მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 24 » ჩემი თვითმკვლელი კუები
7:27 PM
ჩემი თვითმკვლელი კუები
Lovely Sketch <33
პატარა ჩანახატი სრულიადში <3


თავზე ნიშნით… 

ბიცოლაჩემის განჯინაში ვიპოვნე… სულ პატარა. მწვანე (ისედაც ცხადია, რომ ყველა კუ მწვანეა, უბრალოდ, ჩემს საყვარელ ფერზე ვაკეთებ აქცენტს და მიგანიშნებთ, რომ ძალიან სიცოცხლეა). ჯერ ჯავშანიც არ ჰქონდა კარგად გამაგრებული.

თავზე აკრძალვის ნიშანი ამჩნევია. აი, ზუსტად ისეთი, "სდექს” რომ აქვს ხოლმე ირგვლივ, ოღონდ ამას შიგ არაფერი აწერია და არც წითელია. მწვანეა, როგორც გითხარით.
სხვებს არ ჰგავს. ძალიან სწრაფად მოძრაობს. იმაზე სწრაფად, ვიდე ჩემი ენაგადმოვარდნილი ფრანგული ბულდოგი მიმაქანებდა ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტლის მიდამოებში.

ვგრძნობ, რომ დავიღალე. იმ ძაღლის მსგავსად, ამასაც ენა გადმოვარდნია. აფთიაქში შევედი, ექიმთან.

ის კი მეუბნება, რომ ჩემი კუ თვითმკვლელია, ისევე, როგორც მისი პატრონი.

და ორივეს ერთ წამალს გვიწერს.


კუ სადღაც გარბის და რომ მეყოს ძალა სახლში მისასვლელად, ახალ მეგობარს პირს ვუკუმავ, რომ ენა გარეთ არ გადმოაგდოს და არ დამღალოს.

სახლში მისული აფთიაქიდან წამოღებულ იასამნისფერ სითხეს ვსვამ…

მაგონდება, რომ სულ მცირე 0,3 მილიგრამი უნდა დავლიო. მე კი 0,6-ს გადავაჭარბე. ძალა მომდის სხეულში.

მერე კუ მახსენდება.


პასუხს ინტერნეტშივე ვპოულობ. ე.ი. მე არ მომიკლავს... ინგლისურის არმცოდნეთათვის: კუებს უკნიდანაც შეუძლიათ სუნთქვაო.

გვიანია…

ის ხომ თვითმკვლელი იყო, ჩემსავით…

თუმცა, ვერ გავიგე, მე მოვახრჩვე იმით, რომ პირი მოვუკუმე?! თუ – თავი მოიკლა?

მერე მომდის იდიოტური აზრი:

კი მაგრამ, პირის გარდა ნესტოებიც ხომ ჰქონდა, და რატომ ცხვირით არ ისუნთქა? სურდო სჭირდა? იქნებ, პირთან ერთად ნესტოებიც დავუხშე.

ერთი რამ ვიცი, ჩემი მწვანე თვითმკვლელი კუ აღარ ინძრევა.

სამაგიეროდ, მე ვსუნთქავ და მას რომ არ გავეპორწიალებინე გარეთ, ხომ ვერ გავიგებდი, მეც რომ თვითმკვლელი ვარ და მკურნალობა მჭირდება.


დაამოწმა:mariamo (QueenBarnes) xD
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 692 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-06-25 Spam
ვერ მიხვდი sad