მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » DECEIVER
10:29 PM
DECEIVER
დილით თოვლს კიდევ უფრო მოემატებინა,გარეთ ისევ თოვდა,თბილ საწოლში ვნებივრობდი და ამქვეყნად ყველაზე ლამაზ სახეს ვუყურებდი.
მას კი ტკბილი უშფოთველი ძილით ეძინა და ხმადაბლა,რითმულად ფშვინავდა.
გვერდი იცვალა და უფრო მაგრად მომიქცია მის მკლავებში.
მეც მივეხუტე და ნაზად დავუკოცნე მთელი სახე,ისე რომ არ გაღვიძებოდა.
დედას და მამას ძალიან გაუხარდათ სახლში მოსულებს ჯასტინი რომ დახვდათ,მემგონი ამათ თავის შვილებზე მეტად ბიბერი უყვარდათ
(ჰაჰა).
გუშინ საღამოთი,ყველამ რომ დაიძინა და პირველ სართულზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით დარჩენილები ჯასტინს ცემს სიზმარზე მოვუყევი,აი იმაზე,ამხელა თავგადასავალი რომ გადამხდა და ბოლოს იმედ გაცრუებულს რომ გამომეღვიძა,თავიდან იმდენი იცინა სავარძლიდან გადაყირავდა მაგრამ შემდეგ დასეიოზულდა და არ გაინტერესებთ რა მითხრა?
"ხომ ხედავ,ისე გინდოდი გელანდებოდი კიდევაცო"-თან ამას რომ მეუბნებოდა ჩუმ-ჩუმად ფხუკუნებდა.
დებილი,გავებუსხე და ერთი საათი არ ველაპარაკებოდი,მერე ერთი ორი ტკბილი სიტყვა მითხრა და მეც შევურიგდი.
დაწოლამდე რეიჩელს ველაპარაკე,თურმე ლონდონში გადაუღებელი წვიმების სეზონი იწყებოდა,ასე მითხრა მზიანი ლოს-ანჯლესი მენატრებაო,მოგვიანებით ტედმაც დამირეკა,მისმა ხმამ ერთიანად გამათბო მაგრამ გვერდიდან ჯასტინი მიბღვერდა.საშნლად იეჭვიანა,სახეზე რომ შევხედე ერთიანად აჭარხლებულიყო.
მისი გადარევის შიშით ყურმილი მალე დავკიდე და ისევ მას მივუბრუნდი.
მერე რა მოხდა არ მახსოვს,მემგონი მის მკლავებში ჩამეძინა და დილით ჩემს საწოლში გამომეღვიძა.
ფრთხილად ისე რომ არ მეხმაურა საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი,სქელი ფარდები გადავწიე,ოთახშ მზის სხივები შემოიჭრა და თან სინათლეც ჩემოიტანა.
გარეთ ძალიან დიდად ბარდნიდა,ალბათ ორმოც სანტიმეტრამდე მაინც იქნებოდა თოვლი,თუმცა ეს რა იყო,მთავარი ამ დღეებში დაიწყებოდა და მეც სიამოვნებით დავრჩებოდი მაგრამ არ შემეძლო.
ცალკე სწავლსთვის უნდა მიმეხედა და ცალკე ჯასტინისთვის,ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ აუცილებელი იყო ქალაქში ჩვენი დაბრუნება.
-ლილი-ზურგიდან მომესმა დაბალი დაძახება
შევტრიალდი,ჯასტინი საწოლზე წამომჯდარიყო და გაბრუებული სიფათით მიყურებდა
-რა იყო?-ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი
-მოდი რა ჩემთან-ხელები გაშალა და გამიღიმა
-ოო,მეზარება-დავიმანჭე
-კარგი რა
-ოო-ხელი ავიქნიე
-მაშინ მე მოვალ-საწოლიდან წამოდგა,ტრუსის ამარა წამოვიდა ჩემსკენ და ხელში ამიტაცა
-დამსვი თორემ გაგივარდები-დავიწუწუნე
-ნუ გეშინია არაფერი მომივა,მაინც მსუბუქი ხარ-გაიბადრა
-შენ ასე გიქნია ხელ-ფეხი წაგიმტვრევია,მე ჩემს თავზე ვღელავ-ბაგლურად ჩავურტყი
-აუ,რა ტუტუცი ბავშვი ხარ-დამაფრიალა და მხოლოდ ამის შემდეგ დამსვა.
სანამ ჯასტინი აბაზანაში იყო მე საწოლი ავალაგე და ირგვლივ მიმოპნეული ნივთები ავკრიფე.
