მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » DECEIVER
12:20 PM
DECEIVER

არ შევმცდარვარ,არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა,ჯასტინის დანახვას ბრაუნში არავინ ელოდა და ყველანი გაოცებულები დარჩნენ,თან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ იქ ამდენი მისი ფანი დამხვდებოდა,ალბათ გაგიმართლა მე რომ ვე მიცნეს,თორემ იცის გავიგონე კონცერტის მერე დიდი დარბაზში რამდენიმე გოგო რომ ლაპარაკობდა ბიბერის შეყვარებული მომცა,სულ ფეხით გავთელავდიო,ამ დროს ჩემთან ჯენიფერიც იყო,ძლივს შევაკავე იმ გოგოებს რომ არ სცემოდა,ცოტა სასაცილო  სიტუაცია კი შეიქმნა და ვარჩიე სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას,ხომ იცით ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო,ჰოდა მეც ვარჩიე მოგვიანებით დამსხმოდნენ თავს(ჰაჰაჰა).

სკოლის ტერიტორიაზე პაპარაცები არ შემოუშვეს მაგრამ გარეთ მაინც იცდიდნენ,ავტოგრაფების დარიგების შემდეგ გადავწყვიტეთ რომ სახლში წამოვსულიყავით,უკვე კარგად ბნელოდა.

მანქანაშ მუსიკები ჩავრთეთ და ჯენი და ჯასტინი აცეკვდნენ,მე კი ისეთი მისავათებული ვიყავი სიამოვნებით დავიძინებდი.

ჯასტინმა თავისი ჯიპი ავტოფარეხში შეაყენა და სახლში ავედით.

შუქები ჩამქვრალი იყო,ალბათ პეტიმ უკვე დაიძინა,მისაღებში ავანთე მხოლოდ შუქი,ჯენი მაშნვე დასაწოლად წავიდა მე კიდევ ცოტახანს დავრჩი,სამზარეულოში გავედი,ჯასტინი მაცივრის დასარბევად ემზადებოდა,

-არ გშია-გამოტენილი პირით ძლივს ამოილუღლუღა

-არა-თავი ავიქნიე 

-სულ ერთი ნაჭერი-პიზა გამომიწოდა-ნახე როგორ დასუსტდი

-მემგონი მოვიმატე-ჩემი თავი შევათვალიერე-არ მინდა,არა

-კარგი-ჯასტინმა მხრები აიჩეჩა და ჭამა გააგრძელა.

-მე წავედი,მეძინება-დავამთქნარე და მასთან მივედი რომ მეკოცნა

-ხომ შეიძლება რომ მოგვიანებით შენთან შემოვიდე?

-კი,მაგრამ მეეჭვება ფხიზელი დაგხვდე-უკვე კიბეებიდან მივაძახე

ჩემს ოთახში შევაბიჯე,ისეთი სიმყუდროვე იყო,საოცრად მესიამოვნა,ფანჯრებში საერთოდ არ აღწევდა მანქანების ხმები,პიჟამოები გადავიცვი და საწოლში შევკოტრიალდი.

ბალიშზე უნდა დამედო თავი რომ უეცრად რაღაც მაგარ საგანზე მომიხვდა ხელი,მაშნვე ხელში ავიღე,ჩემი დღური იყო,უფრო სწორედ პატარა რვეული რომელშიც ჩანაწერებს ვინახავდი,ხანდახან რაღცეებს ვინიშნავდი და თუ კარგ ხასიათზე ვიქნებოდი ჩანახატებსაც ცაკეთბდი.

საწოლის კუთხეში პატარა ნათურა ავანთე და ფურცლები გადავშალე,ნელ-ნელა ვკიხულობდი წლების წინანდელ ამბებს და შიგადაშიგ ღიმილი გადამირბენდა ხოლმე სახეზე,ისეთ სისულელეები მქონდა ჩანიშნული...

მემგონი ასე კითხვაში ჩამეძინა კიდევაც.

დილით უთენია გამეღვიძა,მზე არც კი იყო ამოსული,ფანჯრებიდან სიბნელე გამოსჭვიოდა.

