მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » ბინდი...
9:20 PM
ბინდი...
ბინდის ინტერვიუები,კადრები ფილმიდან,ფაქტები

რომლებიც ეკრანზე არ ჩანს და სურათები

დავიწყოთ ინტერვიუებით

ინტერვიე ტეილორთან კრისტენთან და რობთან

- ერთ-ერთი სცენა, რომლის ნახვაც ფანებს ყველაზე ძალიან სწყურიათ, ხდება კარავში. ჯეიკობი ათბობს ბელას თავისი სხეულით, იმიტომ რომ ედვარდის კანი ცივია, და თვითონ მას არ შეუძლია, რომ ეს გააკეთოს.

ლოტნერი: კარვის სცენა, ალბათ, ჩემი საყვარელია, იმიტომ რომ პირველად ჯეიკობს და ედვარდს მართლა შჶუძლიათ, რომ ერთმანეთს გაუგონ.

- რამდენი დუბლი დაგჭირდათ ამ სცენის გადასაღებად?

ლოტნერი: ორი დღე გადაღბისთვის და კიდევ მთელი დღე, რომ ხელახლა გადაგვეღო.

- რისთვის?

პატინსონი: რეჟისორს უნდოდა, რომ ეს სცენა უფრო ეროტიული ყოფილიყო. სერიოზულად.

სტიუარტი: ეს სიმართლეა. წიგნში ეს სცენა სექსუალური დაძაბულობით არის სავსე. სანამ მე მძინავს, ჯეიკობი უყურებს ჩემს სუსტ სხეულს, ის თითქის შიშველია ამ უბედურ საძილე ტომარაში, იმისათვის, რომ შესძლოს, რომ უფრო მალე გამათბოს. ჯეიკობიც და ედვარდიც თვალს ადევნებენ ერთმანეთს.

- ტეილორ, ამ ფილმში საკმაოდ სერიოზული შეჯახებები გაქვს რობთან.

ლოტნერი: ზოგი სცენა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. მგონი, ჩვენ რამოდენიმე დუბლი გავაფუჭეთ სახლის წინ და კარავში. და ყველაფერი იმიტომ, რომ არც კი ვიცი, რთული იყო, რომ მისთვის შემეხედა...

სტიუარტი: ჰა! "რთული იყო, რომ მისთვის შმეხედა!"

ლოტნერი: [იცინის] წინადადება არ დამიმთავრებია. მე ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან - რამოდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს პირდაპირი მნიშვნელობით - და ჩვენ ერთმანეთს ვუტვიროდით.

სრიუარტი: და მზად იყავით, რომ ერთმანეთისთვის გეკოცნათ...

ლოტნერი: რამოდენიმეჯერ მე ზუსტად ეგრე მომეჩვენა.

პატინსონი: ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს უნდა დავმუქრებოდით - ჯერ ერთი, შენ ყოველთვის პერანგის გარეშე დადიოდი, ამიტომ კარავში მე, შეიძლება ითქვას, მკერდზე ხელი წაგავლე, ეს ძალიან რთული იყო. ამის გარდა, კარვის სცენაში ვერაფრით შევეგუე იმას, რომ სიტყვა "thought" (ანუ "ფიქრი") ისევე ჟღერდა, როგორც «fart» ("გაკუება").

სტიუარტი: არა, არ ჟღერს.

პატინსონი: ჟღერს.

სიუარტი: ეს იმიტომ, რომ შენ ბრიტანელი ხარ.

პატინსონი: ამ სცენის შესავალია "არ შეგიძლია, რომ შენი ფიქრები შენთვის შეინახო?" ( სიტყვით "fart" ეს ასე ჟღერდა - "არ შეგიძლია, რომ შენი კუილი შენთვის შეინახო?"). ამას ვერაფრით შევეგუე.
[img][/img]
ინტერვიუ კრისტენთან ერთად
რთულია იყო მსახიობი, როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობ?

მე გამიმართლა რომ სკოლიდან 14 წლის ასაკში გამოვედი და გადასაღებ მოადანზე ვსწავლობდი, იმიტომ რომ ეს დიდი ტვირთს მიხსნიდა მხრებიდან. პოპულარობა და ზეწოლა სკოლაში ხელს მისლიდნენ. მე არასოდეს არ ვყოფილვარ ისეთი გოგო, რომელიც დადიოდა და ყველას უყვებოდა იმის შესახებ, რომ მსახიობი არის, ამიტომ არ მიმიღია ყველა ის ნაგავი, სანამ ვინმე არ მცნობდა. მე არ ვქელდამღლობდიმ მაგრამ ჩემზე ამბოდნენ: „ ო, ის ის ისეთი ძუკნაა!" მე კი ვპასუხობდი: „ თქვენ არასოდეს არ გილაპარაკიათ ჩემთაან და ფიქრობთ, რომ ძუკნა ვარ? მაგარია."