ეს ჩვენი გუშნდელი ნამოქმედარი იყო,თან ვცდილობდით არავის არაფერი გაეგო(ამ შემთხვევაში მეგის და ალანს ვგულისხმობ)თორემ მაინც უხერხულობა ჩამოვარდებოდა(ჰაჰაჰა)
ჯასტინი აბაზანიდან თეთრ პირსახოც შემოხვეული გამოვიდა,აჩეჩილ თმებზე წყლის წვეთები ჩამოდიოდა და მთელს ტანს უსველებდა,ისეთი მომხიბვლელი იყო წამით სუნთქვა შეკრული მივაშტერდი
-ისუნთქე ლილი-ყველაფერს მიხვდა და გამაფრთხილა,თან მისთვის ხითხითებდა
-მეტიჩარა-ენა გამოვუყავი და სანამ ის იცმევდა მე ქვევით ჩავედი.
სამზარეულოში დედაჩემი დამხვდა,ეტყობოდა საუზმეს ამზადებდა,მეც გადავწყვიტე რომ მივხმარებოდი მაგრამ მაშინვე მომთხოვა იქაურობა დამეტოვებინა.
ალაბათ ეშინოდა სახლისთვის ცეცხლი არ წამეკიდა,ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს კარგად იცნობდა.
ყველამ ერთად ვისაუზმეთ,მშობლებმა კი გვთხოვეს ცოტა ხანი დარჩითო მაგრამ არ შემეძლო,არა,თუ გავიჭირვებდი მე კი მოვახერხებდი ორი დღით მაინც,მაგრამ ჯასტინი შემეცოდა,უჩემოდ უმწეო ბავშვს გავდა,ან მე ვზრუნავდი მასზე ძალიან.
ამდენი საქმე ჰქონდა,ეს ალბომი,კონცერტები და კიდევ ათასი სანერვიულო.
მოკლედ ოთხი საათიც მოახლოვდა და ჩვენც სახლიდან გამოვედით.
არ ვიცი საიდან გაჩნდნენ მაგრამ ოცი,ესკიმოსებივით ჩაფუთნული პაპარაცი გამოჩნდა,ძალიან კი გამიკვირდა ფოტოაპარატებს რანაირად იჭერდნენ ხელში.
სიცილი ამივარდა და ჯასტინის მხრებში ჩავმალე თავი.
სხვა დღეებისგან განსხვავებით ამჯერად არ გვაწუხებდნენ,ალაბათ თავაზიანობას იჩენდნენ,რაც მათი მხრიდან ძალიან უცხო და უჩვეულოც იყო.
დედაჩემს არ ესიამოვნა მათი დანახვა და ტუჩები აიბზუა,ალანმა კი კინაღამ თოფით გაყარა აქედან,მაგრამ რათქმაუნდა თავისი გეგმა სისულეში არ მოუყვანია.
როგორც იქნა მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით.
-shawty-გამომხედა ჯასტინმა
-რა?-ხელი ჩავჭიდე და საქარე მინაში გავიხედე
-MTV EMA-ზე ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ჰა?რა?არ არსებობს...-შევიკივლე-გამორიცხულია,მშვენივრად იცი რომ ასეთები არ მიყვარს და ვერც ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნას ვიტან,თან მინდა რომ რაც შეიძლება შეუმჩნეველი და ნორმალური ვიყო.
-გთხოვ-შემემუდარა
-არა-თავი გავიქნიე
-მარტო არ წავალ,შენც უნდა მახლდე თან
-კაგი რა-სახე მოვღრიცე
-მოსაფიქრებლად დრო გაქვს-გამიღიმა
-რამდენი?
-ერთ თვეზე ცოტა მეტი
-აბა ახლა რატომ მითხარი?-გაკვირვებულმა გავხედე
-ჩემი ხუთი თითივით გიცნობ და ვიცი რომ შენი რამეზე დათანხმება ადვილი საქმე არ არის,მერე MTV VMA-ც იქნედა და იქაც ხომ უნდა წამომყვე?
-აუუუ-კინაღამ ტირილი დავიწყე-ნუთუ ამისთვის მიმეტებ?
-ბოდიში-მაცდურად გამიღმა და მანქანა აეროპორტის წინ გააჩერა-ჯობია ჩქაა გადავიდეთ თორემ დარწმუნებული ვარ ეგ წურბელები აქაც იქნებიან სადმე ჩასაფრებულები
-ჰო,და რა გვეშველება-ამოვიოხრე და მანქანის კარი გამოვაღე.
