მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » DECEIVER-
5:43 PM
DECEIVER-
ტკივილი,ტკივილი,ტკივილი და კიდევ ერთხელ დტიკივლი-მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ სიტყვას იმეორებდა ჩემი გონება,ვერ ვხვდებოდი ვტიროდი თუ ვყვიროდი,დახმარებას ვითხოვდი,მთელი სხეულით ვცახცახებდი,რაღაც წითელი ბლანდი სითხე ჩემი სხეულის ყველა წერტილიდან მოჟნავდა,მე კი რკინის მარყუჟებს ვყავდი გამოკეტილი და არ მიშვებდა....
ბოლოჯერ ამოტრიალდა მანქანა და კვნესა აღმომხდა,დალეწილი კორპუსით ქვევიდან მოვყევი მანქანაში,წუთით გავიფიქრე რომ ხერხემალი სამ ნაწილად გადამიტყდა,მოვიმჩვარე და ვერ ვინძრეოდი,ბუნდოვნად მესმოდა ვიღაცეების კივილი,სირენების ხმა მაგრამ ამ ყველაფერს გაუსაძლისი ტკივილი ფარავდა,ჩემი ფეხები,მარჯვენა ფეხი გასდახლეჩილი მქონდა,ღვედი გაიჭედა და თავს ვერ ვინთავისუფლებდი,მემგონი ძვლები სულ დამტვრეული მქონდა,ვიცოდი თ დროზე არ გამომიყვანდნენ მალე მანქანა საფეთქდებოდა,სისხლში შევიღებე,უკვე ყველაფერი წითლად მეჩვენებოდა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხერხით მხერხავენო,სხეულის თითოეულ ნაწილს ნელა მიჭრიანო და შემდეგ ანაწევრებენო....
რაღაც დამწვრის სუნი ვიგრძენი,ხალში პანიკამაც იმატა,ნეტა იმ ავტობუსში მსხდომები როგორ იყვნენ ჩვენ რომ დავეჯახეთ,ან დრეიკი როგორ იყო?
ალბათ გადარჩა,აღარაფრის ფიქრის თავი არ მქონდა,ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა მთლი სხეული,ჯერ თითებიდან მოდიოდა ხოლო შემდეგ ყველაფერს მოერია და თვალის გახელის სურვილი დამიკარგა.....
ერთი
ორი
სამი
-მიდით,არ უნდა დავკარგოთ,კიდევ ერთხელ ვცადოთ,ერთი..ორი....სამი..ჩაბერეთ,ჩაბერეთ-ყვიროდა ვიღაც,ჩემს გადარჩენას ცდილობდა,მაგრამ მე ხო ისედაც ცოცხალი ვიყავი...აპარატის წრიპინი გაისმა და ყველამ ერთდროულად ამოიოხრეს
-კარგია,წნევა არეგულირე,ოპერაციას ვაგრძელებთ-გადაღლილი სახით ჩაილაპარაკა ბოხმა ხმამ
რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი,მემგონი შუა ოპერაციის დროს გამომეღვიძა
ვიღაც დანას მისვავდა,არა ალბათ სკალპელი იყო,ძალიან ღრმად ჩადიოდა,სული გამიმწარდა
წამოვიკვნესე,ჩემსკენ შემობრუნდნენ
-ექიმო ახლა რა ვქნათ?
-ანესთეზია არ გავუკეთოთ?
-არა-გაისმა ოთახში მძიმე ხმა-ვერ გაუძლებს,ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ვერ გადაიტანს
-ვერც ასე ვერ გაძლებს,ყვირილში ბევრ ენერგიას დახარჯავს...
-უნდა გავრისკოთ
ოთახი დადუმდა,მხოლოდ მე ვითხოვდი ლაპარაკას
-გთხოვთ,დამაძინეთ,არ მატკინოთ,მეშინია...-რაც შემეძლო ხმამაღლა წარმოვთქვი მაგრამ ჩემმა ხმამ ძალიან სუსტად გაიჟღერა
-ყველაფერი კარგად იქნება-ხელი ჩამჭიდა ექთანმა
-არა,არა-შევეცადე თავი გამექნია მაგრამ ვერ მოვახერხე,რაღაცით მქონდა დამაგრებული,ეტყობა ყელის სამედიცინო სახვევი მედო
-ოერაცია გააგრძელეთ-გასცეს მკარცი ბრძანება და ვიღაცამ ისე გააგრძელა ჩემი დასერვა
-გაშერდით-წამოვიკვნესე,კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით ღრმად ჩავიდა-მიშველეთ-ახლა დამარება იმ ექთანს ვთხოვე რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული...
თვალები სულ ამიწყლიანდა,ცრემლები წამსკდა,რაღაც მოხდა,იმხელაზე წამოვიყვირე ყველა გაჩერდა,წამით სიჩუმე ცამოვრდა
-ლითონის ნაჭერი უნდა ამოვუღოთ-შეშინებული ხმა გაისმა
-დამანებეთ თავი,შემეშვით,მაცადეთ ნორმალურად სიკვდილი-მხოლოდ ამას ვითხოვდი,მინდოდა მშვიდი სიკვდილი დაეცლიათ,რაც მეტკინა არ იყო საკმარისი?
