მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 9 » Best Tv Shows
10:48 PM
Best Tv Shows
10 სერიალები რომლებიც ყველას უნდა ქონდეს ნანახი
დამიჯერეთ არ ინანებთ

1. The Vampire Diaries


"ვამპირის დღიურები" 2009 წლის სერიალია, რომელიც გამოსვლამდეც კი უზომოდ პოპულარული გახდა. ელენა და ჯერემი და-ძმა არიან, რომელსაც მშობლები ავტოავარიაში გარდაეცვალათ. ორივემ სხვადასხვანაირად მიიღო ეს ფაქტი. ელენა სკოლაში პოპულარულია და კარგად სწავლობს, ჯერემი კი სმაში და ნარკოტიების კეთებაშია ჩაფლული. სტეფანი იდუმალი ბიჭია, რომელიც არასოდეს უყურებს მზეს და მუდამ უკეთია სათვალეები. დეიმონი - მისი სასტიკი ძმაა. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ძმაზე შურისძიება, რომელმაც ადრე უღალატა და ახლა მთელი გულით და სულით ცდილობს დაესაკუთროს ელენას სხეულს და სულს. "ვამპირის დღიურები" ისტორიაა ლამაზი ელენას შესახებ რომელმაც სამტროდ წაკიდა ორი ვამპირი ძმა.

2. Supernatural


სერიალი ორი ძმის, დინი და სემი ვინჩესტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პარანორმალური მოვლენებს იკვლევენ. მოვლენებს, რომლებიც ლეგენდებსა და ფოლკლორს ეფუძნება. ბავშვობაში ისინი დედის სიკვდილის მოწმენი გახდნენ. გავიდა წლები და საეჭვო სიტუაციაში ქრება მათი მამა. სემი და დინი მის საძებნელად მიემგზავრებიან. ძმები დარწმუნებულები არიან, რომ თუ დედის სიკვდილის მიზეზს იპოვიან, ამით მამის მოძებნა გაუადვილდებათ.მამის პოვნის შემდეგ ისინი ერთად აგრძელებენ ბრძოლას დემონებისა და მოჩვენებების წინააღმდეგ.

3. Merlin


კამელოტის სამეფო ჩაფლულია ქაოსში. ჯადოს და მაგიის გამოყენება აკრძალულია ხალხში. მეფის ტახტზე ასული ”უტერ პენდრაგონი” კრძალავს მაგიის გამოყენებას, სჯის მაგებს, კლავს ყველა დრაკონს და იტოვებს მხოლოდ ერთს. 20 წლის შემდეგ კამელოტში ჩადის ”მერლინი”, პატარა სოფლის მაცხოვრებელი, მას დაბადებიდან ჰქონდა ჯადოქრობის ნიჭი. იგი ხდება კამელოტის მთავარი ექიმის ”გაის” თანაშემწე. რომელიც ეხმარება მას იპოვოს დანიშნულება მისი ნიჭისათვის. ”გაის” მიერ დავალებული საქმის შესრულების დროს მერლინს უხდება შეტაკება ერთ მეომართან, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდება არის მეფის ერთადერთი ვაჟი (მემკვიდრე) სახელად ”არტური” ამ უსიამოვნების და გამო მას ჩასვავენ ციხეში. ციხეში პირველად იგებს დრაკონის ძახილს, რომლის გაგონება სხვა არცერთ უბრალო ადამიანს არ შეუძლია. ეს ხმა დაჰყვება მერლინს ძილშიც კი, ბოლოს და ბოლოს კი იგი გაჰყვება ამ ძახილს და მოხვდება სასახლის ქვეშ სადაც არის დრაკონი მიბმული. იგი განუმარტავს მერლინს, რომ დიდი დანიშნულება აქვს - დაეხმაროს პრინც არტურს, კამელოტის შემდგომ მეფეს, რათა გააერთიანოს კამელოტისა და ალბიონის კუნძულები...

4. Gossip Girls


მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები", სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა, ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება. სერენას საუკეთესო დაქალი ბლეირიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სერენამ საზღვარგარეთ სწავლას გადაიფიქრა და მანჰეტენში დაბრუნდა. დაქალებს შორის დაძაბულობა არც ჭორიკნებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომლებსაც ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვთ და რომლებიც ყველა ამბისგან სკანდალს ქმნიან...

