მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 11 » Demi Lovato Style
2:45 PM
Demi Lovato Style
~მიიღე ლუქი დემი ლოვატოსგან~ 

საინტერესო ინფორმაცია დემის სტილზე 


პერანგები საყვარელი ჯგუფების გამოსახულებით 

პერანგები საყვარელი ჯგუფის გამოსახულებებით მნიშვნელოვანი ელემენტია დემის გარდერობში. ისინი მშვენივრად გამოიყურება აქსესუარებთან ერთად


თუ უფრო ქალური სტილი გიზიდავთ, გაითვალისწინეთ დემის არჩევანი: იგი როკ-ჯგუფების გამოსახულებიან მაისურებს უხამებს ტყავის ქურთუკებს, ლეგინგსებსა და ყელიან ფეხსაცმელებს მუქ ფერებში. 

,,ჯარის'' ყელიანი ფეხსაცმელები 
მას შემდეგ, რაც დემიმ სარეაბილიტაციო ცენტრი დატოვა, მისი სტილი გაუმჯობესდა. თებერვალში მან დამსახურებულად მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მოდური სელებრითის ტიტული. მან დაიწყო ეგრეთ წოდებული ,,ჯარის ჩექმების'' ტარება, რომელიც საკმაოდ პოპულარულია თინეიჯერებში. დემის ისინი 490 დოლარი დაუჯდა. 

მზის სათვალეები 

Wayfarer: ეს არის ძველი მოდელი, მაგრამ დღესდღეობითაც ეს სათვალეები ძალიან მოდურია. ეს ცნობილი ბრენდი Ray-Ban წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას უხდება. ფასი დაახლოებით 250 დოლარია. 

Versace Aviator: ამ სათვალეების ტარება დემიმ არც ისე დიდი ხნის წინ წაიღო. ვერსაჩეს აქვს კლასიკური სტილი, რომელიც მოდიდან არასოდეს გადადის. ფასი_400$ 

რეტრო-ავიატორი: ეს ისეთივე მოდელია, როგორიც ,,ავიატორი'', "Ray-Ban" და "Wayfarer". დემი მუდმივად იყენებს მათ. ფასი 520$. 

ტყავის ქურთუკები  

ტყავის ქურთუკები დემის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. 

ისინი მოდიდან არასოდეს გადადის. მათში ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ერთდრეულად როგორც როკ, ისე რომანტიულ სტილსაც იძენს. 

შარფები  

ეს აქსესუარები დიდი ხანია არაერთი ქალის გარდერობს ამშვენებს. არც დემია გამონაკლისი: 

ჩანთები  

დემის უყვარს ჩანთების ტარება. სურათზე(ქვემოთ) ხედავთ Louis Vuitton-ის ჩანთას, რომელიც მას არაერთხელ სჭერია. 
ეს კი Alexander Wang-ის ჩანთაა. როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებულია, რადგან დემის არარეთხელ უტარებია ის: 

მაღალქუსლიანი სანდლები 
ცოტაოდენი ინფორმაცია: ეს ფეხსაცმელი იტალიური მოდელია და დიზაინერ პიერ ჰარდს ეკუთვნის. დემის ის ორჯერ ეცვა. ფილმ ,,Ocean''-ის პრემიერაზე და ,,PADRES Contra El Cancer's Anniversary Gala"-ზე 

კარდიგანი 

კლასიკური და უნივერსალური. ეს მოსაცმელი იდეალურია საშუალო ტემპერატურისთვის, უხდება როგორც ქვედატანებს, ისე ჯინსის შარვლებსა და ლეგინგსებს, მნიშვნელოვანი ელემენტია დემის გარდერობში. 


საყურეები ფრთებით 

ფრთის ფორმის საყურეები არ წარმოადგენს სიახლეს მოდის სამყაროში, 2007 წელს მას ყოველი მეორე ამერიკელი ატარებდა, მაგრამ მალევე მიივიწყეს. ბოლო დროს მსგავსი შეამჩნიეს გვინეტ პელტროუს, ვანესა ჰაჯენსს, კეშას, მაილის და რა თქმა უნდა, ჩვენს საყვარელ დემის
ისინი რბილია, ნაზი და ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ გაიკეთოს. დემის უყვარს მათი ტარება. შეძენილი აქვს მაღაზიაში Urban Outfitters 

მაკიაჟი ,,ცათამბჯენში'' 
ჩვენ გვიყვარს ეს სიმღერა და კლიპი და ძალიან მოგვწონს მასში დემი. ამ ვიდეოთი გაიგებთ, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ მისნაირი მაკიაჟი. 

<ძალიან ბევრი ვიწვალე, იმედია მოგეწონათ> 

დაამოწმა და გაალამაზა : MiiLeeZz ♥
კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 760 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-05-11 Spam
magari siaxleee love love