მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » დედას (ჩანახატი)
8:27 PM
დედას (ჩანახატი)

დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს. ...
და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის ზღვისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..

  
3წლის-დედა ყველაზე კარგია... 7წლის-დედიკო, გაღმერთებ!!! 10წლის-დედიკო, მიყვარხარ! 15წლის-დედა, ნუ მიყვირი! 18წლის-სულ წავალ ამ სახლიდან! 35წლის-მინდა დედასთან დავბრუნდე... 50წლის-არ მინდა დაგკარგო, დედა! 70 წლის-ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ კიდე მენახე,დედა.....

შენ დამიამებ ყველა წყლულს, მტკივანს,
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დედი, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს.

  

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...


  

დე!- სადა ხარ, უშენოდ წამები მაციებს - ხელფეხიც ძველებურად გამყინვია, ვითვლი შენამდე დღეებს და მანძილს.... ღმერთო ..!რამდენია!? თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,... წვიმებმა წალეკა ირგვლივ არე -მარე მე კი დარდისგან ცრემლიც კი გამიშრა,.. და შენს მონატრებას ვერსად დავემალე...

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია!
 

 
მიყვარხარ დე ვიცი რომ ბევჯერ გაკინე გული და არაფრის ღირსი ვარ მაგრამ მინდა მაინც ყველას დასანახად დავწერო რომ დედა ყველაფერია გაუფრთხილდით მას მასზე ძვირფასი არავინ ნგვყავს და ისინი რასაც აკეთებენ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ კარგად მათ ხომ ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავთ?
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 956 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-03-02 Spam
kargi siaxleeaaa sal.. chven dedaze dzvirfasi aravin gvyavs am samyaroshi da unda gavufrtxildeet....