მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » Coca-Cola ..<3
10:46 PM
Coca-Cola ..<3

ალბათ ბევრს გიყვართ 
კოკა კოლის დალევა ..
მაგრამ იცით თუ რას შეიცავს ის ??

Tumblr_lriu822u6n1qes1zro1_500_large


სასმელი „კოკა კოლა" შეიქმნა ქალაქ ატლანტაში  1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა "Coca-Cola”, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო:კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.

Ag42zvocmaarrhw_large

Tumblr_lwbt7cctrm1r4l88zo1_500_large

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.
ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.
მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

374314_307266325974995_100000748907845_1016642_861730775_n_large

იმავდროულად პარავდა კოკა-კოლას ბაზრის წილს, ამ უკანასკნელის გაყიდვები სულ უფრო ვარდებოდა, გემოს შედარებისას უმეტესობა მომხმარებლისა აღიარებდა რომ პეპსი უფრო მოსწონდა, რადგან მას უფრო მოტკბო და უცნაურად რბილი გემო ჰქონდა. რაღაც ცვლილება აუცილებელი იყო, ასე ფიქრობდა კოკა-კოლას იმ დროინდელი ხელმძღვანელობა.
როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, კოკა-კოლას კვლევის და განვითარების ჯგუფმა ახალი ფორმულა მიიღო დიეტური კოკა-კოლას კვლევის პროცესში, ახალი ფორმულა უფრო მოტკბო გემოსი გახლდათ, ხოლო ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო რომ მომხმარებელი ახალ ფორმულას ამჯობინებდა ძველს. გადაწყდა ახალი ფორმულის ჩაშვება და ძველის მთლიანად ამოღება ბაზრიდან, ყველაფერი საიდუმლოდ დაიგეგმა, სიახლის შესახებ არ იცოდნენ თვითონ ჩამომსხმელებმაც და კოკა-კოლას პერსონალმაც კი, დაიწყო სრული რებრენდინგი და სარეკლამო რგოლების მომზადება, მსახიობებმა, რომლებიც რეკლამებში მონაწილეობდნენ არ იცოდნენ რომ ახალ ფორმულას უწევდნენ რეკლამას და პრესკონფერენციაზე გაცხადებულ ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მათ შორის დისტრიბუტორები, მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი კოკა-კოლის გაყიდვების შემცირების შესახებ.
ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რამოდენიმე დღეში უკმაყოფილო მომხმარებელმა კომპანიაში რეკვა დაიწყო, ისინი ითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას, ბევრი ამბობდა რომ ”თითქოს ძველი მეგობარი დაკარგეს”, კოკა-კოლას სატელეფონო ხაზი დღეში ათასამდე ასეთ ზარს იღებდა, ხოლო მათი საფოსტო ყუთი გატენილი იყო უკმაყოფილო კლიენტების წერილებით, რამოდენიმე დღეში კომპანიის ხაზზე დღეში ექვსი ათასი უკმაყოფილო კლიენტი რეკავდა, ამასობაში პეპსი გამარჯვებას ზეიმობდა, თან რათქმაუნდა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაიწყო PR აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო ”კოკა-კოლა მიხვდა, რომ მის სასმელს ცუდი გემო აქვს და ამიტომ ცვლის” რათქმაუნდა თან დაურთო სატელევიზიო რეკლამაც, სადაც მოხუცი კაცი ამბობდა ”მათ ჩემი კოლა მოკლეს”…
და აი მას მერე, რაც 40 000 უკმაყოფილების წერილი დაუგროვდათ, ანუ 77 დღის მერე – კოკა-კოლამ დააბრუნა ძველი ფორმულა, ნიშნულით Coca-Cola Classic და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გაყიდვებმა მიაღწიეს პიკს და დაამყარეს ბოლო 12 წლის გაყიდვების რეკორდი, ხალხი ძველ ფორმულას მიესია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადია მას მერე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ საქციელით კოკა-კოლამ უბრალოდ თავი გადაირჩინა და არანაირი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მმართველმა ასე უპასუხა ამ პრეტენზიას: ”ჩვენ არც ამდენად სულელები ვართ და არც ამდენად ჭკვიანები”.
ცვლილება არ შეიძლება მოახდინო – მხოლოდ ცვლილების გამო! – კოკა-კოლას მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ მათ მთლიანად გააქრეს ბაზრიდან ძველი პროდუქტი, გადასვლა – თუკი ის საერთოდ მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო ნელი და დროში გაწელილი, რადგან პროდუქტის მიმართ ლოიალობა არ ქრება ერთიანად, ამას კარგად იყენებს მაიკროსოფტი და სხვა კომპანიები, ახალი პროდუქტის შემოტანისას წლების მანძილზე გრძელდება წინა პროდუქტების მხარდაჭერა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მაიკროსოფტს უეცრად რომ გაექრო Windows XP და აეძულებინა მომხმარებელი გადასულიყო Windows Vista ზე.რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ?


Tumblr_lq701a9qzr1qlbr8zo1_500_large_179605211_large

Tumblr_lwe6kbjiyj1r8v72ao1_500_large

Tumblr_lmsr86ovx61qir6ceo1_500_large_large
  1. ნუ შეგეშინდება უკან დაბრუნების – კოკა-კოლას რომ არ დაებრუნებინა ძველი ფორმულა, ექსპერტების აზრით, ახლა უკვე პეპსი იქნებოდა ბაზარზე დომინანტი.
  2. მარკეტინგული კვლევა – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რეალური აღმოჩნდება ბაზარზე პროდუქტის გამოსვლისას.

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 935 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2011-12-26 Spam
arc fanta miyvars arc kokakola da arc araperi. sashinlad tkbilia tu davlev xolme zeros vyidulob ushaqros