მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » DECEIVER
2:56 PM
DECEIVER
მაგრამ ეკრანიდან სულ სხვა ვინ მიყურებდა.
-hey-მომესალმა ჯასტინი და თვალი ჩამიკრა
-heee....yy-ხუთი წუთის დაგვიანებით ამოვიბლუკუნე
დარწმუნებული ვარ იმ მომენტში დებილის გამომეტყველება მექნებოდა.ღმერთო როგორ შემრცხვა!ახალ გამოღვიძებული,დაუვარცხნელი,პირ დაუბანელი.წარმპომიდგენია რა სანახავი ვიქნებოდი,მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო
-how are are?-ისევ მიღიმოდა
-fine and U?
-me too
-დრეიკი სად არის?-თვალების ცეცბა დავიწყე,იქნებ გვერდზე იმალებოდესთქო
-დარეკვა დამავალა და გვერდზე გავიდა,მალე მოვა ალბათ-მხრები აიჩეჩა.
მემგონი ხუთი წუთი სუნთქვა შეკრული ვუყურებდი,არც ის არ იღებდა ხმას,ალბათ ელოდა როდის ამოვიღებდი ხმას
-აბა,მოგეწონა კონცერტი?-ბოლოს ისე მისით მკითხა
-კი,მაგარი იყო-ვიცრუე,სინამდვილეში ნორმალურად არც მიყურებია
მემგონი ეხლა ჩემი შეკითხვის ჯერი დადგა
-აქ კიდევ აპირებთ კონცერტის გამართვას?-ყალბი ცნობისმოყვარეობით წარმოვთქვი
-კი,ხვალ მექნება ჯუნოში-თავი დამიქნია-შემდეგ კი ჩემი ტურნე სამი თვით შესვენებას იღებს
-აბა რეებზე ბაასობთ ახალგაზრდებო?-უცებ დრეიკის სიფათ გამოჩნდა თვალში
-არაფერზე,ლილი ტურნეზე მეკითხებოდა-აუწყა ჯასტინმა
-შენ ხომ იცი რომ მოსაკლავი ხარ?-მე მომიბრუნდა დრეიკი
-კარგი რა-დავიჭყანე-ხომ ვუთხარი სკუტერს რომ დამავიწყდა დარეკვა
-შენ დაგავიწყდა და ჩვენ აქ ნერვიულობით ვკვდებოდით
-ჰო ეგ მართალია-კვერი დაუკრა ჯასტინმა
-ოო,ბოდიში-ჩავიდუდღუნე,ბოდიშს არასოდეს ვიხდიდი
-კარგი გაპატიებთ-ტუჩები მოპრუწა დრეიკმა
ცოტა ხანი სამივენი ვდუმდით,უცნაურად მეჩვენებოდა სრულიად უცხო ხალხთან ასე თავისუფლად ლაპარაკი.მაგრამ...
-გამაჯობა ლილი-უკნიდან მომესმა რეის ხმა
-გამა...-შევტრიალდი-მომესალმე?
-ჰო-თავი დამინია,აშკარად გაბრუებული იყო
-სასწაულია მერე ეგ-ჩავიფხუკუნე.
რეიჩელი საწოლზე მომიჯდა და ისიც ჩაერთო ლაპარაკში.კარგად კი გაგვახალისა....
-ჩვენი წასვლის დროა-საათზე დაიხედა ჯასტინმა და დაიმანჭა
-ჰო-კვერი დაუკრა დრეიკმა-ჯუნოში უნდა ჩავიდეთ და რეპეტიციაც თუ მოვასწარით კარგია
-მაშინ დროებით-დავემშვიდობე ბიჭებს და ლეპტოპი დავხურე
არაფერი მითქვამს,საბანში გავეხვიე და ისევ ძილს მივეცი,რეიც შემომიწვა საწოლში და ერთად ჩაგვთვლიმა.
***
რაღაცის უშნო ნათებამ მაიძულა რომ გამეღვიძა,თვალები გავახილე,მზე უცნაური კუთხით ეცემოდა ოთახს.
უკვე დილა ყოფილა.
სწრაფად წამოვაგდე რეიჩელი და მეც დავიწყე მომზადება.
კიბეებზე ბრაგა-ბრუგით ჩავირბინე,საუზმობაც კი ვერ მოვასწარი ისე გავიქეცი სკოლისკენ.უფრო სწორედ ჯერ ჩემი მანქანისკენ.
წელს სკოლას ვამთავრებდი,სულ რაღაც ერთი თვე იყო დარჩენილი ამ სანუკვარ დღემდე და არ მინდოდა დამეგვიანა,ან გამეცდინა და ამ ყველაფერს შემდეგ კოლეჯზე ემოქმედა.