ანუ არ გრძნობდი, რომ რაღაცას ხელიდან უშვებდი საზოგადოებრივი თვალთახედვიდან?

არაფერი არ გამომიტოვებია. ათას ხალხს ვხვდებოდი. სკოლაში არსებობს რაღაც იერარქიის მსგავსი, და მე მიხაროდა, რომ მისი ნაწილი არ გავხდებოდი. ეს უცნაურია, იმიტომ რომ, როდესაც სკოლას დაამთავრებ, შენ ხვდები, რომ ეს პატარა ცხოვრება იყო. და მე ახლაც მიხარია, რომ არ დავდიოდი იქ.



მართალია, რომ მამაკაცებს უფრო ეწყობი, ვიდრე ქალებს?

უბრალოდ არ ვიცნობ ბევრ ჩემ ტოლ გოგოს. როდესაც სკოლაში ვიყავი, ურთიერთობა არ მქონდა ჩემ თანატოლებთან. ისინი საზარელები იყვნენ. არ შეიძლება განზოგადება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი იმ ბავშვებიდან მართლაც კარგები იყვნენ, მაგრამ მათ მე შანსი არ დამიტოვეს.



ედვარდი თუ ჯეიკობი - ვის აირჩევდი?

მე ბელას არჩევანს უნდა მივსდევდე. მე მას მხარს ვუჭერ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი მის ისტორიაში არის ის, რომ იმისდა მიუხედავად, რაც შეიძლება ჯეიკობმა შესთავაზოს მას, და უფრო ბუნებრივია მისთვის, მას და ედვარდს უყვართ ერთმანეთი.



შენი მშობლები შოუ-ბიზნესში მუშაობენ (დედა ჯულს-სტიუარტი სცენარისტია, მამა კი ჯონ სტიუარტი - პროდიუსერი), ასე რომ შენ წინასწარ განკუთვნილი გქონდა სწორედ ამ სფეროში გემუშავა?

არ ვიცი. ეს შემთხვევით გამიჩნდა, გადაწყვეტილება, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მე პატარა ვიყავი. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივედი კასთინგზე და მე მკითხეს: „გინდა, რომ მსახიობი გახდე?". მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ არც ისე ცუდად გავუმკლავდებოდი ამას. გადასაღებ მოედანზე გავიზარდე და ვფიქრობდი: „ დიახ, მე ამას ბევრ ადამიანზე უკეთესად გავაკეთებდი".

მაგრამ, მგონი, არ მოგწონს ცნობილი რომ ხარ და ინტერვიუების მიცემა არ გიყვარს...

ჩვეულებრივ არ მიყვარს ინტერვიუების მიცება, მაგრამ ამას უკეთესად ვართმევ თავს, ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. და უბრალოდ იმიტომ რომ მე მსახიობი ვარ, მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რატომ უნდა ვყვებოდე ჩემს პირად ცხოვრებაზე. მე მომხადება მქონდა, სანამ „ბინდში" გადამიღებდნენ, მაგრამ მე უკვე რვა წელია რაც საქმე პრესასთან მაქვს, ამიტომ ვკითხულობ: „ ფიქრობთ, რომ აიღებთ ჩემ მღელვარებას და ფანჯარაში მოისვრით? ფიქრობთ, რომ სიტყებს პირში ჩამიდებთ? არ გამოვა".

ასევე კიდევ ერთი ინტერვიუ კრისთან

–კრისტენ როგორც მე ვიცი შენ და რობერტი ხვდებით ერთმანეთს...
(კრისტენი აწყვეტინებს მას)
- როგორც შენ იცი? ვააუ, დამანგრეველი ნიუსი. სასაცილოა!

– კარგი, შევეშვათ რობს, მაშინ გვითხარი რა იყო ეს ტექსტი MTV–ის დაჯოლდოვებაზე?
– სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ნერვები ეხლაც კი მეშლება, რომ ვიხსენებ რა სისულელეებიც ვილაპარაკე. სანამ ავიღებდი ჯილდოს, მანამდე თავში დავაწყვე რას ვიტყოდი და როგორ. ვაპირებდი ყველასთვის მადლობის მოხდა. უკვე ჩამოყალიბებული აზრები მქონდა, ავედი სცენაზე და ვთქვი " კრისმა ურეჟისორა "ახალ მთვარეს" და ეს მაგარია!"

