მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » DECEIVER
11:32 AM
DECEIVER

ჯასტინმა კარგა ხანი მიყურა,აშლილი,დანბეული,შეძრწუნებული სახით ბოლოს კი...

-შენ ხომ არ გაგიჟდი?როგორ იფირე რომ ხელს დაგაკარებდი,საერთოდ საიდან მოგივიდა აზრად?ნუთუ ასეთი გგონივარ?იფიქრე რომ იმაზე გაგიბრაზდებოდი ტედს რომ ელაპარაკე?იმაზე გისაყვედურებდი რომ გიყვარვარ და მაბედნიერებ?ყოველდღე შენზე ფიქრით ვიღვიძებ,ჩემი ცხოვრების მიზანი ხარ,იფიქრე რომ ეს მეწყინებოდა?შენ რა გგონია მე უფლება მაქვს აგიკრძალო ვინმესთან ურთიერთბა?მშვენივრად ვიცი რომ ტედიც გიყვარს,არ ამბობ მაგრამ მე ვხვდები,ძალიან კარგად ვიცი როგორ იტანჯები,და შენ საერთოდ...ოჰ,დიდი სიამოვნებით დაგახრჩბდი,იმის გარანტიით რომ ჭკუას ისწავლიდი და ყველაფერში შენს თავს არ დაადანადაუშალებდი...

ცოტა ხანი გაჩერდა მე მომაჩერდა,ხმა ვერ ამოვიღე,ისევ ავქვითნდი,ახლა უარეს დამნაშავედ ვიგრძენი თავი,ნეტავ საერთოდ არაფერი მეთქვა,ახლა ჯასტინს ვატკინე გული,მაინც ჩემი ბრალი იყო ყველაფერი..

-მაპატიე რა გთხოვ-ძლივ ამოვისლუკნე-დებილი ვარ,ნამდვილი გამოჩერჩეტებული,ვიცი რომ გული გატკინე,ჩემი ბრალია,გთხოვ მაპატიე-სახეზე ჩამოცვენილი ცრემლით დანამული თმები გადავიწიე და ჯასტინისკენ წავიწიე,მისი ჩახუტება ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,ჰაერივით,მხარზე თავი დავადე.

ის ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა                                            

-არ უნდა შეწყვიტო ყველაფრის შენს თავზე გადაბრალება?-ბოლოს ამოღერღა და თვითნაც მომეხვია,ძალიან თბილად და ნაზად,გულში ჩამოკრა,ისეთი ტკბილი იყო,მე კი რას ვშვებოდი?ჩემი სისულელით მას ვანადგურებდი.

არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე,უბრალოდ ვიცი რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

-ხვალ სწავლა გეწყება ლილი-შემახსენა ჯასტინმა

-ჰო მართალი ხარ-ჟაკეტის სახელოთი ცრემლები მოვიწმინდე და გავსწორდი

-მე წაგიყვან-მითხრა ჯასტინმა და უეცრად ხელში ამიყვანა,მე მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე

-ჩემითაც შემიძლია სიარული-დავიწუწუნე

-ვიცი,უბრალოდ ძალიან დაღლილი ხარ-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა

არა ეს მართალი იყო,მე მართლაც დავიღალე,ძალიან მოვითენთე,ჯასტინს მხარზე მივადე თავი და მოვდუნდი..

ამასობაში ჩვენ კიბეებს ავუყევით და სახლშ შევედით.

თვალები დახუჭლი მქონდა და ვერ ვხედავდი ვინეები იყვნენ მაგრამ უამრავი თვალის დაჟნებულ მზერას ვგრძნობდი,ეტყობა ვიღაც სალაპარაკოდ წამოდგა ჯასტინმა რომ შეაწყვეტინა

-ხვალ ვილაპარაკოთ,დღეს ძალიან გადაღლილია-უთხრა და მეორე სართულის კიბეებისკენ წავიდა.

ნეტა ვის უნდოდა ჩემთან ლაპარაკი?იქნებ ჯობდა თვალები გამეხილა და აქვე გამერკვია რა ხდებოდა?მაგამ არა,არამგონია გამეძლო.ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა და კიდევ ჩემი თბილი საწოლი.