თავი წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე,ჩემი მზერა ერთმა მიიპყრო.

პუფზე ჯასტინი იჯდა და რაღაცას კითხულობდა.

-რას აკეთებ?-ნამძინარევი ხმით ვკითხე.

-შენს ჩანაწერებს ვკითხულობ-ვითმც არაფერიო ისე მითხრა

-ჰაა?რაა??=მაშნვე თავში დამარტყა და წამის უსწრაფესად ჯასტინთან გავჩნდი და ჩემი დღიური ხელიდან გამოვგლიჯე.

-ეე,რას აკეთებ?-შეწუხებული სახით მკითხა

-ნუ კითხულობ-შევუბღვირე

-რა აზრი აქვს-მხრები ავიჩეჩე-მთელი რვეული ჩავიკითხე უკვე

-კარგი რა-გავუბრაზდი-ვინ მოგცა მაგის უფლება?

-არ მეგონა საიდუმლო თუ იყო-სიცილი აუვარდა

მე კი შემრცხვა,რას იფიქრებდა ჩემზე,ალბათ ერთი დებილი და ბავშვურად მოაზროვნე გოგო ვეგონებოდი.

დაბღვერილი გავემართე ჩემი საწოლისკენ მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა

-იცი ყველაზე მეტად რომელი მომეწონა?

-არაფერი მოსაწონი შიგ არ წერია და საერთოდ ნუ იტყუები

-არა მართლა-სრული სერიოზულობით მითხრა-აი გულის ჯიბეში მიდევს,იმედია არ გამიბრაზდები რომ ამოვხიე

-ჯასტინ-თვალები გაშმაგებისგან ამიელვარდა-ამოხიე?ფურცელი ამოხიე?ოოხ,დაგახრჩობ

-ბოდიში-გამიღმა და თავისი ჟაკიტის ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო

-მიბრუნებ?-ხელი გავუწოდე

-არა მინდა წაგიკითხო

-ძილი მაცადე-დავიწუწუნე და ჩემს საწოლში გავეხვიე

ის კი არ მისმენდა და მაინც დაიწყო კითხვა

„სიყვარული,ნეტა ვინ იცის რა არის ის?თქვენ გსმენიათ მასზე?გიგრძვნიათ?მემგონი არა.

ბევრი ამბობს რომ განუცდია,ბევრი იბრალებს რომ ყვარებია.

თუმცა არამგონია რომელიმე მათგანი იყოს სწორი,მე ხომ ვიცი არა?ზუსტად,ვერავინ შემეწინააღმდეგება რომ ჩემზე მეტად ვინმე ყვარებია.

ვიცი,ვიცი რომ ეგოისტი ვარ,ისიც ვიცი რომ არ გჯერათ,მაგრამ მე მართლა მიგრძვნია,შემხებია კიდეც,ხომ ამბობენ რომ სიყვარული უხილავიაო,მაგრამ მე დამინახია,არა მართლა დამინახია.

არ გჯერათ ხომ?აბა ის რა არის,ყოველ დილით ჩემი საწოლის სასთუმალთან რომ მხვდება და ანგელოზივით მიღიმის?რა ის არ არის სიყვარული?ნამდვილად ის არის,უბრალოდ თქვენ ვერ ხვდებთ,იმიტომ რომ ბრმები ხართ,ან მე ვარ ოდნავ შერყეული,არა მემეგონი ჯობია მაინც თქვენ იყოთ,რადგანაც თუ ვიფიქრებ რომ ნორმალური ვარ მაშინ ეს ყველაფერი უფრო რეალურად მომეჩვენება."

კითხვა დაამთავრა და მე გამომხედა

-მივხვდი რომ ჩემზეა-გამიღიმა და თავთან ახლოს ჩამომიჯდა

-მრცხვენია,არ უნდა გენახა-ჩავიბუტბუტე

-გრცხვენია?-გადაიხარხარა-ღმერთ ჩემო!იმის გრცხვენია რომ გიყვარვარ?კარგი რა ლილი,ჩემს თვალწინ გაშიშვლების არ გრცხვენია და როცა მე შენს ჩანაწერებს ვკითხულობ წითლდები-ლოყაზე ხელი მომადო,ახურებული მქონდა.

