მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » ჩემი საყვარელი ლექსები ♥
7:02 PM
ჩემი საყვარელი ლექსები ♥


PoeZiiaA 
ლექსეები ჩემი სუნთქვაა  
ამიტომაც,მეც გადავწყვიტე ამ სიახლის დადება )
ჩემი ორი უსაყვარლესი,თანამედროვე ლექსი

 ფული
ეთილდღეობის სტრიქონის წერას არ უნდა დიდი ფული
ერთმა ქაღალდმა,ასე წაბილწა დედამიწაზე სული
შემოელევათ წამსვე უსკდებათ ინფაქტებისგან გული,
მაგრამ, აზრშიდაც, გონებაშიდაც სულ ფული, ფული, ფული  ...

რა არის ნეტა ეს ფენომენი! რომ ,მოდებულა სენივით ხალხში
კარგი საქმისთვის ცოტაა ძაან ცუდი ოხრად მთაში და ბარში
რომ ,გაუტოლდა ნეტარ გრძნობებსაც ,რომ შეაფურთხა სიყვარულს თვალში 
და რომ სინდისიც პატიოსნებას მოხარშა ერთად ეშმაკის კასრში....

გარეთ კი ცივა უბერავს ქარი ,მოდის პატარა გზის მათხოვარი
პურისთვის უნდა მას ერთი ლარი ,ავადმყოფ დედის პატრონი არის
ცივა პატარას ძალიან ცივა ,ვინ იცის სახლში ის როდის მივა
თუ ფული არ გაქ შეჭამე თივა,ვიღაც დასცინის აჩერებს ნივას


კრთება პატარა, კრთება ძალიან ,ნივაში ვიღაც ბოზი ქალია
წადი,მოკალი ან მოიპარე,ფული რომ, არ გაქ შენი ბრალია.!

ყმაწვილის ფიქრში იღვიძებს გრძნობა,გრძნობა ველური და ცხოველური
იღვიძებს ბავშვში შური და მტრობა,არავინ უთხრათ მას საყვედური
ქალმა ჩაისვა ის მანქანაში,გაათბო კარგად მოელაქუცა 
შენი სახელი მითხარი ბიჭო,ბიჭი სირცხვილით მე ვარ: ქაქუცა 

გინდა რომ ფული ვიშოვოთ ერთად? გინდა რომ დედას პური წაუღო?
მაშინ წამოდი შენ ჩემთან ერთად ,ვინმეს საფულე რომ ამოუღო
დროა ისწავლო შენ ფულის გემო ,დროა ისწავლო რანაირია
ქალმა ჩახედა ყმაწვილს თვალებში 
თვალები ??!! უკვე სხვანაირია.....

კეთილდღეობის სტრიქონის წერას არ უნდა დიდი ფული
ერთმა ქაღალდმა ასე წაბილწა პატარა ბიჭის სული. 




 ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -რვა ნომერ კენტს აბოლებს,

ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს,

დედაშენი -შარვლით ტაძარს ამდორებს,

ჩემი ნენე -ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -მერსედესით დადის და

ჩემი ნენე -მიუძღვება გუთანს,

დედაშენს ჟადორეს სუნი ასდის და 
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,

ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,

თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,

დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,

დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!..
 

ბოლო ლექსი განსაკუთრებით მიყვაარს ))
სამწუხარროდ ზოგი დედა მართლაც ისეთია! ))
რათქმაუნდა ჩვენეები არა! 


მოგეწონათ ? 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 742 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-04-07 Spam
arachveulebrivia < 33 bolo leqsi vicodi ulamazesi leqsia < 33 yochag :*