ჯასტინი არ შემცდარა,პაპარაცები აქაც დაგვხვდნენ,ნეტა როდის მოასწრეს აქ მოსვა?ვითომ საიდუმლო გასასვლელები და გვირაბები იცოდნენ?ამ ხალხის გულმოდგინება მაკვირვებდა.
სანამ თვითმფრინავს მოამზადებდნენ ჯასტინი ალასკელ ფანებს გაესაუბრა,უნდა გენახათ რამხელა სიხარული იყო აღბეჭდილი მათ და ბიბერის სახეებზე,ვიცოდი რომ ჯასტინს ბილიბერები ძალიან უყვარდა მაგრამ ამან ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა.
ისეთ თბილები და საყვარლები იყვნენ რომ გული ამიჩუყდა.
თქვენ წარმოიდგინეთ ჩემთანაც მოინდომეს სურათის გადაღება.
-ჩემთან?-გაკვირვებულმა მიმოვიხედე თითქოა უკან,სულ სხვა პიროვნებას ესაუბრებოდნენო...
-ჰო შენთან-გამიღიმა ჟღალთმიანმა გოგონამ.
მართლა არ ვიცოდი რომ ჩემს და ჯასტინის წყვილს" ჯილი" შეარქვეს,ანუ "ჯ"ჯასტინის სახელიდან იყო აღებული და დანარჩენი "ილი"ჩემი სახელიდან
-რატომ არ მითხარი?-ვკითხე ჯასტინს როცა თვითმფრინავში ავედით
-არასოდეს გიკითხავს და იმიტომ-გამიღიმა და მაკოცა.
ნელ-ნელა ცაში ავიჭერით და გადავუფრინეთ დაუსრულებელ მთების გორებს,ჯასტინმა ფანებს პირობა მისცა რომ აქ კიდევ ბევრჯერ დაბრუნდებოდა,დაამატა რომ აქ ჩემი შეყვარებულის მშობლიური ქალაქიაო და მასთან ერთად მეც ჩამოვალ ხოლმეო.
ცოტა კი შემრცხვა და წამოვწითლდი მაგრამ მალევე გამიარა,ალბათ პოპულარულობას უნდა მივჩვეოდი თანდათან.
დარწმჯუნებული ვიყავი რომ აეროპორტის ამბები უკვე მთელს მშოფლიოში ეცოდინებოდათ...
-მე საპირფარეშოში გავალ კარგი?-სკამიდან წამოდგა ჯასტინი და წავიდა..
კარგა ხანი არ დაბრუნებულა,როცა მოვიდა სახეზე ფერი არ ედო
-ცუდად ხარ?-აღელბ=ვებულმა ვკითხე
-მემგონი მგზავრობამ იმოქმედა-გამიღმა და თავი მკერდზე დამადო
-მართლა კარგად ხარ?-კითხვა გავუმეორე
-მემგონი ჰო-სუსტად ჩაილაპარაკა
-მემგონი პასუხი არ არის-ვიუარე-ჩავალთ თუ არა ექიმს გაესინჯები
-კარგი-წინააღმდეგობა არ გაუწევია..
აღარაფერი უთქვამს,მთელი გზა ეძინა.
უკვე LA-ში ვიყავით,ქალაქის ქუჩები ჩაბნელებულიყო,აეროპორტში დრეიკი,ჯენიფერი,სკუტერი,კენი და ალფრედო დაგვხვდნენ და მათთან  ერთად მივდიოდით საავადმყოფოში.
ჩაწერა არ დაგვჭირვებია,როცა ჯასტინ ბიბერი ხარ ურიგოდ გატარებენ.
სანამ კაბინეტში შევდიოდით ჯეიბის ფერი არ მომეწონა,ერთანად მწვანე ედო,ტუჩები კი ჩალურჯებოდა.
მაინც არ მესმოდა ასე უცებ რა ეტაკა,არადა დილით მშვენივრად გრძნობდა თავს.
ექიმთან მე შევყევი,მთელი გზა,აეროპორტიდან ექიმის კაბინეტამდე ხმა არ ამოუღია.
პირველ რიგში სისხლის ანალიზი აუღეს,ექიმი ეჭვობდა რომ სწორედ ამ მხრივ უნდა დამართნოდა რამე.
პასუხები მაქსიმუმ სამ დღეში იქნებოდა,მანამდე კი ცდის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 980 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-02-03 Spam
kargiaa <3