-ოოჰ-გავიბუსხე და საბანი თავზე წავიფარე

-გადაიძვრე-სიცილით მითხრა

-არა-საბნის ქვეშიდან ამოვძახე

-მაშინ მე გადაგაძრობ-ხელით ჩამოქაჩა და უმალვე გადამაძრო

-გადი ბიბერ

-არა-თავი დაიქნია და ზევიდან გადამაწვა

-რას აკეთებ?-დაეჭვებით ვკითხე

არაფერი მიპასუხა,ჯერ თვალის ქუთუთოები დამიკოცნა,მერე ლოყები,მთელი სახე და სულ ბოლოს ჩემს ტუცებს დაეწაფა.

თითქოს ერთ მთლიანობად ვიქეცით,მე მისი ვიყავი ის კი ჩემი,მისი ალერსი თავბრუს მახვევდა და სადღაც სხვა სამყაროში გადავყავდი...

მემგონი ბრაუნში მაგვიანდებოდა,სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან და საბან შემოხვეულმა დავიწყე აქეთ იქით ბოდიალი.

-რას ეძებ?-მკითხა ჯასტინმა,ის ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა

-ტანსაცმელს,ხომ უნდა ჩავიცვა რამე

-მე აგირჩევ რა-წამოდგა ჯასტინი,ტრუსების ამარა იყო.

-კარგი მიდი-გავიღიმე-მანამდე მე სააბაზონიში შევალ.

ჯერ შხაპი მივიღე და მერე კბილები გამოვიხეხე.უკვე სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი.

ისევ ოთახში გავედი,საწოლზე ტანსაცმელი იდო,შრვალი და ვარდისფერი  ზედა,ხედ იცით რა ეწერა?"I am bieber’s girlfriend”

-ეს რა არის?-ვკითხე ჯასტინს-გინდა რომ ჩამქოლონ?

-არაფერს არ გიზავენ,ეგეთები უამრავ გოგოს აცვია და თან პლუს ამას შენ ხომ არ იფიქრე რომ დაცვის გარეშე გაგიშვებდი?

-დაცვა?-შეწუხებულმა წამოვიყვირე

-ჰო,რატმ გიკვირს?

-მე დაცვა რაში მჭირდება?

-უკვე პაპარაცები შენზეც ნადირობენ მშვენიერო,თან ხომ იცი ზოგს დიდად არ ეხატები გულზე-გვერდულად გამიღიმა,მაგრამ მაინც შევატყვე რომ დადარდიანდა

-კარგი,კარგი,თანხმა ვარ,მაგრამ იცოდე მე კენი მინდა

-კენი?აუ,კარგი რა ლილი-დაიმანჭა

-ან კენი და ან არავინ,აირჩიე

-კარგი,ჰო-დამთანხმდა ბოლოს,მე კი მისი არჩეული ზედა ჩავიცვი.

ქვევით ჩავედით,მთავარი ხმები სამზარეულოდან გამოგიოდა,პეტი და ჯენი საუზმობდნენ

-დილა მშვიდობისა-სამზარეულოში შევედი და ორივე მივესალმე

-ეს რა გაცვია?-მკითხა ჯენიმ

-არ მოგწონს?-ზედას დავხედე

-ჯასტინის არჩეული იქნება-მიხვდა პეტი

-ჰო,ჩემი თავიდან მოშორება უნდა-განზრახ ხმამაღლა დავიძახე რომ გაეგო

მაშნვე სამზარეულოში შემოყო თავი

-მშია-დედამისთან მივიდა და მხრებზე მოეხვია

პეტი აპირებდა წამოდგომას მაგრამ მე დავასწარა

-ბარემ ჩემთვისაც ვიკეთებ ჩაის და მაგასაც მოვუმზადებ

ჯასტინი ჩემთან მოვიდა და წელზე ხელები შემომხვია

-დეიასახლისობა გიხდება-ყურში ჩამოჩურჩულა

-ეგ კომპლიმენტათ მივიღო?-ჩაი ჩამოვასხი და ერთი ჭიქა მას გავუწოდე

-რაც მართალია იმას გეუბნები-გამიღიმა და ჯენიფერს მიუჯდა გვერდით.

