მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 19 » Black... Color Of The Past ♡
10:15 AM
Black... Color Of The Past ♡



თავი 4 
*ერთი, დიდი პირობა*
რა არის მოვალეობა? რა არის პირობა? რატომ ვანიჭებთ ამ ყველაფერს ამდენ მნიშვნელობას? ისინი რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია... ფუჭი სიტყვები, რომელიც არაფერს ნიშნავს, რომელიც თქმისთანავე ქრება... მაგრამ მაინც რომ აქვს ამ ოხერ სიტყვებს მნიშვნელობა... მაინც რომ გვტკენენ... ან იშვიათად მაგრამ მაინც გვახარებენ... სიტყვა, დიდი რამაა... მას შეუძლია როგორც დაგაქციოს, ისივე აგაშენოს....
მაგრამ პირობა? მოვალეობა? მას ხომ ივიწყებენ... ის ხომ სიტყვა არ არის, რომ დაგაქციოს ან აგაშენოს? ის მხოლოდ ფუჭი რამაა, რაც არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ მაინც. რატომ ვანიჭებთ მას ამხელა მნიშვნელობას?
პირობა... მოვალეობა... ეს ორი რამაა, რაც ადამიანობას გვანიჭებს, რაც გვაძლებს რაღაც მიზანს, რომ ვიცხოვროთ. ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან გვევალება. გვიხარია, რადგან გვევალება. გვიყვარდება, რადგან გვევალება. ვიღიმით, რადგან გვევალება. ვტირით, რადგან გვევალება. სიხარული, ტკივილი, სიარული, მუშაობა, გვევალება. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან გვევალება, რადგან ასე უნდა, ასე დაგვავალეს... ეს ჩვენი მოვალეობაა, ეს ჩვენი პირობაა ბუნების წინაშე. 
ჩვენ არ გვაქ უფრობა უარი ვთქვათ ცხოვრებაზე, ტირილზე, ღიმილზე, სიხარულზე... ჩვენ არაფერზე გვაქვს უარის თქმის უფლება. ჩვენ დაკარგული გვაქ საკუთარი ნება ცხოვრებაში. შეიძება ვიძახოთ, რომ თავისუფლები ვართ მაგრამ განა ეს სიმართლეა? განა ეს ასეა? ერთი გალიის შემდეგ ხომ ყოველთვის მეორე იღება... არ არსებობს, რომ ადამიანი განთავისუფლდეს. მისი ბედი დიდი ხანია გადაწყვეტილია, მას არ შეუძლია მას გადაუხვიოს ან შეცვალოს ის. ადამიანი მონაა ბედისა, ბედისა, რომელმაც დაგვალა სიცოცხლე. მან დაგვავალა ყველაფერი. ჩვენც თავი დავუქნიეთ და ერთ დღესაც მოვევლინეთ ქვეყანას, რადგან შევასრულოთ ეს დანაპირები. ვიცხოვროთ, ვიტიროთ, ვიცინოთ, შეგვიყვარდეს, შეგვძულდეს და ა.შ. რა არის ცხოვრება? ცხოვრება ერთი დიდი პირობაა, რომელიც ჩვენ დავდევით დაბადებამდე...

