მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 13 » DECEIVER
3:13 PM
DECEIVER

DECEIVER
Tumblr_m3yibqpiza1r61ap3o1_500_large Tumblr_m39kd4fkvx1qdjm6ho1_400_large Tumblr_m3yjzuvgmg1rrehiso1_500_large
 T H E E N D ! 


რამდენიმე საათში ჩვენი თვითმფრინავი კანადის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და ტრაპზე ჩამოვედით,აქ ციოდა,ამინდები განსხვავებული იყო ბაჰამისაგან.

მანქანაში ჩავსხედით და ონტარიოსკენ,ჯასტინის სახლისკენ დავიძარით.

მთელი გზა ჯასტინს ჩემი ხელი მისაზე ჰქონდა ჩაჭიდებული და სახეზე მეფერებოდა,მემგონი ჯასტინი ძალიან შეიცვალა,უფრო დამთმობი,თბილი და მზრუნველი გახდა,თანდათან სწავლობდა სიყავრული ფასს.

სახლამდე უხმოდ მივედით,მანქანიდან გადმოვედი,მაშნვე შემომეგება დედა და მამა,ორივეს მოვეხვიე

-ძვირფასო,სკუტერი რომ ჩამოვიდა ჩვენთან და აქ წამოგვიყვანა მეგონა რაღაც ცუდი მოხდა-თქო-ლოყაზე მომეფერა მეგი

-დამშვიდდით,ყველაფერი რიგზეა-ორივე დავაწყნარე და სახლში შევედით.

ძალიან ბევრი სტუმარი იყო,ჯასტინის ბებიას და ბაბუას გადავეხვიე,პეტის და ჯერემის,ჟასმინს და ჯეისონს,იმათ შევავლე თვალი ვინც ვეგასში იყო,ყველა მშვენივრად გამოიყურებოდნენ.

-შერიგდით ხომ?-ყურში გადამიჩურჩულა ალფრედომ

-ასე გამოდის-უთხრა ჯასტინმა

-მეორე დღეს რომ ვერ გნახეთ კინაღამ ინფაქტი მოუვიდა სკუტერს,უნდა გენახა რა დღეში იყო,ლამის პოლიციას ვაცნობეთ

-აცნობებდით და ყველას დაგვიჭერდნენ-გადაიხარხარა ჯასტინმა

-ვიფიქრეთ რომელიმე სერიულმა მკვლელმა გაგიტაცათ

-ჰო,მე მართლა გამიტაცეს,ოღონდ სერიულმა მკვლელმა არა-ჩუმად ჩავილაპრაკე და ჯასტინს ჩავჭიდე ხელი.

ჩვენ რომ ჩავფრინდით უკვე კარგა გვიანი იყო,ამიტომაც მალე სავახშმოდ დავსხედით.

მთელი ოთახი დაკავებული იყო,ვინც მაგიდაზე ვერ მონახეს ადგილები დივანზე ისხდნენ,მე და ჯასტინის დივანხე ვისხედით,მე ჯასტინის კალთაში ვიჯექი და ისე ვჭამდი ჩემს წილ ულუფას.

-ყველაფერი დალაგდა არა?-მოულოდნელად მკითხა ჯასტინმა

-ჰო,უცნაურია მაგრამ აღარაფერი გვიშლის ხელ,თითქოს უცნაურია არა?

-რაღაც მხრივ კი მაგრამ მაინც მშვიდი ცხოვრება ჯობია,ზედმეტი ექსცესების გარეშე-თვალის მომჭრელად გამიღიმა და სწრაფად მაკოცა


-შენს ტურზე,შენს ავტობუსში,მაგარი იქნება

-შენც მოდიხარ?-მკითხა ალფრედომ რომელიც წამის წინ მოგვიჯდა გვერდით

-ჰო,ჯასტინმა ძალიან მთხოვა და..-ჩავიცინე

უკვე ძალიან გვიანი იყო დასაწოლად რომ დავიშალეთ,მხოლოდ მე და ჯასტინი შემოვრჩით,გარეთ ხის ძირში დავსხდეით და პატარა კოცონი დავანთეთ.

