მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 4 » Books In My Life
4:43 PM
Books In My Life
Books In My Life 
ჩემი საკონკურსო თემა 

ჩემი საყვარელი წიგნები

 

10. ჟიურ გაბრიელ ვერნის ,,80 000 კილომეტრი წყალქვეშ’’

 

წიგნი, რომელმაც ,,ნაუტილუსით’’ ოკეანის ზღაპრულ სამყაროში მამოგზაურა კაპიტან ნემოსთან ერთად და წყალქვეშა ბუნების თვალწარმტაცი სანახაობის თანაზიარი გამხადა. საუკეთესო სათავგადასავლო წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს, ამიტომაც ნამდვილად იმსახურებს ათეულში ყოფნას.


9. მარკ ტვენის ,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’

 

ეს ნაწარმოები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს_ბავშვობას მახსენებს. იმ დროს, როცა მართლა მთელი გულით მსიამოვნებდა სავარძელში მოკალათება და ლიტერატურის კითხვა. მარკ ტვენმა გულწრფელობითა და უშუალობით მოიტანა ჩემამდე ტომ სოიერისა და  ჰეკლბერი ფინის ხიფათით აღსავსე თავგადასავლების ფონზე განვითარებული ნამდვილი მეგობრობა, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება.

 


8. მაია ბურჭულაძის ,,მაკიაჟი მიცვალებულისთვის’’

 

ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მწერლის დეტექტივი, ციკლიდან ,,იათამზე მდივანი_თვითმარქვია დეტექტივი’’. წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რომელმაც მასწავლა, რომ შესაძლებელია ექსტრემალურ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეხმარო სრულიად უცნობ ადამიანებს.

 


7. ონორე დე ბალზაკის ,,შაგრენის ტყავი’’

 

ფანტასტიკურად გადმოცემულმა რეალურმა სიუჟეტმა კიდევ ერთხელ მასწავლა, რომ ძალაუფლება ადამიანებს ცვლის და ბოროტებისკენ უბიძგებს. ეს ბოროტება კი შაგრენის ტყავივით ოცნებებს გიხდენს, მაგრამ სულ უფრო და უფრო ამოკლებს შენი ცხოვრების დღეებს, რადგან იგი სიკეთი არასოდეს ხარობს.

 


6. ალექსანდრე იასაღაშვილის ,,მგლის ბილიკი’’

(წიგნის ფოტო, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე) 


ეს იყო პირველი დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები,  რომელიც წავიკითხე და წიგნი, რომელმაც მეც გამოძიების მონაწილედ მაქცია.

,,მგლის ბილიკის’’-ს წაკითხვის შემდეგ დიდი ხანი მინდოდა გამომძიებლობა და ძლივს დამარწმუნეს, რომ ქალისთვის არც ისე კარგი პროფესიაა.

 


5. შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი’’

 

ამ წიგნმა მასწავლა, რომ სიყვარულს ყველა გამოცდის ჩაბარება და გაძლება შეუძლია, რომ მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.

ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:

,,უბადრუკი პატარა გლეხუჭები სულითა და ხორცით ისეთივე კარგები არიან, როგორიც უკეთილშობილესი წარმოშობის ჩამომავალნი; სიკეთის, კეთილშობილების, სიბრძნისა და კარგი გრძნობების საწყისი მათშიც ისევეა, როგორც საუკეთესო წარმომავლობის ადამიანებში.’’


4. ჯ. კ. როულინგის ,,ჰარი პოტერი და...’’

 

ამ წიგნებმა ჩემი სამყარო სრულიად შეცვალეს. მათ იმდენი რამ მასწავლეს, ალბათ ვერც ერთ სიახლეში ვერ ჩავატევ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მისი გმირები ჩემთვის მეგობრობის, სიმამაცისა და თავგანწირვის ეტალონები არიან.

 


ფრაზები, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:

,,ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არასოდეს გვტოვებენ. შენ ყოველთვის შეგიძლია, ისინი იპოვო გულში.'' 

,,ბედნიერება შეიძლება იპოვო სიბნელეში, თუ ერთს მაინც არ დაავიწყდება სინათლის ჩართვა''


3. ოსკარ უაილდის ,,დორიან გრეის პორტრეტი’’

 

ამ ნაწარმოებზე საუბარი არასოდეს არ მომბეზრდება. მისი ყოველი წაკითხვისას ახალ რაღაცას ვსწავლობ და ისეთ საკითხებზე ვფიქრობ, რაზეც შეიძლება მანამდე ყურადღება საერთოდ არ გამიმახვილებია. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს წიგნი აღმოვაჩინე.


ფრაზები, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:

 ,,შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.'' 

,,ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან''. 

,,ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია.''

,,ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით, მხატვრის პორტრეტია და არა ნატურისა.''


2. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’

 

ამ წიგნზე ისეთს ვერაფერს დავწერ, რაც ჩემამდე სხვას არ დაუწერია, ამიტომაც მხოლოდ ერთს ვიტვყი: მეამაყება ქართველობა და ამის მიზეზად მხოლოდ ამ პოემის დასახელებაც საკმარისად მიმაჩნია. რუსთაველი სიტყვის ნამდვილი ჯადოქარია, რომლის მსგავსები ათასწლეულებში ერთხელ იბადებიან.


საყვარელი ტაეპები:

,,არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა’’

,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა’’

,,მიჯნნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი’’


 1.      დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა’’

 

წიგნი, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო; რომელმაც თვალნათლივ დამანახა საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკე. წიგნი, რომლის ყოველი წაკითხვისას დაუფარავად ვტირი, რადგან შეუძლებელია მისი ცრემლის გარეშე წაკითხვა. არ შემიძლია, მას პირველი ადგილი არ მივაკუთვნო ჩემს რჩეულებში.


ფრაზები, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:

" უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე პატარების "
" სიკვდილამდე სიკვდილიდ დაჯერება მაინც ძნელია და მითუმეტეს შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს "
" ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია როგორც ის ტიალი მინდორი"
" წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით "

,,მჯერა, რომ ისინი არიან სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ.'' 



სულ ეს იყო ბავშვებო. ჩემთვის მართლა არ აქვს მნიშვნელობა იმას, გავიმარჯვებ თუ არა. უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ საიტზე ასეთი კარგი კონკურსი ტარდება და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. მეც, იმათ შორის.



 

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 988 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2012-06-04 Spam
ani, marikoo♥ marikoo ♥, __ mariami, Smiles Smiley, georgian smiler, მადლობა ბავშვებოო :**
Smiles Smiley, :)))