მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 4 » books in my life
6:49 PM
books in my life

Books ♥
Books in my life 
კონკურსს მიღმა რათქმუნდა ))


პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ ეს იდეა მოგეწონათ და თემეებს დებთ.. ეს ამბავი ძალიან მახარებს.. ეხლა კი ჩემს 10-ულს წარმოგინდებთ:

10. არტურ კონან დოილი- შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი 

შერლოკ ჰოლმსი-ჩემი ერთ-ერთი პირველი სერიოზული ნაწარმოები , საერთოდ არ მიტაცებს დეტექტიური ჟანრის წიგნები ამიტომ არც მქონდა გეგმაში მისი ბოლომდე წაკითხკვა,მაგრამ ამ წიგნმა ჩემზე იმხელა შტაბეჭდილება მოახდინა იმის მერე ორჯერ წავიკითხე.. საერთოდ არ მიყვარს იმ ფილმების ყურება რომლის წიგნებიც წაკითხული მაქვს .. მე იქ ყვეალფერს ჩემებურად ვხედავ და ის კინოში ისე  არასოდეს გაცოცხლდება  როგორც მე მსურს .ჩემს წარმოსახვაში ჰოლმსი სულ სხვანაირია , ადამიანი რომელმაც ყოველთვის ყვეალფერი იცის ნებისმიერ სიტუაციში შეუძლია გამოსავლის პოვნა , ყოველ წაკითხვაზე რაღაც ახალს ვიგებ . ისეთი ინტერესით ვკითხულობ თითქოს ისევ პირველია .. ვიცი რომ ვერასოდეს ჩავწვდები მის არსს ბოლომდე მაგრამ ძალიან მინდა.


9.მაინ რიდი-უთავო მხედარი 

საერთოდ მაინ რიდზე ვგიჟდები <3  ამ წიგნში ჩანს რამდენი რამის გადალახვა შეუძლია ნამდვილ სიყვარულს , ამ წიგნში ყველაფერია ასახული მე  განსაკუთრებით  მუსტანგერისა ლუიზა პოინდექსტერის სიყვარულმა მომხიბლა.. დიდად არ ვგიჟდები სათავგადასავლო წიგნებზე ,მაგრამ მაინ რიდი ერთადერთია, რომელიც შესანიშნავად უთავსებს ამ ყველაფერს სიყვარულს და ისეა ეს ყვეალფერი ერთმანეთში შეწმული, რომ ვერც კი ვიგებ რომანს ვკითხულობ თუ რაიმე სატავგადასავლო წიგნს.


8.მაინ რიდი-თეთრი თათმანი

რატომღაც ბევრს არ მოსწონს ეს წიგნი .. მე კი ერთი ამოსუნთქვით მაქვს წაკითხული , ძალიან ადვილად იკითხება ისე შემომეცალა ხელიდან ვერც გავიგე ,  არ მიყვარს ისეთი წიგნების კითხვა სადაც მცირე დოზით მაინც არ ურევია სიყვარული .. ეს წიგნი კი ჩემთვის მხოლოდ სიყავრულზეა, მართალია ასახულია იმდროინდელი ცხოვრება , ინგლისური ტირანია, თუმცა ჩემტვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია .. 

7.მარკ ტვენი-ტომ სოიერის თავგადასავალი
ჩემი ბავშვობის წიგნი, ჩემი პირველი წიგნი რომელიც წამიკითხავს . იმ ასაკში როგორ მახსოვს ამ წიგნზე უკეთესი არაფერი მეგულებოდა. ტომის თავგადასავლი იმდენად ჩამრჩა მეხსიერებაში ,იმდენად მომხიბლა ,რომ წიგნის ხსენებაზე სწორედ ის ამომიტივდება ხოლმე თავში.. იმ დროს ამ ''ცანცარა'' ბიჭის თავგადასავალს ისეთი ინტერესით და ისე მხიარულად ვკითხულობდი ,ისე მიმქონდა გულთან ,ალბათ, ასე წიგნს ვერასოდეს წაკივითხავ .. ზოგს არ მოსწონს ეს წიგნი, ჩემთვის კი ყველზე ტკბილ და თბილ მოგონებებთან ასოცირდება..

6.ოსკარ უაილდი - ”დორიან გრეის პორტრეტი
ამ წიგნზე რა ვთქვა შედევრი.. ალბათ მხოლოდ წიგნის პირველი და ბოლო ფურცლები რომ წამეკითხა არც დავიჯერებდი რომ ის მშვიდი, სულით წმინდა და ის ბროტი ,ბოღმიანი დორიანი ორივე ერთი პიროვნებაა.. ამ წიგნში ჩანს რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანს სხვაზე , რამდენს ნიშნავს თუნდაც მისი ერტი სიტყვა , ძალიან დამწყდა გული როდესაც დორიანი მოკვდა და საშინლად ვერ ვიტან ჰარის რომელმაც იგი ისეთ საშინელ პიროვნებად აქცია..

