მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ჩანახატი.. <3 პირველია ეს ჩემთვის..
10:43 AM
ჩანახატი.. <3 პირველია ეს ჩემთვის..


ჩემი პირველი ჩანახატია.. პირველად დავწერე 
და არ ვიცი რა გამოვიდა..
თქვენ შეაფასეთ .. ხოლო მანამდე წაიკითხეთ 
ჩანახატი შიგნით!!<3



მოვედი.
ვიცი,რომ ახლა კონვერტს ხსნი. სადაც კვლავაა ჩემი კალმის სუნი. ეხლა,რომ არ დავწერო გავგიჟდები … არ ვიცი როგორი გამოვა და არ მაინტერესებს.

ლექსებს ნუ მთხოვთ, რადგან ვერ ვიქნები დღეს მწერალი. ადრე უფრო დიდი გრძნობით ვწერდი მოთხრობებს, ახლა ფიქრებში ვრითმავ და მაპატიე.
სხვა რა დამრჩენია, ისიც მეყოფა,რომ წვიმაში ტკივილს სიკვდილით ვიკლავ. არასდროს მყვარებია ფიქრი, ახლა სულ რაღაცაზე ვფიქრობ.
არასდროს მყვარებია ოცნება, ახლა სულ რაღაცაზე ვოცნებობ.
ერთ დღეს მე ნამდვილად შევწყვეტ წერას.
ერთ დღეს მე ნამდვილად დავინახავ თვარეს.
ერთ დღეს მე აღარ გამოგიგზავნი წერილებს.
ერთ დღეს მე აღარ ჩაგეხუტები.
იცოდე ინანებ და გვიანი იქნება.

გიყურებ,როგორც კლასიკოსს.
რაღაც მინდოდა მეთქვა და დამვიწყებია, მაპატიე.
მაპატიებ,რომ ერთხელ აგვისტოს წვიმას ვერ ვენდე?

"რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ–მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამ წელს ნოემბერი, კიდეც გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა, ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ მეყოლები.
წამო,თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო, გეხვეწები…მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.”
მახსოვს დაო, როგორ არ მომისმინე.
მახსოვს დაო,როგორ შეგძულდი როცა ჩემთვის შენზე კარგი, შენთვის შენზე კი ცუდი რამ გითხარი.
ისიც მახსოვს დაო, როგორ არ მენდე.
ვიცი დაო, როგორ გიყვარვარ და მაპატიე,რომ სიმართლე გითხარი.
ისიც მაპატიე დაო,რომ აღარ მივყარხარ.
შენ კი მოხვედი და მომიტანე ზაფხული, მაგრამ მე ზამთარი მინდოდა – ესეც მაპატიე.
ზამთარი იყო, თოვდა. მიდიოდა გოგო და თოვლსაც კი ათბობდა. ახლა რა გაათბობს სიცივისგან გაყინულ და ცარიელ ოთახს.
დღეს დღეები უფრო მალე ღამდებიან.
დღეს მთვარე უფრო მალე შემრჩენია, არეულად მაგრამ შეღებვით.
დღეს გვერდი ავუქციე გზას, რომელსაც თან ჰყავდა ხიდი. ხიდი,რომელიც არის თბილი.
წამო გეხვეწები…
ვიცი,ახლა მალე დახურავ კონვერტს და მინდა გითხრა,რომ მე შევწყვეტ წერას.



პირველად დავწერე ასეთი რამ.. კრიტიკას მივიღებ აუცილებლად..! <3

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 792 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-11-27 Spam
vitvaliscineb imas ro pirvelia es sheni,kochag momecona magram mtlad idealuric ar iyo...bevri sitkva ar sheesabameboda ertmanets:))))) sggg ♥ ♥