კენი სიამოვნებით დათანხმდა რომ ჩემი დაცვა ყოფილიყო,ასე რომ ახლა თვითონ მივყავდით ბრაუნში.

****

უკვე მზე ჩადიოდა,არემარეს ბინდი ეპარებოდა,ყველანი სანაპიროზე იყვნენ გასულები,მე და ჯენიფერი კი სახლში ვიჯექით და დიდ კონსპექტებს ვიზუთხავდით,არ მესმოდა როგორ უნდ შემეშვა ესეთი რაღაცეები ტვინში.

პირველი დღე ბრაუნში არაჩვეულბრივი გმაოდგა თუ არ ჩავთვლით იმას რომ სამი პაპარაცი შენობის გარეთ იდგა და ჩემს ზედას გაცხარებით უღებდნენ სურათებს,დღის ბოლოს კი ყველა სოციალურ ქსელში იდო ჩემი კოლეჯის სურათები.

ყველამ გაიგო რომ ბიბერის შეყვარებული ვარ და ახლა ნახევარი კოლეჯი ჩემს სიარულს და ქცევის მანერებს აკვირდებოდა,თუმცა რამდენიმე დღეში მეც ნორმალურ ადამიანად მიმიღებდნენ და ყველაფერი ჩაწყნარდებოდა.

-ესევ ასე-საწერ კალამი იატაკზე მოისროლა ჯენიფერმა-დავამთვრე

-გადამაწერინე რა?-ვთხოვე-მე ჯერ კიდევ დამრჩა

-არა-თავი გაიქნია-შენით გამოიყვანე

-აუ,ჩვენს ძველ მათემატიკის მასწავლებელს გავხარ რა-სახე დავმანჭე.

ჯენიმ ყურიც არ მათხოვა ის შეინახა თავისი კონსპექტები და სანაპიროზე დანარენებს შეუერთდა,

რაკი სახლი პლიაჟთან ძალიან ახლოს იდგა გარკვევით ვხედავდი ყველას,ჯასტინი ზღვაში იყო შესული,დრეიკმა ჯენი დაიჭირა და მის ჩაყურყუმალებას ცდილობდა,პეტი ცხელ ქვიშაზე წამოწოლილიყო და მზის უკანასკნელ სხივებს ეფიცხებოდა,კენი და სკუტერი კი ვიღაც უცხო ბიჭებთან ერთად პლიაჟის ფრემბურთს თამაშობდნენ.

„ეჰ"-დანანებით ამოვიოხრე და ცხვირი ისევ ჩემს კონსპექტებში ჩავრგე.

საბედნიეროდ დაღამებამდე მეც მოვახერხე სანაპიროზე გასვლა,მზე ჯერ კიდევ არ იყო ჩასული,ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ხალხი ირეოდა ბულვარში,ასეც იყო,ამ შესანიშნაცი სცენის ყურება ყველას უნდოდა.

შორტებით ვიყავი და ცურვას არ ვაპირებდი მაგრამ არ დამაცადეს,კენიმ ხელში ისე სწრაფად ამიტაცა რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე ჩამაგდო ზღვაში,მას დანარჩენებმაც მიჰბაძეს და შემოგვიერთდნენ.

-დავიღალე-ძლივს ამოვიხავლე,მომჩვარული დავეცი ქვიშაზე,იმდენი წყალი მაყლაპეს სულ გავიჭყიპე.

-გინდა კიდევ ვიცურაოთ-ჯასტინიც გვერდით მომიწვა და ხელი გადამხვია

-არა მადლობა-თვი გავიქნიე და წამოვდექი.

სახლში გავბრუნდი,წყალი გადავივლე და მაშინვე საწოლში შევწექი ისე რომ არც კი გამხსენებია ხვალ თუ ჯასტინის ტური იქყებოდა....

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 767 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-02-12 Spam
dzaan magariaaa!!