– რობთან კოცნაზე რაღას იტყოდი? მგონი ჩანაფიქრი და დადგმული სცენა ცუდი არ იყო, არა?
– ეს დადგმული არ იყო, უფრო სწორად ბოლომდე არ დაგვიდგამს. მხოლოდ რაღაც–რაღაცეები ჩავუმატეთ. სხვათაშორის, ჩვენ რაღაც სხვას ვაპირებდით, თუმცა რობს მე დავუხურე ეს ფანჯარა.

– რა გქონდათ ჩაფიქრებული?
– მე უნდა მეჟონგლიორა და ის ამ დროს მაკოცებდა, მაგრამ მგონი ცუდი აზრი იყო და უარით გავისტუმრე, რის გამოც გამიბრაზდა, თუმცა მალევე შევრიგდით. ამ ამბავს ახლა სიცილით ვიხსენებთ.

– შენს ახალ ფილმზე რაღას გვეტყვი?
– ეს დიდი ფილმია, დიდი ისტორიის მქონე. უბრალოდ მეამაყება, რომ წიგნის ეკრანიზაციაში, მე მივიღებ ერთ–ერთ მთავარ როლს!

[img][/img]
ინტერვიუ რობთან
"მუდამ ვთვლიდი რომ დუმილი ყველაფერს ჯობდა - ეს მუშაობს თუ გინდა რომ მიმზიდველად გამოჩნდე. მე მუდამ ვიყავი ცოტათი რომანტიული და რომატიზმის ფანი."

ასევე რობს კითხეს ხვდებოდა თუ არა ის რომელიმე ფანს. რაზეც რობმა უპასუხა რომ სიამოვნებით გაიცნობდა თავის ფანებს და მოყვა თუ როგორ დაპატიჟა ერთერთი მათგანი სადიზლე.

"მე შევხვდებოდი რომელიმე ფან გოგონას. მე მინდოდა მათთან ურთიერთობა. კარგი ტიპის გოგონები არიან და კარგი გემოვნება აქვთ.
მართლა დავპატიჟე ერთი ფანი სადიზლე. გარკვეული ხანი მაღიზიანებდა, იმ დროისთვის ესპანეთში ვიმყოფებოდი, იქ არავის ვიცნობდი, ეს გოგონა კი, საკმაოდ კარგად საუბრობდა ინგლისურად.
ყოველ დღე მელოდებოდა სახლთან და ბოლოსდაბოლოს ვუთხარი "სადმე ხომ არ წავსულიყავით? იმიტომ რომ მომბეზრდა ვუყურო როგორ იხედები ჩემს ფანჯარაში ყოველ დღე"
[img][/img]
ასევე სხვა ინტერვიუები რობთან

რობ, შენ ცოტა შეშლილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ხალხზე, ხომ არ გიფიქრია რომ მართლაც ხარ შეშლილი?
_ შეშლილი? ოუ, შეშლილი ნამდვილად ვარ. ეს ხუმრობით. არა, არ ვარ შეშლილი. უბრალოდ ცოტას ვგიჟობ ხოლმე. უნდა გამიგონ, ინგლისელი ვარ!
"დაბნელებაში" შენ საკმაოდ საშიში ვამპირი ხარ, საერთოდ რამდენად საშიში ხარ ცხოვრებაში?
– ამით ძალიან ვგავარ ედვარდს. სინამდვილეში საშიში ვარ. მგონი მე და ედვარდს ეს მართლაც გვაქვს საერთო. ჩვენ საშიში ადამიანები ვართ. არა შევცდი. მე ვარ ადამიანი, ის ვამპირია (იცინის).

ვის აშინებ ხოლმე და როგორ?
– ძნელია ასე თქმა, მაგრამ ხანდახან როცა ცუდ გუნებაზე ვარ, მინდა რომ ნებისმიერს მივულამაზო სახე. არ ვიცი ეს რატომ მინდება.

საყვარელ ადამიანებთანაც ასე გჭირს ხოლმე? მეგობარ გოგონას ვგულისხმობ.
_ კრისტენზე მელაპარაკებით? ისევ ეს! არა რამე ნორმალურს მოვიფიქრებდი, პასუხი კარგად რომ გამეცა. არა კრისტენი არაფერ შუაშია. და საერთოდ კრისტენი საიდან მოვიტანე? რა დაუშავებია ჩემთვის? აი ხომ ხედავთ, ცოტას ვაფრენ კიდევაც. ხო, არა საყვარელ ადამიანებთან ეს არ მემართება, ისინი ძალას მმატებენ, რათა გავუმკლავდე მოულოდნელ წინააღმდეგობებს.

