მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » DECEIVER
7:12 PM
DECEIVER


დღეები უღიმღმოდ მიიზლაზნებოდნენ,ყველაფერი ერთმანეთს გავდა,ღამდებოდა,შემდეგ თენდებოდა,მე სკოლას დავუბრუნდი,ხანდახან ჯასტინს ვეკინკლავებოდი მაგრამ შემდეგ ისევ ვრიგდებოდით,დრეიკი და ერიკაც შერიგდნენ,მოკლედ როგორც იტყვიან ცხოვრება ჩეულ კალაპოტს დაუბრუნდა,არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა,ჩემი ანალიზებიც კი არ იყო მთლად კატასტროფა,მემგონი ქიმიო თერაპიამ რაღაც შედეგი გამოიღო.ყველაფერი კარგად იყო მანამ სანამ არ მოხდა რაღაც...
მხოლოდ ერთი რამ მაკლდა,ერთი ადამიანი,მისი ცისფერი თვალები და ბავშვური გამოხედვა,მაგრამ სადღა იყო?მილიონობით ადამიანის გამომეტყველებაში ვეძებდი მისთვის დამახასიათებელ ნიშან თვისებებეს მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე,ყველას ვაკვირდებოდი,იქნებ ვინმეში დამენახა მისი თვალები,ან მისი ღიმილი მაგრამ არა...
ჯეიმსი ერთედერთი იყო და ის აღარ განმეორდებოდა,დიახ,მისნაირი სხვა ვერავინ იქნებოდა.
მაგრამ მე ვერ მოვუფრთხილდი მას,ვერ გადავარჩინე,მე ხელი გავუშვი ჯეიმს,დავუშვი რომ დამეკარგა ის და მისი გულის ცემაც შეწყვეტილიყო სამუდამოდ.დიახ,დიახ,ჯეიმსი აღარ იყო!
ისევ მის საფლავთან ვარ,წვიმს,ქარი უმოწყალოდ ეხლება არემარეს,არავის არ ინდობს მისი საძულველი სუსხი,ოხ,როგორ მძულს ეს ხეებს შორის მოსრიალე,უდარდელი არსება,რომ შმეძლოს დავიჭერდი და ტომარაში გამოვამწყვდევდი.
მისი ბრალი იყო ყველაფერი,მას რომ არ შეეშალა ხელი,იქნებ...იქნებ გადამერჩინა კიდეც,არა!უეჭველი გადავაშრჩენდი,რათქმაუნდა წინ ვერაფერი დამიდგებოდა....ოჰ,ღმერთო,რა ურცხვად ვტყუი,არაფერიც არ შემეძლო,ვტყუი...ვტყუ იმიტომ რომ მეშინია,მეშინია იმ პასუხისმგებლობის აღების რაც მე მაკისრია,იკვე რამდენი ადამიანის სიკვდილი მაწვა კისერზე,
ოჰ,...ღმერთო!რატომ მეც არ მომკალი,ვერც კი მოვასწარი მისთვის მეთქვა თუ როგორ მიყვარდა,
არა!-აღმომხდა,გულის,რომელიღაც ბნელი კუნჭულიდან,მეწვოდა,სული მეწვოდა,გული მეკუმშემოდა,ხახა ჩამეშანთა..თითქოს გახურებული ლითონი ჩამასხეს შიგო,
საფლავს მივვარდი,შიშველი ხელებით ვჩიჩქნიდი,მანამ სანამ ხელებიდან სისხლმა არ გამოჟონა,სანამ ფრჩხილები არ დამტყდა.
მიწაზე დავეცი,მუხლი მომეკვეთა,ვერ ვდგებოდი
-ლილი,გაჩერდი გთხოვ-ვიღაცამ მხრებზე ძლიერად შემომხვია ხელები,უკნიდან მიჭერდა
გავუძალიანდი
-გაჩერდი-კიდევ ერთხელ მთხოვა,
პასუხად გვინვა ამოვუშვი
-საყვარელო-უაზროდ დატანჯული ხმით მითხრა
-შემეშვი-დავიწივლე,აღარ შემეძლო ჯასტინის გვერდით გაჩერება,მისი თითოეული მოძრაობა მაღიზიანებდა....
-მომისმინე-შემემუდარა-დაბრუნდი ლილი,გთხოვ,არ დამტოვო-მისკენ მკვეთრად შემატრიალა
ფეხზე წამომაყენა
-შემომხედე თვალებში-შემანჯღრია-ისევ არ დამტოვო,არ მოგცემ ამის უფლებას...
-გაეთრიე-ვიღტიალე-ვერ გიტან,არ მჭირდები,შენი ბრალია,შენ შემიშალე ხელი....
მან არაფერი მიპასუხა
-ნუ მეუბნები რომ დაგიბრუნდე,არ შემიძლია იმ ადამიანის გვერდით გაჩერება რომლის გულისთვისაც ჯეიმზი მოკვდა-დაუძლურებულმა შევეცადე მისგან თავი დამეღწია მაგრამ არ გამომივიდა....
-მაპატიე,ლილი-ტირილით მითხრა ჯასტინმა და მიმიხუტა,არ მინდოდა,მაგრამ თავს ვერ ვინთავისუფლებდი....
ვტიროდი,მთელი ხმით ვბღაოდი...
გაუსაძლისად მტკიოდა,თითქოს ჯოჯოხეთის მეშვიდე რკალში მოვხვდი,არ შემიძლია ამ ემოციის გადმოცემა,სიტყვები ამას ვერ აღწერს,მტკივა,მტკივა ყველაფერი.....
ყველაფერი კი ასე დაიწყო.....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 790 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 10
2011-12-25 Spam
male dade raa gtxoov <3 magarri tavia dz