ჯასტინმა ჩემს ოთახში შემიყვანა დამაწვინა.

საბანში თვითონ შევწექი,მაგრამ მივხვდი რომ თვითნ წასვლას აპირებდა.

-დარჩი,გთხოვ

-გამოძნება გჭირდება,ხვალ ადრიანად უნდა ადგე ლილი-სახეზე მიმეფერა

-მაგრამ მე შენს გვერდით უფრო კარგად დავიძინებ-ბავშვურად გავუღიმე

-ოჰ,კარგი- ამოიოხრა და გვერდით მომიწვა.

არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს,თავი მის მკერდზე მედო,მის გულის ცემას ვუსმენდი რომელიც თითქოს რითმულად იმეორებდა

მე..შენ ..მიყავრხარ    მე.. შენ..მიყვარხარ...

-მეც მიყვარხარ-ხმადაბლა დავიჩურჩულე და კისერზე ვაკოცე

-რამე მითხარი?-ეტყობა ჯასტინმა მაინც გაიგო რაღაც

-მეც მიყვარხართქო-ღიმილით გავუმეორე

-მანამდე ვინმემ გითხრა?-თავი წამოწია,მასაც ეღიმებოდა

-როგორ არა,შენმა გულმა-თავი დავუქნიე

-მიხარია ჩემი სეულის ენაც რომ შეისწავლე,ახლა რომ დავმნჯდე არ შემეშინდება,შენ ხომ ყოველთვის გაიგებ რომ მიყვარხარ

-მე ეს ყოველთვის ვიცოდი-მივეხუტე და თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო რაც ავტოფარეხში მოხდა და საერთოდ,ტედზეც ძალიან ვწუხდი...

ჯასტინს არაფერი უთქვამს,ალაბათ იფიქრა დაეძინაო და საბანი წამომახურა მხრებზე,მეც გავიტრუნე,არ მინდოდა ეს იდიალური სიჩუმე დამერღვია.

ხვალ სწავლა იწყებოდა,არადა საერთოდ არც მახსოვდა,დღევანდელის მერე ეგ საერთოდ გადამავიწყდა.და ახლა არც მაგაზე ფიქრის თავი მქონდა,თან  ფეხებიც დამიმძიმდა და მივხვდი რომ მალე სიზმრებს მივეცემოდი.

ასეც მოხდა,ძალიან ტკბილად მეძნა,ვიცოდი რომ ჩემი მცველი მუდამ აქ იყო და ჩემს სიზმრებს არავის დააფრთხობინებდა,მაგრამ...

-ჩქარა,ადექი,ლილი,მიდი რა გაიღვიძე-მთელი ძალით მჯანჯღარებდა ჯენიფერი

-აცადე ძილი-უთხრა ჯასტინმა

-ნახე რომელი საათა,დაგვაგვიანდება-აღშფოთდა ჯენი

-ჰო,მაგრამ,ნახე ანგელოზს გავს-ჯასტინი სახეზე მიმეფერა,მესიამოვნა და გავიღიმე

-ლილი-ისევ შემანჯღრია ჯენიმ

-მაცადე ვდგები,ვდგები-უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე-რა წესია რა,ადამიანს ძილს არ აცდიან

პირველ რიგში გარეთ დავიხედე,მზიანი დღე იდგა,უკვე ცხელოდა გარეთ.ესეიგი ძალიან თხლად ჩავიცვამდი

-რა მაგარია,ბრაუნი-ჩემთვის კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და საააბაზანოში შევედი.

ჯერ წყალი გამოვივლე,მერე კბილები გამოვიხეხე და პირსახოც შემოხვეული გარეთ გამოვედი.

ჩემი სველი ფეხის ნაკვალევი იატაკზე ემჩნეოდა.