4 თვის შემდეგ
უკვე ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გმირები 21 საუკუნეს ესტუმრენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საუკუნე სულაც არ აღმოჩნდა ისეთი სტუმართმოყვარე როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. მან არაფრად ჩააგდო მისი პირველი სტუმრები. მათ სულაც არ დახვდა ხელგაშლილი, როგორც უნდა იქცეოდეს ხოლმე მასპინძელი, ან გაღიმებული, რომ ეთქვა კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო. არა მან ყველაფერი გაართულა. ღიმილის მაგივრად ტიროდა, ხმამაღლა ყვიროდა წადით აქედანო, და გაიოლების მაგივრად დღითიდღე უფრო და უფრო ართულებდა ყველაფერს. 
დენიელსა და მეთიუს ორი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ Global Enterprise-ში დაეწყოთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან კარგი ფიზიკოსები იყვნენ, ია დასაქმება სულაც არ აღმოჩნდა ადვილი, მაგრამ ბოლოს... მათ მიაღწიეს მიზანს და Global Enterprise-ში დაიწყეს მუშაობა. ამის შემდეგ თითქმის არაფერი მომხდარა. მათი დღის განრიგი ერთნაირი იყო. სამსახური სახლი, სამსახური სახლი. მართალია მეთი ყოველდღე ყუყუნებდა, რომ დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა, რომ უნდოდა გართობა და თავისუფლების დატკბობა, მაგრამ ვინ აცლიდა? დენიელი ისევ თავისას ამბობდა. მისთვის მთავარი იყო ამ მისიის შესრულება და უკან დაბრუნება. აი, ეს იყო ის ერთი რამ რაც დენიელს აინტერესებდა და აღელვებდა. მაგრამ დადგა ზაფხულიც, მოვიდა დრო არდადეგებისა )) ეს შანსი რა თქმა უნდა მეთმა ხელიდან არ გაუშვა და კალიფორნიაში „წააპორწიალა"...
-სულაც არ მომწონს ეგ იდეა – უთხრა დენიელმა მეთს
-კარგი რა!!! ერთხელ მაინც მოეშვი და დატკბი... რა გაახურე ერთი
-სულაც არ ვარ გართობის ხასიათზე 
-შენ არასდროს არ ხარ - დაემანჭა მეთი - სამაყრო ყოველდღური შენი შრომით არ გადარჩება... ზოგჯერ უნდა გაერთო კიდეც
-აუ შენ ისევ შენს რეპერტოარში ხარ
-როგორც შენ შენს მატორზე. Hakuna Matata
-რა? რას როშავ? - წარბები შეიჭმუხნა დენმა
-Hakuna Matata
-იქნებ განმანათლოდ ეს რას ნიშნავს 
-It’s Means "No Worries” For The Rest Of Your Days
-ეგ შენ მოიფიქრე ხომ?
-სულაც არა... აქ გავიგე... რაღაცას ვუყურებდი და იქ იყო - სიცილით თქვა მეთმა - ამიტომ ჩემო ძამიკო ზოგჯერ გართბაც კარგიაა... 
-სულაც არ მინდა ეს შენი გართობა. მინდა დროზე მოვრჩეთ და უკან დავბრუნდეთ
-მე კი აქ მინდა... მინდა ცოტა ხნით მანც ვიცხოვრო... ასე რომ ამ ორ კვირას მაგრად გავერთობით
-ეეე... შენ ხო ვერაფერს გაგაგებინებს კაცი - ხელი ჩაიქნია დენმა
-აჰა... ეგრეა დენი - გაუცინა მეთმა - წავედით კალიფორნიაში არა?
-ეჰ - ამოიხვნეშა დენიელმა - ჯანდაბას წავედით - აი ასე დაითანხმა სტეფანმა დენიელი კალიფორნიაში წასვლაზე. აი, ასე დაიწყო ზაფხულის ორ კვირიანი არდადეგები. ზაფხული ხომ მუდამ სიურპრიზებით არის სავსე... ნეტავ რა მოხდება? რა თავგადასავალი გადახდებათ ჩვენს გმირებს?
ბიჭები კალიფორნიაში საღამოს ჩავიდნენ. დენი ძალიან დაღლილი იყო და ძილის მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ ვინ აცადა? ჩასვლის თანავე მეთმა კლუბში წაათრია
-აუ კარგი რა დამაცადე სიცოცხლე - წუწუნებდა დენი
-არაფერიც... ჩემთან ერთად წამოხვალ.... აქ ძილისთვის არ ჩამოვსულვართ - ლოს-ანჯელესი ძალიან ლამაზი იყო ღამით. თვალწარმტაცი იყო განათებული ქუჩები, ხალხი ერთმანეთში ირეოდა და ყველას ერთი აზრი უტრიალებდა თავში „გართბა". აი, ეს იყო მათი საფიქრალი... ბიჭები პირველივე კლუბში შევიდნენ, რომელიც შეხვდათ. მეთი იმწამსვე შეერია ხალხს და ცეკვა დაიწყო, მაგრამ დენიელი რა თქმა უნდა ასე არ იყო. მისთვის იქ ყოფნა სასიხარულო სულაც არ იყო, მაგრამ რა ექნა? ხელი ჩაიქნია და ბარისკენ წავიდა. უნდოდა მაგრად დაელია.
-ტეკილა თუ შეიძლება - უთხრა ბარმენს. სანამ ის სასმელს მოულანდა, დენმა ერთი ნაცნობი იპოვა ))
-ჰეი... მე თქვენ გიცნობთ - ღიმილით უთხრა მის გვერდით მდგომმა გოგონამ
-უკაცრავად? - გაიკვირვა დენმა - მართლა?
-თქვენ ალბათ არ გახსოვართ... ცოტა უხერხულია ამის თქმა მაგრამ მე თქვენ მანქანით დაგეჯახეთ - ღიმილით უთხრა გოგონამ
-აჰა. გამახსენდით. - ღიმილითვე უპასუხა დენმა - ბოდიშს გიხდით იმ დღეს უხეში ვიყავი
-სულაც არა მე ხომ თქვენ დაგეჯახეთ... ხო მართლა მე სტეფანი ვარ

-მე კი დენიელი - ორივემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვა

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულოთ ჩემს მოთხრობას და თან აკომენტარებთ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს
ვიცი რომ დიდი თავები გინდათ, ეს კი სულაც არ არის დიდი (( მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი მოთხრობა და მე რომ დიდი თავები ვწერო 20 თავამდეც ვერ მიაღწევს... ამისათვის დიდი ბოდიში
ახლა თავში სულ სხვა აზრები მიტრიალებს (ბევრი მიხვდება როგორიც :დ) და რომანტიული იდეები არ მომდის <3 
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 854 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-05-29 Spam
ra aris gogo es. ra patara tavia.. mal male mainc dade biggrin