5. Glee


"ფოქსის” მუსიკალურმა სერიალმა 2010 წლის ოქროს გლობუსი მოიპოვა. ”Glee კლუბი” ოჰაიოს სკოლის მუსიკალური გუნდის ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ოპტიმისტი მასწავლებელი უილი შუსტერი გულშემატკივართა გუნდის მწვრთნელის ბოროტი ზრახვებისა და ყველა პრობლემის მიუხედავად, ცდილობს კლუბს პოპულარობა შეუნარჩუნოს.

6. True Blood


მოქმედება ლუიზიანაში ხდება. ვამპირები ყველგან არიან, ყოველ კუთხეში, საწოლის ქვემოთ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციური უფლებების აღიარება მოითხოვეს. იაპონელებმა სპეციალურად შექმნეს ხელოვნური სისხლი, რათა ვამპირების ბუნებრივი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო. მთავარი გმირი მიმტანი გოგონაა, სახელად სოკი სტეკჰაუსი, რომელიც უჩვეულო ნიჭით არის დაჯილდოვებული - გოგონას სხვისი ფიქრების ამოკითხვა შეუძლია...

7. Pretty Little Liars


სერიალი ოთხ გოგონაზე მოგვითხრობს, რომლებიც მათი საუკეთესო მეგობრის, ელისონის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას მათ ხვდებათ შტყობინება ანონიმით „ა", რომელმაც ყველა მათი საიდუმლო იცის

8. One Tree Hill


ლუკას და ნეიტანს საერთო მხოლოდ კალათბურთის სიყვარული აქვთ, გარდა ამისა მათ ერთი საიდუმლო აქვთ - ერთი მამის შვილები არიან. ამაყი და თავდაჯერებული, კალათბურთის ვარსკვლავი - ნეიტანი ქალაქში ყველაზე მდიდარ ოჯახს ეკუთვნის. ჩუმი და მუდამ ჩაფიქრებული ლუკასი კი, მარტოხელა დედის ერთადერთი შვილია. ის თავს ყოველთვის შორს იჭერდა ნეიტანისგან, მაგრამ მათი ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება, როდესაც ლუკასი ნეიტანის გუნდში ხვდება

9. The Secret Circle


წყნარი და მორცხვი უფროსკლასელი კესი, დედის სიკვდილის შემდეგ, მზიანი კალიფორნიიდან საცხოვრებლად გადადის ქალაქ ნიუ-სალემში, ბებიასთან, რომელიც მისტიკითაა გატაცებული და უცნაურად ბევრი იცის მცენარეების შესახებ. დასაწყისში კესის ძალიან ენატრება სახლი და ძველი მეგობრები, მაგრამ მალევე გაიცნობს მოზარდების ჯგუფს, ვისიც მთელ სკოლას ეშინია. ისინი კესის თავის წრეში იღებენ და განსაკუთრებული რიტუალის შემდეგ ის ძლევამოსილ გრძნეულთა კლანის წევრი ხდება...

10. White Collar


სერიალში აღწერილია გენიალური ქურდის და FBR - ის აგენტის თანამშრომლობა.ნილ კეფრი, ადამიანი რომელიც კრიმინალურ სამყაროში აღიარებული იყო როგორც გენიალური ქურდი და გამყალბებელი, დაჭერილი იქნა ფედერალური აგენტის, პიტერ სტოუქსის მიერ. მას შემდეგ რაც ნილი, 4 თვით ადრე საბოლოო განთავისუფლებამდე, ციხიდან გარბის თავისი საყვარელი ადამიანთან შესახვედრად, მას ხელმეორედ იჭერს პიტერ სტოუქსი, თუმცა ნილი მას სთავაზობს ერთ - ერთი ყველაზე სერიოზული საქმის გამოძიებაში დახმარებას განთავისუფლების საფასურად, რაზეც ფედერალური აგენტი იძულებულია დასთანხმდეს ... სწორედ ასე იწყება ორი ურთიერთსაპირისპირო მხარეს მყოფი პიროვნების თანამშრომლობა ... მეორე სეზონში მოვლენები უფრო მძაფრად ვითარდება.

თუ რომელი სერიალის ყურება გინდათ დაწერეთ კომენტარებში და დავდებ
კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 841 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2012-01-28 Spam
glee magariaaaaaaaaaaaaaaaa