ოთახში მხოლოდ ჯასტინი დამხვდა

-ის გადარეული სად არის?-ვკითხა

-გავიდა,ასე მითხრა მეც მოსამზადებრლი ვარო-გამიღმა ჯასტინმა და გამომხედა,ფეხიდან თავის თხემამდე ამათვალიერა და მერე წამოდგა.

-იცი რა?ამ პირსახოცის გარეშე გაცილებით უფრო ლამაზი იქნებოდი-წელზე ხელი შემომხვია

-მართლა?რავიცი,მე ასეც მომწონს-მხრები ავიჩეჩე,თან სიცილს ძლივს ვიკავებდი

-არ შეგიძლია თამაშში ერთხელ მაინც ამყვე?-ჩაიბუზღუნა

-თამაშში?-გადავიკისკისე-თორემ ეხლა,ეს პირსახოცი რომ მომეძრო წინააღმდეგი იქნებოდა

-არა მე კი უკვე გითხარი რომ მაგის გარეშე უფრო მომწონხარ მაგრამ რაკი გეჩქარება საღამომდე ამენაირად მოვითმენ

-jork-გავუღიმე და ვაკოცე.

-კიდევ მაკოცე-მისკენ მიმწია,მე თავი უკან გადავწიე

-არა-თავი გავიქნიე,სველი თმებიდან წვეთები ჩამოცვივდა

-შენ რომ მოგინდება მერე მე არ გაკოცებ-გამაფრთხილა

-კარგი როგორც გინდა-გავუღიმე და მისი მარწუხებიდან თავი გავინთავისუფლე.

სანამ მე ვიცმევდი ჯასტინი საწოლზე იყო წამოკოტრიალებული და თავის iphone-ზე თამაშობდა.

საოცარია მაგრამ მისი არ მრცხვენოდა,საერთოდ არ განვიცდიდი დისკომფორტს,დარწმუნებული ვარ ჩემი ჩაცმის პერიოდში კი არ მაშობდა მე მიყრებდა.მაგრამ არ შევიმჩნიე.უბრალოდ გულში მეცინებოდა.

ამინდთან შესაფერისათ ძალიან მსუბუქათ ჩავიცვი,თხელი ნაჭრის ჟოლოსფერი შორტები და გრილი,შოტებში ცათანიებული,ამოჩაჩული მწვანე ყვავილებიანი,სახელოებ აკეცილი ზედა.

როგორც ვიცი პირველ დღეს ბრაუნში არანაირი ლექციები არ იმართებოდა,სასწავლებლის ადმინისტაცია დიდ წვულებას აწყობდა და ამით მძიმე სემესტრიდან განტვირთვას აკეთებდა.

ჯასტინმა მითხრა რომ მთები გამეშალა,მართალია მეზარებოდა ამ სიცხეში ასე სიარული მაგრამ დავუჯერე.

-იცი ლილი ძალიან თეთრი ხარ-მითხრა ცოტა ხნის შემდეგ

-არ მოგწონს?

-როგრო არა,შენ ძალიან გიხდება-გამიღიმა და სწრაფად მაკოცა.

ქვევით ჩავედით,ჯენი უკვე მისაღებში დამხვდა,საუზმე პეტის გაემზადებინა და სასადილო ოთახში შეკრებილივნენ.

ჩვენც იქეთ წავედით,ახლაღა გამახსენდა ჯასტინის ნათქვამი „ძალიან დაღლილია ხვალ დავილაპარაკოთო"

მაგრამ არავის არაფერი არ უთქვამს,ისე იქცეოდნენ თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

ჩვენ საუზმე სწრაფად დავამთავრეთ და წასასვლელად მოვემზადეთ,დრეიკმა მაგრად ჩამიკრა გულში და კარგი გართობა მისურვა,პეტიმ დედობრივი მზრუნველობით დამარიგა ჭკუა,მას არც ჯერემი ჩამორჩა,სკუტერმა შემიბღვირა მაგრამ მერე გადამეხვია(ჰაჰა)კენიმ ხელში ამიტაცა და დამაფრიალა თან დააყოლა"ბევრი არ დალიოო"რატომღაც ჯასტინი არ ჩანდა,მისაღებშ რომ ჩავედით მაშინ ჩამოვიდა კიბეებიდან.

