მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 25 » დისნეილენდი
1:50 PM
დისნეილენდი

დისნეილენდი - უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰეიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.

პირველ წელს 5 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა დისნეილენდს. ხალხი მიდიოდა დისნეილენდში მთელი მსოფლიოდან.

დისნეილენდს ჰქონდა ბევრი მცენარე და ყვავილი დარგული, მაგრამ მას არ უნდოდა გაეკეთებინა აბრები, რომლებზეც იქნებოდა შენიშვნა: "ნარგავებზე არ გადაიაროთ!”. ასე რომ ყოველ წელს 800 000 ნერგი იცვლებოდა ახლით.

დისნეის უნდოდა რომ დისნეილენდი ყოფილიყო საუკეთესო ადგილი გასართობად. ყოველ საღამოს მომსახურე პერსონალი რეცხავდა კიბეებს, სანამ არ დარწმუნდებოდნენ რომ კიბეები სუფთა იყო. ისინი ასევე დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, მიწის სისუფთავეში, რომ კევაც კი არ იყო მიწაზე. ისინი აბრებს ყოველ საღამოს ხატავდნენ. მათ უნდოდათ რომ აბრები ყოფილიყო ახალივით. დისნეის უნდოდა რომ მომსახურე პერსონალი ყოფილიყო ბედნიერი და თან დაესუფთავებინათ დისნეილენდი. მან დაარსა სპეციალური სკოლა თავისი მუშებისთვის, რომელსაც დაარქვა "დისნეილენდის უნივერსიტეტი”. მომსახურე პერსონალი სწავლობდა როგორ უნდა ყოფილიყვნენ გაღიმებულნი და თავაზიანები სტუმრებთან. მათ არ უნდა ეტარებინათ სამკაული ან ფრჩხილის ლაქიც კი. მათ ჰქონდათ ასევე წესები, თუ როგორ უნდა ჩაეცვათ და თმის როგორი ვარცხნილობა გაეკეთებინათ.

დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისათვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთად-ერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი ვოლტ დისნეი ამის წყალობით გამდიდრდა. ის გახდა მილიონერი. დისნეი გარდაიცვალა 1966 წელს, მაგრამ მისი ოცნება დისნეილენდის შესახებ რეალობად იქცა. 1971 წელს დისნეილენდი გაიხსნა ფლორიდაშიც. დღესდღეისობით კი დისნეილენდი არის უკვე ტოკიოშიც და პარიზშიც. 







  

 დაამოწმა:anukaanka<3
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 751 | დაამატა: ☾NiiNii☽ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-05-27 Spam
mec sad