-კუნთებს ნუ ჭიმავთ-ექთანმა ხელი ლოყაზე დამისვა-იფიქრეთ იმაზე ვინც გარეთ გელოდებათ
გარეთ მელოდებიან?ვინ?დედა და მამა?რეი და ჯენი?...არა არ მადარდებს უნდა მოვკვდე,სულ არ მაინტერესებს,რაც უნდა ის ქნან,მე თავი გამანებონ,ასეთი ეგოისტი არასოდეს არ ვყოფილვარ....
მაგრამ კიდევ ვინ მელოდა?კენი და რაიანი?თუ ტედი?ის..ის..მაგრამ მე მტკივა,სიკვდილი მინდა....
-იფიქრე საყვარელო იმაზე ვინც გარეთ გელოდება-კიდევ ერთხელ ჩამჩურჩულა ყურში
-ვაი!...-წამოვიკვნესე,რაღაცის ამოღებას ცდილობდნენ
-ბოდიში,სულ ცოტა მოითმინე,სულ ცოტა...
-არ მინდა,არ მინდა-შევევედრე-მომკალით,მომკალით-ვყვიროდი,ვერ ვიაზრებდი რამხელაზე,ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა...
"ჯასიტნი"-მიკარნახა შინაგანმა ხმამ"მისთვის უნდა იცოცხლო"....
მეც თითქოს დავუჯერე და გავჩუმდი,მაგრამ ვხედავდი,ყველაფერს,ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილს,ვიღაც გასნილ ჭილობაშ ხელს მიფათურებდა და ენით აღუწერელ ტკივილის მაყენებდა,კრიჭა ჩავკეტე რომ არ ავკივლებულიყავი...
სისხლით იყო იქაურობა მორწყული,საშნელი სუნი ტრიალდებდა ირგვლივ,ვეღარ ვძლებდი,ვიგრძენი როგორ გამომეცალა უკანასკნელიც კი რაც შემრჩენოდა და გავითიშე...

justin's book

-ჯასიტინ დამშვიდდი
-ყველაფერი კარგად იქნება
-ნუ ნერვიულობ
-მოკეტავთ თუ არა ეხთხელ და სამუდამოდ-დავიღრიალე,საავადმყოფოში ყველა მე მომშტერებოდა-არ მჭირდება იმის გამეორება რომ კარგად იქნება რადგანაც მშვენივრად ვიცი რომ ყტუილია-დავიყვირე და კედელს დავცხე მუშტები.....
საოპრაციო პალატის წინ ვიდექი,ლილი უკვე ოთხი საათია შეყვანილი ყავით,მისი ყვირილი სულს მიკლავს,სიკვდილს ითხოვს,თავი დამანაებეთ ყვირის...
რატომ არ აძინებენ?ანესთეზიას რატომ არ უკეთბენ?ვერ ხვდებიან რომ ტკივილს აყენებენ?
-მომკალით გთხოვთ-აი კიდევ ერთხელ დაიყვირა,მაგრამ ეს ყველაზე ხმამაღალი იყო,რა გაუკეთეს ასეთი?
ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა,ერთანად ამიტანა ცახცახმა,საშნელი სიბაზის ცახცახმა,ის რომ არ გადაერჩნათ ყველას ჩემი ხელით ჩამოვუვლიდი და ისე გავაწამებდი როგორც მათ ლილი გააწამეს....
ჩემი გოგო,პირველად ვამბობდი ასე,არ უნდა მომკვდარიყო,არ უნდა დავეტოვებინე,ამის უფლებას მე არ მივცემდი,სატანასაც კი მივყიდდი სულს მისი გადარჩენისთვის,ვიცი,ვიცი რომ ეგოისტი ვარ მაგრამ მარტო არ უნდა დავეტოვებინე...
ვერც კი მივხვდი როდის ჩავიკეცე მაგრამ აზრზე რომ მოვედი კაფელზე ვიჯექი....
რამდენი ხანია არ მიტირია..
რამდენი ხანია არ მილოცია...
არარაობა ვარ,უფალო,ვიცი რომ ყველანაირ სასჯელს ვიმსახურებ მაგრამ გთხოვ ეს არ გააკეთ,მისი თავი არ წამართვა...
მისთვის ხომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი,ამდენი რამე მინდოდა მენახებინა,იმდენი ლამაზი სიტყვა შემოვინახე ლილისთვის და ახლა მის თავს მართმევ?
დრეიკი ხომ გადარჩა,გთხოვ ლილიც დაიფარე....
თავზე შემოვიჭდე ხელები,ყვირილი შეწყდა..რა მოხდა...უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა,გავიყინე,შინაგანად გავქვავდი,თვალის დახამხამებაც კი მეშნოდა....
სიცივემ დამიარა...
კარის ჭრიალის ხმა გაისმა,ჩემს წინ კაცი იდგა,ნელა ავწიე თავი,ვერ ვბადავდი მაკითხა რა მოხდა...
-როგორ არის?იცოცხლებს?-ჩემს მაგივრად პეტიმ იკითხა
გამაჟრჟიალა,სიტყვა სიცოცხლის გაგონებაზე....
ექიმმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და უარის ნიშნად თავი გაიქნია....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 748 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/10
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-01-17 Spam
ვაიმეე რამდენი ვიტიიირეე cry აააა <333 ძალიან მაგარი იყოო <3