მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » დედი
4:33 PM
დედი

ბავშვებო   მინდა   ყველა   თქვენგანის   დედას
მივულოცო ეს მშვენიერი და ლამაზი დღე

ბავშვებო იცით რას ნიშნავს დედა?
იცით რამდენს ნიშნავს ის
ეს არის ადამიანი რომელთან ერთადაც 9 თვე ერთ სხეულში გაატარე
ეს არის ადამიანი რომელიც შენს გამო სიცოცხლესაც კი გაიღებს
ეს  არის ადამიანი  რომელიც შენს  თვალში  საუკეთესოა
ეს არის ადამიანი რომელიც სულ შენ გულში დარჩება
ეს არის ადამიანი რომელიც მუდამ გეყვარება
ეს არის ადამიანი რომელიც შენზე წუხს
რომელზე   თბილიც   არავინ   იქნება
რომელზე საყვარელი,ერთგული
 არავინ გეყოლება
დედა მიყვარხარ

ზოგჯერ თუ სრვდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს ,უძირო ღამე,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ,ვინ მოგერევა.
ბედის ქარაგმანს თუ ვერ გაექცე,
წილხვედრიელი თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.

დედა
როს „არას" ნაცვლად - ამბობდი „ალას",
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას" -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან


ბავშვებო მე მოვიფიქრე ასეთი რაღაც
მოდით დაწერეთ კომენტარებში თუ როგორ მიულოცეთ დედებს ეს მშვენიერი დღე
მიყვარხართ


დე
გილოცავ
მიყვარხარ მთელი გულით
რაღაც არაამქვეყნიურად







კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 668 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-03-03 Spam
dz kargi siaxleee mec minda yvela dedas mivulocoo dedis dgee da yvelaferi sauketeso vusvurvoo chveni cudi ar enaxot arasrossss dedachemi sul amas meubneba sheni cudi ar manaxos gmertmaoo