მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 13 » ჩემი მფარველი ანგელოზი
11:16 PM
ჩემი მფარველი ანგელოზი
ჩემი მფარველი ანგელოზი


აი, ვდგავარ შენს წინაშე, გელაპარაკები, ჩემს განცდებს გადმოგცემ, შენ კი ... ჩემი არ გესმის ! ასე, უბრალოდ. მარტო დამტოვე ამდენ უსამართლო ადამიანთან ერთად, მარტო დამტოვე შენს მკვლელებთან ერთად. ნუთუ საიმისოდ არ შეგეცოდე ? ოდნავადაც კი. როგორ გაბედე და როგორ გააკეთე ეს ?! შენ ხომ პირობა მომეცი... იმის შემდეგ რაც შენ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, ყოველი დღე კოშმარია, ცუდ სიზმარს ჰგავს, თუმცა „ცუდი" ცოტა რბილი ნათქვამია. ყოველთვის, როცა შენზე ვიწყებ ფიქრს უსასრულობის მორევში ვეშვები და მგონია ვეღარ გავიღვიძებ, უფრო სწორად ასე მინდა ! ჩემთვის ნარკოტიკივით ხარ, შენი ნათქვამი ერთი სიტყვაც კი საკმარისი აღმოჩნდა ჩემს დასამორჩილებლად. შენ მოგეჯაჭვე სამუდამოდ ! წარმოიდგინე როგორია, როცა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, შენ მმართავ, შენი სურვილებით ვცხოვრობ, სურვილებით, რომლებიც აუსრულებელი დაგრჩა... გახსოვს, ერთად ვგეგმავდით მომავალს, ერთად ვოცნებობდით, მთელი ცხოვრება ერთად !... შენ ამ ყველაფერს უცებ მოუღე ბოლო ! რატომ ? გეკითხები, რატომ ? მიპასუხე, შენ ხომ ყოველთვის ჩემზე კარგად აზროვნებდი, შენ ხომ ჩემი მისაბაძი მაგალითი იყავი. ჰოდა მიპასუხე, რატომ გააკეთე ეს ? რატომ გამინადგურე სიცოცხლე ? იმ საშინელ დღეს ხომ მე უნდა მოვმკვდარიყავი ! მე უნდა მომხვდროდა ის დასაწვავი ტყვია ! მე ! მე უნდა მეგო პასუხი ჩემი შეცდომებისთვის, შენ რაშუაში იყავი ? ნუთუ ვერ ხვდებოდი როგორ მიყვარდი ? არა, გაღმერთებდი ! შენ იყავი ჩემი ძმაც, დაც, დედაც, მამაც, მეგობარიც ! ბავშვობიდან შენ გბაძავდი, მინდოდა რომ შენნაირი მამაცი, ღონიერი, კეთილი ვყოფილიყავი. არასოდეს დავივიწყებ იმ დღეს, როცა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიხსენი სიკვდილისგან. ახლა ვხვდები, რომ შენ ანგელოზი იყავი, ღმერთმა მოგავლინა ჩემს დასაცავად. მე კი... მე შენი ღირსი არ აღმოვჩნდი ! მე შენ სიცოცხლედ არ ვღირდი. არასოდეს ! ვიცოდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ როცა შენ რჩევას ყურს არ ვუგდებდი და მის წინააღმდეგ მივდიოდი, ათასნაირ შარში ვეხვეოდი. მაგრამ ახლა ეს სინანული უშველის რამეს ? შენ ვერ დაგაბრუნებს ! ცრემლები მახრჩობს, მინდა ვიყვირო, მაგრამ არ გამომდის. იმ ღამის შემდეგ, იმ წყეული ღამის შემდეგ როცა ხელებში ჩამაკვდი ემოციებს ვერ გამოვხატავ. ჩემი გული გაიყინა. იმიტომ, რომ ის შენით არსებობდა. ჩემს თავს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ ვაპატიებ იმას, რომ არ დაგიჯერე, იმ ტიპებთან საქმე დავიჭირე და ის გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ეს ჩვენი ხათრით გავაკეთე, ჩვენი ოცნებების ხათრით. ბანკის გასაძარცვად რომ მივდიოდი მხოლოდ ჩვენი მომავალი გეგმები მიტრიალებდა თავში. ჩვენ ხომ ერთად უნდა აგვეწყო ცხოვრება, ერთად მოგვეყვანა ცოლები, შენ ხომ ჩემი შვილი უნდა მოგენათლა...