi LA-ze moxvedraze vocnebob... sad demisac iq unda shevxvdee biggrin :D biggrin