მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » Chocolate Hills !
2:05 PM
Chocolate Hills !
Chocolate Hill!
ბუნების საოცრება,შოკოლადის გორაკები.
გაგონილი მქონდა მაგრამ არასდროს ვიჯერებდი,
თქვენი თვალით ნახეთ და წაიკითხეთ პატარა ინფორმაცია მათ შესახებ ^
   



ეს სურათი მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ.ასეთი სილამაზე მართლაც არსებობს თუმცა ის ბუნების ერთ ერთი საოცრებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.
აბა წარმოიდგინეთ — უკიდეგანო სივრცე და სადაც კი თვალი გაგიწვდება,ყველგან ჩამწკრივებულა კონუსის ფორმის სიმეტრიული გორაკები!
ეს საოცრება მდებარეობს ფილიპინებზე,ბოჰოლში და მას შოკოლადის გორაკებს უწოდებენ!
საოცარია,რამ შექმნა ამდენი გორაკი,ასეთი სიმეტრიული.ერთხანს იმასაც ფიქრობდნენ,რომ ადამიანის შექმნილი იყო–პირამიდების მზგავსად.მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ეს იდეა უკუაგდეს.აბა წარმოიდგინეთ 50 კვადრატულ კილომეტრის ფართზე 1,776 გორაკი,თითო 30 დან 50 მეტრამდე სიმაღლის,თანაც აბსოლუტურად სიმეტრიული—არა,რაში ჭირდება ადამიანს ამის გაკეთება.აი ჩვენს დალოცვილ ბუნებას კი არ ეზარება საოცრებების შექმნა!

 

ვითომ ბუნებამ შექმნა?თუ ლეგენდას დავუჯეროთ?
ლეგენდა კი იუწყება,რომ …
იყო და არა იყო რა… იყო ორი გიგანტი,რომლებმაც იჩხუბეს და ერთმანეთს ქვებს და ქვიშას ესროდნენ,.ჩხუბი რამოდენიმე დრეს გრძელდებიოდა.და ბოლოს,დაქანცულებმა გადაწყვიტეს დამეგობრება.დამეგობრდნენ და იმ ადგილს გაეცალნენ და უკან მოიტოვეს ის არეულობა და ქაოსი,რასაც ეხლა შოკოლადის გორაკები ქვია.
აი ასეთ ლეგენდას ყვებიან ამ საოცარ გორაკებზე.
და რატომ ’შოკოლადის’?
წელიწადის გარკვეული დრო გორაკები ხასხასა ბალახითაა დაფარული და ჭირს მათი აღქმა,როგორც ’შოკოლადის’ გორაკებისა.მაგრამ როგორც კი მშრალი სეზონი დგება და ბალახი გადახმება–აი მაშინ იღებს ამ ’გემრიელ’ შეფერილობას და ეჭვს აღარ იწვევს,რომ ეს მართლაც შოკოლადის გორაკებია!


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 676 | დაამატა: IpsyChoGirly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-05-08 Spam
5.    ( Tày[??????]

hahah momeconadzaaan!