ხშირად ვარსკვლავები წუწუნებენ ფანების გამო, იმის გამო რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. შენ როგორ ხარ ამ საკითხში?
– ვერ გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ეს, და მე მესმის მათი, უბრალოდ ვცდილობ თავიდან ავიცილო ეს ყველაფერი. ყველაფერს უნდა გავუმკლავდე

შენი მეგობრები შემთხვევით როდესმე ედვარდს გეძახიან ხოლმე?

ხალხი ზოგჯერ მეძახის ედვარდს, მაგრამ არა ჩემი ოჯახი, ეს უცნაური იქნებოდა! ჩემს მეგობრებს ძეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გამახელონ. მაგრამ მათ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ნანახი "ბინდი", მაგრამ ზოგიერთ მათგანს მოსწონს შემოკლებული Rpattz, ასე რომ ერთ-ერთი მეგობარი ახლა ასე მეძახის, ის ფიქრობს, რომ ეს საცილოა.

ედვარდს ფიქრების კითხვა შეუძლია. ჩვენ რომ შენი ფიქრების კითხვა შეგვეძლოს, რას გავიგონებდით?

სრულ სიჩუმეს ან მტვრის ზმას ჰაერში. ან შეიძლება რაღაც თეთრი ხმაურის მსგავსი. *

ლონდონში უფრო ადვილია პაპარაცებისგან თავის დაღწევა?

- არც კი მჯეროდა, რომ მე გადამიღეს, როცა ჩემთვის ტრუსებს ვყიდულობდი ჩემს საუკეთესო მეგობართან Marks & Spencer-ში. ჩვენგან 5 ფუნტში იყვნენ, ეს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ ტრსუსების ყიდვის დროს გადამიღეს!

კარგია, რომ ამას იუმორით უყურებ.

ხო, ერთადერთი რამ, რასაც ვერ ვიტან, როცა ყვითელი პრესა ჩემ ოჯახს ჩარევს ხოლმე სულელურ ისტორიებში. ამას წყობილებიდან გამოვყავარ. ამ ჭორების 99% სრული სისულელეა. პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო ბევრ სისულელეს დაბეჭდავენ შენზე ყვითელ პრესაში, მით უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს ეს შენს კარიერაზე. თუ შენ ყვითელ გვერდების მუდმივი გმირი ხარ, მაშინ ხალხი ნეგატიურად არის შენსკენ განწყობილი და იწყებენ ფიქრს: "ის ცუდი მსახიობია, ის უბრალოდ ბულვარული სტატიების წყალობით ფულს იღებს".

გინდა რომ ეს სიგიჟე შენი პერსონის მიმართ შეწყდეს?

მინდა რომ ფილმის პროდიუსერობით დავკავდე, მინდა ფილმზე ვიმუშავო და ამასთან ერთად არც კოსტუმი ჩავიცვა, არც მაკიაჟი გავიკეთო და კამერების ობიექტივში არ ვიყო. შენ უბრალოდ დგახარ მონიტორს მიღმა და რეჟისორობის ტვირთს.

.

ცოტა ხნის წინ ამბობდი, რომ შეიძლება 30 წლის ასაკშიც მოკვდე. რისთვის იყო ეს ნათქვამი?

მე წარმატების ცვალებადობაზე ვსაუბრობდი. ადრე, რომ ჰარი პოტერის დროს ინტერვიუ ვაძლევდი, ვფიქრობდი: "მინდა, რომ ეს არ იყოს ყველაზე დიდი წარმატება ჩემს ცხოვრებაში". და, აი, წარმატება დიდად მასაჩუქრებს. ეს უბრლოდ სასაცილოა. არც კი გამიკვირდება, რომ სამყარო რაღაც სასჯელს მიმზადებს და ალბათ 30 წლისთვის მოვკვდები. ბედის მჯერა.

შენი ახალი ფილმის "Water for Elephants"-ის გადაღებებზე შენი პარტნიორები ცხოველები იყვნენ. როგორია ეს?