ტანსაცმელი გამოეცვალა და თმები აებურდა,როგორც კი დავინახე გული კინაღამ წამივიდა,სულის შემხუთხელად მომხიბვლელი იყო,თავრუ დამახვია.

-აბა წავედით?-აშკარად ჩვენ მოგვმართა

-ჰა?რა?შენ?-დავიბენი

-ჰო,მეც მოვდივარ,შენ რომ აზრზე არ იყავი,მე ბრაუნის აღმასრლებელი კომიტეტის წევრს და დირექტოს დავურეკე და შევთავაზე რომ სტუდენტებისთვის კონცერტს გავმართავდა,რათქმაუნდა მთავარ მიზესს მაინც მიხვდნენ-ჩემთან მოვიდა და ხელი მხარზე გადამხვია-მაგრამ რათქმაუნდა დამთანხმდნენ,მეტიც აღფრთოვანებულები დარჩნენ და მითხრეს რომ ამ ამბავს სიურპრიზად შეინახავდნენ,ასე რომ ახლა უნდა ვიჩქაროთ.მე დამალვაც ხომ უნდა მოვასწრო-გაიბადრა

-მაგარია-ჯენიფერი პირდაპირ აღფრთოვანდა-ყოჩაღ ბიბერ-გაიღიმა და ჯასტინს გვერდით ამოუდგა.

როგროც იქნა სახლიდან გავედით,გზაში დედაჩემს ველაპარაკე

-ძალიან მიხარია ძვირფასო,მე და მამაშენით ვამაყოფთ-ქვითნი დაიწყო-იცოდე მალე ჩამოდი,ძალიან გვენატრები

-მეც მენატრები დე,მამა მომიკითხე

-კარგი საყვარელო,წარმატებები უნივერსიტეტში

-მიყვარხარ-ყურმილს ვაკოცე და დავემშვიდობე,მერე რეიჩელს დავურეკე.

ინგლისში უკვე ახლა დილის შვიდი საათ არ იქნებოდა,ალაბათ კარგად მოგეხსენებათ ეს სასაათო სარტყლები,ამერიკა ყველას ჩამორჩება,ამიტომაც ჩვენთან პიველი სექტემბერი რომ იყო ინგლისში უკვე ორი სექტემბერი იდგა,მაშასადამე იქ სწავლა გუშ დაიწყო,მე კი რეისთვის არც მიმილოცია,ნამდვიად დამახრჩობდა.

-თვენ დაურეკეთ?-ჯასტინს და ჯენის გავხედე

-კი-ორივემ თავი დამიქნია-შენსავით გამოჩერჩეტებულები კი არ ვართ-დაამატა ჯენიმ

-ღმერთო შენ მიშველე-ჩუმად ჩავიჩურჩულე და ნომერი ავკრიფე.

-გისმენთ-ნამძინარევი ხმით მითხრა რეიმ

-რეი,როგორ ხარ-დაქვიწყე მე-იცი როგორ მომენტარე?რას შვები?სწავლის დაწყებას გილოცავ დაიკო...

-ტუტუცი და არამზადა ხარ-ჩემდა გადაკვრად იცინოდა-დაგავიწყდა და ახლა მილოცავ არა?

-ჰო,კარგი დამავიწყდა-ვაღიარე-კემბრიჯში კარგია?

-აუფ ლილი,მე რანაირად მოვხვდი იქ აზრზე არა ვარ-ამოიოხრა-ტვინი ბავშვებია,აი ისეთბი დასვენებებზე ჭადრაკს რომ თამაშობენ

-იმედია ჩემთან ასეთები არ დამხვდება,თან კარგად გავერთობით,ჯასტინი მართავს კონცერტს ოღნდ სიურპრიზია

-მაგარია,გუშნ აქაც დიდი წვეულება მოეწყო,მაგრამ ტედი არ დასწრებია ლილი-მაინც ჩამირტყა

-იცოდე გაჩერდი-გავაფრთხილე

-კარგი ახლა ჯასტინია მანდ და არაფერს არ გეტყვი მაგრამ...-შეყოვნდა..

