მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » ჩოგბურთის ისტორია
10:30 PM
ჩოგბურთის ისტორია
ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავრად დიდი ბრიტანეთის კავალერის მაიორს უოლტერ კლოპტონ უინგფილდს (Walter Clopton Wingfield) მიიჩნევენ. 1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტ-ტენისს, ბადმინტონს, ფაიფს და რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა, ამ თამაშს „სფერისტიკა" უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი"). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა.
თამაშის წესები [რედაქტირება]

საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი იგებს გეიმს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს გეიმის მოსაგებად. 6 გეიმის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გეიმის გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 617 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-01-12 Spam
Miyvars chogburtiii