მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » დაქირავებული მკვლელი
6:50 PM
დაქირავებული მკვლელი
ქუჩაში ერთმა კაცმა გამაჩერა მითხრა უნდა გელაპარაკო კაფეში წავიდეთო. მე ვერ გავიგე რა უნდოდა მაგრამ მაინც გავყევი. კაფეში რომ მივედთ ორი ყავა შეუკვეთა და მითხრა 
- შენთან ერთი წინადადება მაქვს.
-ბრძანეტ-ვთქვი და გავიტრუნე.
-რას იტყვი ერთწლიანი სამხედრო სწავლების გავლაზე?
-არა რას ამბობთ მე იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ. თანაც ჯარისკაცობა არასოდეს მინდოდა.
-შენ არასწორად გაიგე, თან იურიდიულზე ისწავლი და თან ამაზეც. არც ჯარისკაცი გახდები. უბრალოდ ეფ-ბი-აიში იმუშავებ უფრო სწორად მხოლოდ ერთ დავალებას შეასრულებ.
-სერ ვერაფერი ვერ გავიგე. თქვენ ვინ ხართ? საერთოდ რა გინდათ ჩემგან?-დავაყარე კითხვები და მოთმინებით დაველოდე მის პასუხს.
-მე ანტონიო ალვარეს დე ტოლედო ვარ, ეფ-ბი-აის აგენტი. შენთან გამომგზავნეს რომ გითხრა ეფ-ბი-აის ერთ საქმეში შენი დახმარება სჭირდება. ერთწლიან კურსებს გაივლი დავალებას შეასრულებ და მერე შენი გზით ივლი.
-უკაცრავად მაგრამ ხუმრობისთვის არ მცალია-ვთქვი და წამოვდექი.
-დაჯექი და მომისმინე-მითხრა მან და ეფ-ბი-აის ორდენი მიჩვენა.
მე ამის დანახვაზე ისევ დავჯექი და განცვიფრებული იმ კაცს მივაჩერდი.
-მან კი გამიღიმა და მითხრა-მოსაფიქრებლად ორი კვირა გაქვს. იცოდე არავის არაფერს ეუბნები. ვიტომ არაფერი მომხდარა.
-ორი კვირა არ მჭირდება. მე თანახმა ვარ-ვთქვი მტკიცე ხმით რადგან ამ იდუმალებამ მიმიზიდა და დამაინტერესა.
-ჯობია კარგად დაფიქრდე ორ კვირაში მოგაკითხავ და პასუხი მითხარი.-წამოდგა და გავიდა.
ეს ორი კვირა ძალიან გაიწელა. მე კი ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი იმ ერთწლიანი კურსის გავლას.
ორი კვირის შემდეგ ის კაცი ჩემს სახლთან დამხვდა. -აბა რა გადაწყვიტე?
-თანახმა ვარ-ვთქვი მოუთმენლად.
 -ძალიან კარგი გამომყევი-გაიღიმა და იქვე მდგარ მერსედესში ჩაჯდა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 764 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-12-30 Spam
gaagrdzele ra