როცა მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და ამას ყოველგვარი ქურდობის და სისაძაგლის გარეშეც გავაკეთებდით, უკვე გვიან იყო. მაშინ ვინანე, რატომ გაგანდე ამის შესახებ, რატომ ჩავაგდე შენი სიცოცხლე საფრთხეში. ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდი, ჩემს ადგილას იდგებოდი. ამას შენ უფრო იმსახურებდი. მე ვინ ვარ ? სრული არარაობა ! მე, საკუთარი ძმაკაცის მკვლელს როგორ შეიძლება მომავალი მქონდეს ? სუიციდი ორჯერ ვცადე, არცერთხელ არ გამომივიდა. ცხოვრებაში არაფერი გამომსვლია ჩემით, ყოველთვის შენით ვაღწევდი ყველაფერს. თავიც კი ვერ მოვიკალი... ამის შემდეგ მე ადამიანი მქვია ? რას არ მივცემდი იმ წუთებში როცა მიწას გაყრიდნენ შენს ადგილას მე ვწოლილიყავი. სინანული გვიანია. ღმერთს თავისთვის ყოველთვის კარგები უნდა ! ამიტომ წაგიყვანა შენ და არა მე. დედაშენს თვალებში ვერ ვუყურებ, ყოველთვის შენ მიდგახარ თვალწინ. ოჯახის წევრებთანაც კი გავწყვიტე კონტაქტი. უბრალოდ ვდგავარ და ველოდები როდის წამომიყვანს ღმერთი შენთან, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ კარგ ადგილას ვერ მოვხვდები, სადაც შენ ხარ. ყოველთვის, როცა სიზმარში გხედავ, სინამდვილე მგონია, ეს ყველაფერი თითქოს ცხადში ხდება, მაგრამ როცა ვიღვიძებ, რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. მე იმაზე მეტადაც კი მენატრები, ვიდრე ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ გავატარეთ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ერთად, ახლა იძულებული ვარ გაგიშვა!
უკვე ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დაგკარგე ! ყოველდღე მივდივარ ჩვენს საიდუმლო ადგილას და წარმოვიდგენ, რომ ისევ აქ ხარ, ჩემს გვერდით, ისევ ერთად ვთამაშობთ, ერთად ვაწყობთ გეგმებს, იქ ხომ ჩვენი მთელი ბავშვობა იშლება. სადღაც შორს ადამიანის სილუეტს ვლანდავ, ეს შენ ხარ ! თითქოს მეძახი, რაღაცას მთხოვ. მაგრამ ჩემს ფანტაზიას ამაზე შორს აღარ ვუშვებ. ჩემს თავს ვახსენებ, რომ იღბლიანი ადამიანი ვიყავი შენთან მეგობრობის საშუალება რომ მომეცა. გავა წლები, არ ვიცი როგორ, მაგრამ ალბათ ყველაფერს გავუძლებ. მე ხომ შენს დაკარგვას შევეგუე. ჩემს ცნობიერებაში ყოველთვის იარსებებს ბიჭი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთვის კარგი მეგობრობა გაეწია, კარგი მაგალითი ეჩვენებინა და მთელი გულით ვყვარებოდი. ბიჭი, რომელმაც ერთი არარაობის გულისთვის თავი გაწირა, რომელმაც იმ ადამიანს მიუძღვნა სიცოცხლე, ვინც ამას არ იმსახურებდა და წლების შემდეგ ისევ მემახსოვრება 24 ივნისი, დღე, როდესაც ჩვენი ბედისწერები ერთმანეთს გადაეჯაჭვა და როდესაც პირველად განვიცადე ის გრძნობა, რომელსაც მეგობრის სიყვარული ჰქვია ! 

დაამოწმა MissMiller-მა
მიყვარხართ ყველა :**
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 907 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-09-15 Spam
nini beruashvili, diiidii madlobaa <3 mixaria ^^