მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » DECEIVER
12:38 PM
DECEIVER

-გისმენთ-ყურმილ ავიღე

-ლილი-ნაცნობი ხრინწიანი ხმა მომესმა-დიდი ხანი ვფიქრობდი დამერეკა თუ არა

-ტედ?-გაოცებულმა და გახარებულმა ერთდროულად წამოვიყვირე

-ჰო მე ვარ-მომესმა როგორ ჩაიცინა-იცი ლოს-ანჯელესში ვარ

-აქ ხარ?-თვალები გამიფართოვდა

-ჰო,ვორჭოფობდი დამერეკა თუ არა,მეგონა უკვე დამივიწყე და აღარ გინდოდა ჩემთან მეგობრობა

-არა არა,ასე არ არის,უბრალოდ ვფიქრობდი რომ დრო გჭირდებოდა რაღაცეების გასანაალიზებლად,მინდოდა კარგად დაფიქრებულიყავი,გამიგე ტედ,ჩვენ ისევ ისე ვეღარ ვიქნებით...

-ვიცი,ვიცი-შემაწყვეტინა-შენ შეყვარებული გყავს,არც მე არ ვითხოვ მეტს,მხოლოდ შეხვედრა მინდა,მეგობრები ხომ ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე?

-ჰო,რა თქმა უნდა,ჩვენ ისევ მეგობრები ვართ,ოჰ,ტედ,არც კი იცი როგორ მომენატრე,ლონდონში უკვე დაიწყო საშობაო არდადეგები?

-ჯერ არა,რამდენიმე დღეში დაიწყება,მე ვითხოვე განთავისუფლება დროზე ადრე,შენთან ჩამოსვლაც მინდოდა რადგანაც მერე ვეღარ მოვახრხებ,ალასკაზე მივდივარ ჩემებთან შობის გასატარებლად.

-კარგი,მითხარი სად შევხვდეთ

-ნახევარ საათში გამოგივლი და სადმე წავიდეთ

-კარგი,შეხვედრამდე-გამოვემშვიდობე და ყურმილი გავთიშე,აუზიდან ამოვედი და პირსახოცი ავიღე

მე ხმას არ ვიღებდი მაგრამ ვატყობდი ერთი სული ჰქონდათ ჯენის და დრეიკს როდის დამკითხავდნენ

-მიდით ამოღერღეთ რაც გინდათ-შევუბღვირე ბოლოს

-ტედი აქ არის?კიდევ უყვარხარ?შენ რატომ დათანხმდი შევედრაზე?ჯასტინი გაბრაზდება-დაიწყო ჯენიმ

-ჩვენ მეგობრები ვართ და ჯასტინის აზრი ნაკლებად მაინტერესებს-მშვიდად ვუპასუზე და ჩემს ოთახში ავედი გამოსაცვლელად.

გრძელი თეთრი ერთიანი კაბა ჩავიცვი,სანდლები და შავი ფერის მოსაცმელი ხელში დავიკავე,ტედის ზარზე გარეთ გავედი და მის მანქანასთან მივედი.

მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მომეხვია,ისევ ისეთი მომხიბვლელი იყო,თაფლისფერი თმებით,ლამაზი ღიმილით და გულწრფელი თვალებით.

-ძალიან მომენატრე-ჩახუტებულმა ვუთხარი

-მეც სულელო-თმები ამიჩეჩა და მანქანაში ჩავსხედით.

ტედმა ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო რესტორანში წამიყვანა,შენობაში შევედით და ერთ ერთ მაგიდას მივუჯექით,ოფიციანტმა მენიუ მოგვიტანა,მე ვახშამი შევუკვეთე ტედმა ჯერ არაფერი აიღო,მემოგნი ცოტას ნერვიულობდა.

-აბა,მომიყევი შენი ამბები-რამდენიმე წუთანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა

-ჩემი?მე ისევ ძველებურად ვარ...-ვიცრუე და შემტყო კიდეც

-ჰაჰ,კი როგორ არა,რაღაცას მიმალავ

-არა არაფერს-უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია

-ლილი,ხომ იცი,შეგიძლია ყვეალფერი მითხრა,მე ყოველთვის მოგისმენ

-კარგი,გეტყვი,მშვენივრად ვარ,არაფერი მიჭირს უბრალოდ ჯასტინი ურევს რაღაცეებს,ალბათ გეცოდინება ახალ კლიპს რომ იღებს,ჰოდა ერთ ერთ გოგოს ძალიან დაუახლოვდა,თან უცხო არ არის,უკვე მესამე კლიპში იღებს

-და შენ რათქმაუნად ეჭვიანობ-შენიშნა ტედმა

-აბა არ ვიეჭვიანებ?საშინლად მეშლება ნერვები,მე ვსწავლობ და გადასაღებ მოედანზე მისვა არ შემიძლია,ისინი კი მთელ დღეებს ერთად ატარებენ-უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე

-იმედია მალე დაშორდებით-ჩაიფხუკუნმა ტედ

-რეებს ლაპარაკობ

-იმას რასაც ვფიქრობ-ტედი ჩემკენ წამოიწია და მაკოცა

-გაჩერდი-მოვიცილე და ირგვლივ მიმოვიხედე,არავინ იყო,ჩვენ ცალკე კუპეში ვიმყოფებოდით

-მიყვარხარ-მითხრა და ისევ მაკოცა,ხელის კვრა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა,ხელები მკლავებზე მომიჭირა და მოსაცმლის გახდა დამიწყო

-ტედ,რას აკეთებ,შემეშვი-დავიყვირე,მან თმებში მომიჭირა ხელი და გამაკავა.

