მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 11 » DECEIVER
6:48 PM
DECEIVER

მუსიკის მელოდიის მინელებასთან ერთად ჩვენც დავასრულეთ ცეკვა და ერთ ადგილზე გავჩერდით,უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს,ნეტა რას ფიქრობდა?ან რატომ მიღმოდა ასე ანგელოზის სახით?სადაცაა ფეხები მიმტყუნებდა და წავიქცეოდი.

-აღარ დაილაპარაკებ?-ცოტა ხნის შემდეგ დუმილ ისევ მე დავარღვიე

-ჯერ შენი ყურებით ვტკბები-თბილად მითხრა და თვალის მომჭრელად გამიღიმა

სუნთქვა შემეკრა,ღმერთო!ნუთუ ოდესმე თუ მივეჩვეოდი მის ასეთ გამოხედვას?

-იცი,დიდი ხანია მინდოდა დალაპრაკება-მითხრა ჯასტინმა-ოღონდ შესაფერის დროს ვეძებდი

უნდობლად გავხედე

-რატომ მიყურებ ასეთ თვალებით?-დაბნეულმა მკითხა

-როგორ თუ რატომ,სახლში მესტუმრე იმისთვის რომ დამლაპარაკებოდი და სიტყვაც არ დაგიძრავს

-შენ თავქუდ მოგლეჯილი გაიქეცი და რა მეთქვა?-ჩაიცინა-პირის დაღება არ მაცადე,ისე მაინც ვერ მივხვდი რა დაგემართა,რამე არასწორედ გითხარი?

-ვერაფერს ხვდები?

-ვერა-თავი გაიქნია

-კარგი,დაივიწყე,მიდი მითხარი რისი თქმას გინდოდა

-ჰო,მოკლედ არ ვიცი საიდან დაივწყო,არ მეხერხება ასეთი რაღაცეები მაგრამ შევეცდები შნთვის უმტკივნეულოდ გავაკეთო...

-გისმენ-მოუთმენლობისგან შევაწყვეტინე

-პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადო,კარგად ვიცი როგროც ვიქცეოდი,ანასთან არ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ იმ დროს სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობდი,დამიჯერე,თვალებში ვერ გიყურებდი,მეგონა მე დამადანაშაულებდი იმაში რაც მაშინ მოხდა,საშინლად ვიყავი გაცოფებული,შენი დაცვა ვერ მოვახერხე,რამე რომ მომხდარიყო რა მექნა?მეგონა შეგძულდებოდი,სწორედ ამიტომ არ გენახვებოდი,მინდოდა დაგევიწყებინე და ვინმე უფრო შესაფერისი მოგეძებნა,ყოველთვის ვიცოდი რომ არასოდეს ვიქნებოდი იდეალური შეყვარებული შენთვის,ვერ მოგცემდი იმას რაც შენ გჭირდებოდა,გამუდმებით ვიჩხუბებდით,მაგრამ ჩემმა ეგოიზმა მაინც გადასწონა,როცა მითხრეს რომ საშობაო არდადეგების გასატარებლად სიუარდში დაბრუნდი ვერ მოვითმინე და შობის შემდეგ შენთან წამოვედი,თან გზაში რეიჩელს დავურეკე და ვუთხარი რა გაგიხარდებოდა,მან მითხრა რომ ძაღლები გიყვარდა ძალიან და ამიტომაც გიყიდე ის პატარა ლეკვი,როცა შენთან მოვედი რეიჩელმა გამიღო კარი,სახლში რომ ვერ გნახე მითხრა ტყეში იქნება შესული იქ უყვარს სეირნობაო და მეც იქეთკენ გამოვემართე,უნდა გითხრა რომ ადვილად არ მიპოვნიხარ,როცა ჩემზე ზურგ შექცევით დაგინახე ვიფიქრე მივეპარები და ჩავეხუტები-მეთქი მაგრამ თავი შევიკავე ამის გაკეთბისგან,სინამდვილეში შემეშინდა რამე არ ჩაგეტყვა ჩემთვის თავში-გაიღიმა და განაგრძო-დავინახე როგორ გაგიხარდა ჩემი საჩუქარი თუმცა არ მომბალხარ,მერე არ ვიცი რა დამემართა მაგრამ რაღც უაზრობების ბოდიალი დავიწყე,მემგონი ძალიან გაწყენინე და გაიქეცი,არ გამოგეკიდე,ვიფიქრე კარგი იქნებოდა მარტო თუ დარჩებოდი,მერე ვეგასში წასვლა აიტეხეთ,წინააღმდეგობა ვერ გაგიწიე იმ მხრივ რომ შენი შეყვარებული არ ვიყავი თან ვიცოდი რა ჯიუტიც იყავი,პრინციპში ცოტათი მაინც მაწყობდა რომ დამთვრალიყავი თორემ ფხიზელი აქ არ გამომყვებოდი

ოდნავ გაკვირვებულმა შევედე

-მემგონი ვხვდები რა გინდა მკითხო,ჰაშიშიზე ჰო?-მე თავი დავუქნიე-ეგ ისე უბრალოდ,ცხოვრებაში ერთხელ არაუშავს,თან პატარაც აღარ ხარ და მშობლებისგან არ გჭირდება ნებართვის აღება,რომ შევატყვე უკვე ფეხზე ვეღარ იდექი მძღლი დავიქირავე და აეროპორტში წამოვედით,გზაში დაგეძინა,სანამ შენ გეძინა მანამ მე ეს სცენა მოვაწყვე,სხვააშორის არავინ დამხმარებია,მინდოდა რომანტიული გარემო შემექმნა რომ ოდნავ მაინც მოგლბობოდა გული ჩემზე,დანარჩენი შენც იცი

-ახლა სად ვართ?-ვიკითხე,ალბათ ყველაზე უადგილო კითხვა იყო მაგრამ სხვა არაფერი მომაფიქრდა

-ბაჰამიზე-სწრაფად მიპასუხა

-კარგი-ხელები მუხლებზე დავიწყვე-ახლა რა მოხდება?