თითქმის ყოველ დღე რომელიმე ეკზოტიკურ ცხოველთან მიწევს გადაღჶბა. არის სცენები, სადაც მე კამეჩები და სპილოები გალიაში მიმყავს. არის გიჟური სცნეა, სადაც უკბილო ლომი ხელს მკბენს. სცენარის მიხედვით ისინი მეუბნებიან: "არაფერი არაა საშიში, ეს ნორმალურია, ის გამუდმებით აკეთებს ამას". მე კი რაღაც ასეთი ვუთხარი: "ემმ...კარგი". მათ ვერაფრით ვერ აიძულეს ლომი, რომ ეკბინა ცოტა უფრო მაგრად ჩემ ხელზე, იმიტომ რომ ის გამუდმებით ისე ნაზად აკეთებდა ამას, რომ გამოდიოდა, თითქოს ჩემს ხელს ლოკავს.
ინტერვიუ კელანთან


თარგმანი

ჟურნალისტი: მე ვფიქრობდი თუ რა მეკითხა შენთვის ამ ინტერვიუზე, რისი განხილვა მინდოდა, მაგრამ უცებ გამახსენდა რომ შენ კელან ლატსი ხარ, უმაგრესი სხეული და ნამდვილად სექსუალური სახე გაქვს, ასევე ძალიან პოპულარული ხარ ბინდის ფილმებიდან, ასე რომ გადავწყვიტე ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩუმად ვიჯდეთ, რეიტინგი მაინც ზევით ავარდება.

კელანი: იცი...

ჟურნალისტი: თუ წინააღმდეგი არ ხარ ასე გავაკეთოთ....
მინდა რომ ცოტა დაჭიმო კუნთბი. ასე, აი ასე...

კელანი: ხომ შემიძლია რომ გიყურო?

ჟურნალისტი: დიდი მადლობა. ჩვენ ახლახან შევქმენით სატელევიზიო ჰიტი

კელანი: ერთად

[img][/img]
კელან ლატსმა ცოტახსნის წინ მისცა ინტერვიუ ჟურნალ "Dose"-ს კანადაში, სადაც "განთიადზე" ისაუბრა, მან აღიარა, რომ ერთი სული აქვს როდის დაიწყება გადაღებები, რადგან მას აინტერესებს სცენები სადაც ბელა ვამპირი გახდება, ბავშვი ეყოლება და კიდევ ბევრი სხვა რამ

მან თქვა: მართლა ვეღარ ვითმენ, ჯერ კიდევ ვერ შევიგრძენი საგის დასასრული და სულაც არ მინდა, რომ ის დამთავრდეს, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი პერსონაჟი, არ ვარ 2 საათიანი საგრიმიოროში ჯდომის და ლინზების ტარების წინაამღდეგი, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ, როცა ემეთი ვხდები. არც კი მჯერა რომ საგის კიდევ 2 ფილმში მივიღებ მონაწილეობას, შემოვიფრენ მსოფლიოს და მილიონობით ფანს შევხვდები, ეს ხომ ძალიან მაგარია! ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ მსახიობები ისევ ერთად შევიკრიბებით. მართლა ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ სცენებს ბავშვთან ერთად, მაინტერესებს როგორ დაწერს ამას მელისა როზენბერგი, კიდევ სად გაწყვიტავს პირველ ფილმს, მინდა ამ სცენარის წაკითხვა!

რობს მოუწევს იმღეროს, როგორც ედვარდ კალენმა? კრისტიანს (ანჟელას) მოსწონს ეს იდეა...
ჟურნალისტი: რომელია შენი საყვარელი პერსონაჟი საგაში?
კრისტიანი: რათქმაუნდა ედვარდი. ედვარდი და ელისი. პირველი შესანისნავი, იდეალური ბიჭია, მეორე კი მხიარული, ლამაზი გოგონა, რომელსაც ბევრი პლიუსები აქვს.
ჟურნალისტი: გიფიქრიათ იმაზე, რომ გეკეთებინათ ერთად ორი საქმე და გეთამაშათ მიუზიკლებშიც?
კრისტიანი: ო, ეს იქნებოდა შესანიშნავი! ნამდვილი ბომბა!
ჟურნალისტი: მაგალითად ვამპირული მიუზიკლი?
კრისტიანი: ეს იქნებოდა ფანტასტიური! ახლავე გეტყვით, დაახლოებით ისეთი, როგორიცაა Repo The Genetic Opera* (განმარტება იხილეთ ქვემოთ). მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება ასეთი რაღაც, მუსიკა ნამდვილად ბასრი უნდა იყოს!
ჟურნალისტი: თუ შეიძლიათ წარმოიდგინოთ "ბინდის" ქათის წევრები მიუზიკლში?
კრისტიანი: წარმოვიდგინო, რობი როგორ მღერის ედვარდის როლის შესრულებისას? ეს მართლაც შთამბეჭდავი და მშვენიერია!

ექსპერტების დასკვნა რობსტენზე

[img][/img]
1) როდესაც კრისტენს ხელი აქვს ჩავლებული რობის პიჯაკისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის აკონტროლებს მას.