-კარგი საღამო იყო არა?-მკითხა ჯასტინმა

-ჰო,ახლა უკვე ვიცი რომ ჩემს სახლში ვარ

-სახლში?

-ჰო,მომეშვა ჩვენებმა ერთმანეთი რომ გაიცნეს,სახლში ვარ აბა რა,შენთან ერთად სადაც გინდა იქ ვიყო-გავუღიმე და თმებზე მივეფერე

-არ გეძინება?

-კი,წმაო დავწყეთ-ცეცხლი ჩავაქვრეთ და მეორე სართლულზე ავედით.

ჯასტინზე მიხუტებულს სრულიად უდარდელად ჩამეძინა.

მეორე დღეს,არც კი იყო გათენებული,ფანჯრებში ჯერ კიდევ სიშავე მოჩანდა,ყურში ჯასტინის ხმა ჩამესმა

-ლილი,ლილი გაიღვიძე-ნაზად შემანჯღრია

-მაცადე,მეძინება-პირი ვიცვალე და ბალიშ თავზე დავიმხვე

-მიდი რა,ადექი-არ მომეშვა

-რა გინდა?-ძლივს წამოვწიე თავი

-რაღაც მინდა გაჩვენო-გამიღიმა


-დილით მაჩვენე

-არ შეიძლება,ეხლა უნდა გაჩვენო-დაიჟინა

-ოოჰ,კარგი ჰო ვდგები-უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე და საწოლზე წამოვჯექი

-მიდი ჩაიცვი

ნელა წამოვიზლაზნე,გარდერობი გამოვაღე,ჯინსი და სვიტერი გადავიცვი და სახეზე წყალი შევისხი

-კარგი,რა უნდა მაჩვენო?-ნამძინარევმა ვუთხარი

-წამოდი-ხელი ჩამჭიდა

თითქმის ძალით ჩამიყვანი კიბეებზე,მეგონა ავტო ფარეხში შევიდოდით მაგრამ ეზოში გამიყვანა,რაღაც დიდი ჩანთა გადაიკიდა მხარზე და ფეხით გავუდექით გზას.

-სად მივდივართ?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე

-სანაპიროზე-მოკლედ მიპასუხა

-მანდ რა გვინდა?

-უნდა ვითევზაოთ

-რა უნდა ვქნათ?-წამოვიყვირე

-ვითევზავოთ,დღეს დილით გაიხსნა თევზაობის სეზონი-გამიღიმა

-ooh Gosh, bieber you are crazy

-რა თევზაობა არ იცი?ალასკაზე ცხოვრობ

-როგორ არ ვიცი,უბრალოდ ასე უთენია,თუმცა კარგი,წამოვალ-ბოლოს დავეთანხმე და უხმოდ გავყევი

მალვე მივედით მიტოვებულ სანაპიროზე,მთლიანად ქვიშით იყო დაფარული,სიცოცხლის ნიშან წყალი არ ეტყობოდა იქაურობას

-მოვედით-განმიცხადა

-აქ აპირებ თევზაობას?-გამეცინა

-ჰო,რა იყო?-სახე შეეცვალა

-რადა ბიბერ,თევზებს ხრიოკი ადგილები უყვართ,აქ ვერაფერს დაიჭერ,წამოდი იმ კლდეებთან ვითევზაოთ

-ჭკუის სწავლებაც დამიწყო ეხლა-ჩაიდუდღუნა და უკან გამომყვა

გასაშლელი სკამები კლდეებთან ახლოს დავდგით,თბილი ადიელები მოვიხურეთ,ანკესებზე სატყუარა წამოვაცვით და სწალში ჩავუშვით.

-ამ უთენია თევზაობა რამ მოგანდომა?

