მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » cara delevinge
4:34 PM
cara delevinge
CaraDevelinge
ბიოგრაფია | სტილი | კარა 
ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე | გიფები

კარა მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო სენსაციად ქცევა მოდისა და სილამაზის სამყაროში. ბრიტანელი კარა დელევინი 2012 წლის საუკეთესო მოდელად დაასახელა British Fashion Awards-მა. არც არის გასაკვირი, წელს ხომ ამ გოგონას კარიერაში ნამდვილი პიკი ჰქონდა: მოდის მთავარ კვირეულებზე გამოჩნდა პოდიუმებზე, "ბარბერის" კოსმეტიკისა და ტანსაცმლის რეკლამაში გადაიღეს, მონაწილეობდა "შანელის" კრუიზულ კოლექციაში და ფილმში "ანა კარენინა", ბოლოს კი "ვიქტორიას საიდუმლოს" "ანგელოზების" რიგსაც შეუერთდა. 
ბევრი მიიჩნევს, რომ კარას მთავარი ღირსება მისი გამომსახველი წარბებია, სამოდელო ბიზნესის ექსპერტები კი უფრო შორს იყურებიან და ამბობენ, რომ დელევინის წარმატების საიდუმლო ანდროგენული ტიპის მოდელების მზარდი პოპულარობაა. ამიტომაც არის, რომ 173-სანტიმეტრი სიმაღლის გოგონამ, რომელსაც სულაც არ აქვს განვითარებული ქალური ფორმები, მაინც მოახერხა წარმატების მიღწევა. მას თავისუფლად შეუძლია, ქალური სამოსიც წარადგინოს და კაცურიც, ეს კი დღევანდელ პოდიუმზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ფოტოგრაფები კარას უნარსაც აღნიშნავენ, რომ თავისუფლად შეუძლია გარდასახვა და შეუძლია იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი, თვით კარა კი ამტკიცებს, რომ არასდროს უოცნებია პოპულარობაზე და მოდელობა იმიტომ მოინდომა, რომ ეს საქმიანობა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემდა. 
კარა 1992 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ლონდონში. დელევინი English Heritage-ის სახელმწიფო კომისიის ყოფილი მეთაურის სერ ჯოსლინ სტივენსის შვილიშვილია. დედამისი ბრიტანული მაღაზიების ქსელების პერსონალური შოპერია, მამა კი საცხოვრებელი სახლების პროექტირებით არის დაკავებული. გოგონა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში, ძვირად ღირებულ სახლში გაიზარდა. პრესტიჟული სკოლა დაამთავრა. კარას ორი და ჰყავს, მათ შორის ერთი - პოპი, მოდელია. თვით კარამ მოდელის კარიერა 17 წლისამ დაიწყო 2009 წელს და მალევე მოახერხა აღმასვლა. გარდა იმისა, რომ წლის მოდელად აღიარეს, ჟურნალმა "ვოგმა" კარა მოიხსენია "ერთ-ერთ მთავარ ადამიანად ფეშენინდუსტრიაში, 45 წლამდე ასაკის პერსონებს შორის", პორტალმა "მოდელსმა" კი "მსოფლიოს 50 სუპერმოდელის" რეიტინგში 25-ე ადგილი მიანიჭა. კარა ასევე მოხვდა ბრიტანული "ივნინგ სტანდარდის" "2011 წლის 1000 ყველაზე გავლენიან ადამიანს" შორის, კატეგორიაში "ყველაზე მოთხოვნადი". 

კარას სტილი: 

კარა ვიქტორია სექრეთის შოუზე: 


კარას გიფები: 


MissBarnes
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 805 | დაამატა: marrystyles | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-04-28 Spam
3.    ( Tày[??????]

vgizhdebi am gogoze <3 zustad eseti awkward roa magito mowons yvelas )da araimito ro VS-shia ))