2) ისინი ეყრდნობიან, თითქოს იცავენ ერთმანეთს. რობი ზუსტად იქით იყურება, საითაც კრისტენი, თითქოს აინტერესებს, რამ მიიქცია მისი ყურადღება

3) რობერტი ისეთი სიყვარულით უყურებს კრისტენს. მისი გამოხედვა სავსეა მისდამი ტრფობითა და აღტაცებით

4) კრისტენი ძალიან მოდუნებულად გრძნობს თავს, როცა ის რობთან ერთადაა. მისი მუხლი პარტნიორის გასწვრივაა და ზუსტად იგივე მიმართულება აქვს, როგორიც მისას.

5) რობის გამოხედვაში იგრძნობა სიამაყე და რწმენა იმისა, რომ კრისტენი მის გვერდითაა. ამის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ საკმაოდ კარგი სექსუალური კავშირი აქვთ.

"დაბნელების" პრემიერაზეც სტიუარტი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოცხადდა წითელ ხალიჩაზე, მაგრამ ისინი მალე მობეზრდა...

[img][/img]
[img][/img]
როგორია რობერტი ვარსკვლავების განმარტებით?
ჯონი დეპმა, რომელსაც ჰკითხეს თუ რომელი ვამპირი ურჩევნია ბრედ პიტი თუ რობერტ პატინსონი, მან ასეთი პასუხი გასცა:
" მიყვარს ბრედი, არაჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ "დაძველდა" მისი ვამპირობა. ახლა მოდაში სექსუალური რობერტია და მგონი მეც მას ვემხრობი."
ემილი დე რავინმა კი ასე გასცა პასუხი კითხვას : რამდენად მეგობრულია რობერტი?
"ის დიდებული ადამიანია, თბილი და მოსიყვარულე. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მიყვარს მასთან მუშაობა. პატარა ბავშვივითაა ხანდახან. მის გვერდზე მოწყენა შეუძლებელია. ამას ვაფასებ"
კრისტენ სტუარტი კი ასე სცემს კითხვას – "შენ ყველაზე კარგად იცნობ რობს, გვითხარი როგორია ის?"
"ის მაგარი ადამიანია. ამ სიტყვის მნიშვნელობით გულის მაგივრად რაღაც სხვა უდევს, რადგან ამდენი ადამიანის სიყვარულის დატევას ახერხებს, ვისურვებდი მისნაირი ვყოფილიყავი!"
ნიკი რიდმა კი ასე დაახასიათა სექსუალური ედვარდ კალენი სინამდვილეში:
"მას ყველაზე კარგი გული აქვს მთელ კასტში. შეუძლია იმდენად მიიტანოს სხვისი ტკივილი გულთან ახლოს, რომ ტირილი დაიწყოს. აი ეს არის ადამიანობა! ამას ვეძახი ლოიალურობას! არ არსებობს ადამიანი ჩვენს კასტში, რომელსაც რობი სიგიჟემდე არ უყვარს!"

[img][/img]

ახლა კი ფაქტები ბინდის გადაღებებიდან
1. რობერტს და კრისტენს არც გადაღებებზე და არც
კასტის თვალწინ არ უჩხუბიათ!
2. რობი და ტეილორი, "ბინდში"
ისე დაახლოვდნენ, რომ რობმა პირველი ტეილორს უთხრა, რომ კრისტენი უყვარდა!
3. სამიტი რობს და კრისს ურთიერთობას უკრძალავს, თვლის რომ ამით
ფილმს ეფექტი დაეკარგება!
4. რობი და დევიდი ისე უგებდნენ ერთმანეთს, კასტში რობის და
რეჟისორის ორიენტაციაზე ჭორებიც კი დადიოდა!
5. ნიკი და კრისტენი უფრო დაახლოვდნენ "დაბნელების"
გადაღებებზე და მათთვის ცოტა რთული აღმოჩნდა რაღაც როლების შესრულება
, სადაც ერთმანეთს დიდი სიყვარულით არ ელაპარაკებოდნენ.
6. კასტში კრისტენი, რობი, ნიკი, ჯექსონი და ტეილორი ყველაზე
ახლოს არიან ერთმანეთთან. ისინი საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ.
7. როგორც ჭორები დადის შესვენებებზე კრისტენი მუდმივად რობს
ეფერებოდა. (ამტკიცებს, ერთ–ერთი პროდიუსერი)
8. ტეილორის თქმით რობი ყველაზე სიმპატიური მამაკაცია კასტში,
ოღონდ მის მერე. (რა თქმა უნდა ხუმრობს)
9. ერთი–ორჯერ დევიდი მთვრალიც კი გამოჩენილა გადაღებებზე,
კასტს შეუმჩნევია და მაგრად დაუცინია მისთვის!