-ისე უბრალოდ,მიყვარს,თან მინდოდა ცოტა ხანი შენთან დავრჩენილიყავი მარტო,ეს მინდოდა მეჩუქნა-ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო,გახსნა და შიგნიდან ლამაზი ყელსაბამი ამოაძრო,უბრალო იყო მაგრამ ადვილად მიხვდებოდი რომ ძალიან ძვირფასი იქნებოდა,ჯასტინის და ჩემი ინიციალები ეწერა

-შეიძლება გაგიკეთო?-მკითხა

-რათქმაუნდა,ძალიან ლამაზია

-სხვა რამესაც გაჩუქებდი მაგრამ ვიცი რა ამბავს დამაწევდი და ამიტომ გადავიფიქრე-ბაბნიკურად გამომხედა

-სწორედაც მოქცეულხარ-ჩავიცინე და სწორედ ამ დროს ჩემს ანკესს პირველი თევზი წამოედო-დავიჭირე,დავიჭირე-ყვირილი მოვრთე,ანკესი ამოვწიე და თევზი ამოყვა

-ესეც საუზმე-თქვა ჯასტინმა და თევზი კოლოფში ჩააგდო.რამდენიმე საათი ისევ ვთევზაობდით და კიდევ სამი ტევზი დავიჭირეთ,შემდეგ როგორც ადრე სანაპიროზე ცეცხლი დავანთეთ,ჯასტინი სანამ ჯოხებს მოიტანდა მე მანამდე თევზები გავარჩიე,ღმერთო!!! საშინელი სუნი ჰქონდა,ცხოვრებაში აღარ მოვკიდებდი ხელს.

მხოლოდ ნაშუადღევს დავბრუნდით სახლში,ჩემდა გასაკვირად არავინ გვეძებდა,ალბათ იცოდნენ სადაც ვიყავით,დედაჩემი და მამაჩემი აეროპორტამდე მივაცილეთ,სახლში მიემგზავრებოდნენ

-მალე ჩამოვალ-ორივეს მოვეხვიე და ტრაპზე ამავლებს ხელი დავუქნიე

რამდენიმე წამში თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა და მალევე თვალს მოეფარა,მისგან მხოლოდ თეთრი ნაკვალევი დარჩა რომელიც ღრუბლებში დატოვა.

სახლში დავბრუნდით,მაშინვე ბარგის ჩალაგება დავიწყე,სანამ არდადეგები გვქონდა ტურნეში მანამ რეიჩელი,დრეიკი და ჯენიფერიც წამოვიდოდნენ.

მე და გოგოები ერთ ოთახში ვიყავით და ტანსაცმელებს ვარჩევდით

-პირველად სად მივდივართ?

-ჯერ კანადაში იქნება პირველი კონცერტი,მერე არგენტინაში,იქ რამდენიმე დღე დავრჩებით,შემდეგ ესპანეთში და მერე ჩილეში-სწრაფად ჩამოვთვალე-ეს მხოლოდ მომდევნო ერთი კვირის განრიგია

-ესეიგი ბიკინები,შრტები დამჭირდება-თავისთვის ჩაილაპარაკა ჯენიმ და ბარგის ჩალაგება განაგრძო

-ისე,რა კარგად აეწყო ყველაფერი,თავის ადგილზე დალაგდა-თქვა რეიმ

-მაგრამ მაგ ყველაფერს რამდენი ხანი დასჭირდა?-ჩაიფრებულმა ვთქვი

-თვალიდან არ ამომივა ის სცენა პირველად რომ დაინაე ჯასტინი

-არც მე,ღია დერეფანში შემოვიდა,ხელში თეთრი პირსახოცი ეკავა და ოფლს იწმენდდა-გავიხსენე მე-ისეთი მომხიბვლელი იყო...