მთელი დარჩენილი გზა რეი ჯენის ელაპარაკებოდა.

როგორც იქნა მივედით ბრაუნში.მანქანის კარი გავაღე და ირგვლივ მიმოვიხედე.

უზარმაზარი,ნამდვილი სასახლე იდგა ჩემს თვალწინ,წარმოუდგენლად დიდი ფართობით,უკან ტყით,საიდანღაც მდინარის რაკრაკი ისმოდა,ულამაზესი ბუნება,არაჩვეულებრივი გამწვანებით.

-ვაუ-ჯენიფერმა გაოცება ვერ დამალა

-ულამაზესია-თავი დავუქნიე მე

შენობაში შევედით,სტუდენტები ყველგან ირეოდნენ,ზოგი მდელოზე წამოწოლილიყო,ზოგიც გარეთ მდგარ მაგიდებთან იჯდა,ხეებტანაც იყვნენ შეჯგუფებულები,პირველი კურსელები ჩვენსავით დაბნეულები ჩანდნენ.უკვე ძალიან მომწონდა აქაურობა.შესასვლელი ძალიან დიდ ჰოლს ეკავა,რომელიც შუა საუკენეების დიდი მხატვების ნახატებით იყო მორთული,მარმარილოს უშველებელ კიბეს სხვა სართლებზე ავყავდით,აქვე ეკიდა ამ უნივერსიტეტის დამაარსებლის ნახატიც.

ჯასტინი დირექტორთან შევიდა,ჩვენ კი გარეთ გამოვედით,ყოველთვის მინდოდა ამ სასწავლებელში მოხვედრა მაგრამ არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იქნებოდა.

რამდენიმე წუთში მთელს ტერიტორიაზე გაისმა ხმა რომელიც სტუდენტებს დიდ დარბაზში შესაკრებად მოუწოდებდა.

მე და ჯენი ბავშვებს გავყევით,რადგანაც არ ვიცოდით სად იყო ეს „დიდი დარბაზი"

თურმე კიბეს მარტო ზევით კი არა ქვევითაც ჩავყავდით.

რაც შებონა იყო ორი იმდენი ქვევით ყოფილა,ნამდვილი საფეხბურთო სტადიონის ხელა იყო,დიდი სცენით,რომელზეც სკამზე ჯასტინი იჯდა,თავი ჩაეღუნა და გიტარას სინჯავდა,ვერავინ იცნო ჩემი და ჯენის გარად.

რამდენიმე წუთში სტუდენტები მთლიანად შეიკრიბნენ,იმდენი ყვნენ ტევა აღარ იყო,ეს დარბაზი სულ ცოტა ოთხიათას ადამიანს მაინც იტევდა,აქ კი ყველა ადგილი შევსებული იყო.

პირველად დირექტორი გამოვიდა.

-მოგესალმებით ბრაუნის სტუდენტებო,ძველებს კიდევ ერთხელ ჩემი სალამი, ხოლო ახლებს კეთილი იყოს თქვენი აქ მობრძანება,გილოცავთ კიდევ ერთი სასწავლო სწლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ,ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ გასწავლოთ თქვენ რათა გახდეთ წარმატებულები,იმედია ეს წელიც ისეთივე შესანიშნავი იქნება როგორც სხვა დანარჩენები,ახლა კი თავს არ შეგაწყენთ და ჩვენს ყოველწლიურ ფესტივალს გასხნილად ვაცხადებ,დროა დავიწყოთ არა?-გაიღიმა და სცენა ჯასტინს დაუთმო.

ჯასტინი თავისი გიტარით ფეხზე წამოდგა და თავი მაღა ასწია.

მაშინვე გაისმა გოგოების შეძახილები,დარბაზი კივილით დაინგრა,ჯასტინმა მე გამომხედა,თვალი ჩამიკრა და სიმღერისთვის მოემზადა.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 650 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-02-10 Spam
dzan magaria ai umagresiaaaaa chemo nichiweroooooooooooo