მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » ბავშვობა
9:38 PM
ბავშვობა
ChildhooD
რა კარგი იყო ბავშვობა, გიჟობა, უდარდელობა. ცხოვრება იმ პრობლემების 

გარეშე, რომლებიც დღეს გვაწუხებენ. მოდით პრობლემები გვერდზე გადავდოთ 

და ერთად გავიხსენოთ ის ტკბილი, მონატრებული დრო, რომელსაც სამწუხაროდ 

ვეღარ დავიბრუნებთ. რომლისგანაც მხოლოდ მოგონებები გვრჩება... 

ბავშვობა ეს იყო დრო, როდესაც: 

გვიხაროდა, როცა სხვა გოგონას ჩვენნაირი რაიმე ეცვა. დღეს კი შურის თვალით 

ვუყურებთ და ვბრაზდებით. 

ჩვენს მშობლებს ამის მსგავსი ტელეფონები ჰქონდათ. 


მშობლებს ჩვენთვის "ქინდერ სიურპრიზები" მოჰქონდათ და ჩვენც უამრავი 

სათამოშოს კოლექცია ერთ დიდ ყუთში გველაგა. 


გონებაში არ ვუშვებდით არაფერ ცუდს და უცხოსაც კეთილად ვუღიმოდით, 

ვესაუბრებოდით. 


წიგნებად მარტო ზღაპრებს ვთვლიდით, ფერადი ნახატებით. ამ წიგნებისაც 

მხოლოდ დათვალიერებით ვერთობოდით. 


მულტფილმები, მულტფილმები და კვლავ მულტფილმები... 


ფერადი ბრჭყვიალა პასტები, რომლებსაც ვაგროვებდით და მერე ლამაზ 

მეგობრობის დღიურებს ვწერდით. სადაც აუცილებლად იყო კითხვა "გყავს თუ 

არა შეყვარებული?" და პასუხი: "საიდუმლოა" ვაკრავდით ფერად "ნაკლეიკებს" 

და რომელიც მოგვწონდა იმაზე ვავსებდით. 


ღრუბლებს სხვადასხვა ფორმებად წარმოვიდგენდით, მაგრამ 2 წუთში აზრი 

გვეცვლებოდა. 

დამახსოვრებული გვქონდა ამ თამაშის ტურები, მაგრამ მაინც დაუსრულებლად 

ვთამაშობდით ახლების ძიებაში. 


გვყავდა რბილი სათამაშო, რომელსაც ჩვენთან ერთად ეძინა. 


დაბადების დღეზე ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარი ყუთში ჩასმული ბარბის 

სათამაშო იყო. 


ბიჭები კი პულტიან მანქანებზე ოცნებობდნენ 


გვჯეროდა, ერთ ღამითაც პიტერ პენი მოგვიტაცებდა და თავის სამყაროში 

გაგვაფრენდა. 
ეზოში ჩავდიოდით და კლასობანას თამაშით ვერთობოდით. 


გვჯეროდა, რომ სათამაშოები ერთ დღეს აუცილებლად გაცოცხლდებოდნენ. 


ბავშვობაში ვუყვიროდით გამვლელებს აივნიდან და მერე უცებ ჩავიკუზებოდით, 

რომ არავის დავენახეთ. 


როცა შუქს ჩააქრობდნენ ოთახში, ვცდილობდით მაშინვე შევმხტარიყავით 

საწოლზე იმიტომ, რომ გვეშინოდა საწოლის ქვეშიდან ვინმეს ხელი არ გამოეყო 

და ფეხზე არ გწვდომოდ.ა 


ალბათ ყველას გვიყვარდა ბუშტებით თამაში, განსაკუთრებით კი წყლიანი 

ბუშტებით. 


ალბათ, ყველას გვქონდა სახლში კომპიუტერი "დენდი" რომელშიც 24 საათი 

მარიოსა და სხვა მრავალ თამაშებს ვთამაშობდით. 


მოგვიანებით კი "დენდი" "SONY კომპიუტერტმა" შეცვალა. 


ვისაც "SONY კომპიუტერი" გქონიათ, ალბათ ყველას გიყვარდათ თამაში "Crash" 


ხანდახან ძალიან მინდა უკან, ბავშობაში დაბრუნება. დროში, როცა სანტა 

ნამდვილად არსებობდა. როცა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი 

სახელის დაწერა იყო.როცა ერთადერთი ბიჭი,რომელიც მიყვარდა მამაჩემი იყო.


დაამოწმა და გაალმაზა:-MarriKunnaa
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 899 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-06-22 Spam
madlooba modereebs dzaan didi madlooba rom gamiformeeet... mec ki minda isev bavshvii viyo patara an didi... ar momwons chemi asaki :* madlooba modereeebs