ალბათ აპლიკაციების შევსებას ხვალიდან დავიწყებდი.
ნისანი სკოლის ავტოსადგომზე გავაჩერე და ეზოს მოვავლე თვალი.
შვებით ამოვიოხრე,ზარი დარეკილი არ იყო ესეიგი გადავრჩი.
ჩანთა გადმოვიღე უკანა სავარძლიდან და მანქანიდან გადმოვედი,მეორე სართულისკენ ავიღე გეზი.გზაში ტედი წამომეწია,ახალი გადმოსული მოსწავლე.
-გამარჯობა-მომესალმა და თბილად გამიღიმა
მეც გავუღიმე
-როგორ ხარ?
-ცოტა დაღლილი-მხრები ავიჩეჩე
-ჰო-ტუჩები მოპრუწა-თვალებზე გეტყობა-მითხრა და თითებით უპეებზე მიმითითა
-გუშინა გვიან დავწექი და....-წინადადება გავწყვიტე,ღმერთო რა სისულელეებს ვდუდღუნებ,ნამდვილი იდიოტი ვარ.
ლიტერატურის გაკვეთილზე ერთად შევედით,როგორც შემდეგ გავარკვიე თითქმის ყველა გაკვეთილი ერთად გვიტარდებოდა.
ჩემი აზრით პირველი გაკვეთილი ისე სწრაფად გავიდა რომ შესვლის ზარი წესიერად არც კი დარეკილა.ანდა ეს იმიტომ მოხდა რომ ტედი მელაპარაკებოდა და მაცინებდა,ძალიან მხიარული ვინმე იყო,და მისი ღიმილი,ის ისეთი მომაჯადოვებელი და ამავდროულად თბილი იყო რომ თვალს ვერ ვწყვედდი.გაბრუებულივით ვიყავი...
და ზარი რომ დაირეკა არმესიამოვნა.
ლანჩზეც ერთად დავჯექით,რათქმაუნდა სხვა ბავშვების გარემოცვაში,თუმცა მათ ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას,ტედის ლაპარაკი სავსებით მაკმაყოფილებდა.
დღის ბოლოს მანქანის თბილ სალონში,სახლისკენ მიმავალი ტედზე ვფიქრობდი,ისე გამოვიდა რომ მთელი დღე ერთად გავატარეთ და თქვენ წარმოიდგინეთ მასთან ლაპარაკი არ მომბეზრებია,პირიქით მსიამოვნებდა,არადა მე საერთდ ერთი და იგივე ადამიანთან დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია,არაკომუნიკაბელური ვიყავი.
სახლში ზუსტად სადილის დროს მივედი,დედაჩემს მეგის უკვე გაეშალა სუფრა და ჩვენ გველოდებოდა.
მაშნვე მაგიდას მივუჯექი,მოშიებულმა ერთი ულუფა კარტოფილი და სალათი სულ მთლად გავათავე და შემდეგ ჩემს ოთახში ავედი.
გამოვიცვალე და წიგნების ზვინი გადმოვაწყვე ჩემს მაგიდაზე,არასოდეს მდომებია თავისუფალი დრო,არადა დავალელებიც არ იყო იმდენად საკმარისი რომ მთელი დღე დაეკავებინა.
ბოლოს მათემატიკის დავალება რომ მოვამთავრე ალბათ რვა სრულდებოდა.
სკამიდან წამოვდექი,იმდენი ხანი ვიჯექი ფეხები დამბუჟებოდა.
კარები უნდა გამომეღო ტელეფონმა რომ დარეკა...
ნომერს დავხედე,არ მეცნობოდა
-გისმენთ-ვუპასუხე
-ლილი-ყურმილიდან ტედის ხმა მომესმა.
რაღაც ძალიან გამიხარდა და ისევ ოთახში დარჩენა ვამჯობინე
-ვიფიქრე საქმე არაფერი ექნება და დავურეკავთქო
-ზუსტად გამოიცანი-ხალისიანად ვუთხარი
-მაგას რა ჯობია-ეტყობა თვითონაც მოვიდა განწყობაზე....
ტელეფონზე ლაპარაკი რომ მოგვბეზრდა მერე msn-ში დამირეკა და იქედან გავაგრძელეთ,თან ერთმანეთის სახეებსაც ვხედავდით და ასე უფრო მოსახერხებელი იყო.
-მოიცა მემგონი მირეკავენ-საათნახევრიანი ბასის შემდეგ ვუთხარი ტედს
-კარგი მაშან მე წავალ-თვალები მოიფშვნიტა და თვალი გამორთო.
მე მეორე ზარს ვუპასუხე,ესეც msn-ზე იყო
-ისევ შენ ხარ?-სიცილით წამოვიძახე
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 940 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-01-04 Spam
male gaagrdzele...magariaa...