[img][/img]
[img][/img]

1) რობერტ პატინსონს არ სჭირდებოდა ბევრი დრო როლში შესასვლელად.
რისი გაკეტებაც ევალებოდა მას ეს
ედვარდად გადაქცევა იყო - გაეკეთებინა კონტაქტური ლინზები რომლებც
ვამპირის თვალების ეფექტს აძლევდა
"როგორც კი ლინზებს ვიკეტებდი მაშინვე უბედურის სახე მიხდებოდა.
ეს დამეხმარა მეთამაშა უკმაყოფილო და ფიქრებში ჩაძირული პერსონაჟი"
2) პატინსონისთვის ყველაზე რთული სცენა კარავში აღმოჩნდა,
ტეილო ლოტნერთან ერთად.
"ჩვენ ამ სცენის მეორედ გადაღება მოგვიწია. არ ვიცი რა მოხდა,
მაგრამ პირველი გადაღებებისას გავბრაზდი" -თქვა რობმა.

3) ერთ-ერთი განსაკუთრებულობა "დაბნელებისა"
იყო ყველაზე მოლოდინიანი სცენა, კოცნა მაქცია ჯეიკობსა და ბელას შორის.
"კრისტენმა ფანტასტიური კოცნა იცის" -თქვა ტეილორმა

4) იმისათვის რომ დახმარებოდა კრისტენს ჯეიკობთან ლაპარაკის სცენაში,
როდესაც ის მგლის სახით არის, ტეილორმა მწვანე კოსტიუმი ჩაიცვა.
ეს გამოიყენება სპეცალური ეფექტის შესაქმნელად,
ასე რომ ამ სცენაში ტეილორმა თავად მიიღო მონაწილეობა.

5) "დაბნელებაში" უფრო მეტი ეკშენია ვიდრე წინა ფილმებში.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კრისტენს სამუშაო მოემატა.
"აქტიური მოქმედებები ჩემი საკეთებელი არ იყო.
მთელი დრო ვიდექი იმ ხალხის უკან ვინ ჩემზე ძლიერები არიან.
მე სირბილიც არ მომიწია ისე როგორვ მეორე ფილმში" -თქვა კრისტენმა

6) დევიდ სლეიდი გადაღებების დაწყებამდე შეხვდა ყველა მსახიობს,
რომ გაეგო მათი შეხედულებები თავიანთ პერსონაჯებთან დაკავშირებით.
დევიდი გადაღებების პროცესშიც აგრძელებდა
მათთან საუბარს რადგან გაეცვალათ თავიანთი აზრები.

7) თუ ყურადღებით დააკვირდებით შეამჩნევთ
, რომ ბელას საძინებელი განსხვავებულია.
ბელას ოთახი განსხვავდება იმისგან რაც წინა ორ ფილმში იყო.
ის დაახლოებით 4 ფუტით გაზარდეს რადგან დევიდს
სჭირდებოდა დიდი ადგილი აპარატურის მოსატავსებლად.

8) ამინდი ისევ პრობლემებს ქმნიდა.
"მზე სერიოზული პრობლემა იყო.
ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა სხვა ფილმების გადასაღებად,
მაგრამ არა ამის" -განაცხადა სლეიდმა.

9) სტეფანი მაიერი ესწრებოდა გადარებებს, მაგრამ არ ერეოდა სცენარში.
ის იმ შემთხვევაში იყო მოედანზე თუ პსახიობებს ან რეჟისორს უჩნდებოდათ
კითხვები პერსონაჟებთან
დაკავშირებით.
"ყველა მის გმირს წარსულის თავისი ისტორია გააჩნია"
-ამბობს სცენარისტი მელისა როზენბერგი

10) "დაბნელების" სცენარის დაწერა მელისასთვის უფრო რთული
აღმოჩნდა ვიდრე წინა ორი ფილმის.
იმის გამო რომ მესამე ნაწილში ყველაზე მეტი ეკშენია
, ამიტომ მას უნდა შემოეტენა ეს ფილმის დასაწისშივე.
მისი გადაწყვეტილება ახალშობილი ბამპირები გახდნენ.

11) ალბათ ეს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ ვამპირი პერსონაჟების მოტამაშე
მსახიობები ყოველ დილით 4 საათს ატარებდნენ საგრიმიორო სავარძელში.
გვიხდებოდა ბოლომდე დაგვეფარა მათი სახე სპეცალური საშალებებით
, რომ შეგვექმნა თეთრი პრიალა კანი.