5.ჯეკ ლონდონი-მარტინ იდენი
წიგნი ცხოვრება.. ზუსტად არის ასახული ადამიანის ნამდვილი სახე , როცა ყველფერი გაქვს სწორედ მაშინ ჭირდები ყველას, ხოლო როცა არაფერი გაგაჩნია მაშინ არავისთვის არაფერს წარმოადგენ.. იდენი ფიქრობდა, რომ თუ ისწავლიდა და იმ ნანატრ საზოგადოებას გაუტოლდებოდა ბედნირებას ეზიარებოდა ,თუმცა პირიქით რაც უფრო უახლოვდებოდა მათ დონეს მით უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანდა შიგნით კი ყველაფერი ჭუჭყით იყო სავსე , იმდენს ცდილობდა და წვალობდა რომ ვერც კი მიხვდა როგორ გაასწრო ამ საზოგადოებას და როდესაც უკან მოიხედა მიხვდა, რომ ახლა მათ უკვე ზემოდან უყურებდა და თუ ადრე ის ცდილობდა მათ გატოლებოდა ,ახლა მათ იგივე უნდა გაეკეტებიდან , საზოგადოება რომელსაც  არ შეეძლო აზროვნება, არ შეეძლოთ მიეღო რაღაც ახალი ,დატკეპნილი მეხსიერება თითქოს ახლის მიღებას უკრძალავდათ..ბოლოს კი მარტინი მიხვდა რომ ჯობდა ისევ ის მეზღვაური ყოფილიყო და ცხოვრებით დამტკბარიყო ,ისევ ის უცოდინარი ბიჭი , იმ დროს მის სიცოცხლეს აზრი ქონდა, მიზანი ქონდა ,უნდოდა მიეღწია რუთის დონემდე , ბოლოს კი ყველაფერს მობეზრებული თავის ადგილს ვეღარ პოულობდა , თითქოს ორ საზოგადოებას შორის  ყოფილიყო , ვერც გლეხებთან პოულობდა საერთო ენას ახლა მათი აზროვნება სრულებით არ გავდა ერთმანეთს, ხოლო ის ბურჟუაზია კი ზიზღს გვრიდა , დასასრულიც მოსალოდნელი, ყველასგან მობეზრებულმა სიცოცხლე სიკვდილით დაასრულა ,ყველასგან შორს.

4.გი დე მოპასანი-ლამაზი მეგობარი

ჟორჟი, ადამინი რომელიც ყველაფერს გადაუვლის ფულის გამო ... მისთვის ''მიზანი ამართლებს საშულებას'' . არ დაიხია უკან სანამ არ მიიღო ის რაც უნდოდა .. ყველანაირი გრძნობა მისთვის უცხოა , სიყვარული განსაკუთრებით , მისტვის ფული ყველაფერია , ახლოსააა დღევანდელ რეალობასთან .. ნათლად ჩანს რომ ადამიანი ქვეყნად არავის არ უნდა ენდო, თორემ არავინ არ დაგინდობს .

3. ფრედერიკ ბერგ-ბედერი- 99 ფრანკი

ეს წიგნი ჩემთვის სარკეა . ზუსტად ასახავს დღევანდელ ცხოვრებას , საშინლად არ მინდა ამ მწარე რეალობაში ვცხოვრობდე , ამ წიგნს ვკითხულობდი და დღევანდელი ცხოვრება ზიზღს მგვირდა ,
რა საშინელებაა რამდენი სასიზღრობაა ჩვენს გარშემო , განვითარდა ცხოვრება ყველას ეს აკერია პირზე ,მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ განვითარებას ხალხის სულიერება თუ უკან უკან წავიდა , ყველაფერი იყიდება გარშემო თქვენც ,მეც , .... 

2.ვიქტორ ჰიუგო-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ჩემთვის ეს წიგნი არის სრულყოფილება , წიგნი რომელშიც არც ერთ დეტალს არ შევცვლიდი.. კვაზიმოდო ყველასგან გარიყული , ფიზიკური ნაკლის გამო ყველამ აითვაწუნა და ბოლოს იმდენი ქნეს რომ სულიერადაც დაამახინჯეს.. შინაგანი კომპლექსი გაუჩინეს და დაუკარგეს იმის სურვილი რომ ყველაფერში კარგი დაენახა  .. მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ესმერალდა იყო .. მართლია ცხოვრებაში მასთან ყოფნა არ ეღირსა მაგრამ ბოლოს დაამტკიცა რომ ყველაზე წმინდა რაც ადამიანს შეუძლია სიყვარულია , მას კი ესმერალდა თავგანწირვით უყვარდა .. ბოლოს ''იქ'' მაინც მასთან ერთადიყო <3


1.შოთა რუსთaველი - ვეფხისტყაოსანი

მე რა უნდა ვთქვა?? უბრალოდ მრცხვენია , ეს წიგნი მსოფიომ აღიარა  ამიტომ არაფრის თქმს არ ვაპირებ მხოლოდ ერთს ვიტყი მარტო ამის გამო ღირს ქართველობა .. შედევრი რომელიც მუდამ უკვდავი იქნება !
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 642 | დაამატა: Ann)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-06-04 Spam
2. ani   ( Ann))[??????]

Marii Chinka, Thnx:***