-ეგ შენი გადასაწყვეტია

-ჩემი?

-ჰო-თავი დამიქნია-მე ყველაფერი გიამბე და შენ გადაწყვიტე დაიჯერებ თუ არა,მემგონი ერთ შანს ყველა იმსახურებს არა?-გამიღიმა

-ჰო,გეთანხმები ყველა იმსახურებს-მეც გავუღიმე

-ესეიგი...

-ესეიგი...

-მაპატიე?-თვალები აუციმციმდა

-ასე გამოდის-გავუღიმე და ხელები მისკენ გავიშვირე

ჯასტინი მოვიდა და მომეხვია,წრეზე დამაფრიალა და ხელში ამიტაცა

-ოღონდ ერთი პირობით-იქვე დავუმატე

-მითხარი

-აღარ გამაგონებ ანას,ქეითს,ჟასმინს,სელენას და ასე შემდეგ

-გპირდები-გადაიხარხარა და მაკოცა

მზის ამოსვლამდე სანაპიროზე ვიყავით,მხოლოდ ჩვენ ორნი

-დანარჩენები სად არიან?-გამახსენდა ბოლოს

-სახლებში,არაფერი უჭირთ

-ჩემზე რა უთხარი?

-მოვიტაცეთქო-გაიცინა-რათმაუნდა იმ პირობით თუ დაგაბრუნდებდი

-მართლა?მე სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ცოტა ხანს

-მეც მაგრამ არ მცალია-მოიწყინა-იმედია არ დაგავიწყდა ვისი შეყვარებული ხარ

-არა რათმაუნდა-თავი გავიქნიე-ჰოდა როდის ვბრუნდებით?

-დღეს,რამდენიმე საათში

-რა გაეწყობა,იმედია კიდევ ჩამოვალთ ამ ლამაზ ადგილზე

-მაგის პირობას მე გაძლებ-მხარზე გადამხვია ხელი და მკერდზე მიმიხუტე-იცი ჯერ სად მივდივართ?

-სად?-ქვევიდან ავხედე

-კანადაში,ჩემებთან,შენი მშობლების იქნებიან იქ

-საიდან?

-ოჯახებმა ხომ უნდა გაიცნონ უკეთ ერთმანეთი?

-უკვე?

-რა გვიშლის ხელს?-ბაბნიკურად გამომხედა

-მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ

-ვიცი,მაგრამ ამ ყველაფერს ოფიციალურ სახეს თუ მივცემთ კარგი იქნება

-რისთვისაა საჭირო?დედაჩემი გიცნობს,მეც ვიცნობ შენებს

-ლილი-მობეზრებულის სახით გამომხედა-ნუ ცდილობ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილო,ნერვებს მიშლი როცა ასე იქცევი

-შენც იცი რომ ეგეთები არ მიყვარს,შენი საკუთრება მგონია თავი

-ჰაჰ,არ ხარ?

-ბიბერ-ხელი ვკარი

-კარგი,კარგი,არ მცემო-ხელები ასწია-კანადაში რამდენიმე დღე დავრჩებით მერე ჩემი ტური იწყება

-ისევ?კი მაგრამ ჯასტინ...

-არ დაიწყო ეხლა ისევ..

-მე ისევ მარტო უნდა დავრჩე,რა უბედურებაა,რამდენიმე თვე ვერ განახავ,კარიგ რა,უსამართლობაა,საერთოდ თავს დავანებებ სწავლას რა..

-გაჩერდი ერთი წუთით,იმის თქმა მინდოდა რომ მინდა შენც წამოხვიდე ჩემს ტურზე და ჩემთან ერთად იყვე,უნივერსიტეტში კი შეგიძლია რამდენიმე თვიანი შესვენება აიღო-გამიღიმა

-რა მაგარია-წამოვიყვირე და ისე მაგრად ჩავეხუტე ორივენი ქვიშაზე წავიქეცით-სულ მინდოდა შენი ავტობუსით მგზავრობა

-ჰოდა ახლა აგიხდება ოცნება-გამიღმა და მზრუნველად გადამიწია შუბლეზე ჩამოყრილი თმები

ნახევარ საათში უკვე აეროპორტისკენ მივდიოდით,ვერ ვიტყვი რომ ერთ სული მქონდა როდის ჩავფრინდებოდი კანადაშ რადგანაც ცოტა არ იყოს მეშინოდა მაგრამ მაინც მიხაროდა ჩემს სახლში დაბრუნება,ჰო,კანადას და საერთოდ ყველა იმ ადგილს სადაც ჯასტინი იყო ჩემს სახლს ვეძახდი,არ შემეძლო გამომეხატა ის სიყვარული რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,ვერ სიყვებით და ვერც საქმით,ნეტა თვითნ თუ ხვდებოდა?მემგონი არა

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1001 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-05-14 Spam
dzaaan magariaa gaagrdzeleeee !!! :*)) ) momtsinsss :))