მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » DECEIVER
1:46 PM
DECEIVER
მეორე დღეს უკვე შუადღით ლოს-ანჯელესში ვიყავით,ყველაფერს ბუღი ასდიოდა,მე როგორც მჩვევია წუწუნი დავიწყე,ყველაფერზე ცხვირს ვიბზუებდი და ვიმანჭებოდი,თუმცა ვინ გაცალა,როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედით ეგრევე დრეიკმა იმხელა ქუდი დამაფარა თავი აღარ მიჩანდა,როცა ვკითხე ეგ რად მინდათქო ასე მითხრა თუ არ გინდა ამიერიდან პაპარაცებმა ცხოვრება გაგიწამოს დამიჯერეო,დანარჩენებიც სიტყვუს უთქმელად დაემორჩილნენ,მე რისი ლილი შეფერდი ვიყავი ამაზეც წუწუნი რომ არ დამეწყო,მოკლედ ბოლოს იმდენი ვქენი აღარვავინ მელაპარაკებოდა და ყურადღებასაც არ მაქცევდნენ.
აეროპოტში სკუტერი და ალფრედო დაგვხვდნენ,ორივეს სერიოზული სახეები ჰქონდათ
-what's up man?-იკითხა ჯასტინმა
-ახლავე მივდივართ პრესკომფერეციაზე
-სად?-ჯასტინს სახეზე გაბრაზება დაეტყო
-პრესკომფერეციაზე,სადაც ყველა ეჭვს გაფანტავ რაც შენზე და სელენაზეა შექმნილი,იტყვი რომ ისევ ერთად ხართ-სკუტერმა ყველაფერი აუხსნა,მე ცოტა გაუგებრობაში ჩავვარდი მაგრამ ჯასტინს რომ გავხედე ისეთი გაბრაზებული იყო შემეშინდა
-სახლში ახალი ჩამოსული ვარ,დავიღალე სკუტერ,აღარ შემიძლია,ჩემთან შეუთანხმებლად რატომ აკეთებ ასეთ რაღაცეებს?-ყვირილისგან იკავებდა თავს
-მე შენი მენეჯერი ვარ და მეგობარი ჯასტინ-არ ცხრებოდა სკუტერი
-მერე ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდე?-ხელები მომუშტა
-რომ მდგომარეობაში?
-დღე და ღამეს ვათევ სტუდიებში,ინტერვიუებზე,არ მძინავს და მემგონი მეც მეკუთვნის დასვენება
-რათქმაუნდა მაგრამ ეს ჭორები უნდა გაიფანტოს,შენ იმიჯს ზიანი ადგება
-ჯანდაბამდეც გზა ქონია მაგ იმიჯს,მე მხოლოდ ერთი დღით დასვენებას ვითხოვ
-ალსკაზე ხომ იყავი?
-სასწაულია პიდაპირ-ცინიკურად წამოიძახა ჯასტინმა,მართლა ძალიან მიკვირდა თავს როგორ იკავბდა.არაფერი უთქვამს სკუტერის მანქანისკენ წავიდა,ის რაც დღეს მოხდა საშინლად არ მესიამოვნა,ძალიან რთული ცხოვება აქვს ჯასტინს და ამას ბევრი ვერ ხვდება,თურმე რეები ხდება იქ სადაც ხალხს არ ახედებენ...
მანქანებში გადავნაწილდით და დავიძარით,ალფრედოც ჩვენთან ერთად წამოვიდა,დრეიკმა გაგვაცნო,მასზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა,მხიარული ადამიანი ჩანდა.
მძღოლმა სანაპირო სახლში მიგვიყვანა,მე მას შევადარებდი სასახლეს,მასსავით დიდი იყო და დაკიდებული ბაღებივით ლამაზი,ძალიან მომეწონა,უზარმაზარი სივრცე იყო შიგნით.
ჩვენ-ჩვენს ოთახებში გადავნაწილდით თუ არა მე მაშნვე საწოლზე დავეცი,ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა,სრულიად გაბრუებული ვიყავი,თითქოს მგრძნობელობა დამეკარგოს,მევინთებოდა,მზე თვალს მჭრიდა.
ავდექი და ფარდები ჩამოვაფარე,ცოტა ჩამობნელდა,ასე ჯობდა,ძალიან სიკაშკაშეს არასოდეს არ ვიყავი მიჩვეული.
ბარგს დავხედე,ახლა ამის ამოლაგების თავი არ მქონდა და ჩემოდნები ერთი კუთხეში მივყარე,ოთახს მოვავლე თვალი,ამხელა სივრცეში მარტო როგორ უნდა გამეძლო?
სააბაზანოს ძებნა დავიწყე,მთელი დღის ჭუჭყის მოშორება არ მაწყენდა,თან იქნებ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.
ცხელმა წყალმა იმოქმედა და ხასიათზე მოვედი,იმქამდე ვიდექი დუშის ქვეშ სანამ ფეხები არ დამეღლა,შორტები და უბრალო თეთრი მაისური ამოვიცვი და ისევ ოთახში გავედი,კარგი იყო ასე თავისუფლად ჩაცმა,ალასკაზე ამის საშუალება არ მქონდა.