-ისე ყველაფერი შნეი დამსახურებაა ჯენი,მადლობაც კი არ მითქვამს შენთვის დაიკო-მივედი და მაგრად მოვეხვიე

-მე რა შუაში ვარ?-გაიკვირვა

-შენ რომ არ მოგეგო იმ გათამაშებაში არც არაფერი მოხდებოდა და ვიქნებოდით ასე...ვერც შენ იპოვიდი დრეიკს,და ვერც შენ ალფრედოს-მაცდურად გავხედე რეიჩელს

-რაო?-გაიკვირვა

-კარგი რა ვითომ არ ვიცოდეთ ერთმანეთი რომ მოგწონთ-ჩავიცინე

-რაღაცეებს ნუ ბოდიალებთ-ხელი აიქნია და გაწითლდა

-ჩემი დაიკო შეყვარებულია-შევყვირე და ზურგზე შევახტი,ორივენი იატაკზე დავცვივდით

-არ იუარო იცოდე,ალფრედოსაც მოსწონხარ-თქვა ჯენიმ

-კარგიტ გეყოთ,ეგ თქვენი საქმე არ არის-გაცხარდა რეი

-კარგი ჰო,ოღონდა არ გაგვლახო

საღამოთი არცერთს არ გვიძინია,ეზოში ყველა განთიადს ელოდებოდა,დრეიკი და ჯენი,ალფრედო და რეი,ჯერემი და ბავშვები,რაიანი და ეშლი,ჯეიდენი მისი ოჯახით,აშერი,სკუტერი და კარენი,პეტი,კენი,მე და ჯასტინი,ჯასტინი გიტარაზე უკრავდა ძალიან ნელ და თბილ მელოდიას,ლამის ჩამთვლიმა,ძალიან მსიამოვნებდა ასეთი ოჯახური გარემო,ჩემს სახლში ვიყავი,ყველაფერი დამთავრდა,თითქოს დიდი ლოდი მოვიცილე ზურგიდან.

***

ყველა დეკორაცია მზად იყო,განათება,სცენა,ხმის აპარატურა,მოცეკვავეები,სტადიონი გადაჭედილი იყო მაყურებლებით,ისმოდა შეძახილები,ყველა ჯასტინ უხმობდა,ის კი კულისებში ყო და მოძრაობებს იმეორებდა,ნერვიულობა ეტყობოდა.

-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,-ჯასტინთან პეტი მივიდა და მოეხვია-მოუსმინე ფანებს,ისინი შენ გეძახიან

-მართალი ხარ,უნდა გავიდე

-ჯასტინ მზად ხარ?-ჰკითხა პროდიუსერმა

-ჰო-მანაც თავი დაუქნია


-მაშინ ხალხი გიხმობს

ჯასტინი ნელი ნაბიჯებით გაემართა ალაღლებული ადგილისკენ,ზედ შედგა და დაიკუზა

-მოცათ,ჯერ არ ამწიოთ-დაიძახა უცებ-ლილი სად არის?

-აქ ვარ ჯასტინ-კუთხიდან გავედი და მისკენ წავედი

-კარგია,ასე მეგონა რაღაც მავიწყდებოდა-ხელები მოიფშვნიტა

-ნუ ღელავ

-ხომ აქ იქნები?

-აბა სად უნდა წავიდე?

-მართალი ხარ-ხელები სახეზე შემომხვია და მაკოცა-ახლა უკვე მზად ვარ-დამშვიდებულმა გაიღიმა და ანიშნათ რომ აეწიათ

მე მას მოვშორდი და გვერდით გავიწიე,თვალს ვადევნებდი როგორ აგაიმართა ნელ-ნელა ჯასტნი,უცემ ყველაფერი განათდა,პროჟექტორები ჩაირთო,და მისი ხმა გაისმა

-Hey guys, what’s up? This is Justin Bieber ...

 


ესეც ასე,deceiver-ი დასრულდა,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითეულ თქვენგანს ვინც კითხულობდით და ეს მოთხრობა ვისთვისაც რაიმეს წარმოადგენდა.
გული მწყდება მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობ

გაალამაზა:-Marie

 T H E E N D ! 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 932 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-09-20 Spam
momewona magrad yochag biggrin ra dros vwer ukve meorejer waavikitrxe motxroba