-გამიშვი-დავიყვირე და ფეხი ვკარი,ის მეორე მხარეს გადავარდა და დაეცა.ამით დრო ვიხელთე და იქედან შურდულივით გამოვარდი,მთელი სისწრაფით გავიქეცი და ქუჩაში გავვარდი,ცრემლები მთელს სახეს მისველებდა,უკან-უკან ვიხედებოდი მეშინოდა არ წამომწეოდა,ვერ ვიაზრებდი ეს როგორ მოხდა,რა დაემართა ტედს?ნაძირალა,როგორ გაბედა,ნუთუ საერთოდ არ მცემდა პატივს?ცრემლები შევიმშრალე და ისევ გავიქეცი.კიდევ კარი გვიანი ღამე იყო თორემ სადმე რომელიმე პაპრაცი გამიმიჭერდა,ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე

-yeah lily-ალფრედომ მიპასუხა

-სა..სად ხ..ხარ?-ძლივს ამოვისლუკუნე

-თქვენთან მოვდივარ,შენ რა დაგემართა?

-მე..მე არ..არაფერ..რი,გთხოვ ჯი-პი -ეს-ით მომძებნე და მომაკითხე რა,არ ვიცი სად ვარ,დროზე წამიყვანე აქედან

-რა მოხდა ლილი ნუ მაშინებ

-დროზე მიპოვე,მერე აგიხსნი

-კარგი-ცოტა ხანი გაჩუმდა ეტყობა მეძებდა-გიპოვე,მანდ დარჩი,სამხრეთ ლოს-ანჯელესში ხარ,მალე მოვალ

-დროზე-ვთხოვე და ყურმილი გავუთიშე

ისევ უკან გავიხედე,არავინ ჩანდა,ქუჩა სრულიად ცარიელი იყო,სად წამომიყვანა ასეთ ადგილას...

რამდენიმე მეტრში პატარა ჯიხური იყო და იქ შევედი,გამყიდველი ადგილე არ იმყოფებოდა.იქაურობა მვათვალიერე,პატარა დახლებზე აქა-იქ შემოეწყოთ პროდუქტები,ყვითელი კედლები ავადმყოფურად ჩანდა სინათლეზე,უცებ მძიმე ბრახუნის ხმა გავიგე,მოულოდნელობისგან  შევხტი და შემოვტრიალდი,ალფრედო იყო.

შვებით ამოვისუნთქე და გარეთ გავვარდი,მაშინვე ჩავეხუტე

-ჰეი,რა დაგემართა,გადარეულს გავხარ-ფრთხილად მომიცილა და ამათვალიერა,უცებ ჩემი გახეული მოსაცმელი შეამჩნია და შეცბა.

მანქანიდან კიდევ ვიღაც გადმოვიდა,იქითკენ გავიხედე,ჯასტინი იყო,უცნაურად მიყურებდა

-ესღა მაკლდა-ალფრედოს დავუბრიალე თვალები

ჯასტინი ჩვენთან მოვიდა და გვერდით ამომიდგა

-რა დაგემართა?-მშვიდად მკითხა და სახეზე ხელი მომისვა

არაფერი ვუპასუხე,მანქანისკენ გავაბოტე და უკანა სავარჯელში ჩვაჯექი.ისინიც უკან გამომყვნენ.

-რა მოხდა?-გამიმეორა კითხვა ჯასტინმა

-ტედს შევხვდი-დარცხვენილმა მივუგე

-ვის?-გაოცებულმა წამოიძახა

-ჰო,ქალაქში ჩამოვიდა და შეხვედრა მთხოვა,მეც დავთანხმდი და აქ წამოვედით,ერთ რესტორანში შევედით...-სიტყვა გამიწყდა და ხმა გამებზარა

-გააგრძელე-აღშფოთდა ჯასტინი და ხელი მხარზე გადამხვია

-ვსაუბრობდით რომ უცებ მაკოცა,ხელი ვკარი მაგრამ ვერ მოვიშორე,ესეც-მოსაცმელზე მივუთითე-გაიხა,არ ვიცი რა დაემართა,ვეღარ ვაჩერებდი,ფეხი ვკარი და გამოვიქეცი,სანამ აქამდე არ მოვედი მანამ მოვრბოდი მერე ალფრედოს დავურეკე და დანარჩენი თქვენც იცით-დავასრულე მოყოლა

შეძრწუნებული ალფრედო ხმას ვერ იღებდა,ჯასტინი ერთანად გაცეცხლებული და გაოგნებული თავზე მეფერებოდა,გულში ჩამიკრა და რაღაცეებს ბურტყუნებდა,მემგონი პატარის და მოვკლავს მსგავს რაღაცეებს,არ ვიცოდი რა სჭირდა მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ ცდილობდა დამშვიდებულიყო და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოჰქონდა

-კიდევ,რამე ხომ არ დაგიშავა?-მკითხა როცა ქალაქში შევედით

-არა,ვერ მოასწრო-თავი გავიქნიე

-მაპატიე,სახლში რომ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა-ჩემი სახე ხელებში მოიქცია,შემაძრწუნებელი სახე ჰქონდა,ისეთი რომელსაც ვერ აღწერ

-დამშვიდდი-ლოყაზე მივეფერე და თავი მკერდზე მივადე,ჯასტინმა თავისი ქურთუკი გაიხადა და მე მომახურა

მანქანა გარაჟში უხმოდ შეაყენა ალფრედომ,ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ გაფითრებული მიყურებდა.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 783 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2012-04-27 Spam
dzaan dzaan magariaa male gaagrdzelee