მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 23 » ჩემს შესახებ
11:05 PM
ჩემს შესახებ
საერთოდ ძნელია საკუთარ თავზე ილაპარაკო მაგრამ მე შევეცდები რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემზე.

დავიბადე 1997 წლის 19 დეკემბერს,ყინვაში.და ზუსტად ასეთი საშინელი ხასიათები მაქვს,უცივესი ადამიანი ვარ,ძალიან ფიცხი,იმპულსური,შემიძლია ცხელ გულზე ვინმე გავლანძღო და მერე ვინანო მაგრამ იმდენად ამაყი ვარ რომ ბოდიშს არ მოვიხდი, "მაპატიე"-ს არ ვიტყვი.

როდესაც რამე მწყინს არ ვიტყობ მაგრამ ძალიან მხვება გულზე,გულჩვილი ვარ თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ვტირი,ვთვლი რომ ტირილით სუსტები ტირიან მაგრამ ხანდახან მეც მახასიათებს ეგ სისუსტე მაგრამ არასოდეს სახალხოდ არ ვტირი,მაგას სიკვდილი მირჩევნია.

პრინციპულიც ვარ,უფრო სწორედ ალბათ სერიოზული,მაგრმა გააჩნია ადამიანს,ზოგთან ისეთი თავაშვებული ვარ რომ მეც მიკვირს,საერთოდ არა ვარ მორცხვი და ჩაკეტილი ადამიანი,კომუნიკაბელური ვარ და მიყვარს ჩემს წრეში გართობა,ხანდახან ზედმეტებიც მომდის მაგრამ ამას შემდეგ კარგ მოგონებებად ვიხსენებ.

არ მიყვარს არაპუნქტუალური,უყურადღებო,გონება დაფანტული ხალხი,რომ ელაპარკები და არ გისმენენ,ან რამეს რომ თხოვ გამიკეთეო,კი-ს გეტყვიან და მერე ავიწყდებათ ან სულ გატყუებენ,ნერვები მეშლება და რამდენჯერ მიჩხუბია ამის გამო.

ვგიჟდები კამერით გადაღებაზე და არ მიყვარს როცა ფოტოაპარატის ობიექტივში ვხვდები.
დედაჩემი და მამაჩემი ალბათ ყველაზე ლმობიერი ხალხია მთელს მსოფლიოში(ჰაჰაჰა)და მეც ალბათ ამიტომ დამოუკიდებლად გავიზარდე,არ ვარ მიწეპებული მშობლებზე და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მათთვის.
არ შემიძლია დაღლილ ტვინზე რამის თავში ჩადება,აუცილებლად უნდა დავისვენო და თუ გულს ვერ ვუდებ გაკვეთილს ვერასოდეს ვსწავლობ და ამაზე ნერვები მეშლება,არადა ვერ ვიტან როცა რაღაცას ვერ ვსწავლობ (ჰაჰაჰა).
მეგობრებთან ყველაზე გულახდილი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში მაგრამ ხანდახან მეჩვენება რომ მათაც კი არ შეუძლიათ გამიგონ რას ვგრძნობ,ხშირად მერევა სევდა,ხანდახან არაფრის გულსითვის მბეზრდება თავი და ცხოვრება,მეკარგება სიცოცხლის გაგრძელების სურვილი და მგონია რომ ვერაფერს მივაღწევ მაგრამ შემდეგ რაღაცეები მახსენდება და ისევ მიბრუნდება ხალისი,ეს შეგძნება საოცრად მიყვარს.

იმის მიუხედავად რომ ნახევარ ძმა მყავს,სახლში ერთადერთი ბავშვი მე ვიყავი,ის ძალიან დიდია და საქართველოშ არ ცხოვრობს,ამიტომაც ეგოისტი გავხდი და ალბათ ახლა პატარა ძმას ან დას ვერ შევეგუები ვერანაირად.
არ მიყვარს სიძულვილი,არასოდეს არავინ არ მძულებია,უბრალოდ არ შემიძლია,ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანს ვერ ვიტან,შეიძლება არ მომწონდეს მაგრამ არანაირი სიძულივი,საიტზე უკვე 218 დღე ვარ და ძალიან მიყვარს აქაურობა იმის მიუხედავად რომ ხანდახან სასაფლაოს გავს და არაფერი სიახლე არ იდება (ჰაჰა).კარგი ბავშვები არიან საიტზე,უმეტესობა მაინც.
 ახლა კი ფაქტები:
არ ვიცი ცურვა

არ მიყვარს ნამცხვრები

ვგიჟდები კომედიურ ჟანრის ფილმებზე და საშინელებებზე

მიყვარს კითხვა

მიყვარს ლაშქრობები

ჭირივით მძულს ზაფხული და ძალიან მიყვარს ზამთარი და შემოდგომა

არასოდეს ვნებდები შუა გზაზე და ბოლომდე ვიბრძვი

სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო

ძალიან მინდა ინდოეთის მონახულება და იქაური ტრადიციებით ცოტა ხნით მაინც ცხოვრება

არ მაქვს ხმა მაგრამ მიყვარს სიმღერა(ჩემს დღეში ბევრი იქნებით)

მიყვარს ხატვა და წერა

პატივს ვცემ ადამიანებს და მიხარია როცა მათგანაც იგივე დადებით ემოციებს ვგრძნობ

როცა გვიანობამდე მძინავს მერე მთელი დღე თავი მტკივა

ისე მიყვარს ცხოვრება რომ არ ვიცი ერთი თუ მეყობა,ვგრძნობ რომ იღბლიანი ვარ რომ გავჩნდი,ასევე თქვენც ბავშვებო და შეიგნეთ ეს

მეშინია ღამის

ვარ კალუსტოფობიით დაავადებული

მეშინია უჰაერო სივრცეებისაც

არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა,კი ან არა-სი

მჭირს უძილობა

ვარ ცაცია

არ მიყვარს ხალხ მრავალი ადგილები და სულ ვცდილობ არ მოხვდე ასეთ ადგილებში
ფიცხი ვარ

 ახლა კი ჩემი სურათები და ნახატები დაათვალიერეთ










კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 937 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-07-24 Spam
bevri ramit vgavart ertmanets da bevri ramitac gansxvavdebit:D me dzaan minda patara da an dzzma, ogond patara da araa ramdenime wlit ptara chemze:D:D mokled dzalian sayvareli xar<33 momewona dzaan sheni naxavebi.. da mtlianad siaxle dzalian momeowna<33:** miyvarxar<33:**