12) მსახიობებს უნდოდათ ბოლომდე გაცნობოდნენ თავიანთი
პერსონაჯების ხასიათს წიგნებშჲ.
მაგრამ, მსახიობმა პიტერ ფაჩინელმა რომელიც კარლაილ
კალენს თამაშობს ექპერიმენტი მოახდინა თავისი გმირის გარდერობში.
მან გადაწყვიტა რომ კარლაილს კაშნე უნდა ეტარებინა
. არა იმიტომ რომ ეს მოდაშია, არამედ მისი ყელი დაფარული რომ ყოფილიყო.
"შეიძლება ეს სისულელეა წახვიდე ბრძოლაზე კაშნეთი,
მაგრამ მან ეს იარაღად გამოიყენა. შეიძლება "განთიადშიც" გავაკეთო იგივე"
-თქვა პიტერმა.

13) ნიკი რიდს რომელიც როზალი ჰეილის როს თამაშობს
, გადრებებისას ტემპერატურამ აუწია.
ემოციური სცენის გადრებისას როდესაც როზალი ბელას ტავის წარსულზე უყვება
ნიკი რიდს ტემპერატურა 39 გრადუსამდე აეწია.

14) ნიკი რიდმა "დაბნელების" გადაღებებამდე 3 თვით ადრე დაანება მოწევას თავი.
მან თქვა რომ სწორედ ამიტომ მოახერხა ბრძოლის სცენებში მოქმედება.

15) "დაბნელება" - ჯეკსო რეტბოუნის საყვარელი წიგნია საგიდან.
"ამ ფილმში ძალიან ბევრი პრობლემაა ჩადებული,
მაგალითად შურისძიება რომელიც წიტელი ხაზივით გასდევს მთელ ფილმს,
ასევე ერთმანეთთან კავშირის პრობლემაც" -ტქვა ჯეკსონმა.

16) რამდენიმე საათით ადრე სანამ 16 წლის დაკოტა ფენინგი პრესის
წინაშე წარსდგებოდა ჯეინის როლზე სასაუბროდ, ის გამოცდებს აბარებდა.
მას არცერთი ფილმის კონტრაქტზე არ მოუწერია ხელი
, საგის გარდა, რადგან სწავლის გაგრძელებას და კოლეჯში ჩაბარებას აპირებს.

17) პატინსონისთვის რთული იყო ბრძოლის სცენის თამაში ბრაის დალას ჰოვარდთან,
რომელმაც ვიქტორია ითამაშა.
რობმა ის სათნო ადამიანად ჩათვალა.
"მას ეშინოდა რომ მატკენდა რამეს" ;ტქვა რობმა.
ბრაისმა განაცხადა რომ ეშინოდა ედვარდისთვის ვარცხნილობა არ გაეფუჭებინა,
რადგან შემდეგ მილიონობით ფანი შეიძულებდა მას ამისთვის.

18) ბრაის დალას ჰოვარდი ძალიან გახარებული იყო ვიქტორიას როლის მიღებით
რადგან ის ბინდის საგის ტაყვანისმცემელი გახლდათ.
"მათი სიყვარული ისეთი საშიშია" -თქვა ბრაისმა
ჰოვარდმა ეს როლი რაშელ ლეფევერის შემდეგ მიღო,
რომელიც წინა ორ ფილმში ტამაშობდა ვიქტორიას
, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო, მოხსნეს როლიდან.

19) რადგანაც ბრაისი საგის ფანია მისთვის იოლი იყო ვიქტორიას თამაში.
"მისი მიზანი ნათლია - გაანადგუროს ბელა.
იშვიათია პერსონაჟს ასეთი დასახული მიზანი ქონდეს" -თქვა ჰოვარდმა.

20) "დაბნელების" დვდ-ში იქნება ამოჭრილი სცენები.
ერთ-ერთი ბელას და ანჟელას საუბარი ბიჭებთან პრობლემებზე.
დევიდმა თქვა რომ ყველა სცენა მოსწონს, მაგრამ ისინი
უბრალოდ სიუჟეტში ვერ ჩაჯდნენ.

[img][/img]
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]

სულ ეს იყო იმედია ონდან მაინც მოგეწონათ ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნებას ვიღებ როდესაც ბინდზე ვდებ სიახლეს იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარს ფილმი, წიგნიც და ქასთიც ისინი ბოლომდე იხარჯებიან რომ ჩვენამდე მოიტანონ მათი ნამუშევარი ....
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 906 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-03-01 Spam
vaime dzaan magrebi iyo...mec vgijdebi :***