სველი თმები გავიშალე და ქვევით ჩავედი,ყველანი სასტუმრო ოთახში შეკრებილიყვნენ,ჯენი,რეი,დრეიკი და ალფრედო,მემგონი პიცას მიირთმევდნენ.
-კარგად მოეწყვე?-მკითხა ალფრედომ
-გადასარევად-ვუთხარი და დივანზე მივესვენე
-გეძინება?
-ისე რა-თავი გავიქნიე
-ქალაქის დათვალიერება ვის გინდათ?-წამოიწყო დრეიკმა
თვალი მოგვავლო დანარჩებეს და რეოცა აღფრთოვანება არავის გამოუხატავს უხერხულად შეიშმუშნა
-უინტერესოები ხართ რა-თავისთვის ჩაილაპარაკა
TV ჩავრთეთ და ყველა იმას ვუყურებდით,ჩვენდა გასაოცრად ჯასტინის ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადმოცემოდა,ყველას დაგვაინტერესა,მე კი განსაკუთრებით ერთმა ეპიზოდმა სადაც ჯასტინმა განაცხადა რომ ის და სელენა ერთად აღარ იყვნენ და წყვილი ჯელენა არ არსებობდა,ამ ყველაფერს საშინელი რეაქცია მოჰყვა,უფრო უკმაყოფილების შეძახილები,სკუტერი გაოგნებული და გაშტერებული შეაცქერდა ჯასტინს,ალბათ ვიქრობდა ახლა ამას დავახრჩობო,ჯასტინი კი ღიმილნარევი გამომეტყველებით უყურებდა პუბლიკას....
მე ენა ჩამივარდა.
-რას ნიშნავს ეს?-გამოგნებულმა ვიკითხე
დრეიკს და ალფრედოს გაოცება სულაც არ ეტყობოდათ სახეზე
-ეგენი კარგა ხანია ერთად არ არიან,უბრალოდ თამაშობდნენ რომ მერე დიდი ჭორები არ ამტყდარიყო,მეგობრები არიან სინამდვილეში აგერ უკვე ერთი თვეა-მშვიდად და წყნარად ახსნა ალრედომ
-მართლა?-წამოიძახა ჯენიფერმა-აბა ახლა რატომ განაცხადა დავშორდითო თუ ჭორებს ერიდება?
-ჯასტინმა სკუტერი გამოიწვია და ამით დაანახა რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს და რომ თავისუფალია
-სელენას რას იტყვის?
-არაფერს-მხრები აიჩეჩა დრეიკმა-მას დიდი ხანია რაც ამის დამთავრება უნდოდა და ძალიანაც გაუხრდება
ყველაფერი გაირკვა?ასე უბრალო?ესეიგი ჯასტინი თავისუფალია?ყველაფერი ზუსტად ისე განმეორდა როგორც ჩემს სიზმარში,იქაც მეგობრები იყვნენ,ერთ დროულად სიხარულმაც მომიცვა და გაუგებრობამაც.
შუაღე იქნებოდა ჯასტინი სახლში რომ დაბრუნდა,მხოლოდ მე მეღვიძა მთელს სახლში,მყუდრო გარემო სუფევდა,აუზთან ვიყავი გასული,წყალი მთვარის შუქს ირეკლავდა და ირგვლივ არემარე ბრჭყვიალებდა.
ზღვის მარილის სუნი აქაც აღწევდა.
უკან მივიხედე,ჯასტინი მიყურებდა.
საოცრად დაღლილი სახე ჰქონდა,შემეცოდა და წამოვდექი
-რთული დღე იყო არა?-გადავწყვიტე საუბარი პირველს მე დამეწყო
-არც ისე-თავი გაიქნია-მე პირადად კმაყოფილი ვარ ყველაფერს რომ მოვრჩი,სელენამაც დამირეკა და მითხრა რომ გაუხარდა ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე
-სკუტერს?
-შეეგუება-ჩაიცინა-უნდა მიხვდეს რომ ჩემი ცხოვრების მართვის უფლებას არავის არ მივცემ
-შენ ამაზე წახვედი ჯასტინ,უნდა გცოდნოდა რა რთული იქნებოდა ასეთი ცხოვრება
-მართალი ხარ-ნაღვლიანად გამიღიმა-მაგრამ როგორმე გადავიტან იმას რაც ამ ყველაფერს მოყვება,ბოლო-ბოლო ჟურნალისტები საზრი არ მადარდებს,ამს უკვე შევეჩვიე
ისიც გვერდით მომიჯდა
-აბა რას იტყვი ღამის ლოს-ანჯელესი არ დავათვალიეროთ?
-მე მეზარება-დავიმანჭე
-კარგი რა
-ხვალ იყოს-შევევედრე-ისე აქ ძალიან ცხელა-შევჩივლე
-ეგ შენ გცხელა-ჩაიფრუტუნა
-შეიძლება-მხრები ავიჩეჩე
რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ შემდეგ კი საძინებელში ავედი......
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 951 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/9
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-01-10 Spam
მალე გააგრძელე მაგარია <33