მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » ჩემი დღიური
8:20 PM
ჩემი დღიური
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ წინა თავისთვის!!!არ ვიცოდი ესე ცუდად თუ დაიდებოდა:S
  

ალბათ ძალიან მომენატრეეე...სულ შენზე მეფიქრებაა...სულ შენთან მინდა...სულ მაკლიხარ...ეხლა მინდა რომ ჩემთან იყო...გულის წასვლამდე მენატრები...შენ ერთადერთი ხარ ვისზეც შემიძლია ვთქვა მიყვარს და ერთადერთი ხარ ვიზეც ვერ ვფიქრობ ცრემლების გარეშე...თითქოს ჩემი ნახევარი მაკლია...მენატრება შენი თვალები...ყოველთვის მეტირება ხოლმე როცა მახსენდება როგორ იჯექი ხოლმე ჩემს გვერდით...როგორ მაბრაზებდი,როგორ მამხიარულებდი,მატირებდი,როგორ მიღიმოდი და როგორ მთხოვდი გამეღიმა.როგორ მეცეკვებოდი,როგორ მაბრაზებდი...ეს ყველაფერი ეხლა დავაფასე...და თურმე როგორი ძვირფასი ყოფილხარ შენ ჩემთვის!!!თურმე როგორ არ შემიძლია შენს გარეშე არაფერი...

         

ეხლა????ეხლა შენს მაგივრად მოგონება მაცინებს, მატირებს..ეხლა რა გამახსენდა იცი???როცა გეტყოდი რომ არაფრის ღირსი არ იყავიდა მაინც მიყვარდი....შენ ღიმილით მპასუხებდი "რა სულელო ხარ" და იცინოდი...შენი სიტყვები მენატრება და მინდა სულ შენი ხმა მესმოდეს...მინდა თუნდაც ბოლოჯერ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიყო სულელი თუ მხოლოდ შენთვის ვიქნები და შენც...მინდა ისევ ამაყობდე ჩემით...მინდა ჩემსავით შენც გიღირდეს გაყინვა იმ იმედით რომ მე გაგათბობ...მინდა შენც უზომოდ გწყუროდეს და არ სვავდე წყალს იმის მოლოდინში რომ ჭიქით ხელში გამოვჩნდები ოთახის ბოლოს...მადლობელი ვარ ღმერთის მხოლოდ იმის გამო რომ ჩემთვისაც გამონახა ამ ქვეყანაზე ადგილი...ადგილი შენს გვერდით...მინდა ისევ თავისუფლად შემეძლოს ჩაგეხუტო...თავი დაგადო და შენი თბილი ხელი მეჭიროს...მინდა ისევ მჩუკნიდე იებს ზამთარში...მინდა ისევ მკოცნიდე შუბლზე...მერე მე ისევ ვბრაზდებოდე და გეუბნებოდე შუბლზე დებილებს კოცნიან...შენ კი ისევ გეღიმებოდეს დამპასუხობდე რომ დებილებს კი არა ანგელოზებს კოცნიანო...მინდა ისევ ბავშვივით მიბრაზდებოდე ყველაფერზე და მერე მალევე მირიგდებოდე მიზეზით რომ უჩემოდ ვერ ძლებ...მინდა ისევ გიყვარდე ისეთი როგორიც ვარ...

 

ეხლა ვერც კი გადმოგცემ რამდენად რთულია ჩემთვის უშენბა...როგორ მარტოდ ვგრძნობ თავს შენს გარეშე და რა დიდია ეს სამყარო,ეს ქვეყანა ეს ქალაქი და თუნდაც ჩემი საკუთარი ოთახი, მაშინ როდესაც ჩემგან შორს ხარ!!!თბილისში გუშინ პირველად გათენდა უშენოდ დღეს კი უშენოდ იწვიმა პირველად...

 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 751 | დაამატა: FanTwilight | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2011-12-28 Spam
4.    ( MissMiller♡[??????]

ise dzaan kargiaaa gaagrdzeleeeeeeeeee.......